საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ ივანიშვილს არავინ ელაპარაკება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს" - სალომე სამადაშვილი
"სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ ივანიშვილს არავინ ელაპარაკება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს" - სალომე სამადაშვილი

სან­დო ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, რომ ივა­ნიშ­ვილს არა­ვინ ელა­პა­რა­კე­ბა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ბევრ ფულს ხარ­ჯავს, - ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან "რა­ღაც ტი­პის“ კონ­ტაქ­ტი სჭირ­დე­ბა, რათა ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბა ისევ გა­აგ­რძე­ლოს.

"არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა“ და აშშ-ს შო­რის. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რომ იცო­დეს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ბევრ ფულს ხარ­ჯავს, და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჰყავს ხალ­ხი, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხა ის, რომ მას ვინ­მე და­ე­ლა­პა­რა­კოს. სან­დო ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, რომ ივა­ნიშ­ვილს არა­ვინ არ ელა­პა­რა­კე­ბა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ბევრ ფულს ხარ­ჯავს. მას არა­ვინ არ ელა­პა­რა­კე­ბა, მაგ­რამ მას ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კი არ სჭირ­დე­ბა, მას ეს სჭირ­დე­ბა, რომ მო­რიგ ჯერ­ზე ხალ­ხი მო­ა­ტყუ­ოს, რო­გორც 2012 წელს მო­ა­ტყუა და გა­ა­სუ­ლე­ლა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. მას აქვს სურ­ვი­ლი, რომ რა­ღაც ტი­პის კონ­ტაქ­ტი შედ­გეს, რომ შემ­დეგ გა­აგ­რძე­ლოს ხალ­ხის გა­სუ­ლე­ლე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მოს­დის და არა­ნა­ი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს. ისი­ნი ვერ ჩა­დი­ან ვერ­სად და არა­ვინ არ ელა­პა­რა­კე­ბა აშშ-ში“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა.

სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა“ აშშ-ს რომ სჭირ­დე­ბო­დეს, ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია ამის­თვი­საც მო­იც­ლი­და.

"ამე­რი­კის ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მო­ი­ცა­ლა სომ­ხე­თის­თვის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის და შე­კი­თხვა არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, თუ ვინ­მეს რა­მე­ში სჭირ­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რა­ტომ ვერ მო­ი­ცა­ლეს მათ­თვის? სი­ნამ­დვი­ლე­ში მე ვფიქ­რობ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ტყუ­ი­ლე­ბით კვე­ბავს იმ ხალ­ხს, ვინც მის საყ­რდე­ნად ჯერ კი­დევ რჩე­ბა. გვახ­სოვს სი­სუ­ლე­ლე­ებს რომ ლა­პა­რა­კობ­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, რომ 20 იან­ვრამ­დე უნდა გავძლოთ, უნდა დავ­შა­ლოთ პრო­ტეს­ტი იმი­ტომ, რომ 21 იან­ვრი­დან ახალ რე­ა­ლო­ბას ელო­დე­ბოდ­ნენ. 20 მარ­ტია მალე და ვხე­დავთ, რომ ზედ არ უყუ­რებს არა­ვინ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმს. და­დი­ან ხან თურ­ქმე­ნეთ­ში, ხან ტა­ჯი­კეთ­ში, ხან უზ­ბე­კეთ­ში, იქ სა­დაც არა­ვინ არ ჰკი­თხავს, რა­ტომ გა­ა­ყალ­ბეს არ­ჩევ­ნე­ბი და რა­ტომ ამ­ყა­რე­ბენ ქვე­ყა­ნა­ში ავ­ტოკ­რა­ტი­ულ რე­ჟიმს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ ივანიშვილს არავინ ელაპარაკება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს" - სალომე სამადაშვილი

"სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ ივანიშვილს არავინ ელაპარაკება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს" - სალომე სამადაშვილი

სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ ივანიშვილს არავინ ელაპარაკება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას“ აშშ-ის ადმინისტრაციასთან "რაღაც ტიპის“ კონტაქტი სჭირდება, რათა ხალხის მოტყუება ისევ გააგრძელოს.

"არ არსებობს არანაირი მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებასა“ და აშშ-ს შორის. საზოგადოებამ რომ იცოდეს, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს, დაქირავებული ჰყავს ხალხი, მაგრამ ვერ მოახერხა ის, რომ მას ვინმე დაელაპარაკოს. სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ ივანიშვილს არავინ არ ელაპარაკება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს. მას არავინ არ ელაპარაკება, მაგრამ მას ეს ურთიერთობები საქართველოსთვის კი არ სჭირდება, მას ეს სჭირდება, რომ მორიგ ჯერზე ხალხი მოატყუოს, როგორც 2012 წელს მოატყუა და გაასულელა ქართველი ხალხი. მას აქვს სურვილი, რომ რაღაც ტიპის კონტაქტი შედგეს, რომ შემდეგ გააგრძელოს ხალხის გასულელება. ჯერჯერობით არ გამოსდის და არანაირი მოლაპარაკებები არ არსებობს. ისინი ვერ ჩადიან ვერსად და არავინ არ ელაპარაკება აშშ-ში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, "ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ურთიერთობა“ აშშ-ს რომ სჭირდებოდეს, ტრამპის ადმინისტრაცია ამისთვისაც მოიცლიდა.

"ამერიკის ამ ადმინისტრაციამ მოიცალა სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის და შეკითხვა არის ძალიან მარტივი, თუ ვინმეს რამეში სჭირდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ურთიერთობა, რატომ ვერ მოიცალეს მათთვის? სინამდვილეში მე ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება“ ტყუილებით კვებავს იმ ხალხს, ვინც მის საყრდენად ჯერ კიდევ რჩება. გვახსოვს სისულელეებს რომ ლაპარაკობდა ირაკლი კობახიძე, რომ 20 იანვრამდე უნდა გავძლოთ, უნდა დავშალოთ პროტესტი იმიტომ, რომ 21 იანვრიდან ახალ რეალობას ელოდებოდნენ. 20 მარტია მალე და ვხედავთ, რომ ზედ არ უყურებს არავინ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. დადიან ხან თურქმენეთში, ხან ტაჯიკეთში, ხან უზბეკეთში, იქ სადაც არავინ არ ჰკითხავს, რატომ გააყალბეს არჩევნები და რატომ ამყარებენ ქვეყანაში ავტოკრატიულ რეჟიმს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.