მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის კამპილობაქტერია, რა მიიჩნევა მის გამომწვევ მიზეზად და რატომ უნდა გავფრთხილდეთ ქათმის ხორცის მომზადებისას?
რა არის კამპილობაქტერია, რა მიიჩნევა მის გამომწვევ მიზეზად და რატომ უნდა გავფრთხილდეთ ქათმის ხორცის მომზადებისას?

რა არის კამ­პი­ლო­ბაქ­ტე­რია და რა მი­იჩ­ნე­ვა მის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზად? - ამ სა­კი­თხზე გვე­სა­უბ­რე­ბა ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი მაია მეტ­რე­ვე­ლი, რო­მელ­მაც 2019 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში კამ­პი­ლო­ბაქ­ტე­რი­ო­ზის გა­მომ­წვე­ვის ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი და მო­ლე­კუ­ლურ-გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვის მე­თო­დე­ბი და­ნერ­გა. სურ­სათ­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი პა­თო­გე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვლე­ვა რი­ჩარდ ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის კვლე­ვით ცენ­ტრში“ ტარ­დე­ბა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და კამ­პი­ლო­ბაქ­ტე­რი­ის (Campylobacterspp.) კვლე­ვა ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მქო­ნე ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბულ ბავ­შვებ­სა და ქათ­მებ­ში (რო­გორც ინ­ფექ­ცი­ის ძი­რი­თად რე­ზერ­ვუ­არ­სა და წყა­რო­ში). მეც­ნი­ერ­მა ამა­ვე კვლე­ვის ფარ­გლებ­ში მო­ახ­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში იზო­ლი­რე­ბუ­ლი Campylobacter spp.-ის შტა­მე­ბის მო­ლე­კუ­ლურ-გენ­ტი­კუ­რი და­ხა­სი­ა­თე­ბა და ან­ტო­მიკ­რო­ბუ­ლი მგძნო­ბე­ლო­ბის პრო­ფი­ლე­ბის შეს­წავ­ლა გერ­მა­ნი­ის რის­კის შე­ფა­სე­ბის ფე­დე­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის დოქ­ტო­რი მაია მეტ­რე­ვე­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრის რის­კის შე­აფ­სე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სია და წარ­მა­ტე­ბით თა­ნამ­შრომ­ლობს გერ­მა­ნუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

რო­გორც ირ­კვე­ვა, კამ­პი­ლო­ბაქ­ტე­რია სა­უ­კუ­ნის ბაქ­ტე­რი­ა­თა შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გილს იკა­ვებს და სიხ­ში­რით ის ნო­მერ პირ­ვე­ლია ევ­რო­პა­ში. "სა­ქარ­თვე­ლო­ში კამ­პი­ლო­ბაქ­ტე­რია ჯერ­ჯე­რო­ბით 1000-დან 6 შემ­თხვე­ვა­ში ვლინ­დე­ბა და მძი­მე შე­დე­გე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე დი­აგ­ნოს­ტი­კა“, - აღ­ნიშ­ნავს მაია მეტ­რე­ვე­ლი ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში:

- რა არის კამ­პი­ლო­ბაქ­ტე­რია და რა ით­ვლე­ბა მის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზად?

