კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამას დაჭერის შემდეგ ყოველდღე არღვევდნენ ღობეს და გარბოდნენ ირმები" - ვინ იყო კაცი, რომელსაც 40 წლის წინ სამეგრელოში კერძო ზოოპარკი ჰქონდა
"მამას დაჭერის შემდეგ ყოველდღე არღვევდნენ ღობეს და გარბოდნენ ირმები" - ვინ იყო კაცი, რომელსაც 40 წლის წინ სამეგრელოში კერძო ზოოპარკი ჰქონდა

"კი­დევ ერთი უნი­კა­ლუ­რი ფირი ჩემი არ­ქი­ვი­დან. ნა­წყვე­ტი ფილ­მი­დან: "სა­მეგ­რე­ლოს ჩა­ნა­ხა­ტე­ბი"... 1985 წელი. ბავ­შვო­ბი­დან ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს, რომ სა­მეგ­რე­ლო­ში კერ­ძო პირს ჰქონ­და სა­კუ­თა­რი ზო­ო­პარ­კი, (ვის და სად აღარ მახ­სოვს).. ჰყავ­და ლომი, ირ­მე­ბი, ხოხ­ბე­ბი და ფარ­შე­ვან­გე­ბი... ეს ფირი სწო­რედ ამ უნი­კა­ლურ გა­რე­მოს უნდა ასა­ხავ­დეს.. არ ვიცი რით დას­რულ­და ეს ამ­ბა­ვი, სა­ინ­ტე­რე­სოა მეტი დე­ტა­ლი შე­ვი­ტყო თქვენ­გან, და­წე­რეთ რა იცით ამ ამ­ბის შე­სა­ხებ" - ეს წარ­წე­რა ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უნი­კა­ლურ კად­რებ­თან ერ­თად გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ჩან­და, რომ ლო­მის ბოკ­ვერს კვე­ბავ­და...

მის პოსტს ათა­სო­ბით მო­წო­ნე­ბა და კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა. წერ­დნენ, რომ სო­ფელ გრი­გო­ლი­ში, მურ­მან რო­გა­ვას ჰქონ­და კერ­ძო ზო­ო­პარ­კი...

მე­ტის გა­სა­გე­ბად მურ­მან რო­გა­ვას შვილს ანნა რო­გა­ვას და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მელ­მაც უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბი და ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­და...

- მა­მა­ჩე­მი მურ­მან რო­გა­ვა პრო­ფე­სი­ით აგ­რო­ნო­მი იყო, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ფლო­რა და ფა­უ­ნა, ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი მშობ­ლე­ბის­გან მოს­დგამ­და... ერთ დღეს მე­გობ­რებ­მა შვლის ნუკ­რი მო­უყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც ისე მო­ა­ში­ნა­უ­რა, შემ­დეგ თიკ­ნებ­თან ერ­თად თა­მა­შობ­და. სა­ხე­ლიც კი და­არ­ქვა "ბო­რია". მა­მა­ჩემს თურ­მე სულ კუდ­ში დაჰ­ყვე­ბო­და. და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ ცეკ­ვაც კი ას­წავ­ლა ბო­რი­ას. ირ­მის სა­ნა­ხა­ვად ბევ­რი მო­დი­ო­და. სწო­რედ ამის შემ­დეგ გაჩ­ნდა იდეა აღ­კვე­თი­ლის გა­შე­ნე­ბი­სა.

მურ­მან რო­გა­ვა

80-იან წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბით შე­მო­ღო­ბი­ლი იქნა 37 ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რია. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქე­ბის ზო­ო­პარ­კე­ბი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნა სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ცხო­ვე­ლე­ბი: ლამა, აქ­ლე­მი, მა­რა­ლი, კენ­გუ­რუ, ციმ­ბი­რუ­ლი ჯი­შის ირე­მი, კუდ­თეთ­რა წინწკლე­ბი­ა­ნი ირე­მი. შვე­ლი, გა­რე­უ­ლი ტახი, ჯიხ­ვი, სი­რაქ­ლე­მა, სხვა­დას­ხვა ფე­რის ფარ­შე­ვან­გე­ბი, სხვა­დას­ხვა ჯი­შის ხოხ­ბე­ბი: კოლ­ხუ­რი, ვერ­ცხლის­ფე­რი, ულ­ვა­შე­ბი­ა­ნი, სა­მე­ფო ჯი­შის ოქ­როს­ფე­რი ხო­ხო­ბი, დე­კო­რა­ტი­უ­ლი ქათ­მე­ბი და ა.შ...

