საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ანაკლიაში ინვესტორების მოზიდვაზე და ვერ მოიზიდა ვერც ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები" - ირაკლი კობახიძე
"თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ანაკლიაში ინვესტორების მოზიდვაზე და ვერ მოიზიდა ვერც ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები" - ირაკლი კობახიძე

თა­ვის დრო­ზე ხა­ზა­რა­ძე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ზიდ­ვა­ზე და ჰქონ­და სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა - მან ვერ მო­ი­ზი­და ვერც ამე­რი­კუ­ლი, ვერ ევ­რო­პუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, დღეს მისი მხრი­დან ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­უ­ბა­რი ამე­რი­კულ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ზე, ცა­რი­ე­ლი სპე­კუ­ლა­ცი­აა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ თურ­ქმე­ნეთ­ში ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ "აუ­ცი­ლე­ბე­ლია,ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი სას­წრა­ფოდ დაბ­რუნ­დეს ანაკ­ლი­ა­ში“.

  • რო­გორც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ხა­ზა­რა­ძე ადრე სა­უბ­რობ­და ჩი­ნუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ანაკ­ლი­ა­ში და დღეს უკვე სა­უბ­რობს, თით­ქოს ჩი­ნუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია არის და­ნა­შა­უ­ლი ქვეყ­ნის წი­ნა­შე.

"თა­ვის დრო­ზე ხა­ზა­რა­ძე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ზიდ­ვა­ზე და მას ჰქონ­და სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მას შე­ეძ­ლო ამე­რი­კე­ლი, ევ­რო­პე­ლი, ჩი­ნე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ზიდ­ვა, ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ვეს­ტო­რის მო­ზიდ­ვა. მა­შინ ხა­ზა­რა­ძე სა­უბ­რობ­და ჩი­ნუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ანაკ­ლი­ა­ში და დღეს უკვე სა­უბ­რობს იმა­ზე, თით­ქოს ჩი­ნუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია არის და­ნა­შა­უ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე. მან ვერ მო­ი­ზი­და ვერც ვე­რა­ვი­თა­რი ამე­რი­კუ­ლი, ვერ ევ­რო­პუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფე­რი დევს ხე­ლის გულ­ზე. რა­საც ამ­ბობს ხა­ზა­რა­ძე, ეს არის ცა­რი­ე­ლი სპე­კუ­ლა­ცია და მა­ნი­პუ­ლა­ცია, თუ თა­ვის დრო­ზე მას სურ­და ამე­რი­კე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ზიდ­ვა, ამის­თვის ჰქონ­და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუმ­ცა ეს არ, ვერ გა­ა­კე­თა. დღეს მისი მხრი­დან ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­უ­ბა­რი ამე­რი­კულ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ზე, არის ცა­რი­ე­ლი სპე­კუ­ლა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

გარ­და ამი­სა, კო­ბა­ხი­ძემ ისა­უბ­რა, ზო­გა­დად, ოპო­ნენ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც და გა­ნა­ცხა­და, რომ "ოპო­ზი­ცია ღიად თა­ნამ­შრომ­ლობს უცხო­ურ სტრუქ­ტუ­რებ­თან იმი­სათ­ვის, რომ სა­კუ­თა­რი სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი და­ა­ზი­ა­ნონ“. კო­ბა­ხი­ძის შე­ფა­სე­ბით, "ეს სხვა არა­ფე­რია, თუ არა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ღა­ლა­ტი“.

"ეს არის სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძის ხაზი. ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი, ალ­ბათ, ექ­ცე­ვა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ნორ­მე­ბის ქვეშ, თუმ­ცა ეს არის არა ჩემი, არა­მედ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის გა­და­სა­წყვე­ტი, მაგ­რამ დღე­სა­ვით ნა­თე­ლია, თუ რას აკე­თე­ბენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. ისი­ნი ღიად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ უცხო­ურ სტრუქ­ტუ­რებ­თან, იმი­სათ­ვის, რომ და­ა­ზი­ა­ნონ სა­კუ­თა­რი სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი. ეს სხვა არა­ფე­რია, თუ არა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ღა­ლა­ტი, თუმ­ცა, ეს არის ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა. სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბე­ბი უნდა გა­კეთ­დეს შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მხრი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ანაკლიაში ინვესტორების მოზიდვაზე და ვერ მოიზიდა ვერც ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები" - ირაკლი კობახიძე

"თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ანაკლიაში ინვესტორების მოზიდვაზე და ვერ მოიზიდა ვერც ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები" - ირაკლი კობახიძე

თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ინვესტორების მოზიდვაზე და ჰქონდა სრული თავისუფლება - მან ვერ მოიზიდა ვერც ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები, დღეს მისი მხრიდან ყველანაირი საუბარი ამერიკულ ინვესტიციებზე, ცარიელი სპეკულაციაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ "აუცილებელია,ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციები სასწრაფოდ დაბრუნდეს ანაკლიაში“.

  • როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხაზარაძე ადრე საუბრობდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ანაკლიაში და დღეს უკვე საუბრობს, თითქოს ჩინური ინვესტიცია არის დანაშაული ქვეყნის წინაშე.

"თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ინვესტორების მოზიდვაზე და მას ჰქონდა სრული თავისუფლება, მას შეეძლო ამერიკელი, ევროპელი, ჩინელი ინვესტორების მოზიდვა, ნებისმიერი ინვესტორის მოზიდვა. მაშინ ხაზარაძე საუბრობდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ანაკლიაში და დღეს უკვე საუბრობს იმაზე, თითქოს ჩინური ინვესტიცია არის დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე. მან ვერ მოიზიდა ვერც ვერავითარი ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები, შესაბამისად, ყველაფერი დევს ხელის გულზე. რასაც ამბობს ხაზარაძე, ეს არის ცარიელი სპეკულაცია და მანიპულაცია, თუ თავის დროზე მას სურდა ამერიკელი ინვესტორების მოზიდვა, ამისთვის ჰქონდა მინიჭებული ყველანაირი შესაძლებლობა, თუმცა ეს არ, ვერ გააკეთა. დღეს მისი მხრიდან ყველანაირი საუბარი ამერიკულ ინვესტიციებზე, არის ცარიელი სპეკულაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ ისაუბრა, ზოგადად, ოპონენტების საქმიანობაზეც და განაცხადა, რომ "ოპოზიცია ღიად თანამშრომლობს უცხოურ სტრუქტურებთან იმისათვის, რომ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები დააზიანონ“. კობახიძის შეფასებით, "ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი“.

"ეს არის სერგო ორჯონიკიძის ხაზი. ასეთი ქმედებები, ალბათ, ექცევა სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების ქვეშ, თუმცა ეს არის არა ჩემი, არამედ შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი, მაგრამ დღესავით ნათელია, თუ რას აკეთებენ ეს ადამიანები. ისინი ღიად თანამშრომლობენ უცხოურ სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები. ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი, თუმცა, ეს არის ჩემი პოლიტიკური შეფასება. სამართლებრივი შეფასებები უნდა გაკეთდეს შესაბამისი უწყებების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.