მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანხები სოფო ნიჟარაძის, თინა ბოკუჩავას, ალანა გაგლოევასა და სხვათა საჩუქრებისთვის - დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმის სხვა რა დეტალებს აქვეყნებს პროკურატურა?
თანხები სოფო ნიჟარაძის, თინა ბოკუჩავას, ალანა გაგლოევასა და სხვათა საჩუქრებისთვის - დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმის სხვა რა დეტალებს აქვეყნებს პროკურატურა?

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა დიდი ოდე­ნო­ბით სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის საქ­მე­ზე, მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის მის­ჯი­სა და სდსს-ს ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას­თვის 300 ათას ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის და­კის­რე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2009 წლის მა­ი­სი­დან 2013 წლის 25 თე­ბერ­ვლამ­დე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი კომ­ფორ­ტის და ფუ­ფუ­ნე­ბის­თვის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად გა­იფ­ლან­გა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი 9 024 367 ლარი.

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მით, დიდი ოდე­ნო­ბით სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ასე­ვე, დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი - თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­შია, რომ­ლის ქმე­დე­ბაც ნაც­ვლად გაფ­ლან­გვი­სა, სა­სა­მარ­თლოს მიერ შე­ფას­და რო­გორც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2009 წლის მარ­ტში, მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­სა­ჟის­ტი დო­რო­თი შტე­ი­ნი ე.წ. "დოქ­ტორ დოტი" მო­იწ­ვია, ხოლო მის­თვის გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ხარ­ჯე­ბი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და.

ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და სსიპ "სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს“ ხარ­ჯე­ბი სა­ჯა­რო იყო, სა­ჭი­რო გახ­და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ხარ­ჯე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა. ამ მიზ­ნით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მო­სა­პო­ვებ­ლად შექ­მნა კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა და სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბად აქ­ცია მისი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად შექ­მნი­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სის­ტე­მა.

