საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

  • სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 2-დან 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2013 წლის მა­ის­ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, შპს “ჯი სი ეფ პარტნი­ო­რე­ბი“ - იგი­ვე თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დი და­ფუძნ­და. და­ფუძ­ნე­ბის დღი­დან 2019 წლის მა­ი­სამ­დე ფონ­დის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი იკა­ვებ­და და შემ­დგომ 2023 წლამ­დე ამა­ვე ფონ­დის მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეც იყო.

2014 წლის ნო­ემ­ბერ­ში, თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონდმა კომ­პა­ნია “ჯი სი ეფ ლუქ­სემ­ბურგთან“ წე­რი­ლო­ბი­თი შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მა, რომ­ლი­თაც კომ­პა­ნი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის, ასე­ვე არ­სე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის სწო­რად და ეფექ­ტუ­რად მარ­თვა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო.

იმა­ვე წელს, კომ­პა­ნია “ჯი სი ეფ ლუქ­სემ­ბურ­გმა“, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, შპს “მტკვა­რი ჰე­სის“ წილი შე­ი­ძი­ნა, რო­მე­ლიც ახალ­ცი­ხე­ში მდი­ნა­რე მტკვარ­ზე ასა­შე­ნე­ბელ ჰე­სის პრო­ექტს ფლობ­და. თავ­და­პირ­ვე­ლი გათ­ვლე­ბით “მტკვა­რი ჰესი“ მომ­გე­ბი­ან სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექტს წარ­მო­ად­გენ­და, რომ­ლის აშე­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 140 მი­ლი­ონ ამე­რი­კულ დო­ლარს შე­ად­გენ­და და ჰესი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში 2019 წელს უნდა შე­სუ­ლი­ყო.

“მტკვა­რი ჰე­სის“ პრო­ექ­ტის შე­ძე­ნამ­დე, თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის დაკ­ვე­თით, ჰე­სის პრო­ექ­ტის ექ­სპერ­ტი­ზა და შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი ჩა­ტარ­და, რის შე­დე­გა­დაც არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ასე­ვე არ­სე­ბი­თი ხა­სი­ა­თის რის­კი და საფრ­თხე­ე­ბი გა­მოვ­ლინ­და, გა­მოვ­ლე­ნი­ლი რის­კე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ უნდა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი­ყო რო­გორც ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბი­სას, ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი, რო­გორც თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, სრუ­ლად იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი “ჯი სი ეფ ლუქ­სემ­ბურ­გის“ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის და აქ­ტი­ვე­ბის სწო­რად და ეფექ­ტუ­რად მარ­თვა­ზე, იგი არა­ჯე­როვ­ნად ას­რუ­ლებ­და მის­და­მი და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას და არც ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბი­სას და არც შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, არ მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზო­მე­ბი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის თუ საფრ­თხე­ე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, რაც ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცესს უკავ­შირ­დე­ბო­და.

შე­დე­გად მტკვა­რი ჰე­სის სა­ინ­ვეს­ტი­ციო მო­ცუ­ლო­ბა და ექ­სპლუ­ა­ტა­ცია შეს­ვლის პე­რი­ო­დი შე­უ­სა­ბა­მოდ გა­ი­ზარ­და, რაც ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხა პრო­ექ­ტის მომ­გე­ბი­ა­ნო­ბა­ზე და მისი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 100 მი­ლი­ო­ნი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რით - 240 მი­ლი­ონ ამე­რი­კულ დო­ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და, სა­გუ­ლის­ხმოა ის ფაქ­ტიც, რომ მი­უ­ხე­და­ვად კო­ლო­სა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბი­სა ჰესი ექ­სპლუ­ა­ტა­ცია დღემ­დე არ შე­სუ­ლა, შე­დე­გად კი არ­სე­ბი­თად და­ზი­ან­და ინ­ვეს­ტო­რის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბი.

გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 2201-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც სპე­ცი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე პი­რის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას ან არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია. წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 2-დან 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

აქვე გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლი მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში აგ­რძე­ლებს მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბის და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტე­ბის შეს­წავ­ლას, მათ შო­რის შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბი­სათ­ვის მი­მარ­თვის გზი­თაც. გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა შვე­ი­ცა­რი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ის კომ­პე­ტენ­ტურ უწყე­ბებს, შვე­ი­ცა­რი­ა­ში მდე­ბა­რე BANK JULIUS BAER-დან საქ­მე­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის, მათ შო­რის გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გად­მო­ცე­მის მო­თხოვ­ნით. გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა და შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ პე­რი­ო­დუ­ლად მო­ვახ­დენთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

  • საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის მაისში, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, შპს “ჯი სი ეფ პარტნიორები“ - იგივე თანაინვესტირების ფონდი დაფუძნდა. დაფუძნების დღიდან 2019 წლის მაისამდე ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობას გიორგი ბაჩიაშვილი იკავებდა და შემდგომ 2023 წლამდე ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეც იყო.

2014 წლის ნოემბერში, თანაინვესტირების ფონდმა კომპანია “ჯი სი ეფ ლუქსემბურგთან“ წერილობითი შეთანხმება გააფორმა, რომლითაც კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების, ასევე არსებული აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე პასუხისმგებლობა აიღო.

იმავე წელს, კომპანია “ჯი სი ეფ ლუქსემბურგმა“, გიორგი ბაჩიაშვილის ინიციატივით, შპს “მტკვარი ჰესის“ წილი შეიძინა, რომელიც ახალციხეში მდინარე მტკვარზე ასაშენებელ ჰესის პროექტს ფლობდა. თავდაპირველი გათვლებით “მტკვარი ჰესი“ მომგებიან საინვესტიციო პროექტს წარმოადგენდა, რომლის აშენების ღირებულება დაახლოებით, 140 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში 2019 წელს უნდა შესულიყო.

“მტკვარი ჰესის“ პროექტის შეძენამდე, თანაინვესტირების ფონდის დაკვეთით, ჰესის პროექტის ექსპერტიზა და შესაბამისი კვლევები ჩატარდა, რის შედეგადაც არაერთი მნიშვნელოვანი, ასევე არსებითი ხასიათის რისკი და საფრთხეები გამოვლინდა, გამოვლენილი რისკები სავალდებულოდ უნდა გათვალისწინებულიყო როგორც ჰესის მშენებლობის დაწყებისას, ასევე მიმდინარეობის პროცესში.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, როგორც თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი, სრულად იყო პასუხისმგებელი “ჯი სი ეფ ლუქსემბურგის“ საინვესტიციო პროექტების და აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე, იგი არაჯეროვნად ასრულებდა მისდამი დაკისრებულ მოვალეობას და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.

შედეგად მტკვარი ჰესის საინვესტიციო მოცულობა და ექსპლუატაცია შესვლის პერიოდი შეუსაბამოდ გაიზარდა, რაც ნეგატიურად აისახა პროექტის მომგებიანობაზე და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით - 240 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა ჰესი ექსპლუატაცია დღემდე არ შესულა, შედეგად კი არსებითად დაზიანდა ინვესტორის კანონიერი ინტერესები.

გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქვე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აგრძელებს მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების შესწავლას, მათ შორის შესაბამისი სამართლებრივი დახმარების ფარგლებში უცხო სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოებისათვის მიმართვის გზითაც. გამოძიების საწყის ეტაპზევე პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მიმართა შვეიცარიის კონფედერაციის კომპეტენტურ უწყებებს, შვეიცარიაში მდებარე BANK JULIUS BAER-დან საქმეზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების, მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადმოცემის მოთხოვნით. გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.