მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Bentley Centre Tbilisi-ში ქართველი არტისტების ნამუშევრები გამოიფინება
Bentley Centre Tbilisi-ში ქართველი არტისტების ნამუშევრები გამოიფინება

Bentley Centre Tbilisi თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს გა­მო­ფე­ნე­ბის სე­რი­ის ფარ­გლებ­ში უმას­პინ­ძლებს. Bentley Exhibitions მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე სხვა­დას­ხვა ქარ­თველ არ­ტისტს წა­რად­გენს. აღ­მა­შე­ნებ­ლის 129 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე Bentley-ს შო­უ­რუმ­ში დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩე­ნენ სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რებს, რომ­ლე­ბიც Bentley-ს სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვას ეხ­მი­ა­ნე­ბა.

პირ­ველ გა­მო­ფე­ნა­ზე, რო­მე­ლიც 14 მარტს გა­იხ­სნე­ბა, ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნის, მაკო ლო­მა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა გა­მო­ი­ფი­ნე­ბა და ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

სოფო და­ვი­თაშ­ვი­ლი, Bentley Centre Tbilisi-ს მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი: „ხე­ლოვ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა Bentley-ს ერთ-ერთი სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, ბრენ­დის­თვის ეს არის ერ­თგვა­რი გზა, აუ­დი­ტო­რი­ას­თან ემო­ცი­უ­რი ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი მა­ღა­ლი მა­ტე­რი­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით და­ამ­ყა­როს. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის Bentley Exhibition-ის მეშ­ვე­ო­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი გაგ­ვეც­ნო.

გა­მო­ფე­ნე­ბის სე­რი­ის ფარ­გლებ­ში, არ­ტის­ტე­ბი თა­ვი­ანთ შე­მოქ­მე­დე­ბას გა­მო­ფე­ნენ სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ში, რო­მე­ლიც ბრენ­დის შო­უ­რუმ­ში მო­ე­წყო­ბა. მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ექ­სკლუ­ზი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბას გა­საღ­რმა­ვებ­ლად შო­უ­რუმ­ში ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ელე­მენ­ტე­ბი და იმერ­სი­უ­ლი სა­გა­ლე­რეო სივ­რცის სინ­თე­ზი შე­იქ­მნე­ბა.

პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა მაკო ლო­მა­ძის ნა­მუ­შევ­რებს და­ეთ­მო­ბა, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი ფორ­მე­ბით, ტექ­ნი­კუ­რი შეს­რუ­ლე­ბი­თა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბით ზუს­ტად ეხ­მი­ა­ნე­ბა Bentley-ს ხედ­ვას. Bentley Centre Tbilisi აუ­დი­ტო­რი­ის­თვის სხვა­დას­ხვა ექ­სკლუ­ზი­უ­რი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მარ­თვას მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გეგ­მავს“.

მაკო ლო­მა­ძის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა, რო­მელ­საც "Point Nemo" ეწო­დე­ბა, ბუ­ნე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის შერ­წყმაა. გა­მო­ფე­ნა­ზე სტუმ­რე­ბი ორ სე­რი­ას იხი­ლა­ვენ, რომ­ლე­ბიც ბუ­ნე­ბის ტრანსფორ­მა­ცი­ულ ძა­ლა­სა და პი­როვ­ნუ­ლი ზრდის თე­მა­ტი­კას მო­ი­ცავს. მაკო ლო­მა­ძე იკ­ვლევს ტრა­დი­ცი­ულ ზე­თის მხატ­ვრო­ბას, მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი სა­წყისს იღებს ში­ნა­გა­ნი რეფ­ლექ­სი­ი­დან, ნა­მუ­შევ­რე­ბი კი მდი­და­რია სიმ­ბო­ლიზ­მი­თა და სა­ინ­ტე­რე­სო ნა­რა­ტი­ვე­ბით.

თი­თო­ე­უ­ლი ხე­ლო­ვა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა, რომ­ლებ­საც Bentley Exhibitions-ის ფარ­გლებ­ში ვი­ხი­ლავთ, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად ბრენ­დის ხედ­ვას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. Bentley-ს გლო­ბა­ლუ­რი მი­სია, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სრულ­ყო­ფი­ლე­ბას­თან ერ­თად, ბრენ­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნაა, რომ­ლე­ბიც მდგრა­დო­ბის, ოს­ტა­ტო­ბის, ტრა­დი­ცი­ი­სა და ინო­ვა­ცი­ის ჰარ­მო­ნი­ულ სინ­თეზს უკავ­შირ­დე­ბა.

ლე­გენ­და­რუ­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი ბრენ­დის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2024 წელს გა­იხ­სნა. შო­უ­რუმ­მა უკვე არა­ერთ კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბას უმას­პინ­ძლა, თუმ­ცა მათ­გან ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სწო­რედ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო გა­მო­ფე­ნე­ბის სე­რია იქ­ნე­ბა. Bentley Exhibitions სე­რი­ის კუ­რა­ტო­რია სოფო კოლ­ხი­დაშ­ვი­ლი, ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ო­რია TBC Wealth Management.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ერთ-ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში, „თე­გე­ტა ქარსში“ შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია Bentley Centre Tbilisi ქარ­თულ ბა­ზარ­ზე 2024 წლი­დან ოპე­რი­რებს. კომ­პა­ნია ბრი­ტა­ნუ­ლი ბრენ­დის ერ­თა­დერ­თი ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. Bentley Centre Tbilisi მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს ლე­გენ­და­რუ­ლი luxury ბრენ­დის უახ­ლეს მო­დე­ლებს, ასე­ვე სრულ სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო და სა­რე­მონ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბას, ორი­გი­ნალ ნა­წი­ლებ­სა და აქ­სე­სუ­ა­რებს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

Bentley Centre Tbilisi-ში ქართველი არტისტების ნამუშევრები გამოიფინება

Bentley Centre Tbilisi-ში ქართველი არტისტების ნამუშევრები გამოიფინება

Bentley Centre Tbilisi თანამედროვე ქართული ხელოვნების ნიმუშებს გამოფენების სერიის ფარგლებში უმასპინძლებს. Bentley Exhibitions მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა ქართველ არტისტს წარადგენს. აღმაშენებლის 129 ნომერში მდებარე Bentley-ს შოურუმში დამთვალიერებლები აღმოაჩენენ საინტერესო ნამუშევრებს, რომლებიც Bentley-ს სრულყოფილებისკენ სწრაფვას ეხმიანება.

პირველ გამოფენაზე, რომელიც 14 მარტს გაიხსნება, ახალგაზრდა ხელოვანის, მაკო ლომაძის შემოქმედება გამოიფინება და ვიზიტორებისთვის ორი თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

სოფო დავითაშვილი, Bentley Centre Tbilisi-ს მარკეტინგის მენეჯერი: „ხელოვნების მხარდაჭერა Bentley-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა, ბრენდისთვის ეს არის ერთგვარი გზა, აუდიტორიასთან ემოციური ურთიერთკავშირი მაღალი მატერიების გაზიარებით დაამყაროს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, საზოგადოებისთვის Bentley Exhibition-ის მეშვეობით თანამედროვე ქართველი არტისტების ნამუშევრები გაგვეცნო.

გამოფენების სერიის ფარგლებში, არტისტები თავიანთ შემოქმედებას გამოფენენ სპეციალურად შექმნილ საგამოფენო სივრცეში, რომელიც ბრენდის შოურუმში მოეწყობა. მომხმარებლისთვის ექსკლუზიური გამოცდილებას გასაღრმავებლად შოურუმში ავტოინდუსტრიის ელემენტები და იმერსიული საგალერეო სივრცის სინთეზი შეიქმნება.

პირველი პერსონალური გამოფენა მაკო ლომაძის ნამუშევრებს დაეთმობა, რომლებიც თავისი ფორმებით, ტექნიკური შესრულებითა და ინდივიდუალურობით ზუსტად ეხმიანება Bentley-ს ხედვას. Bentley Centre Tbilisi აუდიტორიისთვის სხვადასხვა ექსკლუზიური ტიპის ღონისძიებების გამართვას მთელი წლის განმავლობაში გეგმავს“.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2F61568500311771%2Fvideos%2F852881620307661%2F&show_text=false&width=267&t=0" width="267" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

მაკო ლომაძის პერსონალური გამოფენა, რომელსაც "Point Nemo" ეწოდება, ბუნებისა და ხელოვნების შერწყმაა. გამოფენაზე სტუმრები ორ სერიას იხილავენ, რომლებიც ბუნების ტრანსფორმაციულ ძალასა და პიროვნული ზრდის თემატიკას მოიცავს. მაკო ლომაძე იკვლევს ტრადიციულ ზეთის მხატვრობას, მისი შემოქმედებითი პროცესი საწყისს იღებს შინაგანი რეფლექსიიდან, ნამუშევრები კი მდიდარია სიმბოლიზმითა და საინტერესო ნარატივებით.

თითოეული ხელოვანის შემოქმედება, რომლებსაც Bentley Exhibitions-ის ფარგლებში ვიხილავთ, კონცეპტუალურად ბრენდის ხედვასთან არის დაკავშირებული. Bentley-ს გლობალური მისია, ავტომობილების სრულყოფილებასთან ერთად, ბრენდის ღირებულებების წარმოჩენაა, რომლებიც მდგრადობის, ოსტატობის, ტრადიციისა და ინოვაციის ჰარმონიულ სინთეზს უკავშირდება.

ლეგენდარული ბრიტანული ბრენდის წარმომადგენლობა საქართველოში 2024 წელს გაიხსნა. შოურუმმა უკვე არაერთ კონცეპტუალურ ღონისძიებას უმასპინძლა, თუმცა მათგან ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ სახელოვნებო გამოფენების სერია იქნება. Bentley Exhibitions სერიის კურატორია სოფო კოლხიდაშვილი, ღონისძიების პარტნიორია TBC Wealth Management.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია Bentley Centre Tbilisi ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. კომპანია ბრიტანული ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. Bentley Centre Tbilisi მომხმარებელს სთავაზობს ლეგენდარული luxury ბრენდის უახლეს მოდელებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.

NS