საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არის მოვლენები, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციები მიუღებელია, სტიქია არის ასეთი მოვლენა“ - ირაკლი კობახიძე
“არის მოვლენები, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციები მიუღებელია, სტიქია არის ასეთი მოვლენა“ - ირაკლი კობახიძე

“არის მოვ­ლე­ნე­ბი, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია, სტი­ქია არის ასე­თი მოვ­ლე­ნა - ეს არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც სა­ჭი­როა გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის, მათ შო­რის მე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის უფრო ზუს­ტად რე­გუ­ლი­რე­ბა,“ - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია, “გან­სა­კუთ­რე­ბით ასეთ პი­რო­ბებ­ში“.

“ზო­გა­დად, ეს არის ძა­ლი­ან მძი­მე მოვ­ლე­ნა. არის რა­ღაც მოვ­ლე­ნე­ბი, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია. სტი­ქია არის ერთ-ერთი ასე­თი მოვ­ლე­ნა. სტი­ქი­ის დროს ყვე­ლა უნდა იყოს ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლი, თუმ­ცა აქაც, სამ­წუ­ხა­როდ, კონ­კრე­ტუ­ლი ძა­ლე­ბი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის აგე­ბას ცდი­ლო­ბენ. ეს არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც სა­ჭი­როა გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის, მათ შო­რის მე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის უფრო ზუს­ტად რე­გუ­ლი­რე­ბა. სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ასეთ პი­რო­ბებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

  • რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ “მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს, კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბით, იარ­სე­ბებს რო­გორც ობი­ექ­ტუ­რო­ბის სტან­დარ­ტე­ბი, ასე­ვე ამ სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დე­ბის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

“ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ობი­ექ­ტუ­რო­ბის სტან­დარ­ტე­ბის გან­სა­ზღვრას და შემ­დეგ ამ ყვე­ლაფ­რის აღ­სრუ­ლე­ბას. ეს სტან­დარ­ტე­ბი ისე­დაც იყო დად­გე­ნი­ლი მა­ნამ­დე, თუმ­ცა არ არ­სე­ბობ­და ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც აღ­სრულ­დე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. ჩვენ ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ გვექ­ნე­ბა რო­გორც სტან­დარ­ტე­ბი, ასე­ვე ამ სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დე­ბის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მარ­თუ­ლი და პარ­ლა­მენ­ტი, რა თქმა უნდა, სა­თა­ნა­დო ვა­დებ­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს მის მი­ღე­ბას“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

  • გარ­და ამი­სა, პრე­მი­ერ­მა ისა­უბ­რა პარ­ლა­მენ­ტში ამე­რი­კუ­ლი “ფა­რას“ ნა­თარ­გმნი ვერ­სი­ის და­ი­ნი­ცი­რე­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს.

“ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მოქ­მედ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აღი­ა­რა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი - USAID-ი, NED-ი და სხვე­ბი, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თა­რე­ბის ასა­რე­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ასეთ პი­რო­ბებ­ში, რა თქმა უნდა, ალ­ტერ­ნა­ტი­ვა მით უმე­ტეს არ აქვს NGO-ების გამჭვირ­ვა­ლო­ბას. არ შე­იძ­ლე­ბა NGO-ები და მათი და­ფი­ნან­სე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს რო­გორც ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მი. შე­სა­ბა­მი­სად, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბას არა­ვი­თა­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 24 თე­ბერ­ვალს, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ “მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის ორი პა­კე­ტი და­ა­ი­ნი­ცი­ი­რა. ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მა­უ­წყებ­ლის მიერ უცხო­უ­რი ძა­ლის­გან პირ­და­პი­რი ან არა­პირ­და­პი­რი და­ფი­ნან­სე­ბის - ფუ­ლა­დი თან­ხის ან ქო­ნებ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბის სხვა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­კე­თის მი­ღე­ბა აიკ­რძა­ლე­ბა. ამას­თან, ერ­თად იკ­რძა­ლე­ბა, უცხო­უ­რი ძა­ლის მიერ მა­უ­წყებ­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვა, ასე­ვე პროგ­რა­მის მომ­ზა­დე­ბის, გა­და­ცე­მის პირ­და­პი­რი ან ირი­ბი და­ფი­ნან­სე­ბა ან თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა FARA-ს სი­ტყვა-სი­ტყვით ნა­თარ­გმნ კა­ნონპ­რო­ექტს, ის “უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის აქ­ტის“ სა­ხე­ლით პარ­ლა­მენ­ტში ასე­ვე 24 თე­ბერ­ვალს და­ი­ნი­ცირ­და. პრო­ექ­ტში გად­მო­ტა­ნი­ლია ისე­თი ტერ­მი­ნე­ბიც, რო­გო­რი­ცაა “აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი“, “კონ­გრე­სი“, “სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი“, “ხა­ზი­ნის მდი­ვა­ნი“.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

