საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭაბუა ამირეჯიბის 5 მოთხრობა და ეტიუდი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ
ჭაბუა ამირეჯიბის 5 მოთხრობა და ეტიუდი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის 5 მო­თხრო­ბა და ეტი­უ­დი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ი­კი­თხოთ

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ 5-ტო­მე­ულ­ში გა­ა­ერ­თი­ა­ნა და გა­მოს­ცა კლა­სი­კო­სი მწერ­ლის, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს რო­გორც მის უკ­ვდავ რო­მა­ნებს, ისე მო­თხრო­ბებ­სა და ეტი­უ­დებს.

პირ­ველ ორ ტომ­ში შე­სუ­ლია XX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­მა­ნი „დათა თუ­თაშ­ხია“, მე­სა­მე ტომ­ში - „გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე“ და ფრაგ­მენ­ტე­ბი, მე­ო­თხე ტომი მო­თხრო­ბებს, ეტი­უ­დებ­სა და ჩა­ნა­წე­რებს აერ­თი­ა­ნებს, ხოლო მე­ხუ­თე ტო­მის სა­ხით გა­მო­ი­ცა ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი - „გორა მბორ­გა­ლი“.

სე­რი­ას თან დარ­თუ­ლი აქვს მწერ­ლის შვი­ლის, ქუც­ნა ამი­რე­ჯი­ბის დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი „ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის პერ­სო­ნაჟ­თა პრო­ტო­ტი­პე­ბი“.

მკი­თხველ­თა ფარ­თო წრე­ე­ბი კლა­სი­კოს მწე­რალს თა­ვი­სი რო­მა­ნე­ბით იც­ნობს, ამი­ტო­მაც გთა­ვა­ზობთ 5 ეტი­უდ­სა და მო­თხრო­ბას, რო­მე­ლიც ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე კი­დევ უფრო სიღ­რმი­სე­ულ წარ­მოდ­გე­ნას შე­გიქ­მნით:

1. „მე თვი­თონ!...“

„მე თვი­თონ“ მოგ­ვი­თხრობს კა­ცი­სა და ბუ­ნე­ბის ჭი­დილ­ზე, მისი და ორი ფო­ცხვე­რის სა­სიკ­ვდი­ლო ბრძო­ლა­ზე, რო­მელ­შიც ერთი შე­ხედ­ვით უფრო ძლი­ერ­მა, მარ­დმა და მო­ხერ­ხე­ბულ­მა უნდა გა­ი­მარ­ჯვოს, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა­ფე­რი შემ­თხვე­ვი­თო­ბაა.

რო­გო­რია კა­ცის ბუ­ნე­ბა? - შე­იძ­ლე­ბა სიკ­ვდილს გა­დარ­ჩეს, მაგ­რამ საყ­ვე­დურს მა­ინც არ და­ი­შუ­რებს გა­დამ­რჩე­ნე­ლის­თვის.

2. „ძია შო­თას ბა­დია“

„დე­დაც მარ­თა­ლი იყო და მა­მაც. დე­დამ უმაღ­ლესს თავი მი­ა­ნე­ბა იმი­ტომ, რომ „შვი­ლებს გა­დაჰ­ყვა“ და „თავი და­ი­ღუ­პა“, _ ასე ამ­ბობ­და ბებო. მერე მა­მამ და­ა­წყე­ბი­ნა სწავ­ლა. ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი დე­ი­და მარო და დე­და­ჩე­მი და­უს­წრე­ბელ­ზე სწავ­ლობ­დნენ. „ეს მო­მა­შო­რე­ბი­ნა რო­გორ­მე თა­ვი­დან“, _ იტყო­და ხოლ­მე დედა ორ­გა­ნულ ქი­მი­ა­ზე. რა თქმა უნდა, დე­დას სა­დი­ლის­თვის არ ეცა­ლა... არც მა­მას ეცა­ლა! მა­მას არა­სო­დეს ეცა­ლა. დი­ლით სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და, ნა­სა­დი­ლევს _ მე­ო­რე სამ­სა­ხურ­ში. მამა სულ საქ­მეს აკე­თებ­და და დე­დამ ტყუ­ი­ლად უთხრა: შენი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე ვის გა­უ­გო­ნი­აო. თუ საქ­მეს არ აკე­თებ­და, მაშ, ფულს რა­ტომ აძ­ლევ­დნენ?

