საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილი მე-4 წელია მოკლულია, ექიმმა ბევრი რამ დამალა" - გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა
"ჩემი შვილი მე-4 წელია მოკლულია, ექიმმა ბევრი რამ დამალა" - გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა

ჩემს შვილს ცხე­ლე­ბა ჰქონ­და, რამ­დე­ნი უნდა ჰქო­ნო­და ტემ­პე­რა­ტუ­რა, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო კვლე­ვე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო? მი­თუ­მე­ტეს, ხა­რის­ხის პატ­რო­ნია ქე­თე­ვან ლობ­ჟა­ნი­ძე და მას ინ­ფექ­ცი­უ­რი და ბაქ­ტე­რი­უ­ლი ვირუ­სი ერ­თმა­ნე­თის­გან უნდა გა­ნეს­ხვა­ვე­ბი­ნა, - ამის შე­სა­ხებ კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის მა­მამ, გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ან­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც ის გან­მარ­ტავს, „აკა­დე­მი­კოს ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის“ თე­რა­პი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ექი­მი ქე­თე­ვან ლობ­ჟა­ნი­ძე, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ვრცლად ისა­უბ­რა, ბევრ რა­მეს მა­ლავს.

„ქალ­ბა­ტონ­მა ქე­თე­ვან ლობ­ჟა­ნი­ძემ ბევ­რი რამე და­მა­ლა. ვსვამ კი­თხვას, არ გიჩ­ნდე­ბათ რე­ლე­ვან­ტუ­რი კი­თხვე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ჩემი შვი­ლი მე-4 წე­ლია მოკ­ლუ­ლია და ახლა სა­უბ­რო­ბენ თით­ქოს, სი­მარ­თლეს. სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ა­ში სულ სხვა ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი დევს, სულ სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბე­ბია. საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია უამ­რა­ვი ექ­სპერ­ტი­ზა, მათ შო­რის, სა­ტე­ლე­ფო­ნო, ჩემი შვი­ლის ფო­ნოს­კო­პუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, იქ დად­გე­ნი­ლია გა­რე­მო­ე­ბე­ბი, ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბე­ბი და გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩემი შვი­ლის მი­მართ“, - გა­ნა­ცხა­და ჩარ­კვი­ან­მა.

კი­თხვა­ზე, თუ რა და­მა­ლა ლობ­ჟა­ნი­ძემ, ჩარ­კვი­ა­ნი პა­სუ­ხობს, რომ „მის შვილ­თან ექი­მე­ბი არ შე­დი­ოდ­ნენ“.

„ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ­დიო, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში არ ყო­ფი­ლა... ჩემ­თან შვილ­თან ექი­მი არ შე­დი­ო­და, საჭ­მე­ლიც არ შეჰ­ქონ­დათ“, - გა­ნა­ცხა­და ჩარ­კვი­ან­მა და დას­ძი­ნა, რომ ეს სწო­რედ, ქე­თე­ვან ლობ­ჟა­ნი­ძის მო­რი­გე­ო­ბებს ემ­თხვე­ო­და.

„ზუს­ტად, 12-14 აგ­ვის­ტოს ეპი­ზო­დე­ბია. რო­დე­საც ჩემი შვი­ლი ე.წ. კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­დან გა­და­იყ­ვა­ნეს, ყვე­ლა კვლე­ვა სრულ­ყო­ფი­ლად არ ჩა­უ­ტა­რეს. რო­დე­საც სის­ხლი­ა­ნი ნახ­ვე­ლით შე­ვი­და, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, გა­მო­ე­რი­ცხათ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის არ­სე­ბო­ბა-არ არ­სე­ბო­ბის სა­კი­თხი, "კა­ტეს" დას­კვნა გა­მო­რი­ცხვის მე­თო­დი არ არის. როცა სა­უბ­რო­ბენ, რომ ჩემს შვილს ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მი გა­ნუ­ვი­თარ­და, ამის გა­მომ­რი­ცხა­ვი მე­ქა­ნიზ­მი იყო ანა­ლი­ზე­ბი, კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო პირ­ველ, მე­ო­რე დღეს და არა მე­ო­თხე, მე­ხუ­თე დღეს, როცა ჩემი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მძიმ­დე­ბო­და. თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნია, რო­დე­საც და­ვარ­დნი­ლი იყო ნორ­მას­თან მი­მარ­თე­ბით, ჰე­მა­ტო­ლო­გის მიერ არ იქნა კონ­სულ­ტი­რე­ბუ­ლი.