ეს ფრინ­ვე­ლე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბი ვო­ლი­ე­რებ­ში კი არ იყ­ვნენ დამ­წყვდე­უ­ლე­ბი, არა­მედ ყვე­ლას თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცე ჰქონ­და გა­მო­ყო­ფი­ლი.80-იან წლებ­ში ზუგ­დიდს როს­ტო­ვის ცირ­კი სტუმ­რობ­და, ამ დროს და­ი­ბა­და ლო­მის ბოკ­ვე­რი, რო­მე­ლიც სა­ჩუქ­რად მა­მა­ჩემს გა­დას­ცეს.სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით გა­ი­ზარ­და "პახა". ეზო­ში ლეკ­ვებ­თან, ფარ­შე­ვან­გებ­თან და ხოხ­ბებ­თან ერ­თად და­სე­ირ­ნობ­და. სამ წლამ­დე იზ­რდე­ბო­და ოჯახ­ში "პახა", ძუ ლომი იყო და რად­გა­ნაც ჩვენ ხვა­დი არ გვყავ­და, მა­მამ გა­და­წყვი­ტა სო­ხუ­მის ზო­ო­პარ­კის­თვის გა­და­ე­ცა სა­ჩუქ­რად...

- ალ­ბათ ზო­ო­პარკს ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ზი­ტო­რი ჰყავ­და...

- დიახ, ამ აღ­კვე­თილს სტუმ­რობ­დნენ გა­მო­ჩე­ნი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი თუ ტუ­რის­ტე­ბი... ნაკ­რძალს სტუმ­რობ­და ამე­რი­კე­ლი ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბი ჯეინ ფონ­და და მისი მე­უღ­ლე ტედ ტერ­ნე­რი. პირ­ვე­ლი სტუმ­რო­ბა აშილ მი­უ­რა­ტის ოჯა­ხის და ა.შ... სია ძა­ლი­ან გრძე­ლია. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ფილ­მი აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი რე­ჟი­სორ მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვილს

- რო­დემ­დე იარ­სე­ბა და თქვენ რამ­დე­ნად გახ­სოვთ?

- სსრკ-ს დაშ­ლამ­დე სა­ხელ­მწი­ფო ეხ­მა­რე­ბო­და, ხოლო 90-იანი წლე­ბი­დან 2005 წლამ­დე სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით ინა­ხავ­და...ჩემს დროს იყო 70 ირე­მი, რამ­დე­ნი­მე ფარ­შე­ვან­გი, სი­რაქ­ლე­მა, რო­მე­ლიც სი­ბე­რით გარ­და­იც­ვა­ლა... 2005 წლამ­დე იარ­სე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად ამ ყვე­ლა­ფერ­მა, 2005 წელს 72 წლის მა­მა­ჩემს 6 წელი მი­უ­სა­ჯეს, რო­მე­ლიც სრუ­ლად მო­ი­ხა­და. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რომ მო­ვი­და, 3 თვე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, 3 თვით ადრე და­ტო­ვა პე­ნი­ტენ­ცი­ა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც დიდი ტან­ჯვა-წა­მე­ბა გა­მო­ი­ა­რა.

ცი­ხეს შე­ე­წი­რა მისი ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე. მხო­ლოდ 5 წელი იცო­ცხლა ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ. ეტლს იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი რომ გა­მო­ვი­და... მა­მას და­ჭე­რის შემ­დეგ სამ­წუ­ხა­როდ ყო­ველ­დღე არ­ღვევ­დნენ ღო­ბეს და ასე ნელ-ნელა გა­იქ­ცნენ ირ­მე­ბი,ზო­გიც ჩა­ხო­ცეს. ჩემი ძმა კი ცდი­ლობ­და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, მაგ­რამ არც სა­ხელ­მწი­ფომ შე­უ­წყო ხელი, არც რე­გი­ონ­მა, არც სო­ფელ­მა...

მურ­მან რო­გა­ვა და ზუ­რაბ ჟვა­ნია

- თუ გი­ფიქ­რი­ათ აღ­დგე­ნა­ზე?

- აღ­დგე­ნა­ზე კი გვი­ფიქ­რია, მაგ­რამ საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვე­ძებთ გზებს იქ­ნებ ვინ­მე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი გა­მოჩ­ნდეს, ეს ყვე­ლა­ფე­რი აღ­ვად­გი­ნოთ. თა­ვის დრო­ზე არა­ვინ არ დაგ­ვეხ­მა­რა, რომ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ყო და იმე­დია ოდეს­მე მა­ინც გა­მოჩ­ნდე­ბა ვინ­მე, ვინც და­ინ­ტე­რეს­დე­ბა. ჩვენ ნელ-ნელა რა­საც შევ­ძლებთ, კი აღ­ვად­გენთ. ინფრას­ტრუქ­ტუ­რა 60-70 პრო­ცენ­ტი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია.

- ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა კად­რე­ბა­მა, ამა­ზე რას იტყო­დით?

- მა­მა­ჩე­მი სა­მეგ­რე­ლო­ში და არა მარ­ტო აქ ნამ­დვი­ლად იყო ცნო­ბა­დი სახე. ვერ გე­ტყვით, ამ­დე­ნი ყუ­რა­დღე­ბა რა­ტომ მი­იქ­ცია ამ კად­რებ­მა, მაგ­რამ უნი­კა­ლუ­რი კად­რე­ბი ნამ­დვი­ლად არის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მამას დაჭერის შემდეგ ყოველდღე არღვევდნენ ღობეს და გარბოდნენ ირმები" - ვინ იყო კაცი, რომელსაც 40 წლის წინ სამეგრელოში კერძო ზოოპარკი ჰქონდა

"მამას დაჭერის შემდეგ ყოველდღე არღვევდნენ ღობეს და გარბოდნენ ირმები" - ვინ იყო კაცი, რომელსაც 40 წლის წინ სამეგრელოში კერძო ზოოპარკი ჰქონდა

"კიდევ ერთი უნიკალური ფირი ჩემი არქივიდან. ნაწყვეტი ფილმიდან: "სამეგრელოს ჩანახატები"... 1985 წელი. ბავშვობიდან ბუნდოვნად მახსოვს, რომ სამეგრელოში კერძო პირს ჰქონდა საკუთარი ზოოპარკი, (ვის და სად აღარ მახსოვს).. ჰყავდა ლომი, ირმები, ხოხბები და ფარშევანგები... ეს ფირი სწორედ ამ უნიკალურ გარემოს უნდა ასახავდეს.. არ ვიცი რით დასრულდა ეს ამბავი, საინტერესოა მეტი დეტალი შევიტყო თქვენგან, დაწერეთ რა იცით ამ ამბის შესახებ" - ეს წარწერა ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ სოციალურ ქსელში უნიკალურ კადრებთან ერთად გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ ლომის ბოკვერს კვებავდა...

მის პოსტს ათასობით მოწონება და კომენტარები მოჰყვა. წერდნენ, რომ სოფელ გრიგოლიში, მურმან როგავას ჰქონდა კერძო ზოოპარკი...

მეტის გასაგებად მურმან როგავას შვილს ანნა როგავას დავუკავშირდით, რომელმაც უნიკალური ფოტოები და ინფორმაცია მოგვაწოდა...

- მამაჩემი მურმან როგავა პროფესიით აგრონომი იყო, ძალიან უყვარდა ფლორა და ფაუნა, ცხოველების სიყვარული მშობლებისგან მოსდგამდა... ერთ დღეს მეგობრებმა შვლის ნუკრი მოუყვანეს, რომელიც ისე მოაშინაურა, შემდეგ თიკნებთან ერთად თამაშობდა. სახელიც კი დაარქვა "ბორია". მამაჩემს თურმე სულ კუდში დაჰყვებოდა. დაუჯერებელია, მაგრამ ცეკვაც კი ასწავლა ბორიას. ირმის სანახავად ბევრი მოდიოდა. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა იდეა აღკვეთილის გაშენებისა.

მურმან როგავა

80-იან წლებში სახელმწიფოს დახმარებით შემოღობილი იქნა 37 ჰექტარი ტერიტორია. საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქების ზოოპარკებიდან ჩამოიყვანა სხვადასხვა სახეობის ცხოველები: ლამა, აქლემი, მარალი, კენგურუ, ციმბირული ჯიშის ირემი, კუდთეთრა წინწკლებიანი ირემი. შველი, გარეული ტახი, ჯიხვი, სირაქლემა, სხვადასხვა ფერის ფარშევანგები, სხვადასხვა ჯიშის ხოხბები: კოლხური, ვერცხლისფერი, ულვაშებიანი, სამეფო ჯიშის ოქროსფერი ხოხობი, დეკორატიული ქათმები და ა.შ...

