კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
25-ე საიუბილეო წელს GM PHARMA მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს
25-ე საიუბილეო წელს GM PHARMA მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს

25-ე სა­ი­უ­ბი­ლეო წელს GM PHARMA მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლით იწყებს – კომ­პა­ნი­ამ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა სსიპ სა­მე­დი­ცი­ნო და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ინ­სპექ­ცია და უკვე მე­ო­რედ მი­ე­ნი­ჭა სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კარ­გი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის (GMP) სტან­დარტთან შე­სა­ბა­მი­სო­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტი.

2022 წლის 1 იან­ვრი­დან, „წამ­ლი­სა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში, ძა­ლა­ში შე­ვი­და ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის მწარ­მო­ებ­ლე­ბი­სა და სა­ბი­თუ­მო რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბის­თვის GMP (კარ­გი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კა) და GDP (კარ­გი სა­დის­ტრი­ბუ­ციო პრაქ­ტი­კა) სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და. რე­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი 3 წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბა, რაც კომ­პა­ნია GM PHARMA-მ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ GM PHARMA-ს სა­წარ­მო თბი­ლის­ში წამ­ყვა­ნი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბაა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში და დღემ­დე რჩე­ბა ერ­თა­დერთ, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მყა­რი სამ­კურ­ნა­ლო ფორ­მე­ბის წარ­მო­ე­ბის სრუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ციკ­ლის მქო­ნე სა­წარ­მოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში. სრუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ციკ­ლის ქვეშ იგუ­ლის­ხმე­ბა პრო­ცე­სი - ნედ­ლე­უ­ლის მო­ძი­ე­ბი­დან სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის გა­მოშ­ვე­ბამ­დე: დის­პენ­სი­რე­ბა, შე­რე­ვა, გრა­ნუ­ლი­რე­ბა, ტაბ­ლე­ტი­რე­ბა, კაფ­სუ­ლი­რე­ბა, შე­მო­გარსვა, შე­ფუთ­ვა და ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი.

რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, 2022 წელს მი­ღე­ბუ­ლი GMP სერ­ტი­ფი­კა­ტი არ იყო სი­ახ­ლე, რად­გან GM PHARMA-ს ჯერ კი­დევ 2007 წელს მი­ე­ნი­ჭა კარ­გი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის – GMP EU Vol. IV შე­სა­ბა­მი­სო­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტი (სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის ორ­გა­ნო Heathside Information Services, დიდი ბრი­ტა­ნე­თი).

ამ­ჟა­მად GM PHARMA ფლობს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ყვე­ლა ნა­ცი­ო­ნა­ლურ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კატ­სა და ნე­ბარ­თვას, რო­გო­რი­ცაა სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი GMP სერ­ტი­ფი­კა­ტი (2022 წლი­დან, რო­დე­საც ინ­სპექ­ტი­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და), PIC/S სა­ერ­თა­შო­რი­სო GMP სერ­ტი­ფი­კა­ტი (2014 წლი­დან), ხა­რის­ხის მარ­თვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2017/2018 და ა.შ.

და­მა­ტე­ბით, GM PHARMA-მ 2023 წელს წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა ევ­რო­კავ­ში­რის კარ­გი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის სტან­დარ­ტე­ბის (EU GMP: EudraLex – Volume 4 – Good Manufacturing Practice (GMP) guidelines) შე­სა­ბა­მი­სო­ბის აუ­დი­ტი, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტის მქო­ნე გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნია Heacon Service GmbH-ის ფარ­მა-აუ­დი­ტის ჯგუფ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. Heacon ჯგუ­ფის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში შე­ტა­ნი­ლია ინ­ფორ­მა­ცია GM PHARMA-ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აუ­დი­ტის შე­სა­ხებ, რომ­ლის დას­კვნა­შიც ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნია GM PHARMA-ში მიმ­დი­ნა­რე მყა­რი სამ­კურ­ნა­ლო ფორ­მე­ბის წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი, სა­წარ­მოს, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის, სა­წყო­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ურ-ინ­ჟინ­რუ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და ზო­გა­დად, ხა­რის­ხის მარ­თვი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მე­ბი სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია EU GMP სტან­დარ­ტებ­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლი ადას­ტუ­რებს GM PHARMA-ს სა­წარ­მო­ში ოპე­რა­ცი­ე­ბის ხა­რის­ხი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბას.