- კამ­პი­ლო­ბაქ­ტე­რია დი­ა­რე­ე­ბი­სა და გას­ტრო­ენ­ტე­რი­ტე­ბის გა­მომ­წვე­ვი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხში­რად იდენ­ტი­ფი­ცი­ე­რე­ბა­დი ბაქ­ტე­რი­აა მსოფ­ლი­ო­ში. ეს ბაქ­ტე­რია მრა­ვა­ლი ში­ნა­უ­რი და ვე­ლუ­რი ცხო­ვე­ლის გას­ტრო­ინ­ტეს­ტი­ნა­ლურ ტრაქ­ტშია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბის ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა ფრინ­ვე­ლის ხორ­ცის მოხ­მა­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ბოლო წლე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა არ ხდე­ბო­და და შე­დე­გად უც­ნო­ბი იყო ამ პა­თო­გე­ნის ტვირ­თი სურ­სა­თის მიერ ინ­ფექ­ცი­ა­თა შო­რის. კამ­პი­ლო­ბაქ­ტე­რი­ო­ზი, უმე­ტე­სად, თვით­მი­ლე­ვა­დი და­ა­ვა­დე­ბაა, თუმ­ცა მწვა­ვე შემ­თხვე­ვე­ბი სა­ჭი­რო­ებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბას. ამ პა­თო­გენს ვსწავ­ლობ­დი თბი­ლი­სის ბავ­შვთა ინ­ფექ­ცი­ურ კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ ბავ­შვთა კონ­ტინ­გენ­ტში. კვლე­ვის შე­დე­გე­ბით, კამ­პი­ლო­ბაქ­ტე­რი­ო­ზი აღ­მოჩ­ნდა სიხ­ში­რით მე­ო­რე ინ­ფექ­ცია დი­ა­რე­უ­ლი სნე­უ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვებ­ში და გას­რო­ე­ნე­ტე­რი­ტე­ბის გა­მომ­წვე­ვი ლი­დე­რი ბაქ­ტე­რია სკო­ლამ­დელ ბავ­შვთა პო­პუ­ლა­ცი­ა­ში, სა­დაც მის­მა წილ­მა 42% შედ­გი­ნა. კამ­პი­ლო­ბაქ­ტე­რი­ო­ზის ინ­ცი­დენ­ტო­ბა ბავ­შვთა პო­პუ­ლა­ცი­ა­ში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და ყო­ველ 1000 ბავ­შვზე 6 შემ­თხვე­ვას შე­ად­გენს.

ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი რე­ზის­ტენ­ტო­ბის კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა ქარ­თუ­ლი შტა­მე­ბის მა­ღა­ლი რე­ზის­ტენ­ტო­ბა ციპროფ­ლო­ქ­სა­ცი­ნი­სა და ტეტ­რა­ციკ­ლი­ნის მი­მართ, რო­გორც კლი­ნი­კურ, ასე­ვე ფრინ­ვე­ლის შტა­მებ­ში. წარ­მოდ­გე­ნილ­მა კვლე­ვამ გა­მო­ავ­ლი­ნა კამ­პი­ლო­ბაქ­ტე­რი­ო­ზის ენ­დე­მუ­რო­ბა ქვე­ყა­ნა­ში. მისი შე­დე­გე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორც სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბი­სა და ვე­ტე­რი­ნა­რი­ის, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რე­ბის­თვის. ჩემ­თვის ერ­თა­დერთ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ამ კვლე­ვის ასათ­ვი­სებ­ლად 3 თვე გერ­მა­ნი­ა­ში მო­მი­წია წას­ვლა, 3 თვე - აშშ-ში, ჯორ­ჯი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და 6 თვე ჩემი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა მო­მი­წია.

- უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს კამ­პი­ლო­ბაქ­ტე­რი­ას, რო­გორ მივ­ხვდეთ, რომ ადა­მი­ა­ნი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ჭი­რო­ებს კვლე­ვას?

- ბაქ­ტე­რი­ას ახა­სი­ა­თებს დი­ა­რეა, ზოგ­ჯერ - სის­ხლი­ა­ნი, მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბა, იშ­ვი­ა­თად - ღე­ბი­ნე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის შემ­დეგ შე­საძ­ლოა გა­მოვ­ლინ­დეს პა­რა­ლი­ზე­ბა, ამას გი­ლენ-ბა­რეს სინ­დრო­მი ჰქვია. ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კვლე­ვა­ზე თვი­თონ ინ­ფექ­ცი­უ­რი კლი­ნი­კა აგ­ზავ­ნის ანა­ლიზს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში - თავ­და­პირ­ვე­ლად ინ­ფექ­ცი­უ­რი იკ­ვლევს თა­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში და თუ მის­თვის ცნო­ბილ პა­თო­გე­ნურ ბაქ­ტე­რი­ებ­ზე პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თია და მკურ­ნა­ლო­ბას შე­დე­გი არ აქვს, მერე აგ­ზავ­ნის ნი­მუშს ლუ­გარ­ში კამ­პო­ლო­ბაქ­ტე­რი­ა­ზე საკ­ვლე­ვად.

ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა თუ არ ჩა­ა­ტა­რე, ვერ მიხ­ვდე­ბი, რომ კონ­კრე­ტუ­ლად კამ­პი­ლო­ბაქ­ტე­რი­ას­თან გვაქვს საქ­მე. სიმპტო­მე­ბი იგი­ვეა, რაც სხვა პა­თო­გე­ნუ­რი ბაქ­ტე­რი­ე­ბის, მა­გა­ლი­თად, ში­გე­ლას ან სალ­მო­ნე­ლას დროს. ასე­თი ავად­მყო­ფე­ბი კლი­ნი­კა­ში როცა შეჰ­ყავთ, ექი­მი ფარ­თო სპექტრის ან­ტი­ბი­ო­ტი­კით იწყებს მკურ­ნა­ლო­ბას, მაგ­რამ შე­დე­გი არ აქვს, დი­ა­რეა გრძელ­დე­ბა... ჩვი­ლებ­ში დი­ა­რეა ძა­ლი­ან სა­ში­შია, ვი­ნა­ი­დან სწრა­ფად ხდე­ბა გა­უ­წყლო­ე­ბა და პა­ცი­ენ­ტი მძიმ­დე­ბა. ყო­ფი­ლა ასე­თი შემ­თხვე­ვა, როცა ბავ­შვთა ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მი მი­რე­კავ­და და მთხოვ­და გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ნი­მუ­შე­ბის პა­სუ­ხე­ბის დაჩ­ქა­რე­ბას, საქ­მე თვე­ე­ბის ბავ­შვს ეხე­ბო­და და პა­ცი­ენ­ტი ძა­ლი­ან უმ­ძიმ­დე­ბო­დათ, რად­გან დი­აგ­ნო­ზი არ იცოდ­ნენ და არა­სა­თა­ნა­დო ან­ტი­ბი­ო­ტი­კით მკურ­ნა­ლობ­დნენ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, შემ­თხვე­ვა კარ­გად დას­რულ­და - ბავ­შვს კამ­პი­ლო­ბაქ­ტე­რია აღ­მო­აჩ­ნდა და სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, ორ დღე­ში ჯან­მრთე­ლი გა­წე­რეს .

- რა გზე­ბით ხვდე­ბა ბაქ­ტე­რია ორ­გა­ნიზ­მში?

- უმე­ტე­სად მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ქათ­მის უმი ხორ­ცია, მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ან­მა ქა­თა­მი მო­ამ­ზა­და, ჯერ უმ ხორცს შე­ე­ხო და მერე ამ ხე­ლით სხვა ნივთს, ადა­მი­ანს... ქა­თამ­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რია, თუმ­ცა ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­გან - ძაღ­ლის, ან კა­ტის­გან ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან. ეს ბაქ­ტე­რია ცხო­ვე­ლე­ბის ნაწ­ლა­ვებ­ში ბუ­ნებ­რი­ვი მიკ­რო­ბი­ო­ტის ნა­წი­ლია. სა­ჭი­როა ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ოჯახს პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი და იმუ­ნო­დეპ­რე­სი­უ­ლი წევ­რე­ბი ჰყავს. სახ­ლი არ უნდა და­ბინ­ძურ­დეს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის ფე­კა­ლი­ე­ბით (და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო ფე­კა­ლი­ე­ბია ), რად­გან ბავ­შვი ია­ტაკ­ზე ხო­ხავს და მერე ხელს პირ­ში იდებს. ასე­ვე, ბავ­შვებს უნდა მო­ვა­რი­დოთ ძირს დაგ­დე­ბუ­ლი სა­წო­ვა­რე­ბი, სა­თა­მა­შო­ე­ბი... რო­გორც წესი, ასე­თი ინ­ფექ­ცია ერთხელ თუ და­ე­მარ­თა ბავ­შვს, მერე იმუ­ნი­ტე­ტი უვი­თარ­დე­ბა და მი­სით აღარ ავა­დო­ბენ.

- თერ­მუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხორ­ციც ხომ არ წარ­მო­ად­გენს საფრ­თხეს?

- თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა კლავს ბაქ­ტე­რი­ას, რა თქმა უნდა, თუ უკვე შემ­წვარს, ან მო­ხარ­შულ ქა­თამს უმი ხორ­ცით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჩან­გლით არ შე­ე­ხე­ბი, ასე­ვე, სამ­ზა­რე­უ­ლოს ზე­და­პირ­ზე ან ნი­ჟა­რა­ში დარ­ჩე­ნი­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი ხილს, ან ბოსტნე­ულს თუ არ და­ა­ბინ­ძუ­რებს, რა­საც უმად მი­ვირ­თმევთ.

- და­ა­ვა­დე­ბა გა­დამ­დე­ბი თუა?

- როცა ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და სა­თა­ნა­დო ჰი­გი­ე­ნას არ იცავს, შე­იძ­ლე­ბა კამ­პი­ლო­ბაქ­ტე­რი­ით ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბიც და­ინ­ფი­ცირ­დნენ. ის ფე­კა­ლურ- ორა­ლურ გზით გა­და­დის.

- დღეს ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ სხვა ბაქ­ტე­რი­ებ­ზე რას იტყვით, ამას­თან, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა?

- სურ­სა­თის­მი­ე­რი პა­თო­გე­ნუ­რი ბაქ­ტე­რი­ე­ბი­დან ხში­რია ში­გე­ლა და სალ­მო­ნე­ლა. ამ ბაქ­ტე­რი­ე­ბით სურ­სა­თის და­ბინ­ძუ­რე­ბა ხდე­ბა მისი წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში, რაც ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, თუმ­ცა თერ­მუ­ლად სა­თა­ნა­დო და­მუ­შა­ვე­ბა და კარ­გი სამ­ზა­რე­უ­ლო პრაქ­ტი­კა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ინ­ფექ­ცი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რა არის კამპილობაქტერია, რა მიიჩნევა მის გამომწვევ მიზეზად და რატომ უნდა გავფრთხილდეთ ქათმის ხორცის მომზადებისას?

რა არის კამპილობაქტერია, რა მიიჩნევა მის გამომწვევ მიზეზად და რატომ უნდა გავფრთხილდეთ ქათმის ხორცის მომზადებისას?

რა არის კამპილობაქტერია და რა მიიჩნევა მის გამომწვევ მიზეზად? - ამ საკითხზე გვესაუბრება ქართველი მეცნიერი მაია მეტრეველი, რომელმაც 2019 წელს საქართველოში კამპილობაქტერიოზის გამომწვევის ბაქტერიოლოგიური და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის მეთოდები დანერგა. სურსათთან ასოცირებული პათოგენის მნიშვნელოვანი კვლევა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში“ ტარდება, სადაც საქართველოში პირველად განხორციელდა კამპილობაქტერიის (Campylobacterspp.) კვლევა ნაწლავური ინფექციების მქონე ჰოსპიტალიზირებულ ბავშვებსა და ქათმებში (როგორც ინფექციის ძირითად რეზერვუარსა და წყაროში). მეცნიერმა ამავე კვლევის ფარგლებში მოახდინა საქართველოში იზოლირებული Campylobacter spp.-ის შტამების მოლეკულურ-გენტიკური დახასიათება და ანტომიკრობული მგძნობელობის პროფილების შესწავლა გერმანიის რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი მაია მეტრეველი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეაფსების სამსახურის უფროსია და წარმატებით თანამშრომლობს გერმანული და ამერიკული სამეცნიერო აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.

როგორც ირკვევა, კამპილობაქტერია საუკუნის ბაქტერიათა შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და სიხშირით ის ნომერ პირველია ევროპაში. "საქართველოში კამპილობაქტერია ჯერჯერობით 1000-დან 6 შემთხვევაში ვლინდება და მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მისი ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკა“, - აღნიშნავს მაია მეტრეველი ambebi.ge-სთან საუბარში:

- რა არის კამპილობაქტერია და რა ითვლება მის გამომწვევ მიზეზად?

- კამპილობაქტერია დიარეებისა და გასტროენტერიტების გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად იდენტიფიციერებადი ბაქტერიაა მსოფლიოში. ეს ბაქტერია მრავალი შინაური და ველური ცხოველის გასტროინტესტინალურ ტრაქტშია გავრცელებული, მაგრამ ადამიანების ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფრინველის ხორცის მოხმარებას უკავშირდება. ბოლო წლებამდე საქართველოში მისი ლაბორატორიული კვლევა არ ხდებოდა და შედეგად უცნობი იყო ამ პათოგენის ტვირთი სურსათის მიერ ინფექციათა შორის. კამპილობაქტერიოზი, უმეტესად, თვითმილევადი დაავადებაა, თუმცა მწვავე შემთხვევები საჭიროებს ჰოსპიტალიზირებას. ამ პათოგენს ვსწავლობდი თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებულ ბავშვთა კონტინგენტში. კვლევის შედეგებით, კამპილობაქტერიოზი აღმოჩნდა სიხშირით მეორე ინფექცია დიარეული სნეულებების მქონე ბავშვებში და გასროენეტერიტების გამომწვევი ლიდერი ბაქტერია სკოლამდელ ბავშვთა პოპულაციაში, სადაც მისმა წილმა 42% შედგინა. კამპილობაქტერიოზის ინციდენტობა ბავშვთა პოპულაციაში საკმაოდ მაღალია და ყოველ 1000 ბავშვზე 6 შემთხვევას შეადგენს.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის კვლევამ აჩვენა ქართული შტამების მაღალი რეზისტენტობა ციპროფლოქსაცინისა და ტეტრაციკლინის მიმართ, როგორც კლინიკურ, ასევე ფრინველის შტამებში. წარმოდგენილმა კვლევამ გამოავლინა კამპილობაქტერიოზის ენდემურობა ქვეყანაში. მისი შედეგები, საინტერესოა როგორც სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორებისთვის. ჩემთვის ერთადერთ სირთულეს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ამ კვლევის ასათვისებლად 3 თვე გერმანიაში მომიწია წასვლა, 3 თვე - აშშ-ში, ჯორჯიის უნივერსიტეტში და 6 თვე ჩემი მცირეწლოვანი შვილების დატოვება მომიწია.

- უფრო კონკრეტულად, რა სიმპტომები ახასიათებს კამპილობაქტერიას, როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი ამ მიმართულებით საჭიროებს კვლევას?

- ბაქტერიას ახასიათებს დიარეა, ზოგჯერ - სისხლიანი, მაღალი ცხელება, იშვიათად - ღებინება. დაავადების შემდეგ შესაძლოა გამოვლინდეს პარალიზება, ამას გილენ-ბარეს სინდრომი ჰქვია. ლაბორატორიულ კვლევაზე თვითონ ინფექციური კლინიკა აგზავნის ანალიზს ლუგარის ლაბორატორიაში - თავდაპირველად ინფექციური იკვლევს თავის ლაბორატორიაში და თუ მისთვის ცნობილ პათოგენურ ბაქტერიებზე პასუხი უარყოფითია და მკურნალობას შედეგი არ აქვს, მერე აგზავნის ნიმუშს ლუგარში კამპოლობაქტერიაზე საკვლევად.