ასე არ ხდე­ბა, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.“

მო­თხრო­ბა გვიყ­ვე­ბა ერთი ოჯა­ხის ის­ტო­რი­ას, ტი­პურ ქარ­თულ ყო­ფას, სა­დაც ბევ­რი ჩვენ­გა­ნი ამო­იც­ნობს სა­კუ­თარ თავს.

3. „მუ­ცი­ოს სცე­ვო­ლა“

„ჩემი დის, ქე­თი­ნოს ამ­ხა­ნა­გი, ლილი, ოცი­ო­დე წლის პრან­ჭია გოგო იყო. მე მისი აქამ­დე არა­ფე­რი ვიცი, დე­და­ჩე­მი იტყო­და ხოლ­მე, _ გა­თხო­ვე­ბა უნდა, ლა­მის გა­გიჟ­დე­სო. ლი­ლის დედა ამ­ბობ­და, _ ჩემი შვი­ლის­თა­ნა ნი­ჭი­ე­რი

გოგო ძნე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბაო; ხომ შე­იძ­ლე­ბა უნი­ჭი­ე­რეს გო­გოს გა­გი­ჟე­ბით უნ­დო­დეს გა­თხო­ვე­ბა? ნამ­დვი­ლად ვიცი, კა­კო­საც ეპ­რან­ჭე­ბო­და და ლე­ვან­საც და თუ კი­დევ ვინ­მე გა­მო­უჩ­ნდე­ბო­და, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი ექ­ნე­ბო­და. საძ­რა­ხი­სად არ ვამ­ბობ, მერე რა, ყვე­ლა გოგო ასე­თი არ არის?“

მო­თხრო­ბის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი გვი­ამ­ბობს ერთ ზა­ფხულს მომ­ხდარ ის­ტო­რი­ას, როცა ოჯა­ხით ზღვა­ზე ის­ვე­ნებ­და. გვაც­ნობს სხვა­დას­ხვა პერ­სო­ნაჟს, რო­მელ­თაც თა­ვი­ან­თი საზ­რუ­ნა­ვი ჰქონ­დათ და გულ­წრფე­ლად გვი­ზი­ა­რებს მათ მო­ყო­ლილ და­უ­ჯე­რე­ბელ ამ­ბებ­სა და მის თავს გა­დამ­ხარ ერთ ის­ტო­რი­ას.

4. „ვე­ლო­სი­პე­დი“

ბიჭს ძა­ლი­ან უნდა ვე­ლო­სი­პე­დი, მა­მამ ეს იცის, სა­ყი­დე­ლი ფუ­ლიც აქვს, თუმ­ცა სა­სურ­ვე­ლის მიღ­წე­ვას სულ სხვაგ­ვა­რი ემო­ცი­ე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა მო­აქვს, როცა ამას თა­ვად ახერ­ხებ. სწო­რედ ამი­ტომ, ბიჭ­მა სა­ამ­ქრო­ში უნდა იმუ­შა­ოს და შე­ი­ძი­ნოს მო­ნი­კე­ლე­ბუ­ლი, წკა­რუ­ნა­ზი­ა­ნი ვე­ლო­სი­პე­დი...

„მე მქონ­და სა­კუ­თა­რი შრო­მით ნა­შოვ­ნი, ვე­ლო­სი­პე­დის სა­ყიდ­ლად გან­კუთ­ვნი­ლი შვი­დას ოცი მა­ნე­თი მა­გი­დის უჯ­რა­ში. უჯრა და­კე­ტი­ლი იყო, გა­სა­ღე­ბი ჯი­ბე­ში მედო და მა­ტა­რე­ბე­ლი აგა­რაკ­ზე მიგ­ვაქ­რო­ლებ­და მე და მა­მას“, - გვი­ამ­ბობს ბიჭი, თუმ­ცა­ღა მის ცხოვ­რე­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბიც ჩნდე­ბა. მან არ­ჩე­ვა­ნი უნდა გა­ა­კე­თოს, სხვა ადა­მი­ა­ნებს გა­უ­მარ­თოს ხელი, თუ თა­ვი­სი შრო­მით დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ვე­ლო­სი­პე­დი შე­ი­ძი­ნოს.

