მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის იდეას მხარს უჭერს  - კიდევ რა თქვა მან ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ?
პუტინი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის იდეას მხარს უჭერს  - კიდევ რა თქვა მან ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ?

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თი თა­ნახ­მაა, უკ­რა­ი­ნას­თან ცე­ცხლის 30 დღით შე­წყვე­ტა­ზე თუ “კრი­ზი­სის ძი­რე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბი აღ­მო­ი­ფხვრე­ბა”. ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, მისი და ბე­ლო­რუ­სის ლი­დე­რის ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პრე­ზი­დენტ ტრამპს და აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის მომ­ხრე იქ­ნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს "მუდ­მივ მშვი­დო­ბას" გა­მო­იწ­ვევს.

”ჩვენ ვე­თან­ხმე­ბით წი­ნა­და­დე­ბას სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ამან უნდა გა­მო­იწ­ვი­ოს მდგრა­დი მშვი­დო­ბა და აღ­მო­ფხვრას კრი­ზი­სის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბი. ყვე­ლა სა­კი­თხი ორი­ვე მხა­რის მიერ გულ­მოდ­გი­ნედ უნდა იყოს შეს­წავ­ლი­ლი. ცე­ცხლის შე­წყვე­ტის იდეა კარ­გია და ჩვენ მას აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვუ­ჭერთ მხარს, მაგ­რამ არის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლებ­ზეც უნდა ვიმ­სჯე­ლოთ. სა­ჭი­როა გავ­მარ­თოთ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ჩვენს ამე­რი­კელ კო­ლე­გებ­თან, მათ შო­რის ტრამ­პთან", - გა­ნა­ცხა­და მან.

პუ­ტი­ნის თქმით, "იდეა კარ­გია“, მაგ­რამ ხაზს უს­ვამს, რომ არის "ნი­უ­ან­სე­ბი“, სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა იქ­ნას გან­ხი­ლუ­ლი. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, რომ სა­ჭი­როა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ამე­რი­კე­ლებ­თან, ასე­ვე, შე­საძ­ლოა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი პრე­ზი­დენტ ტრამ­პთან.

“ვინ გას­ცემს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბას? და რა წო­ნის იქ­ნე­ბა ეს ბრძა­ნე­ბე­ბი ფრონ­ტის 2 000 კი­ლო­მეტ­რის გას­წვრივ? ვინ გა­და­წყვეტს 2,000-კი­ლო­მეტ­რი­ან ხაზ­ზე თუ იყო შე­საძ­ლო ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვა, ვის დაჰბ­რალ­დე­ბა? ვის დაჰბ­რალ­დე­ბა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის დარ­ღვე­ვა? ყვე­ლა ეს სა­კი­თხი ყუ­რა­დღე­ბით, დე­ტა­ლუ­რად უნდა იქ­ნას შეს­წავ­ლი­ლი ორი­ვე მხა­რის მიერ. ასე რომ, იდეა კარ­გია, და ჩვენ სრუ­ლი­ად ვუ­ჭერთ მას მხარს, მაგ­რამ არის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა გან­ვი­ხი­ლოთ და, ვფიქ­რობ, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გვჭირ­დე­ბა ჩვენს ამე­რი­კელ კო­ლე­გებ­თან და პარტნი­ო­რებ­თან, შე­იძ­ლე­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი პრე­ზი­დენტ ტრამ­პთან, მაგ­რამ ამ კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით [გა­დაჭ­რას], თა­ვად იდე­ას მხარს ვუ­ჭერთ”, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

პრე­ზი­დენ­ტმა კურსკში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სი­ტუ­ა­ცია მთლი­ა­ნად რუ­სე­თის კონ­ტრო­ლის ქვე­შაა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

პუტინი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის იდეას მხარს უჭერს  - კიდევ რა თქვა მან ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ?

პუტინი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის იდეას მხარს უჭერს  - კიდევ რა თქვა მან ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ?

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი თანახმაა, უკრაინასთან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე თუ “კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება”. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, მისი და ბელორუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს და აღნიშნა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის მომხრე იქნება იმ შემთხვევაში, თუ ეს "მუდმივ მშვიდობას" გამოიწვევს.

”ჩვენ ვეთანხმებით წინადადებას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ამან უნდა გამოიწვიოს მდგრადი მშვიდობა და აღმოფხვრას კრიზისის ძირითადი მიზეზები. ყველა საკითხი ორივე მხარის მიერ გულმოდგინედ უნდა იყოს შესწავლილი. ცეცხლის შეწყვეტის იდეა კარგია და ჩვენ მას აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს, მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც უნდა ვიმსჯელოთ. საჭიროა გავმართოთ კონსულტაციები ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან, მათ შორის ტრამპთან", - განაცხადა მან.

პუტინის თქმით, "იდეა კარგია“, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ არის "ნიუანსები“, საკითხები, რომლებიც უნდა იქნას განხილული. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საჭიროა მოლაპარაკებები ამერიკელებთან, ასევე, შესაძლოა სატელეფონო ზარი პრეზიდენტ ტრამპთან.

“ვინ გასცემს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას? და რა წონის იქნება ეს ბრძანებები ფრონტის 2 000 კილომეტრის გასწვრივ? ვინ გადაწყვეტს 2,000-კილომეტრიან ხაზზე თუ იყო შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა, ვის დაჰბრალდება? ვის დაჰბრალდება ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა? ყველა ეს საკითხი ყურადღებით, დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი ორივე მხარის მიერ. ასე რომ, იდეა კარგია, და ჩვენ სრულიად ვუჭერთ მას მხარს, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ და, ვფიქრობ, მოლაპარაკებები გვჭირდება ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და პარტნიორებთან, შეიძლება სატელეფონო ზარი პრეზიდენტ ტრამპთან, მაგრამ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით [გადაჭრას], თავად იდეას მხარს ვუჭერთ”, - განაცხადა პუტინმა.

პრეზიდენტმა კურსკში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიტუაცია მთლიანად რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

იხილეთ ასევე: