მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში - ხან თხრობით გველაპარაკებოდა, ხან ლექსებით" - პაპუაშვილი
"პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში - ხან თხრობით გველაპარაკებოდა, ხან ლექსებით" - პაპუაშვილი

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი „ცხა­დად იყო ჩარ­თუ­ლი“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში. რო­გორც პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, "არა­ვის მი­უ­ცია დიპ­ლო­მა­ტე­ბის­თვის უფ­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შიდა პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ე­რი­ონ“.

"თუკი ვინ­მეს არ სჯე­რა ჩვე­ნი, შე­უძ­ლია ისევ იმ ევ­რო­პე­ლებს და­უ­ჯე­როს. ცოტა ხნის წინ, მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ა­ში, არ­ჩევ­ნე­ბის წინ, რო­დე­საც ილონ მას­კი აკე­თებ­და გან­ცხა­დე­ბას პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვნა­ხეთ, რომ კან­ცლე­რის დო­ნე­ზეც ყვე­ლა გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ეს იყო სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში და შიდა პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვა ილონ მას­კის მხრი­დან, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო პი­რია და ბევრ სა­კი­თხზე ისე­დაც სა­უბ­რობ­და ხოლ­მე მა­ნამ­დეც. ზუს­ტად იგი­ვე გერ­მა­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი ხომ უფრო უა­რე­სი მე­თო­დე­ბით ერე­ოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო ბა­ტა­ლი­ებ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს შიდა პო­ლი­ტი­კა­ში? ასე­თი ბევ­რი ვნა­ხეთ ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან. გერ­მა­ნი­ას თუ ავი­ღებთ, მა­გა­ლი­თად, მი­ხა­ილ როთი ან ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. რაც შე­ე­ხე­ბა დიპ­ლო­მა­ტებს, პირ­და­პირ იყო ჩარ­თუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში. გა­იხ­სე­ნეთ მისი გა­მოს­ვლე­ბი, მისი აქ­ცენ­ტე­ბი. ხან თხრო­ბით გვე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, ხან ლექ­სე­ბით. ის ცხა­დად იყო ჩარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში. აფი­ნან­სებ­და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე, პირ­და­პირ იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში“,-გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გან­მარ­ტე­ბით, ვე­ნის კონ­ვენ­ცია გუ­ლის­ხმობს იმას, რომ დიპ­ლო­მა­ტებს ეკ­რძა­ლე­ბათ ქვეყ­ნის შიდა პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვა.

მან ელ­ჩებს მო­უ­წო­და, სა­კუ­თარ დიპ­ლო­მა­ტი­ურ ჩარ­ჩო­ებს და­უბ­რუნ­დნენ.

"ვინ­მე კლა­სის დამ­რი­გებ­ლად არის ახლა და­ნიშ­ნუ­ლი, რომ ყო­ველ დღე ჩაგ­ვე­რი­ოს? ევ­რო­კავ­ში­რი ჩვენს პროგ­რესს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბით აფა­სებს, მათ შო­რის, ყო­ვე­ლი წლის ოქ­ტომ­ბერს ქვეყ­ნდე­ბა ასე­თი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც კან­დი­და­ტი ქვეყ­ნე­ბის პროგ­რესს აფა­სე­ბენ. ახლა ოქ­ტომ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნდა ასე­თი დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­შიც ჩვენ ერთი ფაქ­ტო­რის გარ­და, თით­ქმის ყვე­ლა ფაქ­ტორ­ში პროგ­რე­სი გვქონ­და“,-გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში - ხან თხრობით გველაპარაკებოდა, ხან ლექსებით" - პაპუაშვილი

"პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში - ხან თხრობით გველაპარაკებოდა, ხან ლექსებით" - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი „ცხადად იყო ჩართული“ ხელისუფლების საწინააღმდეგო წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "არავის მიუცია დიპლომატებისთვის უფლება, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩაერიონ“.

"თუკი ვინმეს არ სჯერა ჩვენი, შეუძლია ისევ იმ ევროპელებს დაუჯეროს. ცოტა ხნის წინ, მაგალითად, გერმანიაში, არჩევნების წინ, როდესაც ილონ მასკი აკეთებდა განცხადებას პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, ვნახეთ, რომ კანცლერის დონეზეც ყველა გამოეხმაურა. ეს იყო საარჩევნო კამპანიაში და შიდა პოლიტიკაში ჩარევა ილონ მასკის მხრიდან, რომელიც საჯარო პირია და ბევრ საკითხზე ისედაც საუბრობდა ხოლმე მანამდეც. ზუსტად იგივე გერმანული პოლიტიკური ჯგუფები ხომ უფრო უარესი მეთოდებით ერეოდნენ საქართველოს საარჩევნო ბატალიებში და საქართველოს შიდა პოლიტიკაში? ასეთი ბევრი ვნახეთ ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. გერმანიას თუ ავიღებთ, მაგალითად, მიხაილ როთი ან ვიოლა ფონ კრამონი, რომლებიც პირდაპირ ოპოზიციის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობდნენ. რაც შეეხება დიპლომატებს, პირდაპირ იყო ჩართული ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი წინასაარჩევნო კამპანიაში. გაიხსენეთ მისი გამოსვლები, მისი აქცენტები. ხან თხრობით გველაპარაკებოდა, ხან ლექსებით. ის ცხადად იყო ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო წინასაარჩევნო კამპანიაში. აფინანსებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ასევე, პირდაპირ იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ვენის კონვენცია გულისხმობს იმას, რომ დიპლომატებს ეკრძალებათ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა.

მან ელჩებს მოუწოდა, საკუთარ დიპლომატიურ ჩარჩოებს დაუბრუნდნენ.

"ვინმე კლასის დამრიგებლად არის ახლა დანიშნული, რომ ყოველ დღე ჩაგვერიოს? ევროკავშირი ჩვენს პროგრესს შესაბამისი დოკუმენტებით აფასებს, მათ შორის, ყოველი წლის ოქტომბერს ქვეყნდება ასეთი დოკუმენტები, რომელიც კანდიდატი ქვეყნების პროგრესს აფასებენ. ახლა ოქტომბერს გამოქვეყნდა ასეთი დოკუმენტი, რომელშიც ჩვენ ერთი ფაქტორის გარდა, თითქმის ყველა ფაქტორში პროგრესი გვქონდა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.