მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვთხოვთ ყველას, საკოორდინაციო შტაბის გარეშე ნუ დაგეგმავთ აქტივობებს" - შტაბის განცხადება
"ვთხოვთ ყველას, საკოორდინაციო შტაბის გარეშე ნუ დაგეგმავთ აქტივობებს" - შტაბის განცხადება

"დღეს, გვქონ­და რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც თა­ვად მო­ხა­ლი­სე­ე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გახ­და სა­ჭი­რო მძი­მე ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა და სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი" - ამის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნუ­ლია დიდ­თოვ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­რი­ის სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში შექ­მნი­ლი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტა­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც ოზურ­გე­თის მერი ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძე ავ­რცე­ლებს.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სტი­ქი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით გუ­რი­ი­სა და აჭა­რის რე­გი­ო­ნებ­ში, არის საკ­მა­ოდ მძი­მე სი­ტუ­ა­ცია. სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა­ფერს აკე­თებს მო­სახ­ლე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, მათ შო­რის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, მძი­მე ტექ­ნი­კა, ხდე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გან­სა­ზღვრა და და­ვა­ლე­ბე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მსგავს რთულ ვი­თა­რე­ბა­ში, და­მა­ტე­ბით, დიდ პრობ­ლე­მებს ქმნის არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა. არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია კი იწ­ვევს უსა­ფუძ­ვლო პა­ნი­კას, დაბ­ნე­უ­ლო­ბას მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აფერ­ხებს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტა­ბის მუ­შა­ო­ბას.

ასე­ვე, უაღ­რე­სად კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლია ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გა­მო­ჩე­ნა შტაბ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ის გა­რე­შე, რად­გან უკვე დღეს, გვქონ­და რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც თა­ვად მო­ხა­ლი­სე­ე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გახ­და სა­ჭი­რო მძი­მე ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა და სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

ვთხოვთ ყვე­ლას, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტა­ბის გა­რე­შე ნუ და­გეგ­მავთ აქ­ტი­ვო­ბებს, ნუ შე­უშ­ლით ხელს შტა­ბის მუ­შა­ო­ბას და ნუ გა­ავ­რცე­ლებთ გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში არა­თუ ხელს უწყობს, არა­მედ ძა­ლი­ან უშ­ლის ხელს შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დახ­მა­რე­ბის პრო­ცეს­ში" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, დიდ­თოვ­ლო­ბამ პრობ­ლე­მე­ბი უკვე შექ­მნა გუ­რი­ი­სა და აჭა­რის რე­გი­ო­ნებ­ში. დიდ­თოვ­ლო­ბის შე­დე­გად მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წი­ლი გარე სამ­ყა­როს არის მო­წყვე­ტი­ლი.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია 2 გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა დახ­მა­რე­ბას ითხოვს. მათ ნა­წილს არ მი­ე­წო­დე­ბა გაზი, დენი და წყა­ლი, არ აქვთ წვდო­მა მე­დი­კა­მენ­ტებ­სა და საკ­ვებ­ზე. ზო­გი­ერთ სო­ფელ­ში ად­გილ­ზე ვერ ახერ­ხებს მის­ვლას სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბაც. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ ვერ ახერ­ხე­ბენ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მცხოვ­რებ ახ­ლობ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბას.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ვთხოვთ ყველას, საკოორდინაციო შტაბის გარეშე ნუ დაგეგმავთ აქტივობებს" - შტაბის განცხადება

"ვთხოვთ ყველას, საკოორდინაციო შტაბის გარეშე ნუ დაგეგმავთ აქტივობებს" - შტაბის განცხადება

"დღეს, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თავად მოხალისეების დასახმარებლად გახდა საჭირო მძიმე ტექნიკის გამოყენება და სამაშველო სამუშაოები" - ამის შესახებ აღნიშნულია დიდთოვლობასთან დაკავშირებით გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე ავრცელებს.

"მოგეხსენებათ, რომ სტიქიიდან გამომდინარე, დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გურიისა და აჭარის რეგიონებში, არის საკმაოდ მძიმე სიტუაცია. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად, მათ შორის მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, მძიმე ტექნიკა, ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა და დავალებების გადანაწილება შესაბამისი მიმართულებით.

მსგავს რთულ ვითარებაში, დამატებით, დიდ პრობლემებს ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება. არასწორი ინფორმაცია კი იწვევს უსაფუძვლო პანიკას, დაბნეულობას მოსახლეობაში, ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს საკოორდინაციო შტაბის მუშაობას.

ასევე, უაღრესად კონტრპროდუქტიულია ეგრეთწოდებული მოხალისეობრივი ინიციატივების გამოჩენა შტაბთან კოორდინაციის გარეშე, რადგან უკვე დღეს, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თავად მოხალისეების დასახმარებლად გახდა საჭირო მძიმე ტექნიკის გამოყენება და სამაშველო სამუშაოები.

ვთხოვთ ყველას, საკოორდინაციო შტაბის გარეშე ნუ დაგეგმავთ აქტივობებს, ნუ შეუშლით ხელს შტაბის მუშაობას და ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რაც საბოლოო ჯამში არათუ ხელს უწყობს, არამედ ძალიან უშლის ხელს შესაბამის სამსახურებს მოქალაქეების დახმარების პროცესში" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დიდთოვლობამ პრობლემები უკვე შექმნა გურიისა და აჭარის რეგიონებში. დიდთოვლობის შედეგად მოქალაქეთა ნაწილი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.

ვრცელდება ინფორმაცია 2 გარდაცვლილის შესახებ. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათ ნაწილს არ მიეწოდება გაზი, დენი და წყალი, არ აქვთ წვდომა მედიკამენტებსა და საკვებზე. ზოგიერთ სოფელში ადგილზე ვერ ახერხებს მისვლას სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ვერ ახერხებენ სტიქიის ზონაში მცხოვრებ ახლობლებთან დაკავშირებას.

წაიკითხეთ ასევე: