მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მარტის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია იწყება
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მარტის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია იწყება

თი­ბი­სის ბიზ­ნეს­გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, მარ­ტის თვის ტრე­ნინ­გებ­ზე რე­გის­ტრა­ცია იწყე­ბა

თი­ბი­სი ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რით, მარ­ტის თვე­ში, ხუთი სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა. ბიზ­ნე­სე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ტრე­ნე­რე­ბის­გან მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე მი­ი­ღონ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია და მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყონ ხელი.

მარ­ტის თვის შეხ­ვედ­რე­ბის გან­რი­გი:

  • პირ­ვე­ლი ტრე­ნინ­გი 6 მარტს, ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში ჩა­ტარ­დე­ბა, სა­გა­და­სა­ხა­დო სა­კი­თხე­ბის თე­მა­ტი­კა­ზე. ტრე­ნე­რი, და­ვით პა­პი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მო­შო­ბის ძი­რი­თად პრინ­ცი­პებ­ზე ისა­უბ­რებს და მათი გა­მო­ან­გა­რი­შე­ბის პრაქ­ტი­კულ მა­გა­ლი­თებს გა­ნი­ხი­ლავს.
  • მე­ო­რე ტრე­ნინ­გი, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბა და HACCP-ის სის­ტე­მა, 11 მარტს, ონ­ლა­ინ გა­ი­მარ­თე­ბა და მას Adjara Group-ის სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის შიდა აუ­დი­ტო­რი, ინგა ცერ­ცვა­ძე გა­უ­ძღვე­ბა. შეხ­ვედ­რა­ზე ბიზ­ნე­სე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღე­ბენ საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტის მი­მართ ზო­გა­დი მო­თხოვ­ნე­ბის, სურ­სა­თის წარ­მო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრინ­ცი­პე­ბი­სა და HACCP სის­ტე­მის შე­სა­ხებ.
  • მე­სა­მე ტრე­ნინ­გი შემ­დეგ თე­მა­ტი­კას და­ეთ­მო­ბა: რა უნდა იცო­დეს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მე­წარ­მემ ფი­ნან­სებ­ზე. შეხ­ვედ­რას ნა­თია სხვი­ტა­რი­ძე, FAS Group-ის მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი გა­უ­ძღვე­ბა და ის ბიზ­ნე­სე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­უ­ზი­ა­რებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას ბუ­ღალ­ტრუ­ლი და ფი­ნან­სუ­რი აღ­რი­ცხვის შე­სა­ხებ. ტრე­ნინ­გი 12 მარტს, ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.
  • კი­დევ ერთი ტრე­ნინ­გის თე­მა­ტი­კა Shopify-ზე პრო­დუქ­ცი­ის ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვას შე­ე­ხე­ბა და მას ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი, კატო რა­მიშ­ვი­ლი გა­უ­ძღვე­ბა. ტრე­ნე­რი აუ­დი­ტო­რი­ას სა­ჭი­რო და სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას­თან ერ­თად, სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რებს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ გახ­დნენ ბიზ­ნე­სე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ელ.კო­მერ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ტრე­ნინგზე დას­წრე­ბას ბიზ­ნე­სე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი 20 და 21 მარტს, ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.
  • მარ­ტის თვის ბოლო, მე­ექ­ვსე ტრე­ნინ­გი ფი­ზი­კურ სივ­რცე­ში, 25 და 26 მარტს გა­ი­მარ­თე­ბა და ის ქსე­ლურ მა­ღა­ზი­ებ­ში შეს­ვლის სტრა­ტე­გი­ას და­ეთ­მო­ბა. სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ია ნა­დი­რაშ­ვი­ლი და მი­რან­და მან­ჯგა­ლა­ძე ბიზ­ნე­სე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რე­ბენ იმის შე­სა­ხებ, თუ რა არის სა­ჭი­რო პრო­დუქ­ცი­ის ქსე­ლურ მარ­კე­ტებ­ში გან­სა­თავ­სებ­ლად და რას უნდა მი­აქ­ცი­ონ მე­წარ­მე­ებ­მა ამ პრო­ცეს­ში ყუ­რა­დღე­ბა. ტრე­ნინგზე რე­გის­ტრა­ცია უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თი­ბი­სის ბიზ­ნეს­გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვა თი­ბი­სის ბიზ­ნეს­მომ­ხმა­რებ­ლებს წი­ნას­წა­რი რე­გის­ტრა­ცი­ით შე­უძ­ლი­ათ, ბმულ­ზე: https://beta.tbcbank.ge/ka/business/education ,

სა­დაც კურ­სე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თი­ბი­სის ბიზ­ნეს­გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, კურ­სებ­ზე დას­წრე­ბა უფა­სოა და ის ბიზ­ნეს­გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას­თან ერ­თად, ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის უახ­ლე­სი და მათ­თვის სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მარტის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია იწყება

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მარტის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია იწყება

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მარტის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია იწყება

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი.

მარტის თვის შეხვედრების განრიგი:

  • პირველი ტრენინგი 6 მარტს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.
  • მეორე ტრენინგი, სურსათის უვნებლობა და HACCP-ის სისტემა, 11 მარტს, ონლაინ გაიმართება და მას Adjara Group-ის სურსათის უვნებლობის შიდა აუდიტორი, ინგა ცერცვაძე გაუძღვება. შეხვედრაზე ბიზნესების წარმომადგენლები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ საკვები ობიექტის მიმართ ზოგადი მოთხოვნების, სურსათის წარმოებისთვის აუცილებელი პრინციპებისა და HACCP სისტემის შესახებ.
  • მესამე ტრენინგი შემდეგ თემატიკას დაეთმობა: რა უნდა იცოდეს მცირე და საშუალო მეწარმემ ფინანსებზე. შეხვედრას ნათია სხვიტარიძე, FAS Group-ის მმართველი პარტნიორი გაუძღვება და ის ბიზნესების წარმომადგენლებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის შესახებ. ტრენინგი 12 მარტს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება.
  • კიდევ ერთი ტრენინგის თემატიკა Shopify-ზე პროდუქციის ონლაინ გაყიდვას შეეხება და მას ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი გაუძღვება. ტრენერი აუდიტორიას საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ ბიზნესები წარმატებულები ელ.კომერციის მიმართულებით. ტრენინგზე დასწრებას ბიზნესების წარმომადგენლები 20 და 21 მარტს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება.
  • მარტის თვის ბოლო, მეექვსე ტრენინგი ფიზიკურ სივრცეში, 25 და 26 მარტს გაიმართება და ის ქსელურ მაღაზიებში შესვლის სტრატეგიას დაეთმობა. სფეროს სპეციალისტები, ია ნადირაშვილი და მირანდა მანჯგალაძე ბიზნესების წარმომადგენლებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო პროდუქციის ქსელურ მარკეტებში განსათავსებლად და რას უნდა მიაქციონ მეწარმეებმა ამ პროცესში ყურადღება. ტრენინგზე რეგისტრაცია უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://beta.tbcbank.ge/ka/business/education ,

სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, კურსებზე დასწრება უფასოა და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უახლესი და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.

R