პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინი სამხედრო ფორმაში - რუსეთის პრეზიდენტი კურსკში ჩავიდა: რას აცხადებენ იქ არსებულ ვითარებაზე რუსული და უკრაინული მხარეები? (ფოტოები)
პუტინი სამხედრო ფორმაში - რუსეთის პრეზიდენტი კურსკში ჩავიდა: რას აცხადებენ იქ არსებულ ვითარებაზე რუსული და უკრაინული მხარეები? (ფოტოები)

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი პირ­ვე­ლად ეწ­ვია კურსკის რე­გი­ონს მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნულ­მა ძა­ლებ­მა კურსკის გარ­კვე­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­ი­კა­ვეს.

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ამ პუ­ტი­ნის კურსკში ვი­ზი­ტის კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ჩანს რომ მას სამ­ხედ­რო ფორ­მა აც­ვია. ის იმ­ყო­ფე­ბო­და სამ­ხედ­რო ცენ­ტრში, რო­მელ­საც რუ­სე­თის ჯარი იყე­ნებს.

"უმოკ­ლეს დრო­ში უნდა და­ვა­მარ­ხოთ სა­ბო­ლო­ოდ კურსკის რე­გი­ონ­ში გა­მაგ­რე­ბუ­ლი მტე­რი", - ასე მი­მარ­თა მან სამ­ხედ­რო­ებს.

მან ასე­ვე მო­ის­მი­ნა მოხ­სე­ნე­ბა რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის, ვა­ლე­რი გე­რა­სი­მო­ვის­გან, რო­მელ­მაც თქვა, რომ ახლა უკ­რა­ი­ნის ჯარი კურსკში ალ­ყა­შია და მიმ­დი­ნა­რე­ობს მათი სის­ტე­მა­ტუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბა. პუ­ტი­ნის თქმით, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ რე­გი­ო­ნი უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯა­რე­ბის­გან.

  • "ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კურსკის რე­გი­ონ­ში არი­ან, რომ­ლე­ბიც სჩა­დი­ან და­ნა­შა­ულს აქ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ჩვენს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს, სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს და სპეც­სამ­სა­ხუ­რებს, ... არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ვექ­ცეთ ისე, რო­გორც ტე­რო­რის­ტებს“, - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

პა­რა­ლე­ლუ­რად კურსკში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ზე ისა­უბ­რა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა, ალექ­სან­დრ სირსკიმ. მისი თქმით, რუ­სე­თის კურსკის ოლ­ქის ქა­ლაქ სუ­ჯას შე­მო­გა­რენ­სა და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე აქ­ტი­უ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს

"მტე­რი იყე­ნებს სა­ჰა­ე­რო-სა­დე­სან­ტო ჯა­რე­ბის და სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფებს, რათა გა­არ­ღვი­ოს ჩვე­ნი თავ­დაც­ვა, გან­დევ­ნოს ჩვე­ნი ჯა­რე­ბი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კურსკის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ი­დან და გა­და­ი­ტა­ნოს სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბი სუ­მი­სა და ხარ­კო­ვის ოლ­ქებ­ში. ყვე­ლაფ­რის ფა­სად ცდი­ლობს რა პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას, მტერ­მა უკვე გა­ნი­ცა­და და კვლავ გა­ნიც­დის მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ნა­კარ­გებს კურსკის ოლ­ქში“, - აღ­ნიშ­ნა სირსკიმ.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ კურსკის ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბი­დან, 2024 წლის 6 აგ­ვის­ტო­დან, რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის ჯა­მუ­რი და­ნა­კარ­გე­ბი 54.9 ათას­ზე მეტ ადა­მი­ანს შე­ად­გენს, მათ­გან 22.2 ათას­ზე მეტი და­ღუ­პუ­ლია. 900-ზე მეტი რუსი ჯა­რის­კა­ცი კი ტყვედ ჩა­ვარ­და.

სირსკის მტკი­ცე­ბით, რუ­სე­ბი უპ­რე­ცე­დენ­ტო თავ­დას­ხმებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­კუ­თარ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ზე. ქა­ლაქ სუ­ჯა­ზე სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის გამო ეს და­სახ­ლე­ბა თით­ქმის მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის გან­მარ­ტე­ბით, უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უფრო ხელ­საყ­რელ პო­ზი­ცი­ებ­ზე მა­ნევ­რი­რე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები
ავტორი:

პუტინი სამხედრო ფორმაში - რუსეთის პრეზიდენტი კურსკში ჩავიდა: რას აცხადებენ იქ არსებულ ვითარებაზე რუსული და უკრაინული მხარეები? (ფოტოები)

პუტინი სამხედრო ფორმაში - რუსეთის პრეზიდენტი კურსკში ჩავიდა: რას აცხადებენ იქ არსებულ ვითარებაზე რუსული და უკრაინული მხარეები? (ფოტოები)

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პირველად ეწვია კურსკის რეგიონს მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა კურსკის გარკვეული ტერიტორიები დაიკავეს.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ პუტინის კურსკში ვიზიტის კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს რომ მას სამხედრო ფორმა აცვია. ის იმყოფებოდა სამხედრო ცენტრში, რომელსაც რუსეთის ჯარი იყენებს.

"უმოკლეს დროში უნდა დავამარხოთ საბოლოოდ კურსკის რეგიონში გამაგრებული მტერი", - ასე მიმართა მან სამხედროებს.

მან ასევე მოისმინა მოხსენება რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვისგან, რომელმაც თქვა, რომ ახლა უკრაინის ჯარი კურსკში ალყაშია და მიმდინარეობს მათი სისტემატური განადგურება. პუტინის თქმით, რაც შეიძლება მალე უნდა გაათავისუფლონ რეგიონი უკრაინული ჯარებისგან.

  • "ადამიანები, რომლებიც კურსკის რეგიონში არიან, რომლებიც სჩადიან დანაშაულს აქ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეწინააღმდეგებიან ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, სამართალდამცავ უწყებებს და სპეცსამსახურებს, ... არიან ადამიანები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ტერორისტებს“, - აღნიშნა პუტინმა.

პარალელურად კურსკში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ. მისი თქმით, რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯას შემოგარენსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე აქტიური სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს

"მტერი იყენებს საჰაერო-სადესანტო ჯარების და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებს, რათა გაარღვიოს ჩვენი თავდაცვა, განდევნოს ჩვენი ჯარები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიიდან და გადაიტანოს სამხედრო ოპერაციები სუმისა და ხარკოვის ოლქებში. ყველაფრის ფასად ცდილობს რა პოლიტიკური მიზნების მიღწევას, მტერმა უკვე განიცადა და კვლავ განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს კურსკის ოლქში“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოპერაციის დაწყებიდან, 2024 წლის 6 აგვისტოდან, რუსული ჯარების ჯამური დანაკარგები 54.9 ათასზე მეტ ადამიანს შეადგენს, მათგან 22.2 ათასზე მეტი დაღუპულია. 900-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი კი ტყვედ ჩავარდა.

სირსკის მტკიცებით, რუსები უპრეცედენტო თავდასხმებს ახორციელებენ საკუთარ დასახლებულ პუნქტებზე. ქალაქ სუჯაზე საჰაერო დარტყმების გამო ეს დასახლება თითქმის მთლიანად განადგურდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განმარტებით, უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, საჭიროების შემთხვევაში, უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე მანევრირებენ.