საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კეტი პერი კოსმოსში მიფრინავს - ბორტზე მხოლოდ ქალები იქნებიან: ეკიპაჟს სათავეში ჯეფ ბეზოსის საცოლე ჩაუდგება
კეტი პერი კოსმოსში მიფრინავს - ბორტზე მხოლოდ ქალები იქნებიან: ეკიპაჟს სათავეში ჯეფ ბეზოსის საცოლე ჩაუდგება

კომ­პა­ნია Blue Origin-ი გა­ზა­ფხულ­ზე კოს­მოს­ში ეკი­პაჟს გა­აგ­ზავ­ნის, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ქა­ლე­ბის­გან იქ­ნე­ბა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. ეკი­პა­ჟის წევ­რებს შო­რის პოპ-ვარ­სკვლა­ვი კეტი პე­რიც იქ­ნე­ბა.

ბორტზე მომ­ღე­რალს კი­დევ 5 ქალი შე­უ­ერ­თდე­ბა: Blue Origin-ის მფლო­ბე­ლის, ჯეფ ბე­ზო­სის საცო­ლე ლო­რენ სან­ჩე­სი, CBS-ის წამ­ყვა­ნი გეილ კინ­გი, NASA-ს ყო­ფი­ლი სა­რა­კე­ტო მეც­ნი­ე­რი აიშა ბოი, სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის აქ­ტი­ვის­ტი ამან­და ნგუ­ე­ნი და კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რი კე­რი­ან ფლი­ნი. ეკი­პაჟს სა­თა­ვე­ში ლო­რენ სან­ჩე­სი ჩა­უდ­გე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 1963 წლის შემ­დეგ, როცა კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დის ბორტზე მხო­ლოდ ქა­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. მა­შინ, ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის წინ, კოს­მოს­ში საბ­ჭო­თა ას­ტრო­ნავ­ტი ვა­ლენ­ტი­ნა ტე­რეშ­კოვა მარ­ტო გაფ­რინ­და.

გაშ­ვე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. Blue Origin-ის გან­ცხა­დე­ბით, ეს გა­ზა­ფხულ­ზე მოხ­დე­ბა. კეტი პერი 23 აპ­რი­ლი­დან 11 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით ტურ­ნეს გეგ­მავს, ამი­ტომ ფრე­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ თა­რი­ღამ­დე შეს­რულ­დე­ბა.

ფრე­ნა ჩვე­უ­ლებ­რივ და­ახ­ლო­ე­ბით 11 წუთი გრძელ­დე­ბა. ხო­მალ­დი სრუ­ლი­ად ავ­ტო­ნო­მი­უ­რია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ბორტზე პი­ლო­ტე­ბი არ არი­ან. ის მგზავ­რებს კარ­მა­ნის ხა­ზის მიღ­მა გა­იყ­ვანს.

Blue Origin-ის დამ­სა­ხუ­რე­ბით, 2021 წელს კა­ნა­დე­ლი მსა­ხი­ო­ბი უი­ლი­ამ შატ­ნე­რი გახ­და ყვე­ლა­ზე ხნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კოს­მოს­ში გაფ­რინ­და. იმა­ვე წელს კოს­მოს­ში თა­ვად ჯეფ ბე­ზოს­მაც იფ­რი­ნა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კეტი პერი კოსმოსში მიფრინავს - ბორტზე მხოლოდ ქალები იქნებიან: ეკიპაჟს სათავეში ჯეფ ბეზოსის საცოლე ჩაუდგება

კეტი პერი კოსმოსში მიფრინავს - ბორტზე მხოლოდ ქალები იქნებიან: ეკიპაჟს სათავეში ჯეფ ბეზოსის საცოლე ჩაუდგება

კომპანია Blue Origin-ი გაზაფხულზე კოსმოსში ეკიპაჟს გააგზავნის, რომელიც მხოლოდ ქალებისგან იქნება დაკომპლექტებული. ეკიპაჟის წევრებს შორის პოპ-ვარსკვლავი კეტი პერიც იქნება.

ბორტზე მომღერალს კიდევ 5 ქალი შეუერთდება: Blue Origin-ის მფლობელის, ჯეფ ბეზოსის საცოლე ლორენ სანჩესი, CBS-ის წამყვანი გეილ კინგი, NASA-ს ყოფილი სარაკეტო მეცნიერი აიშა ბოი, სამოქალაქო უფლებების აქტივისტი ამანდა ნგუენი და კინოპროდიუსერი კერიან ფლინი. ეკიპაჟს სათავეში ლორენ სანჩესი ჩაუდგება.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა 1963 წლის შემდეგ, როცა კოსმოსური ხომალდის ბორტზე მხოლოდ ქალები იქნებიან. მაშინ, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, კოსმოსში საბჭოთა ასტრონავტი ვალენტინა ტერეშკოვა მარტო გაფრინდა.

გაშვების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. Blue Origin-ის განცხადებით, ეს გაზაფხულზე მოხდება. კეტი პერი 23 აპრილიდან 11 ნოემბრის ჩათვლით ტურნეს გეგმავს, ამიტომ ფრენა, სავარაუდოდ, ამ თარიღამდე შესრულდება.

ფრენა ჩვეულებრივ დაახლოებით 11 წუთი გრძელდება. ხომალდი სრულიად ავტონომიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბორტზე პილოტები არ არიან. ის მგზავრებს კარმანის ხაზის მიღმა გაიყვანს.

Blue Origin-ის დამსახურებით, 2021 წელს კანადელი მსახიობი უილიამ შატნერი გახდა ყველაზე ხნიერი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. იმავე წელს კოსმოსში თავად ჯეფ ბეზოსმაც იფრინა.