მისი [ქე­თე­ვან ლობ­ჟა­ნი­ძის] ჩვე­ნე­ბა რომ ნა­ხოთ, იქ წე­რია, „რემ­დე­სი­ვი­რი“ აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი იყო და შე­იძ­ლე­ბო­და მისი გა­კე­თე­ბა, რა­ზეც მან მის ჩვე­ნე­ბა­ში მი­უ­თი­თა, რომ „სპორ­ტსმე­ნი ბი­ჭია და არ ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­რო­დო“, ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა თა­ვის გა­მო­კი­თხვის ოქ­მშია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ჩემი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა პირ­ველ სარ­თულ­ზე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ამ­ძი­მეს და სხვა ექი­მებ­მა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შე­ი­წი­რეს ის... ჩემს შვილს ცხე­ლე­ბა ჰქონ­და, რამ­დე­ნი უნდა ჰქო­ნო­და ტემ­პე­რა­ტუ­რა, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ეს სა­ვალ­დე­ბუ­ლო კვლე­ვე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო? მი­თუ­მე­ტეს, ხა­რის­ხის პატ­რო­ნია ქე­თე­ვან ლობ­ჟა­ნი­ძე და ინ­ფექ­ცი­უ­რი და ბაქ­ტე­რი­უ­ლი ვირუ­სი ერ­თმა­ნე­თის­გან უნდა გა­ნეს­ხვა­ვე­ბი­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ჩარ­კვი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის საქ­მე­ზე „აკა­დე­მი­კოს ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის“ თე­რა­პი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ექიმს, ქე­თე­ვან ლობ­ჟა­ნი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით დღეს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 12 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ქე­თე­ვან ლობ­ჟა­ნი­ძეს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს გულ­გრი­ლო­ბას, სპე­ცი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე პი­რის მიერ თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას ან არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბას მის­და­მი და­უ­დე­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 2-დან 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი ბრალ­დე­ბუ­ლის უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მან პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მარ­თვის შე­სა­ბა­მი­სი პრო­ტო­კო­ლი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და პა­ცი­ენტს მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შე და­უ­ნიშ­ნა. პრო­ტო­კო­ლის დარ­ღვე­ვე­ბის ფონ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის მი­ზე­ზი გახ­და, რის გა­მოც ის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩემი შვილი მე-4 წელია მოკლულია, ექიმმა ბევრი რამ დამალა" - გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა

"ჩემი შვილი მე-4 წელია მოკლულია, ექიმმა ბევრი რამ დამალა" - გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა

ჩემს შვილს ცხელება ჰქონდა, რამდენი უნდა ჰქონოდა ტემპერატურა, რომ სავალდებულო კვლევები ჩატარებულიყო? მითუმეტეს, ხარისხის პატრონია ქეთევან ლობჟანიძე და მას ინფექციური და ბაქტერიული ვირუსი ერთმანეთისგან უნდა განესხვავებინა, - ამის შესახებ კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

  • როგორც ის განმარტავს, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმი ქეთევან ლობჟანიძე, რომელმაც საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ვრცლად ისაუბრა, ბევრ რამეს მალავს.

„ქალბატონმა ქეთევან ლობჟანიძემ ბევრი რამე დამალა. ვსვამ კითხვას, არ გიჩნდებათ რელევანტური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი შვილი მე-4 წელია მოკლულია და ახლა საუბრობენ თითქოს, სიმართლეს. სამედიცინო ისტორიაში სულ სხვა ფაქტობრივი გარემოებები დევს, სულ სხვა მოცემულობებია. საქმეზე ჩატარებულია უამრავი ექსპერტიზა, მათ შორის, სატელეფონო, ჩემი შვილის ფონოსკოპური ექსპერტიზები, იქ დადგენილია გარემოებები, ექიმების დაუდევრობები და გულგრილი დამოკიდებულება ჩემი შვილის მიმართ“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

კითხვაზე, თუ რა დამალა ლობჟანიძემ, ჩარკვიანი პასუხობს, რომ „მის შვილთან ექიმები არ შედიოდნენ“.

„ყურადღებას ვაქცევდიო, რომელიც სინამდვილეში არ ყოფილა... ჩემთან შვილთან ექიმი არ შედიოდა, საჭმელიც არ შეჰქონდათ“, - განაცხადა ჩარკვიანმა და დასძინა, რომ ეს სწორედ, ქეთევან ლობჟანიძის მორიგეობებს ემთხვეოდა.

„ზუსტად, 12-14 აგვისტოს ეპიზოდებია. როდესაც ჩემი შვილი ე.წ. კოვიდსასტუმროდან გადაიყვანეს, ყველა კვლევა სრულყოფილად არ ჩაუტარეს. როდესაც სისხლიანი ნახველით შევიდა, აუცილებელი იყო, გამოერიცხათ ტუბერკულოზის არსებობა-არ არსებობის საკითხი, "კატეს" დასკვნა გამორიცხვის მეთოდი არ არის. როცა საუბრობენ, რომ ჩემს შვილს ციტოკინური შტორმი განუვითარდა, ამის გამომრიცხავი მექანიზმი იყო ანალიზები, კვლევების ჩატარება, რომელიც აუცილებელი და სავალდებულო იყო პირველ, მეორე დღეს და არა მეოთხე, მეხუთე დღეს, როცა ჩემი შვილის მდგომარეობა მძიმდებოდა. თრომბოციტოპენია, როდესაც დავარდნილი იყო ნორმასთან მიმართებით, ჰემატოლოგის მიერ არ იქნა კონსულტირებული.

მისი [ქეთევან ლობჟანიძის] ჩვენება რომ ნახოთ, იქ წერია, „რემდესივირი“ აპრობირებული იყო და შეიძლებოდა მისი გაკეთება, რაზეც მან მის ჩვენებაში მიუთითა, რომ „სპორტსმენი ბიჭია და არ ჩავთვალე საჭიროდო“, ეს მტკიცებულება თავის გამოკითხვის ოქმშია დაფიქსირებული. ჩემი შვილის მდგომარეობა პირველ სართულზე მიზანმიმართულად დაამძიმეს და სხვა ექიმებმა მიზანმიმართულად შეიწირეს ის... ჩემს შვილს ცხელება ჰქონდა, რამდენი უნდა ჰქონოდა ტემპერატურა, რომ ელემენტარულად, ეს სავალდებულო კვლევები ჩატარებულიყო? მითუმეტეს, ხარისხის პატრონია ქეთევან ლობჟანიძე და ინფექციური და ბაქტერიული ვირუსი ერთმანეთისგან უნდა განესხვავებინა“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურამ ქეთევან ლობჟანიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს გულგრილობას, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ვახტანგ ჩარკვიანის მკურნალობის პროცესი ბრალდებულის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა, მან პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი არ გაითვალისწინა და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა. პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.