“არის მოვლენები, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციები მიუღებელია, სტიქია არის ასეთი მოვლენა“ - ირაკლი კობახიძე

“არის მოვლენები, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციები მიუღებელია, სტიქია არის ასეთი მოვლენა“ - ირაკლი კობახიძე

“არის მოვლენები, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციები მიუღებელია, სტიქია არის ასეთი მოვლენა - ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საჭიროა გარკვეული საკითხების, მათ შორის მედიასთან დაკავშირებული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სპეკულაციები აბსოლუტურად მიუღებელია, “განსაკუთრებით ასეთ პირობებში“.

“ზოგადად, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. არის რაღაც მოვლენები, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციები მიუღებელია. სტიქია არის ერთ-ერთი ასეთი მოვლენა. სტიქიის დროს ყველა უნდა იყოს ერთ მუშტად შეკრული, თუმცა აქაც, სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები სპეკულაციების აგებას ცდილობენ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საჭიროა გარკვეული საკითხების, მათ შორის მედიასთან დაკავშირებული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება. სპეკულაციები არის აბსოლუტურად მიუღებელი, განსაკუთრებით ასეთ პირობებში“, - განაცხადა კობახიძემ.

  • რაც შეეხება უშუალოდ “მაუწყებლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, კობახიძე ამბობს, რომ აღნიშნული კანონის მიღებით, იარსებებს როგორც ობიექტურობის სტანდარტები, ასევე ამ სტანდარტების მიხედვით მოქმედების ინსტიტუციური მექანიზმები.

“ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ობიექტურობის სტანდარტების განსაზღვრას და შემდეგ ამ ყველაფრის აღსრულებას. ეს სტანდარტები ისედაც იყო დადგენილი მანამდე, თუმცა არ არსებობდა ინსტიტუციური მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც აღსრულდებოდა შესაბამისი კანონმდებლობა. ჩვენ ახალი კანონის მიღების შემდეგ გვექნება როგორც სტანდარტები, ასევე ამ სტანდარტების მიხედვით მოქმედების ინსტიტუციური მექანიზმები. აქედან გამომდინარე, ეს კანონპროექტი არის აბსოლუტურად გამართული და პარლამენტი, რა თქმა უნდა, სათანადო ვადებში უზრუნველყოფს მის მიღებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • გარდა ამისა, პრემიერმა ისაუბრა პარლამენტში ამერიკული “ფარას“ ნათარგმნი ვერსიის დაინიცირებაზე და აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღებას ალტერნატივა არ აქვს.

“ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ კონკრეტული მექანიზმები - USAID-ი, NED-ი და სხვები, სხვადასხვა ქვეყანაში მათ შორის, საქართველოში ვითარების ასარევად გამოიყენებოდა. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ალტერნატივა მით უმეტეს არ აქვს NGO-ების გამჭვირვალობას. არ შეიძლება NGO-ები და მათი დაფინანსება გამოყენებული იყოს როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი. შესაბამისად, ბუნებრივია, ამ კანონის მიღებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, “ქართულმა ოცნებამ“ “მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ორი პაკეტი დააინიციირა. ცვლილებების მიხედვით, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება აიკრძალება. ამასთან, ერთად იკრძალება, უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

რაც შეეხება FARA-ს სიტყვა-სიტყვით ნათარგმნ კანონპროექტს, ის “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ სახელით პარლამენტში ასევე 24 თებერვალს დაინიცირდა. პროექტში გადმოტანილია ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა “აშშ-ს პრეზიდენტი“, “კონგრესი“, “სახელმწიფო დეპარტამენტი“, “ხაზინის მდივანი“.