კერ­ძოდ, სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის ხე­ლოვ­ნუ­რად შე­საქ­მნე­ლად, 2009-2013 წლებ­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­მოს­ცა გრი­ფით "სა­ი­დუმ­ლო“ გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს და­ა­ვა­ლა ისე­თი სა­ხის ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა, რო­მელ­თა და­ფი­ნან­სე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და სსიპ სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს მიერ კა­ნო­ნი­ე­რად ვერ მო­ხერ­ხდე­ბო­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს ბი­უ­ჯე­ტე­ბი­დან პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ხარ­ჯე­ბის­თვის 2009-2012 წლებ­ში და­ი­ხარ­ჯა 20 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით და ორ­გა­ნი­ზე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, 2009 წლის მა­ი­სი­დან 2013 წლის 25 თე­ბერ­ვლამ­დე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი კომ­ფორ­ტის და ფუ­ფუ­ნე­ბის­თვის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად გა­იფ­ლან­გა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი 9 024 367 ლარი. მათ შო­რის: კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის­თვის - 700 000 ლარ­ზე მეტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სტი­ლის­ტის ალი კა­მა­ლის სას­ტუმ­როს მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და სამ­გზავ­რო ბი­ლე­თებ­ში გა­დახ­დი­ლია 75 181 ლარი; მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და გიგი უგუ­ლა­ვა­ზე ქ.ინსბურკში გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ ცენ­ტრში გა­სახ­დო­მი პრო­ცე­დუ­რე­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლია 114 682 ლარი; მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­სა და ბა­თუმ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბებ­ში, ასე­ვე, მის­თვის სა­ჩუქ­რე­ბის შე­სა­ძე­ნად გა­დახ­დი­ლია 10 673 ლარი; ალა­ნა გაგ­ლო­ე­ვას არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში სას­ტუმ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში გა­დახ­დი­ლია 6 401 ლარი; სარა ვა­რო­ნე­სა და მო­ნი­კა პუ­გლი­ას სამ­კა­უ­ლე­ბით და­სა­სა­ჩუქ­რებ­ლად გა­დახ­დი­ლია 10 670 ლარი; თინა ბო­კუ­ჩა­ვას­თვის IPhone-ის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის შე­სა­ძე­ნად გა­დახ­დი­ლია 1600 ლარი; სოფო ნი­ჟა­რა­ძის­თვის ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლია სას­ტუმ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და სამ­გზავ­რო ბი­ლე­თე­ბის ხარ­ჯე­ბი 5430 ლარი; კრის­ტი­ნა და ნა­ტა­ლია უსო­ვე­ბის სას­ტუმ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და სამ­გზავ­რო ბი­ლე­თებ­ში გა­დახ­დი­ლია 15 873 ლარი; ვერა ქო­ბა­ლი­ას მშობ­ლე­ბის, ასე­ვე მისი დის - ნინა ქო­ბა­ლი­ას სამ­გზავ­რო ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად - 38 247 ლარი; ლონ­დონ­ში მკერ­დით მხატ­ვრის მე­რე­დიტ ოს­ტრო­მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტის შე­სა­ძე­ნად გა­დახ­დი­ლია 15 989 ლარი; მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ეს­პა­ნე­ლი მზა­რე­უ­ლის - სერ­ქიო ქალ­დე­რონ ლა­ტა­სას შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის და­ქი­რა­ვე­ბის­თვის, მისი თარ­ჯიმ­ნის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის და ეს­პა­ნეთ­ში მგზავ­რო­ბის­თვის გა­ხარ­ჯუ­ლია - 191 643 ლარი; მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სტი­ლის­ტის ალი კა­მა­ლის სას­ტუმ­როს მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და სამ­გზავ­რო ბი­ლე­თებ­ში გა­დახ­დი­ლია 75 181 ლარი; კობა ნა­ყო­ფი­ას, გოგა ხა­ჩი­ძის, ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რის, გი­ორ­გი გა­ბაშ­ვი­ლის, სერ­გო რა­ტი­ა­ნის, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის, ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძის, გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძის სა­ზღვარ­გა­რეთ სას­ტუმ­რო­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში გა­დახ­დი­ლია 88 919 ლარი; ტა­ი­ლან­დის კუ­რორტ ფხუ­კეთ­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, და­ვით ბა­ქა­რა­ძის, ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძის სას­ტუმ­როს, ავ­ტო­მო­ბი­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბის, კვე­ბის და ავი­ა­ბი­ლე­თე­ბის ხარ­ჯებ­ში გა­დახ­დი­ლია 127 858 ლარი; მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის - გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას, თე­ი­მუ­რაზ ალა­სა­ნი­ას, ნიკა ალა­სა­ნი­ას და გი­ორ­გი ალა­სა­ნი­ას მოგ­ზა­უ­რო­ბებ­ზე და­ხარ­ჯუ­ლია 25 117 ლარი; მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შვი­ლე­ბის სწავ­ლის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად გა­დახ­დი­ლია 64 929 ლარი; შვი­ლის­თვის - ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის IPhone-ის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის შე­სა­ძე­ნად გა­დახ­დი­ლია 2350 ლარი; მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას­თვის ავ­სტრი­ა­ში "პორ­შეს“, "მერ­სე­დე­სი­სა“ და "აუ­დის“ მარ­კე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის და­ქი­რა­ვე­ბის­თვის გა­დახ­დი­ლია 58 876 ლარი; იტა­ლი­ა­ში, ქ. ვე­რო­ნა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვი­ზი­ტი­სას ლი­მუ­ზი­ნი­სა და მი­ნი­ვე­ნის და­ქი­რა­ვე­ბის­თვის გა­დახ­დი­ლია 45 214 ლარი; პე­რუ­ში ვერ­ტმფრე­ნის და­ქი­რა­ვე­ბის­თვის გა­დახ­დი­ლია 33 204 ლარი; სა­ზღვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნებ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ვე­ლო­სი­პე­დე­ბის და­ქი­რა­ვე­ბის­თვის გა­დახ­დი­ლია 35 350 ლარი; იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ პი­ზა­ში იახ­ტის და­ქი­რა­ვე­ბის­თვის გა­დახ­დი­ლია 25 237 ლარი; მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 7 პი­ჯა­კი­სა და ერთი ქაშ­მი­რის სპორ­ტუ­ლი პალ­ტოს შე­სა­ძე­ნად გა­დახ­დი­ლია 49 499 ლარი და ხე­ლით ნა­კე­თი 2 კოს­ტუ­მის შე­სა­ძე­ნად - 7 994 ლარი; აშშ-ში, ინ­გლის­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ათი ერ­თე­უ­ლი მა­ჯის სა­ა­თის შე­სა­ძე­ნად გა­დახ­დი­ლია ჯამ­ში 53 283 ლარი; მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი­სათ­ვის ჯა­მუ­რად გა­დახ­დი­ლია 721 827 ლარი.

სას­ტუმ­როს მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის გა­ხარ­ჯუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი 2 000 000 ლარ­ზე მეტი, სამ­გზავ­რო ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად - 1 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე, სა­ქარ­თვე­ლო­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სხვა პი­რე­ბის კვე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე - 1 400 000-ზე მეტი, სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ ტრან­სპორ­ტით მომ­სა­ხუ­რე­ო­ბა­ზე - 2 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის და­ქი­რა­ვე­ბის­თვის - 300 000 ლა­რამ­დე, ტან­საც­მლის შე­სა­ძე­ნად - 100 000 ლარ­ზე მეტი, სა­ჩუქ­რე­ბი­სა და სუ­ვე­ნი­რე­ბის შე­სა­ძე­ნად - 250 000 ლა­რამ­დე და სხვ.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "დ“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

რაც შე­ე­ხე­ბა თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას, მისი ქმე­დე­ბა ნაც­ვლად გაფ­ლან­გვი­სა შე­ფას­და, რო­გორც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლით და სას­ჯე­ლად გა­ნე­სა­ზღვრა ჯა­რი­მა 300 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა, თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას ნა­წილ­ში, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტილრ­ბას ზემ­დგომ ინ­სტან­ცი­ა­ში კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში გა­ა­სა­ჩივ­რებს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ ორ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე - სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის და ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტებ­ზე უკვე გა­მო­ტა­ნი­ლია გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე­ე­ბი გა­ნი­ხი­ლა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლო­მაც და და­ად­გი­ნა, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა იყო სა­მარ­თლი­ა­ნი, სა­თა­ნა­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გამ­ყა­რე­ბუ­ლი და არ ისა­ხავ­და მიზ­ნად ბრალ­დე­ბუ­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბას.

ამ­ჟა­მად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლია ორ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე - სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის და "ტე­ლე­ი­მე­დი“-ს დარ­ბე­ვის, 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვის და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თანხები სოფო ნიჟარაძის, თინა ბოკუჩავას, ალანა გაგლოევასა და სხვათა საჩუქრებისთვის - დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმის სხვა რა დეტალებს აქვეყნებს პროკურატურა?

თანხები სოფო ნიჟარაძის, თინა ბოკუჩავას, ალანა გაგლოევასა და სხვათა საჩუქრებისთვის - დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმის სხვა რა დეტალებს აქვეყნებს პროკურატურა?

საქართველოს პროკურატურა დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზე, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯისა და სდსს-ს ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიასთვის 300 ათას ლარიანი ჯარიმის დაკისრების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კორუფციული სქემით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი - თეიმურაზ ჯანაშია, რომლის ქმედებაც ნაცვლად გაფლანგვისა, სასამართლოს მიერ შეფასდა როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2009 წლის მარტში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მასაჟისტი დოროთი შტეინი ე.წ. "დოქტორ დოტი" მოიწვია, ხოლო მისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურება პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან განხორციელდა.

ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ "სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ხარჯები საჯარო იყო, საჭირო გახდა წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილება. ამ მიზნით მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მატერიალური უზრუნველყოფის მოსაპოვებლად შექმნა კორუფციული სქემა და სახელმწიფო საიდუმლოებად აქცია მისი მატერიალური სურვილების დასაკმაყოფილებლად შექმნილი დანაშაულებრივი სისტემა.

კერძოდ, სამართლებრივი საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, 2009-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა გრიფით "საიდუმლო“ განკარგულებები და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ კანონიერად ვერ მოხერხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 2009-2012 წლებში დაიხარჯა 20 მილიონ ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობის ჩართულობით, 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. მათ შორის: კოსმეტიკური პროცედურებისთვის - 700 000 ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავაზე ქ.ინსბურკში გამაჯანსაღებელ ცენტრში გასახდომი პროცედურებისთვის ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 114 682 ლარი; მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ბათუმში მოგზაურობებში, ასევე, მისთვის საჩუქრების შესაძენად გადახდილია 10 673 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი; სარა ვარონესა და მონიკა პუგლიას სამკაულებით დასასაჩუქრებლად გადახდილია 10 670 ლარი; თინა ბოკუჩავასთვის IPhone-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 1600 ლარი; სოფო ნიჟარაძისთვის ანაზღაურებულია სასტუმრო მომსახურებისა და სამგზავრო ბილეთების ხარჯები 5430 ლარი; კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი; ვერა ქობალიას მშობლების, ასევე მისი დის - ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 38 247 ლარი; ლონდონში მკერდით მხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის - სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისთვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის, მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისთვის და ესპანეთში მგზავრობისთვის გახარჯულია - 191 643 ლარი; მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი; ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქარაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვების და ავიაბილეთების ხარჯებში გადახდილია 127 858 ლარი; მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების - გიული ალასანიას, თეიმურაზ ალასანიას, ნიკა ალასანიას და გიორგი ალასანიას მოგზაურობებზე დახარჯულია 25 117 ლარი; მიხეილ სააკაშვილის შვილების სწავლის დასაფინანსებლად გადახდილია 64 929 ლარი; შვილისთვის - ედუარდ სააკაშვილისთვის IPhone-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 2350 ლარი; მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასთვის ავსტრიაში "პორშეს“, "მერსედესისა“ და "აუდის“ მარკების ავტომანქანების დაქირავებისთვის გადახდილია 58 876 ლარი; იტალიაში, ქ. ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისთვის გადახდილია 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისთვის ველოსიპედების დაქირავებისთვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25 237 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად - 7 994 ლარი; აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში 53 283 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის კოსმეტიკური პროცედურებისათვის ჯამურად გადახდილია 721 827 ლარი.

სასტუმროს მომსახურებისთვის გახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 000 000 ლარზე მეტი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 1 მილიონ ლარამდე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე - 1 400 000-ზე მეტი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურეობაზე - 2 მილიონ ლარზე მეტი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის - 300 000 ლარამდე, ტანსაცმლის შესაძენად - 100 000 ლარზე მეტი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად - 250 000 ლარამდე და სხვ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ“ და მესამე ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რაც შეეხება თეიმურაზ ჯანაშიას, მისი ქმედება ნაცვლად გაფლანგვისა შეფასდა, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 300 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს პროკურატურა, თეიმურაზ ჯანაშიას ნაწილში, სასამართლოს გადაწყვეტილრბას ზემდგომ ინსტანციაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ორ სისხლის სამართლის საქმეზე - სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტებზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები. აღნიშნული საქმეები განიხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც და დაადგინა, რომ მართლმსაჯულება იყო სამართლიანი, სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული და არ ისახავდა მიზნად ბრალდებულის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას.

ამჟამად, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ორ სისხლის სამართლის საქმეზე - საზღვრის უკანონო კვეთის და "ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების ფაქტებზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა მიმდინარეობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: