წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა განცხადებას დემოკრატიისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობის შესახებ
უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა განცხადებას დემოკრატიისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობის შესახებ

უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლეს­მა რა­დამ მხა­რი და­უ­ჭი­რა “გან­ცხა­დე­ბას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის აგ­რე­სი­ის პი­რო­ბებ­ში უკ­რა­ი­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ“. ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატ­ზე, ია­როს­ლავ ჟე­ლეზ­ნი­აკ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

  • მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დო­კუ­მენტს მხა­რი 268 სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა.

ჟე­ლეზ­ნი­ა­კის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რადა თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ სწო­რედ ვლა­დი­მირ პუ­ტინს ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმ ფაქ­ტზე, რომ ამ­ჟა­მად შე­უძ­ლე­ბე­ლია უკ­რა­ი­ნა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი, გამჭვირ­ვა­ლე და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მოწ­ვე­ვით.

დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის პი­რო­ბებ­ში შე­მო­ღე­ბუ­ლი სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ იძ­ლე­ვა უკ­რა­ი­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ამავდრო­უ­ლად, უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია იმ რწმე­ნით, რომ ასე­თი არ­ჩევ­ნე­ბი ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უნდა ჩა­ტარ­დეს.

გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ რო­გორც კი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და მდგრა­დი მშვი­დო­ბა იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, უმაღ­ლე­სი რადა გა­მო­ა­ცხა­დებს უკ­რა­ი­ნა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას და უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ ჩა­ტა­რე­ბას ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­არ­ჩევ­ნო სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად.

დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი თა­ვი­სუ­ფა­ლი, გამჭვირ­ვა­ლე, დე­მოკ­რა­ტი­ულ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად აირ­ჩი­ეს და მის მან­დატს უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი და უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რადა ეჭვქვეშ არ აყე­ნებს.

უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტი ხაზს უს­ვამს, რომ უკ­რა­ი­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ის 108-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის შე­სა­ბა­მი­სად, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის მო­მა­ვა­ლი ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბამ­დე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა განცხადებას დემოკრატიისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობის შესახებ

უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა განცხადებას დემოკრატიისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობის შესახებ

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა “განცხადებას რუსეთის ფედერაციის აგრესიის პირობებში უკრაინაში დემოკრატიის მხარდაჭერის შესახებ“. ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატზე, იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • მისივე ინფორმაციით, დოკუმენტს მხარი 268 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა.

ჟელეზნიაკის ცნობით, უკრაინის უმაღლესი რადა თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ სწორედ ვლადიმირ პუტინს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ფაქტზე, რომ ამჟამად შეუძლებელია უკრაინაში თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევით.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირობებში შემოღებული საომარი მდგომარეობა არ იძლევა უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად არჩევნების ჩატარების საშუალებას. ამავდროულად, უკრაინელი ხალხი გაერთიანებულია იმ რწმენით, რომ ასეთი არჩევნები ომის დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ როგორც კი უკრაინის ტერიტორიაზე ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა იქნება უზრუნველყოფილი, უმაღლესი რადა გამოაცხადებს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას ყველა საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტის შესაბამისად.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი თავისუფალი, გამჭვირვალე, დემოკრატიულ არჩევნების შედეგად აირჩიეს და მის მანდატს უკრაინელი ხალხი და უკრაინის უმაღლესი რადა ეჭვქვეშ არ აყენებს.

უკრაინის პარლამენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის კონსტიტუციის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა განახორციელოს თავისი უფლებამოსილება უკრაინის მომავალი ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დაკავებამდე.