საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ილონთან შეთანხმებით გვინდა, გაგიზიაროთ ახალი ამბავი" - მასკი მე-14 შვილის მამა გახდა: რას წერს ბავშვის დედა
"ილონთან შეთანხმებით გვინდა, გაგიზიაროთ ახალი ამბავი" - მასკი მე-14 შვილის მამა გახდა: რას წერს ბავშვის დედა

ილონ მასკმა გა­ამ­ხი­ლა, რომ მას და ში­ვონ ზი­ლისს მე­ო­თხე შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ - ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის ეს რი­გით მე-14 შვი­ლია. ახა­ლი ამ­ბა­ვი ზი­ლის­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით შე­ა­ტყო­ბი­ნა. გარ­და ამის­მა, წყვილ­მა მათი მე­სა­მე ვა­ჟის სა­ხე­ლიც გა­ამ­ხი­ლა.

  • „ილონ­თან შე­თან­ხმე­ბით და არ­კა­დი­ის და­ბა­დე­ბის დღის ფონ­ზე, გვინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ჩვე­ნი მშვე­ნი­ე­რი და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ვა­ჟის სელ­დონ ლი­კურ­გუ­სის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ის“, - და­წე­რა ზი­ლის­მა.

უც­ნო­ბია, რო­დის და­ი­ბა­და სელ­დონ ლი­კურ­გუ­სი. მე­სა­მე შვი­ლი, არ­კა­დია წყვილს გა­სულ წელს შე­ე­ძი­ნა - ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია ბავ­შვის სქე­სი.

Tesla-ს დამ­ფუძ­ნებ­ლის პირ­ვე­ლი შვი­ლი 2002 წელს და­ი­ბა­და, უმ­ცრო­სი კი 2021 წელს. პირ­ვე­ლი ექ­ვსი შვი­ლი მას ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, კა­ნა­დელ მწე­რალ ჯას­ტინ უილ­სონ­თან ჰყავს. შვი­დი წლის ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შორ­და 2008 წელს.

ორი წლის შემ­დეგ, მას­კი ორ­ჯერ და­ქორ­წინ­და და გა­შორ­და მსა­ხი­ობ ტა­ლუ­ლა რა­ი­ლის - პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა გაგ­რძელ­და 2010 წლი­დან 2012 წლამ­დე, ხოლო მე­ო­რე 2013 წლი­დან 2016 წლამ­დე. მათ შვი­ლე­ბი არ ჰყო­ლი­ათ.

2020 წელს მი­ლი­არ­დერ­სა და მომ­ღე­რალ-კომ­პო­ზი­ტორ გრა­იმსს (რომ­ლის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლია კლერ ბუ­ჩე­რი) პირ­ვე­ლი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სამი წლის შემ­დეგ ისი­ნი და­შორ­დნენ, გრა­იმსმა 2022 წლის მარ­ტში Vanity Fair-ის ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ამ­ხი­ლა, რომ წყვი­ლი შე­რიგ­და და მე­ო­რე შვი­ლი სუ­რო­გა­ტის მეშ­ვე­ო­ბით შე­ე­ძი­ნა.

მათი მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე, ილონ მასკს შე­ე­ძი­ნა ტყუ­პე­ბი ში­ვონ ზი­ლის­თან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ილონთან შეთანხმებით გვინდა, გაგიზიაროთ ახალი ამბავი" - მასკი მე-14 შვილის მამა გახდა: რას წერს ბავშვის დედა

"ილონთან შეთანხმებით გვინდა, გაგიზიაროთ ახალი ამბავი" - მასკი მე-14 შვილის მამა გახდა: რას წერს ბავშვის დედა

ილონ მასკმა გაამხილა, რომ მას და შივონ ზილისს მეოთხე შვილი შეეძინათ - ბიზნესმენისთვის ეს რიგით მე-14 შვილია. ახალი ამბავი ზილისმა საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით შეატყობინა. გარდა ამისმა, წყვილმა მათი მესამე ვაჟის სახელიც გაამხილა.

  • „ილონთან შეთანხმებით და არკადიის დაბადების დღის ფონზე, გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი მშვენიერი და წარმოუდგენელი ვაჟის სელდონ ლიკურგუსის შესახებ. ძალიან მიყვარს ის“, - დაწერა ზილისმა.

უცნობია, როდის დაიბადა სელდონ ლიკურგუსი. მესამე შვილი, არკადია წყვილს გასულ წელს შეეძინა - ჯერჯერობით უცნობია ბავშვის სქესი.

Tesla-ს დამფუძნებლის პირველი შვილი 2002 წელს დაიბადა, უმცროსი კი 2021 წელს. პირველი ექვსი შვილი მას ყოფილ მეუღლესთან, კანადელ მწერალ ჯასტინ უილსონთან ჰყავს. შვიდი წლის ქორწინების შემდეგ, წყვილი ოფიციალურად დაშორდა 2008 წელს.

ორი წლის შემდეგ, მასკი ორჯერ დაქორწინდა და გაშორდა მსახიობ ტალულა რაილის - პირველი ქორწინება გაგრძელდა 2010 წლიდან 2012 წლამდე, ხოლო მეორე 2013 წლიდან 2016 წლამდე. მათ შვილები არ ჰყოლიათ.

2020 წელს მილიარდერსა და მომღერალ-კომპოზიტორ გრაიმსს (რომლის ნამდვილი სახელია კლერ ბუჩერი) პირველი შვილი შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ, გრაიმსმა 2022 წლის მარტში Vanity Fair-ის ინტერვიუში გაამხილა, რომ წყვილი შერიგდა და მეორე შვილი სუროგატის მეშვეობით შეეძინა.

მათი მეორე შვილის გაჩენამდე რამდენიმე კვირით ადრე, ილონ მასკს შეეძინა ტყუპები შივონ ზილისთან.