ასე­ვე უნდა აღი­ნიშ­ნოს კომ­პა­ნი­ა­ში მა­ღა­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტის მქო­ნე უკ­რა­ი­ნის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნოს მიერ 2024 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მო­რი­გი GMP ინ­სპექ­ცია, რის სა­ფუძ­ველ­ზეც GM PHARMA-ს კი­დევ ერთხელ მი­ე­ნი­ჭა GMP შე­სა­ბა­მი­სო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტი – PIC/S GMP. ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ინ­სპექ­ცი­ე­ბის კონ­ვენ­ცია/კო­ო­პე­რა­ცი­ის სქე­მა – PIC/S, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის კარ­გი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მსოფ­ლიო გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა, რომ­ლის მთა­ვარ მი­ზანს GMP ინ­სპექ­ტი­რე­ბის წე­სე­ბის ჰარ­მო­ნი­ზე­ბა წარ­მო­ად­გენს. PIC/S-ის GMP სერ­ტი­ფი­კა­ტი მსოფ­ლიო მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი­სა თუ ჯან­დაც­ვის პრო­ვა­ი­დე­რე­ბის­თვის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის სან­დო­ო­ბას­თან და გლო­ბა­ლურ იმიჯ­თან, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მა­ღალ ხა­რისხთან და უსაფრ­თხო­ე­ბის მყარ გა­რან­ტი­ებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. უკ­რა­ი­ნის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო PIC/S გა­ერ­თი­ა­ნე­ბას 2011 წლი­დან შე­უ­ერ­თდა. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცი­დან მხო­ლოდ ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბი და უკ­რა­ი­ნაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი აღ­ნიშ­ნულ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში, რაც უკ­რა­ი­ნის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნოს მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ი­სა და ინ­სპექ­ტო­რე­ბის მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბაა.

2024 წელს GM PHARMA-მ ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა უზ­ბე­კე­თის GMP სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკა­ნას­კნე­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს უზ­ბე­კე­თის ფარ­მა­ცევ­ტულ ინ­დუსტრი­ა­ში, რის შე­დე­გა­დაც, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გეგ­მავს PIC/S-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი უზ­ბე­კე­თის GMP სერ­ტი­ფი­კა­ტის ფლო­ბას კი­დევ უფრო ფა­სე­ულს ხდის.

GM PHARMA, ერ­თა­დერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო, მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­დან, აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობს ევ­რო­კავ­ში­რის კარ­გი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის (EU GMP) სერ­ტი­ფი­კა­ცი­ის­თვის მზა­დე­ბას, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია კომ­პა­ნი­ის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ინ­დუსტრი­ის ევო­ლუ­ცი­ის­თვის.

ყვე­ლა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­მა­ტე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან ხა­რის­ხობ­რი­ვი შე­სა­ბა­მი­სო­ბა GM PHARMA-ს ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე შეს­ვლის მზა­ო­ბას ადას­ტუ­რებს.

GM PHARMA-ს მი­სი­ას თა­ნა­მედ­რო­ვე და ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბით, ხა­რის­ხი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მი­სა თუ სტან­დარ­ტის დაც­ვით, მე­დი­ცი­ნი­სათ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შექ­მნა-გან­ვი­თა­რე­ბა და წარ­მო­ე­ბა წარ­მო­ად­გენს. კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი ფა­სე­უ­ლო­ბა კი სა­კუ­თა­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი პა­ცი­ენ­ტის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბაა. ამ­ჟა­მად, GM PHARMA-ს მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად 12 მი­ლი­ონ­ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს სა­ქარ­თვე­ლო­სა და კომ­პა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო, სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რებ­ზე, რაც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მხრი­დან კომ­პა­ნი­ის აღი­ა­რე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

GM PHARMA – ემ­სა­ხუ­რე­ბა მათ, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა!

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

25-ე საიუბილეო წელს GM PHARMA მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს

25-ე საიუბილეო წელს GM PHARMA მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს

25-ე საიუბილეო წელს GM PHARMA მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს – კომპანიამ წარმატებით გაიარა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინსპექცია და უკვე მეორედ მიენიჭა საქართველოს ნაციონალური კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი.

2022 წლის 1 იანვრიდან, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებისა და საბითუმო რეალიზატორებისთვის GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სერტიფიცირება სავალდებულო გახდა. რესერტიფიცირების პროცესი 3 წელიწადში ერთხელ ხდება, რაც კომპანია GM PHARMA-მ წარმატებით გაიარა.

აღსანიშნავია, რომ GM PHARMA-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და დღემდე რჩება ერთადერთ, მედიკამენტების მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოდ საქართველოში. სრული ტექნოლოგიური ციკლის ქვეშ იგულისხმება პროცესი - ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე: დისპენსირება, შერევა, გრანულირება, ტაბლეტირება, კაფსულირება, შემოგარსვა, შეფუთვა და ხარისხის კონტროლი.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, 2022 წელს მიღებული GMP სერტიფიკატი არ იყო სიახლე, რადგან GM PHARMA-ს ჯერ კიდევ 2007 წელს მიენიჭა კარგი საწარმოო პრაქტიკის – GMP EU Vol. IV შესაბამისობის სერტიფიკატი (სერტიფიცირების ორგანო Heathside Information Services, დიდი ბრიტანეთი).

ამჟამად GM PHARMA ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას, როგორიცაა საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატი (2022 წლიდან, როდესაც ინსპექტირება სავალდებულო გახდა), PIC/S საერთაშორისო GMP სერტიფიკატი (2014 წლიდან), ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2017/2018 და ა.შ.

დამატებით, GM PHARMA-მ 2023 წელს წარმატებით გაიარა ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტების (EU GMP: EudraLex – Volume 4 – Good Manufacturing Practice (GMP) guidelines) შესაბამისობის აუდიტი, რომელიც მაღალი ავტორიტეტის მქონე გერმანული კომპანია Heacon Service GmbH-ის ფარმა-აუდიტის ჯგუფმა განახორციელა. Heacon ჯგუფის მონაცემთა ბაზაში შეტანილია ინფორმაცია GM PHARMA-ში ჩატარებული აუდიტის შესახებ, რომლის დასკვნაშიც ხაზგასმულია, რომ ფარმაცევტულ კომპანია GM PHARMA-ში მიმდინარე მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების პროცესი, საწარმოს, ლაბორატორიების, საწყობის, ტექნოლოგიურ-ინჟინრული აღჭურვილობისა და ზოგადად, ხარისხის მართვისა და მონიტორინგის სისტემები სრულ შესაბამისობაშია EU GMP სტანდარტებთან. აღნიშნული ადასტურებს GM PHARMA-ს საწარმოში ოპერაციების ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების არსებობას.

ასევე უნდა აღინიშნოს კომპანიაში მაღალი ავტორიტეტის მქონე უკრაინის მარეგულირებელი ორგანოს მიერ 2024 წელს ჩატარებული მორიგი GMP ინსპექცია, რის საფუძველზეც GM PHARMA-ს კიდევ ერთხელ მიენიჭა GMP შესაბამისობის საერთაშორისო სერტიფიკატი – PIC/S GMP. ფარმაცევტული ინსპექციების კონვენცია/კოოპერაციის სქემა – PIC/S, სხვადასხვა ქვეყნის კარგი საწარმოო პრაქტიკის მარეგულირებელი ორგანოების მსოფლიო გაერთიანებაა, რომლის მთავარ მიზანს GMP ინსპექტირების წესების ჰარმონიზება წარმოადგენს. PIC/S-ის GMP სერტიფიკატი მსოფლიო მარეგულირებელი ორგანოებისა თუ ჯანდაცვის პროვაიდერებისთვის მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიის სანდოობასთან და გლობალურ იმიჯთან, ფარმაცევტული პროდუქციის მაღალ ხარისხთან და უსაფრთხოების მყარ გარანტიებთან ასოცირდება. უკრაინის მარეგულირებელი ორგანო PIC/S გაერთიანებას 2011 წლიდან შეუერთდა. დღეის მდგომარეობით, პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ ბალტიის ქვეყნები და უკრაინაა წარმოდგენილი აღნიშნულ გაერთიანებაში, რაც უკრაინის მარეგულირებელი ორგანოს მაღალი რეპუტაციისა და ინსპექტორების მაღალი კვალიფიკაციის დადასტურებაა.

2024 წელს GM PHARMA-მ ასევე წარმატებით გაიარა უზბეკეთის GMP სერტიფიცირების პროცესი. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს უზბეკეთის ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, რის შედეგადაც, აღნიშნული ქვეყნის მარეგულირებელი უახლოეს პერიოდში გეგმავს PIC/S-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებას. აღნიშნული ფაქტი უზბეკეთის GMP სერტიფიკატის ფლობას კიდევ უფრო ფასეულს ხდის.

GM PHARMA, ერთადერთი საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია საქართველოდან, აქტიურად განაგრძობს ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის (EU GMP) სერტიფიკაციისთვის მზადებას, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია კომპანიის ზრდა-განვითარებისთვის და საქართველოს ფარმაცევტული ინდუსტრიის ევოლუციისთვის.

ყველა ზემოთ აღნიშნული წარმატება და საერთაშორისო სტანდარტებთან ხარისხობრივი შესაბამისობა GM PHARMA-ს ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მზაობას ადასტურებს.

GM PHARMA-ს მისიას თანამედროვე და ინოვაციური მეთოდებით, ხარისხისა და უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო ნორმისა თუ სტანდარტის დაცვით, მედიცინისათვის აქტუალური მედიკამენტების შექმნა-განვითარება და წარმოება წარმოადგენს. კომპანიის მთავარი ფასეულობა კი საკუთარი მედიკამენტებით რაც შეიძლება მეტი პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სიცოცხლის გახანგრძლივებაა. ამჟამად, GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და კომპანიის საერთაშორისო, საექსპორტო ბაზრებზე, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!

R