ეს ფრინველები და ცხოველები ვოლიერებში კი არ იყვნენ დამწყვდეულები, არამედ ყველას თავისუფალი სივრცე ჰქონდა გამოყოფილი.80-იან წლებში ზუგდიდს როსტოვის ცირკი სტუმრობდა, ამ დროს დაიბადა ლომის ბოკვერი, რომელიც საჩუქრად მამაჩემს გადასცეს.სითბოთი და სიყვარულით გაიზარდა "პახა". ეზოში ლეკვებთან, ფარშევანგებთან და ხოხბებთან ერთად დასეირნობდა. სამ წლამდე იზრდებოდა ოჯახში "პახა", ძუ ლომი იყო და რადგანაც ჩვენ ხვადი არ გვყავდა, მამამ გადაწყვიტა სოხუმის ზოოპარკისთვის გადაეცა საჩუქრად...

- ალბათ ზოოპარკს ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავდა...

- დიახ, ამ აღკვეთილს სტუმრობდნენ გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები, სკოლის მოსწავლეები თუ ტურისტები... ნაკრძალს სტუმრობდა ამერიკელი ჰოლივუდის მსახიობი ჯეინ ფონდა და მისი მეუღლე ტედ ტერნერი. პირველი სტუმრობა აშილ მიურატის ოჯახის და ა.შ... სია ძალიან გრძელია. ამ ყველაფერზე ფილმი აქვს გადაღებული რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს

- როდემდე იარსება და თქვენ რამდენად გახსოვთ?

- სსრკ-ს დაშლამდე სახელმწიფო ეხმარებოდა, ხოლო 90-იანი წლებიდან 2005 წლამდე საკუთარი სახსრებით ინახავდა...ჩემს დროს იყო 70 ირემი, რამდენიმე ფარშევანგი, სირაქლემა, რომელიც სიბერით გარდაიცვალა... 2005 წლამდე იარსება მეტ-ნაკლებად ამ ყველაფერმა, 2005 წელს 72 წლის მამაჩემს 6 წელი მიუსაჯეს, რომელიც სრულად მოიხადა. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ მოვიდა, 3 თვე ჰქონდა დარჩენილი, 3 თვით ადრე დატოვა პენიტენციარული დაწესებულება, სადაც დიდი ტანჯვა-წამება გამოიარა.

ციხეს შეეწირა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მხოლოდ 5 წელი იცოცხლა ციხიდან გამოსვლის შემდეგ. ეტლს იყო მიჯაჭვული რომ გამოვიდა... მამას დაჭერის შემდეგ სამწუხაროდ ყოველდღე არღვევდნენ ღობეს და ასე ნელ-ნელა გაიქცნენ ირმები,ზოგიც ჩახოცეს. ჩემი ძმა კი ცდილობდა შენარჩუნებას, მაგრამ არც სახელმწიფომ შეუწყო ხელი, არც რეგიონმა, არც სოფელმა...

მურმან როგავა და ზურაბ ჟვანია

- თუ გიფიქრიათ აღდგენაზე?

- აღდგენაზე კი გვიფიქრია, მაგრამ საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. ვეძებთ გზებს იქნებ ვინმე დაინტერესებული პირი გამოჩნდეს, ეს ყველაფერი აღვადგინოთ. თავის დროზე არავინ არ დაგვეხმარა, რომ შენარჩუნებულიყო და იმედია ოდესმე მაინც გამოჩნდება ვინმე, ვინც დაინტერესდება. ჩვენ ნელ-ნელა რასაც შევძლებთ, კი აღვადგენთ. ინფრასტრუქტურა 60-70 პროცენტი შენარჩუნებულია.

- ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო გამოქვეყნებულმა კადრებამა, ამაზე რას იტყოდით?

- მამაჩემი სამეგრელოში და არა მარტო აქ ნამდვილად იყო ცნობადი სახე. ვერ გეტყვით, ამდენი ყურადღება რატომ მიიქცია ამ კადრებმა, მაგრამ უნიკალური კადრები ნამდვილად არის.