5. „ჩემი მე­ჯღა­ნე ბიძა“

ახალ­გაზ­რდამ ტექ­ნი­კუმ­ში და­ბა­რე­ბუ­ლი მშო­ბე­ლი უნდა მი­იყ­ვა­ნოს, თუმ­ცა რას იზამს, როცა ერთი ცხოვ­რე­ბის­გან და­ჩაგ­რუ­ლი მა­მი­და ჰყავს თბი­ლის­ში? მშობ­ლე­ბი და­ე­ღუპ­ნენ, მათ კუთ­ვნილ სახ­ლში სხვე­ბი შე­სახ­ლდნენ, თა­ვად მა­მი­დას­თან და ბი­ძებ­თან ერ­თად სა­კუჭ­ნა­ო­ში და­ბი­ნავ­და და უკი­დუ­რე­სად მძი­მე ყო­ფას ებ­რძვის... გა­ჭირ­ვე­ბა­სა და მშობ­ლე­ბის და­კარ­გვით გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილს ახლა ესეც და­ე­მა­ტა, ვინ­მე უნდა იპო­ვოს, ვი­საც ტექ­ნი­კუმ­ში ლუ­კაშ­ვილს შე­ახ­ვედ­რებს...

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ჭაბუა ამირეჯიბის 5 მოთხრობა და ეტიუდი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

ჭაბუა ამირეჯიბის 5 მოთხრობა და ეტიუდი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

ჭაბუა ამირეჯიბის 5 მოთხრობა და ეტიუდი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ 5-ტომეულში გააერთიანა და გამოსცა კლასიკოსი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედება, რომელიც მოიცავს როგორც მის უკვდავ რომანებს, ისე მოთხრობებსა და ეტიუდებს.

პირველ ორ ტომში შესულია XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი „დათა თუთაშხია“, მესამე ტომში - „გიორგი ბრწყინვალე“ და ფრაგმენტები, მეოთხე ტომი მოთხრობებს, ეტიუდებსა და ჩანაწერებს აერთიანებს, ხოლო მეხუთე ტომის სახით გამოიცა ჭაბუა ამირეჯიბის ავტობიოგრაფიული რომანი - „გორა მბორგალი“.

სერიას თან დართული აქვს მწერლის შვილის, ქუცნა ამირეჯიბის დოკუმენტური ფილმი „ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟთა პროტოტიპები“.

მკითხველთა ფართო წრეები კლასიკოს მწერალს თავისი რომანებით იცნობს, ამიტომაც გთავაზობთ 5 ეტიუდსა და მოთხრობას, რომელიც ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედებაზე კიდევ უფრო სიღრმისეულ წარმოდგენას შეგიქმნით:

1. „მე თვითონ!...“

„მე თვითონ“ მოგვითხრობს კაცისა და ბუნების ჭიდილზე, მისი და ორი ფოცხვერის სასიკვდილო ბრძოლაზე, რომელშიც ერთი შეხედვით უფრო ძლიერმა, მარდმა და მოხერხებულმა უნდა გაიმარჯვოს, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველაფერი შემთხვევითობაა.

როგორია კაცის ბუნება? - შეიძლება სიკვდილს გადარჩეს, მაგრამ საყვედურს მაინც არ დაიშურებს გადამრჩენელისთვის.

2. „ძია შოთას ბადია“

„დედაც მართალი იყო და მამაც. დედამ უმაღლესს თავი მიანება იმიტომ, რომ „შვილებს გადაჰყვა“ და „თავი დაიღუპა“, _ ასე ამბობდა ბებო. მერე მამამ დააწყებინა სწავლა. ჩვენი მეზობელი დეიდა მარო და დედაჩემი დაუსწრებელზე სწავლობდნენ. „ეს მომაშორებინა როგორმე თავიდან“, _ იტყოდა ხოლმე დედა ორგანულ ქიმიაზე. რა თქმა უნდა, დედას სადილისთვის არ ეცალა... არც მამას ეცალა! მამას არასოდეს ეცალა. დილით სამსახურში მიდიოდა, ნასადილევს _ მეორე სამსახურში. მამა სულ საქმეს აკეთებდა და დედამ ტყუილად უთხრა: შენი გაკეთებული საქმე ვის გაუგონიაო. თუ საქმეს არ აკეთებდა, მაშ, ფულს რატომ აძლევდნენ?

ასე არ ხდება, ამაში დარწმუნებული ვიყავი.“

მოთხრობა გვიყვება ერთი ოჯახის ისტორიას, ტიპურ ქართულ ყოფას, სადაც ბევრი ჩვენგანი ამოიცნობს საკუთარ თავს.

3. „მუციოს სცევოლა“

„ჩემი დის, ქეთინოს ამხანაგი, ლილი, ოციოდე წლის პრანჭია გოგო იყო. მე მისი აქამდე არაფერი ვიცი, დედაჩემი იტყოდა ხოლმე, _ გათხოვება უნდა, ლამის გაგიჟდესო. ლილის დედა ამბობდა, _ ჩემი შვილისთანა ნიჭიერი

გოგო ძნელად მოიძებნებაო; ხომ შეიძლება უნიჭიერეს გოგოს გაგიჟებით უნდოდეს გათხოვება? ნამდვილად ვიცი, კაკოსაც ეპრანჭებოდა და ლევანსაც და თუ კიდევ ვინმე გამოუჩნდებოდა, საწინააღმდეგო არაფერი ექნებოდა. საძრახისად არ ვამბობ, მერე რა, ყველა გოგო ასეთი არ არის?“

მოთხრობის მთავარი პერსონაჟი გვიამბობს ერთ ზაფხულს მომხდარ ისტორიას, როცა ოჯახით ზღვაზე ისვენებდა. გვაცნობს სხვადასხვა პერსონაჟს, რომელთაც თავიანთი საზრუნავი ჰქონდათ და გულწრფელად გვიზიარებს მათ მოყოლილ დაუჯერებელ ამბებსა და მის თავს გადამხარ ერთ ისტორიას.

4. „ველოსიპედი“

ბიჭს ძალიან უნდა ველოსიპედი, მამამ ეს იცის, საყიდელი ფულიც აქვს, თუმცა სასურველის მიღწევას სულ სხვაგვარი ემოციები და გამოცდილება მოაქვს, როცა ამას თავად ახერხებ. სწორედ ამიტომ, ბიჭმა საამქროში უნდა იმუშაოს და შეიძინოს მონიკელებული, წკარუნაზიანი ველოსიპედი...

„მე მქონდა საკუთარი შრომით ნაშოვნი, ველოსიპედის საყიდლად განკუთვნილი შვიდას ოცი მანეთი მაგიდის უჯრაში. უჯრა დაკეტილი იყო, გასაღები ჯიბეში მედო და მატარებელი აგარაკზე მიგვაქროლებდა მე და მამას“, - გვიამბობს ბიჭი, თუმცაღა მის ცხოვრებაში მოულოდნელად სხვა ადამიანების საჭიროებებიც ჩნდება. მან არჩევანი უნდა გააკეთოს, სხვა ადამიანებს გაუმართოს ხელი, თუ თავისი შრომით დამსახურებული ველოსიპედი შეიძინოს.

5. „ჩემი მეჯღანე ბიძა“

ახალგაზრდამ ტექნიკუმში დაბარებული მშობელი უნდა მიიყვანოს, თუმცა რას იზამს, როცა ერთი ცხოვრებისგან დაჩაგრული მამიდა ჰყავს თბილისში? მშობლები დაეღუპნენ, მათ კუთვნილ სახლში სხვები შესახლდნენ, თავად მამიდასთან და ბიძებთან ერთად საკუჭნაოში დაბინავდა და უკიდურესად მძიმე ყოფას ებრძვის... გაჭირვებასა და მშობლების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ახლა ესეც დაემატა, ვინმე უნდა იპოვოს, ვისაც ტექნიკუმში ლუკაშვილს შეახვედრებს...

R