მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი ბაჩიაშვილს უთხარით ღამე არ დაიძინოს იმიტომ, რომ მისწვდებიან ქართველი სამართალდამცველები" - ბოჟაძე
"გიორგი ბაჩიაშვილს უთხარით ღამე არ დაიძინოს იმიტომ, რომ მისწვდებიან ქართველი სამართალდამცველები" - ბოჟაძე

გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს კი­დევ რომ და­უ­კავ­შირ­დე­ბით, უთხა­რით რომ ღამე არ და­ი­ძი­ნოს იმი­ტომ, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს მის­წვდე­ბი­ან მას ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი - ფხიზ­ლად იყოს, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, ვლა­დი­მერ ბოჟა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

  • ამას­თან, ბოჟა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ „თუ სად­მე არ­სე­ბობს მარ­თლა ის „ხვრე­ლი“, რო­მელ­ზეც ბა­ჩი­აშ­ვი­ლი სა­უბ­რობ­და და რო­მელ­შიც, რო­გორც ჩანს, გაძ­ვრა და გა­ე­ტია", ამა­საც მო­ი­ძი­ე­ბენ და შე­სა­ბა­მის ზო­მებს მი­ი­ღე­ბენ.

„რო­მე­ლი ხვრე­ლი­დან გაძ­ვრა ბა­ჩი­აშ­ვი­ლი, მე ნამ­დვი­ლად არ ვიცი, ან ამ ხვრე­ლი­დან გაძ­რო­მა­ში ვინ და­ეხ­მა­რა, თუმ­ცა მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი ამ სა­კითხს გა­მო­ი­ძი­ე­ბენ და თუ ვინ­მეს რამე კავ­ში­რი ექ­ნე­ბა მას­თან, თუ ვინ­მემ ხელი შე­უ­წყო მას, რომ უკა­ნო­ნოდ გა­და­ეკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი, რა თქმა უნდა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბიც იქ­ნე­ბი­ან პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ჩი­აშ­ვილს - ის ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას ვერ­სად გა­ექ­ცე­ვა. რო­მელ ქვე­ყა­ნა­შიც არ უნდა იყოს და რო­მელ ქვე­ყა­ნა­შიც არ უნდა ეგო­ნოს თავი უსაფრ­თხოდ, ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა მას ყველ­გან მის­წვდე­ბა და იმ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, რო­მე­ლიც მან უკვე ჩა­ი­დი­ნა და იმ და­ნა­შა­ულ­ზე, რო­მე­ლიც ახლა და­ა­მა­ტა ქვეყ­ნი­დან გა­პარ­ვით, რა თქმა უნდა, მას მო­უ­წევს შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­გე­ბა. სის­ტე­მის მორღვე­ვა რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, მე არ ვიცი. თქვენ იცით, რომ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი მუ­შა­ო­ბენ. თუ სად­მე არ­სე­ბობს მარ­თლა ის ხვრე­ლი, რო­მელ­ზეც თა­ვად ბა­ჩი­აშ­ვი­ლი სა­უბ­რობ­და და რო­მელ­შიც, რო­გორც ჩანს, გაძ­ვრა და გა­ე­ტია, რა თქმა უნდა, ამა­საც მო­ვი­ძი­ებთ და შე­სა­ბა­მის ზო­მებს მი­ვი­ღებთ”, - გა­ნა­ცხა­და ბოჟა­ძემ.

ამას­თან, უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­ზე 24-სა­ა­თი­ან თვალ­თვალს არა­ვინ ახორ­ცი­ე­ლებს, მათ შო­რის, არც გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­ზე.

მისი თქმით, ქვეყ­ნი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­ი­პა­როს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც უნდა რომ კა­ნო­ნი და­არ­ღვი­ოს.

„ბა­ჩი­აშ­ვილს ჰქონ­და [ქვეყ­ნი­დან] გა­უს­ვლე­ლო­ბა­ზე ხე­ლის­მო­წე­რა, ჩა­მორ­თმე­უ­ლი ჰქონ­და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი. თქვენ გგო­ნი­ათ ბა­ჩი­აშ­ვილს, თუ ნე­ბის­მი­ერ ეჭ­ვმი­ტა­ნილს უნდა სდი­ოს სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მამ?! გა­ვარ­კვევთ, რა სივ­რცე გა­მო­ი­ყე­ნა მან. შე­საძ­ლოა, ეს იყოს აფხა­ზე­თის, ან სა­მა­ჩაბ­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბა. თუ რუ­სეთ­შია თქვე­ნი ძვირ­ფა­სი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ამა­საც და­ვად­გენთ“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ამას­თან, ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, ბრა­ზობს თუ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­ზე, ბოჟა­ძემ უპა­სუ­ხა: „არ მგო­ნია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ვინ­მე­ზე ბრაზ­დე­ბო­დეს, მით უმე­ტეს, ბა­ჩი­აშ­ვილ­ზე. [რა­ტომ?] რა ვიცი, ასე­თი ადა­მი­ა­ნია, არა­ვის­ზე ბრაზ­დე­ბა“.

ცნო­ბის­თვის, „თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის“ ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა „ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნი­დან წა­სას­ვლე­ლად, სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ხვრე­ლე­ბი და მათ შო­რის ადა­მი­ა­ნე­ბიც, გა­მო­ი­ყე­ნა. მა­ნამ­დე, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სის­ტე­მა მორ­ყე­უ­ლია და მას­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს საქ­მის კარ­გად კე­თე­ბის მო­ტი­ვა­ცია აღარ აქვთ.

შე­გახ­სე­ნებთ, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა. მას ორ საქ­მე­ზე აქვს ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის, მას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის მით­ვი­სე­ბას ედა­ვე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"გიორგი ბაჩიაშვილს უთხარით ღამე არ დაიძინოს იმიტომ, რომ მისწვდებიან ქართველი სამართალდამცველები" - ბოჟაძე

"გიორგი ბაჩიაშვილს უთხარით ღამე არ დაიძინოს იმიტომ, რომ მისწვდებიან ქართველი სამართალდამცველები" - ბოჟაძე

გიორგი ბაჩიაშვილს კიდევ რომ დაუკავშირდებით, უთხარით რომ ღამე არ დაიძინოს იმიტომ, რომ ნებისმიერ დროს მისწვდებიან მას ქართველი სამართალდამცველები - ფხიზლად იყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • ამასთან, ბოჟაძე აღნიშნავს, რომ „თუ სადმე არსებობს მართლა ის „ხვრელი“, რომელზეც ბაჩიაშვილი საუბრობდა და რომელშიც, როგორც ჩანს, გაძვრა და გაეტია", ამასაც მოიძიებენ და შესაბამის ზომებს მიიღებენ.

„რომელი ხვრელიდან გაძვრა ბაჩიაშვილი, მე ნამდვილად არ ვიცი, ან ამ ხვრელიდან გაძრომაში ვინ დაეხმარა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი უწყებები ამ საკითხს გამოიძიებენ და თუ ვინმეს რამე კავშირი ექნება მასთან, თუ ვინმემ ხელი შეუწყო მას, რომ უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს საზღვარი, რა თქმა უნდა, ეს ადამიანებიც იქნებიან პასუხისგებაში მიცემული. რაც შეეხება ბაჩიაშვილს - ის ქართულ მართლმსაჯულებას ვერსად გაექცევა. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს და რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ეგონოს თავი უსაფრთხოდ, ქართული მართლმსაჯულება მას ყველგან მისწვდება და იმ დანაშაულებზე, რომელიც მან უკვე ჩაიდინა და იმ დანაშაულზე, რომელიც ახლა დაამატა ქვეყნიდან გაპარვით, რა თქმა უნდა, მას მოუწევს შესაბამისი პასუხისგება. სისტემის მორღვევა რაში გამოიხატება, მე არ ვიცი. თქვენ იცით, რომ შესაბამისი უწყებები მუშაობენ. თუ სადმე არსებობს მართლა ის ხვრელი, რომელზეც თავად ბაჩიაშვილი საუბრობდა და რომელშიც, როგორც ჩანს, გაძვრა და გაეტია, რა თქმა უნდა, ამასაც მოვიძიებთ და შესაბამის ზომებს მივიღებთ”, - განაცხადა ბოჟაძემ.

ამასთან, უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ ბრალდებულებზე 24-საათიან თვალთვალს არავინ ახორციელებს, მათ შორის, არც გიორგი ბაჩიაშვილზე.

მისი თქმით, ქვეყნიდან შეიძლება გაიპაროს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უნდა რომ კანონი დაარღვიოს.

„ბაჩიაშვილს ჰქონდა [ქვეყნიდან] გაუსვლელობაზე ხელისმოწერა, ჩამორთმეული ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტები. თქვენ გგონიათ ბაჩიაშვილს, თუ ნებისმიერ ეჭვმიტანილს უნდა სდიოს სახელმწიფო სისტემამ?! გავარკვევთ, რა სივრცე გამოიყენა მან. შესაძლოა, ეს იყოს აფხაზეთის, ან სამაჩაბლოს მიმართულება. თუ რუსეთშია თქვენი ძვირფასი ბაჩიაშვილი ამასაც დავადგენთ“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, ბრაზობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე, ბოჟაძემ უპასუხა: „არ მგონია, ბიძინა ივანიშვილი ვინმეზე ბრაზდებოდეს, მით უმეტეს, ბაჩიაშვილზე. [რატომ?] რა ვიცი, ასეთი ადამიანია, არავისზე ბრაზდება“.

ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად, სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანებიც, გამოიყენა. მანამდე, ბაჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სისტემა მორყეულია და მასში მყოფ ადამიანებს საქმის კარგად კეთების მოტივაცია აღარ აქვთ.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველო დატოვა. მას ორ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული, მათ შორის, მას ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტების მითვისებას ედავებიან.