ლაბორატორიული კვლევა თუ არ ჩაატარე, ვერ მიხვდები, რომ კონკრეტულად კამპილობაქტერიასთან გვაქვს საქმე. სიმპტომები იგივეა, რაც სხვა პათოგენური ბაქტერიების, მაგალითად, შიგელას ან სალმონელას დროს. ასეთი ავადმყოფები კლინიკაში როცა შეჰყავთ, ექიმი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკით იწყებს მკურნალობას, მაგრამ შედეგი არ აქვს, დიარეა გრძელდება... ჩვილებში დიარეა ძალიან საშიშია, ვინაიდან სწრაფად ხდება გაუწყლოება და პაციენტი მძიმდება. ყოფილა ასეთი შემთხვევა, როცა ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმი მირეკავდა და მთხოვდა გამოგზავნილი ნიმუშების პასუხების დაჩქარებას, საქმე თვეების ბავშვს ეხებოდა და პაციენტი ძალიან უმძიმდებოდათ, რადგან დიაგნოზი არ იცოდნენ და არასათანადო ანტიბიოტიკით მკურნალობდნენ. საბედნიეროდ, შემთხვევა კარგად დასრულდა - ბავშვს კამპილობაქტერია აღმოაჩნდა და სწორი მკურნალობის შემდეგ, ორ დღეში ჯანმრთელი გაწერეს .

- რა გზებით ხვდება ბაქტერია ორგანიზმში?

- უმეტესად მაპროვოცირებელი ქათმის უმი ხორცია, მაგალითად, ადამიანმა ქათამი მოამზადა, ჯერ უმ ხორცს შეეხო და მერე ამ ხელით სხვა ნივთს, ადამიანს... ქათამთან ასოცირებული შემთხვევები ყველაზე ხშირია, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ადამიანები შინაური ცხოველებისგან - ძაღლის, ან კატისგან ინფიცირდებიან. ეს ბაქტერია ცხოველების ნაწლავებში ბუნებრივი მიკრობიოტის ნაწილია. საჭიროა ჰიგიენის დაცვა განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახს პატარა ბავშვები და იმუნოდეპრესიული წევრები ჰყავს. სახლი არ უნდა დაბინძურდეს შინაური ცხოველების ფეკალიებით (დაინფიცირების წყარო ფეკალიებია ), რადგან ბავშვი იატაკზე ხოხავს და მერე ხელს პირში იდებს. ასევე, ბავშვებს უნდა მოვარიდოთ ძირს დაგდებული საწოვარები, სათამაშოები... როგორც წესი, ასეთი ინფექცია ერთხელ თუ დაემართა ბავშვს, მერე იმუნიტეტი უვითარდება და მისით აღარ ავადობენ.

- თერმულად დამუშავებული ხორციც ხომ არ წარმოადგენს საფრთხეს?

- თერმული დამუშავება კლავს ბაქტერიას, რა თქმა უნდა, თუ უკვე შემწვარს, ან მოხარშულ ქათამს უმი ხორცით დაბინძურებული ჩანგლით არ შეეხები, ასევე, სამზარეულოს ზედაპირზე ან ნიჟარაში დარჩენილი ბაქტერიები ხილს, ან ბოსტნეულს თუ არ დააბინძურებს, რასაც უმად მივირთმევთ.

- დაავადება გადამდები თუა?

- როცა ადამიანი დაინფიცირებულია და სათანადო ჰიგიენას არ იცავს, შეიძლება კამპილობაქტერიით ოჯახის სხვა წევრებიც დაინფიცირდნენ. ის ფეკალურ- ორალურ გზით გადადის.

- დღეს ყველაზე გავრცელებულ სხვა ბაქტერიებზე რას იტყვით, ამასთან, როგორ შეიძლება დაინფიცირების რისკების თავიდან აცილება?

- სურსათისმიერი პათოგენური ბაქტერიებიდან ხშირია შიგელა და სალმონელა. ამ ბაქტერიებით სურსათის დაბინძურება ხდება მისი წარმოების პროცესში, რაც ბიზნესოპერატორის პასუხისმგებლობაა, თუმცა თერმულად სათანადო დამუშავება და კარგი სამზარეულო პრაქტიკა მნიშვნელოვანია ინფექციის თავიდან ასაცილებლად.