კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სცენარი შეიცვალა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა ჩაანაცვლოს სისხლში ხელებგასვრილი სააკაშვილი“ - გია ვოლსკი
“სცენარი შეიცვალა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა ჩაანაცვლოს სისხლში ხელებგასვრილი სააკაშვილი“ - გია ვოლსკი

“სცე­ნა­რი შე­იც­ვა­ლა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უნდა ჩა­ა­ნაც­ვლოს სის­ხლში ხე­ლებ­გას­ვრი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი - ეს არის იდეა, სწო­რედ ამი­ტომ აღარ ახ­სე­ნე­ბენ სა­ა­კაშ­ვილს, რო­მელ­საც მო­მაკ­ვდა­ვი დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რის როლი უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა“, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა, გია ვოლ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ოპო­ზი­ცი­ის გეგ­მებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ას სურს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­გან ლი­დე­რი შექ­მნან.

“სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ ის აგ­რე­სი­ულ თავ­დას­ხმე­ბი თით­ქმის ყვე­ლა იმ პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტის მხრი­დან, რო­მე­ლიც დღეს მის გარ­შე­მო ერ­თი­ან­დე­ბა და ის ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა, რაც მის მი­მართ იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ­სად არ და­კარ­გუ­ლა. უბ­რა­ლოდ, სცე­ნა­რი შე­იც­ვა­ლა, სა­დაც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უნდა ჩა­ა­ნაც­ვლოს სის­ხლში ხე­ლებ­გას­ვრი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი - ეს არის იდეა. სწო­რედ ამი­ტომ აღარ ახ­სე­ნე­ბენ სა­ა­კაშ­ვილს, რო­მელ­საც მო­მაკ­ვდა­ვი დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რას როლი უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. ეს როლი ვერ შე­ას­რუ­ლა. ახლა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­ზე გად­მო­ერ­თნენ, რო­მელ­მაც თა­ვის ამომ­რჩევ­ლებს ზურ­გი აქ­ცია, შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით დად­გა, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს უბე­დუ­რე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა - ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მა­სობ­რი­ვი დარ­ღვე­ვე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ეს არის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რომ­ლის­გა­ნაც უნ­დათ, რომ ლი­დე­რი შექ­მნან, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა სხვა და­ნარ­ჩე­ნი დის­კრე­დი­ტი­რე­ბუ­ლია. იქ ვი­ღა­ცე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბა, ვინც გა­აკ­რი­ტი­კე­ბენ და იტყვი­ან, რომ ეგ ლი­დე­რი არ არის, ჩვენ ვართ, პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძე, გი­ორ­გი ვა­შა­ძე და თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­აა ლი­დე­რი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ სცე­ნა­რი სწო­რედ ასე უნდა გან­ვი­თარ­დეს. მე სე­რი­ო­ზულ შეც­დო­მებს ვხე­დავ ამა­ში. ოპო­ზი­ცი­ის შიგ­ნით [შეც­დო­მე­ბი] ერ­თია, მაგ­რამ ჩვენ მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში არა­თუ შეც­დო­მე­ბი, არა­მედ და­ნა­შა­უ­ლე­ბია ჩა­დე­ნი­ლი. არ შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნას ასე მო­ე­პყრო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გინ­და, რომ ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მე­ო­რე­თი ჩა­ა­ნაც­ვლო“, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

“სცენარი შეიცვალა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა ჩაანაცვლოს სისხლში ხელებგასვრილი სააკაშვილი“ - გია ვოლსკი

“სცენარი შეიცვალა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა ჩაანაცვლოს სისხლში ხელებგასვრილი სააკაშვილი“ - გია ვოლსკი

“სცენარი შეიცვალა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა ჩაანაცვლოს სისხლში ხელებგასვრილი სააკაშვილი - ეს არის იდეა, სწორედ ამიტომ აღარ ახსენებენ სააკაშვილს, რომელსაც მომაკვდავი დემოკრატიის შუქურის როლი უნდა შეესრულებინა“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას სურს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ლიდერი შექმნან.

“სალომე ზურაბიშვილის მიმართ ის აგრესიულ თავდასხმები თითქმის ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან, რომელიც დღეს მის გარშემო ერთიანდება და ის ბილწსიტყვაობა, რაც მის მიმართ იქნა გამოყენებული, რასაკვირველია, არსად არ დაკარგულა. უბრალოდ, სცენარი შეიცვალა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა უნდა ჩაანაცვლოს სისხლში ხელებგასვრილი სააკაშვილი - ეს არის იდეა. სწორედ ამიტომ აღარ ახსენებენ სააკაშვილს, რომელსაც მომაკვდავი დემოკრატიის შუქურას როლი უნდა შეესრულებინა. ეს როლი ვერ შეასრულა. ახლა სალომე ზურაბიშვილზე გადმოერთნენ, რომელმაც თავის ამომრჩევლებს ზურგი აქცია, შეურაცხყოფა მიაყენა და იმ ადამიანების გვერდით დადგა, ვინც საქართველოში ეს უბედურება განაპირობა - ტერიტორიების მთლიანობის დარღვევიდან დაწყებული, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევებით დამთავრებული. ეს არის სალომე ზურაბიშვილი, რომლისგანაც უნდათ, რომ ლიდერი შექმნან, ვინაიდან ყველა სხვა დანარჩენი დისკრედიტირებულია. იქ ვიღაცები გამოჩნდება, ვინც გააკრიტიკებენ და იტყვიან, რომ ეგ ლიდერი არ არის, ჩვენ ვართ, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე და თეონა აქუბარდიაა ლიდერი, მაგრამ ფაქტია, რომ სცენარი სწორედ ასე უნდა განვითარდეს. მე სერიოზულ შეცდომებს ვხედავ ამაში. ოპოზიციის შიგნით [შეცდომები] ერთია, მაგრამ ჩვენ მიმართ დამოკიდებულებაში არათუ შეცდომები, არამედ დანაშაულებია ჩადენილი. არ შეიძლება ქვეყანას ასე მოეპყრო იმ შემთხვევაში, თუ გინდა, რომ ერთი ხელისუფლება მეორეთი ჩაანაცვლო“, - განაცხადა ვოლსკიმ.

იხილეთ ასევე: