სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია 20 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის ვინაობა: რა გახდა დანაშაულის მოტივი - "პაპაშვილმა და გუსეინოვმა გასაქცევი თანხის მოძიებაც შეძლეს"
ცნობილია 20 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის ვინაობა: რა გახდა დანაშაულის მოტივი - "პაპაშვილმა და გუსეინოვმა გასაქცევი თანხის მოძიებაც შეძლეს"

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ უკვე იმ­სჯე­ლა მოკ­ლუ­ლი თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე და უმ­ძი­მე­სი მკვლე­ლო­ბის საქ­მის ფი­გუ­რან­ტებს მო­სა­მარ­თლემ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ცნო­ბი­ლია, რომ 22 წლის თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლი ორ­თა­ჭა­ლა­ში გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის ბი­ნა­ში სა­დის­ტუ­რად მოკ­ლეს. მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლი ორი დღის შემ­დეგ გა­ცხად­და, თა­ზოს ოჯა­ხი ორი დღე უშე­დე­გოდ ეძებ­და.

20 თე­ბერ­ვალს ბი­ნა­ში მი­სულ პა­პაშ­ვი­ლის დე­დას სახ­ლში ცხე­და­რი დახ­ვდა, სწო­რედ მან და­რე­კა 112-ში და აც­ნო­ბა ძა­ლოვ­ნებს, რომ მის სახ­ლში ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის ცხე­და­რი იყო. იმ დღეს გა­ი­გო ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი თაზო მთივ­ლიშ­ვი­ლის დე­დამ.

  • სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრა­ლი 5 პირს წა­უ­ყე­ნეს, მათ­გან ორი პირი ძებ­ნა­შია, ამი­ტომ გი­ორ­გი პა­პაშ­ვილ­სა და ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნოვს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად შე­ე­ფარ­დათ.

გი­ორ­გი პა­პაშ­ვილს პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა, და­ნარ­ჩე­ნებს და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით აქვთ ბრა­ლი წარ­დგე­ნილი. ამ ბრალ­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვე­რი­კო კა­პა­ნა­ძე, ლუკა გვე­ნე­ტა­ძე და საბა რო­ბა­ქი­ძე, მათ სა­სა­მარ­თლომ ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი საქ­მის მთა­ვარ ფი­გუ­რან­ტად გი­ორ­გი პა­პაშ­ვილს ასა­ხე­ლე­ბენ.

ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის ცხე­და­რი სწო­რედ პა­პაშ­ვი­ლის ბი­ნა­შია ნა­ნა­ხი, შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი იქ მოხ­და. ფაქ­ტი მკვლე­ლო­ბი­დან ორი დღის შემ­დეგ გახ­მა­ურ­და, ორი დღე ჩვე­უ­ლებ­რივ აგ­რძე­ლებ­დნენ ცხოვ­რე­ბას ამ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის თვითმხილ­ვე­ლე­ბი და სამ­სა­ხუ­რებ­შიც კი და­დი­ოდ­ნენ.

  • სა­ნამ ფაქ­ტი გახ­მა­ურ­დე­ბო­და გი­ორ­გი პა­პაშ­ვილ­მა და ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნოვ­მა გა­საქ­ცე­ვი თან­ხის მო­ძი­ე­ბაც შეძ­ლეს და 19 თე­ბერ­ვალს ქვეყ­ნი­და­ნაც უპ­რობ­ლე­მოდ გა­იქ­ცნენ.

ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნო­ვი და გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი

ასე გა­ექ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს უმ­ძი­მე­სი მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და ახლა პრო­კუ­რა­ტუ­რა მათ­ზე ძებ­ნას ინ­ტერ­პო­ლით გა­მო­ა­ცხა­დებს. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი და ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნო­ვი ადრე ნა­სა­მარ­თლე­ვე­ბი არი­ან. მათ ციხე ცოტა ხნის წინ და­ტო­ვეს.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ უმ­ძი­მე­სი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ 17 თე­ბერ­ვალს თა­მაზ მთივ­ლიშ­ვილს და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და. თურ­მე ეს დღე მან რეს­ტო­რან­ში თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ვე­რი­კო კა­პა­ნა­ძეს­თან, ლუკა გვე­ნე­ტა­ძეს­თან, საბა რო­ბა­ქი­ძეს­თან და ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნოვ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნა. შემ­დეგ კი მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი პა­პაშ­ვილ­თან სახ­ლში ავიდ­ნენ.

"18 თე­ბერ­ვალს შუ­ა­დღის სა­ა­თებ­ში ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი პა­პაშ­ვილ­მა ჯერ სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა თა­მაზ მთივ­ლიშ­ვილს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში, ძი­რი­თა­დად, ეს იყო თა­ვის და კის­რის მი­და­მო­ში გა­მე­ტე­ბით და­უ­წყო ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მი­ყე­ნე­ბა. სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ახლა ბრალ­დე­ბუ­ლის სკამ­ზე ზის, ამ ყვე­ლა­ფერს უყუ­რებ­და და კი­დევ მე­ო­თხე, რო­მელ­მაც დრო­ე­ბით გა­დაკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი. აქ მარ­ტო ხელი არ იყო ნარ­ტყა­მი, ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლე, ეს იყო სამ­ზა­რე­უ­ლოს ხის დაფა, რო­მე­ლიც იმ დო­ზით ჩა­არ­ტყა ბრალ­დე­ბულ­მა გარ­დაც­ვლილს, რომ გა­ტე­ხა შუ­ა­ზე და ჩვენ ეს ამო­ვი­ღეთ უკვე ნამ­სხვრე­ვე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ფის. სის­ტე­მა­ტუ­რად ხდე­ბო­და, მო­ა­სუ­ლი­ე­რებ­დნენ, ისევ აგ­რძე­ლებ­და ფი­ზი­კუ­რი დარ­ტყმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და უკვე ია­ტაკ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე თავი და­არ­ტყმე­ვი­ნა თა­მაზ მთივ­ლიშ­ვილს, რის შემ­დე­გაც ასე­ვე ფეხი ჩა­არ­ტყა თა­ვის არე­ში. შე­დე­გად, სამ­წუ­ხა­როდ, თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა... გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი თა­ვის ტვინ­ში სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი და შე­შუ­პე­ბაა... რო­გორც მარ­ჯვე­ნა, ასე­ვე მარ­ცხე­ნა სა­ფეთ­ქე­ლი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გარ­დაც­ვლილს. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია 38 ნივთმტკი­ცე­ბა. მათ შო­რის ბლაგ­ვი სა­გა­ნი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნა ბრალ­დე­ბულ­მა, გარ­და იმი­სა, რომ ხე­ლებს და ფე­ხებს ურტყამ­და. და­ი­ნიშ­ნე­ბა ბი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა და დად­გინ­დე­ბა ვისი და რა კვა­ლია ამ სა­გან­ზე“, - თქვა პრო­კუ­რორ­მა და ისიც და­ა­დას­ტუ­რა, რომ 112-ში ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დამ და­რე­კა.

"112-ში და­რე­კა ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დამ. სახ­ლი, სა­დაც მკვლე­ლო­ბა მოხ­და, ბრალ­დე­ბულს დრო­ე­ბით მფლო­ბე­ლო­ბა­ში ჰქონ­და. მან აღ­მო­ა­ჩი­ნა გარ­დაც­ვლი­ლი 20 თე­ბერ­ვალს მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით, ოპე­რა­ტი­უ­ლი და ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დგინ­დე­ბა, რომ პა­პაშ­ვი­ლია საქ­მის მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი.

და­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი და აღე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი გა­ამ­ყა­რებს ამ გა­რე­მო­ე­ბას. ასე­ვე, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი სამი პირი მას ასა­ხე­ლებს. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ცნო­ბი­ლია, თუმ­ცა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბევ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბაა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი და სა­კი­თხი კომ­პლექ­სუ­რა­დაა შე­სას­წავ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამ მო­ტივს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ. ამ ეტაპ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ გარ­დაც­ვლი­ლი მოკ­ლუ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით. შე­სა­ბა­მი­სად, ერთ-ერთ ძებ­ნილ ბრალ­დე­ბულს ბრა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის წა­რედ­გი­ნა...

ამ ეტაპ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ათე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, თუმ­ცა, ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია კი­დევ ასე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა. ამო­ღე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ი­დან კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, და­სა­კი­თხია არა­ერ­თი მოწ­მე, ამო­ღე­ბუ­ლია მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, და­სა­ნიშ­ნია ათე­უ­ლო­ბით ექ­სპერ­ტი­ზა. სა­ბო­ლო­ოდ, რა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით წავა საქ­მე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, გა­მო­ძი­ე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­დე­გად გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი“, - აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა ვე­ფხვა­ძემ.

ლუკა გვე­ნე­ტა­ძე, ვე­რი­კო კა­პა­ნა­ძე და საბა რო­ბა­ქი­ძე - მათ და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა ედე­ბათ ბრა­ლად

  • მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდის დედა ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვს. მან მო­სა­მარ­თლეს წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა და სთხო­ვა, რომ პა­ტიმ­რო­ბის გარ­და აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სხვა სახე არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია წე­რი­ლი, რომ­ლი­თაც დე­დამ მო­სა­მარ­თლეს მი­მარ­თა:

"მოგ­მარ­თავთ სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი და ნა­წა­მე­ბი თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლის გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი დედა. ჩემი შვი­ლის სიკ­ვდილ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი: გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი, ვე­რი­კო კა­პა­ნა­ძე, საბა რო­ბა­ქი­ძე, ლიკა გვე­ნე­ტა­ძე და ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნო­ვი არი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში ადა­მი­ა­ნე­ბი. ახლა ვზი­ვარ და ვხე­დავ ჩემი შვი­ლის სას­ტი­კად ნა­წა­მებ და­სა­ხიჩ­რე­ბულ სხე­ულს, შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც ჩანს რა სი­სას­ტი­კი­თაა მოკ­ლუ­ლი. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ჩემი შვი­ლი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი და­ტო­ვეს 2 დღე იქ და გა­რე­დან ჩა­უ­კე­ტეს კა­რე­ბი მო­მაკ­ვდავს. მჯე­რა ჩემი თაზო დრო­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის შე­დე­გად გა­დარ­ჩე­ბო­და, უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ ჩემი შვი­ლის მკვლელს და ამ და­ნა­შა­უ­ლის დამ­ფა­რავ პი­რებს, რომ­ლებ­მაც ორი დღე და­მა­ლეს ეს უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი, შე­უ­ფარ­დოთ პა­ტიმ­რო­ბა" - გწერთ გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი დედა.

მთივ­ლიშ­ვი­ლის ოჯა­ხის უფ­ლე­ბებს იცავს ად­ვო­კა­ტი ელი­სო რუ­ხა­ძე, მან თა­ვად ნახა რო­გო­რი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და მოკ­ლულს.

ელი­სო რუ­ხა­ძე:

- 17 თე­ბერ­ვალს თა­ზოს და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და, ამ დღეს ესა­უბრნენ მას ოჯა­ხის წევ­რე­ბიც. იცოდ­ნენ რომ რეს­ტო­რან­ში იყო მე­გობ­რებ­თან ერ­თად და ისიც უთ­ქვამს, რომ იმ ბი­ჭის სახ­ლში დარ­ჩე­ბო­და, ბო­ლოს ბე­ბია ესა­უბ­რა. მერე დე­დაც უგ­ზავ­ნი­და მე­სი­ჯებს, ხე­დავ­და რომ ნა­ხუ­ლო­ბა მისი შვი­ლი ამ მე­სი­ჯებს, მაგ­რამ პა­სუხს რომ არ წერ­და იფიქ­რა ალ­ბათ მთვრა­ლი­აო და შე­ეშ­ვა იმ ღა­მეს. იცო­და არაფ­რის გამ­ფუ­ჭე­ბე­ლი არ იყო მისი შვი­ლი. მე­ო­რე დღეს ურე­კავ­და, ბევ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა და ზარი გა­უშ­ვა, მაგ­რამ ვერ და­უ­კავ­შირ­და. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ოჯა­ხი აქვს თა­ზოს, პა­ტი­ო­სა­ნი მშრო­მე­ლი ხალ­ხი. თვი­თო­ნაც შრო­მობ­და. ჯერ ბი­ძა­მის­თან მუ­შა­ობ­და ხე­ლო­ბა­ზე, რე­მონ­ტებ­ზე, მაგ­რამ მერე ეს საქ­მე არ მო­ე­წო­ნა და სა­შა­ურ­მე­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. მოხ­ვდა ამ პი­რებ­თან...

თაზო მთივ­ლიშ­ვი­ლი - მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა

დედა ორი დღე ეძებ­და შვილს. 20 თე­ბერ­ვალს კი და­უ­რე­კა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და უთხრა, რომ მისი შვი­ლი მოკ­ლუ­ლი იყო. არა­ვინ იცის რო­დის მოკ­ლეს, სა­ვა­რა­უ­დოდ და­ბა­დე­ბის დღე დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო და მე­ო­რე დღეს არის მკვლე­ლო­ბა ჩა­დე­ნი­ლი. 19 თე­ბერ­ვალს სა­ზღვა­რი და­ტო­ვა ორმა დამ­ნა­შა­ვემ. ცნო­ბი­ლია, რომ პა­პაშ­ვი­ლი და მისი მე­გო­ბა­რი გუ­სე­ი­ნო­ვი მა­ნამ­დე ფულს ეძებ­დნენ წა­სას­ვლე­ლად. ეს თან­ხე­ბი მო­ი­ძი­ეს და წა­ვიდ­ნენ ქვეყ­ნი­დან. სხვებს არ უც­ნო­ბე­ბია პო­ლი­ცი­ის­თვის, ამ­ბო­ბენ, რომ პა­პაშ­ვი­ლი მა­თაც მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და და გვე­ში­ნო­დაო. მაგ­რამ რომ იცოდ­ნენ იმათ­მა სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თეს და ამის შემ­დეგ მა­ინც ხომ შე­ეძ­ლოთ და­ე­რე­კათ 112-ში და ეთ­ქვათ ასე­თი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­დაო. გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი და ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნო­ვი ორი­ვე ნა­სა­მარ­თლე­ვია და ახა­ლი გა­მო­სუ­ლე­ბი არი­ან ცი­ხი­დან. სას­ტი­კი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან. და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა პრო­ცეს­ზე ერ­თა­დერ­თი რამ თქვეს, რომ მათ არ შე­ეძ­ლოთ ამ და­ნა­შა­უ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა და გაშ­ვე­ლე­ბა. 5 ადა­მი­ა­ნი უყუ­რებ­და რო­გორ კლავ­დნენ ადა­მი­ანს. მთა­ვარ მა­ინც ის ორი გაქ­ცე­უ­ლია.

  • ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩხუ­ბის მი­ზე­ზი ფუ­ლია. პა­პაშ­ვი­ლი მო­ი­თხოვ­და რომ მათ სამ­სა­ხურ­ში სა­ლა­რო­დან ფული მო­ე­პა­რათ და მის­თვის გა­და­ე­ცათ, იგი­ვეს ითხოვ­და თა­ზოს­გან. თაზო აპ­რო­ტეს­ტებ­და უფ­რო­სის­თვის ფუ­ლის მო­ტეხ­ვას და არ აკე­თებ­და და ეს გახ­და ჩხუ­ბის მი­ზე­ზი.

ისიც ით­ქვა, თით­ქოს უფ­რო­სის ყუ­რამ­დე მი­ვი­და ეს ამ­ბა­ვი და ამი­ტომ თა­ზოს აბ­რა­ლებ­დნენ, ეგო­ნათ მან შე­ა­ტყო­ბი­ნა უფ­როსს. ახლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ტე­ლე­ფო­ნე­ბის მი­მო­წე­რე­ბი და ზა­რე­ბი, ვფიქ­რობ ამის შეს­წავ­ლის შემ­დეგ ბევ­რი რამ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა სჭირ­დე­ბა ამას. ზუს­ტად რო­დის მოკ­ლეს ესეც გა­ირ­კვე­ვა. ბევ­რი რამ არ თქვა პრო­კუ­რორ­მა, რად­გან ძებ­ნა­შია ორი პირი. თაზო კარ­გად იც­ნობ­და პა­პაშ­ვილს, მე­გობ­რობ­დნენ. ტე­ლე­ფო­ნე­ბის ამო­ნა­წე­რე­ბი მოგ­ვცემს დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამო­ღე­ბუ­ლია მკვლე­ლის ტე­ლე­ფო­ნიც, რო­მე­ლიც მან და­ტო­ვა თა­ვის სო­ფელ­ში, კო­და­ში. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­დევ ერთი დე­ტა­ლის გარ­კვე­ვა. სა­შინ­ლად ნა­წა­მე­ბია თაზო, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და და­ჩეჩ­ქვი­ლია. ხორ­ცის საჭ­რე­ლი სქე­ლი და­ფე­ბია ამო­ღე­ბუ­ლი, ეს აქვს თავ­ში ჩარ­ტყმუ­ლი და გა­და­ტე­ხი­ლია შუ­ა­ზე. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­სას­ტი­კეა ჩა­დე­ნი­ლი. ექ­სპერ­ტი­ზა იტყვის უფრო დე­ტა­ლუ­რად. მე პი­რა­დად ვნა­ხე ცხე­და­რი სა­ნამ ჩა­აც­მევ­დნენ სამ­ხა­რა­ულ­ში ექ­სპერ­ტი­ზის შემ­დეგ. მას ბლაგ­ვი საგ­ნე­ბი აქვს ჩარ­ტყმუ­ლი, ჩაგ­ლე­ჯი­ლი აქვს სა­ფეთ­ქე­ლი, დიდი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს.

დე­ტა­ლუ­რად და­ვათ­ვა­ლი­ე­რე სხე­უ­ლი და ავ­სა­ხე ფო­ტო­სუ­რა­თებ­ში. ძა­ლი­ან დიდი ეჭვი მაქვს, ერთი ადა­მი­ა­ნი ამას ვერ გა­ა­კე­თებ­და. შე­საძ­ლოა მოხ­დეს საქ­მის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბა. მი­ნი­მუმ უმოქ­მე­დო­ბით ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა სა­ხე­ზეა. შენ იქ ხარ, უყუ­რებ რო­გორ კლა­ვენ ადა­მი­ანს და ხმას არ იღებ. ერთ მო­მენ­ტში აწია თა­ვიო, შენ კი­დევ ცო­ცხა­ლი ხარ და კი­დევ გა­უგ­რძე­ლა და არ­ტყმე­ვი­ნა თა­ვიო, ამ­ბობს, ერთ- ერთი მათ­გა­ნი. ამა­ზე მეტი სი­სას­ტი­კე რა გინ­და. ყვე­ლა უნდა და­ი­სა­ჯოს. სა­შა­ურ­მის მე­პატ­რო­ნეს ჰპა­რავ­დნენ ფულს. ისიც სცა­დეს თა­ზოს­თვი­საც დაბ­რა­ლე­ბა ჩვე­ნე­ბებ­ში, ვი­თომ სხვებ­თან ერ­თად გა­რე­უ­ლი იყო ამა­ში თაზო. არა­და მას სახ­ლშიც ნათ­ქვა­მი აქვს, რომ ფულს უტე­ხავ­დნენ სხვე­ბი და ამის გამო ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და. ამის­გა­ნაც იგი­ვეს ითხოვ­და პა­პაშ­ვი­ლი და ამან უარი რომ თქვა, ამი­ტომ გა­უს­წორ­და ასე. კა­მე­რებ­ში გა­მოჩ­ნდა ამ სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლის შემ­დეგ 5 პირი რო­გორ ტო­ვებს იქა­უ­რო­ბას და გარ­ბი­ან, მარ­თა­ლია სხვებს და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან, მაგ­რამ ვფიქ­რობ კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­იც­ვლე­ბა, ეს არის მათი მხრი­დან მკვლე­ლო­ბა.

თა­ზოს მე­გო­ბა­რი და თა­ნამ­შრო­მე­ლი გო­გო­ნა ჩვენ­თან სა­უ­ბარს ამ­ბობს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ამ და­ნა­შა­უ­ლის შემ­დეგ ჩვე­უ­ლებ­რივ აგ­რძე­ლებ­დნენ ცხოვ­რე­ბას, სამ­სა­ხურ­შიც კი ნახა ერთ-ერთი მათ­გა­ნი და­კა­ვე­ბის დღეს. მე­ო­რე და­კა­ვე­ბულ­მა 20 რი­ცხვში მე­სი­ჯიც მის­წე­რა. თა­ზოს მე­გო­ბა­რი იმა­საც ეჭ­ვობს, რომ ისი­ნი ამ ამ­ბის და­მალ­ვას შე­ე­ცად­ნენ.

"რო­გორც ვიცი იმ ბი­ჭებს, რომ­ლე­ბიც ახლა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან სთხოვ­და პა­პაშ­ვი­ლი სა­ლა­რო­დან ფუ­ლის მო­პარ­ვას და ისი­ნი ამას აკე­თებ­დნენ. იგი­ვეს ითხოვ­და თა­ზოს­გან და ის უარს რომ ამ­ბობ­და ეს გახ­და ჩხუ­ბის მი­ზე­ზი. თა­ზოს პა­ტი­ოს­ნე­ბა­ში ეჭვი არა­ვის არ შეგ­ვპარ­ვია, ყვე­ლა­ზე მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი მო­ლა­რე იყო. ამ მკვლე­ლო­ბის გახ­მა­უ­რე­ბამ­დე უფ­როს­მა და­წე­რა სამ­სა­ხუ­რის ჩატ­ში, რომ თაზო სამ­სა­ხუ­რი­დან მი­დი­სო. სო­ფელ­ში ბრუნ­დე­ბაო, მაგ­რამ ამ სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ახლა გა­სარ­კვე­ვია მარ­თლა თა­ზომ მის­წე­რა ეს ტექ­სტი ჩვნს უფ­როსს თუ თა­ზოს ტე­ლე­ფო­ნით სხვამ მი­წე­რა. იმი­ტომ რომ ჩემ­მა უფ­როს­მა ზუს­ტად ეს თქვა, თა­ზოს მო­წე­რი­ლი ჰქონ­და რომ ბე­ბია ბა­ბუ­ას უნდა მო­ვუ­ა­რო სო­ფელ­ში და იქ ვბრუნ­დე­ბიო. მერე თქვა ჩემ­მა უფ­როს­მა ეს ამ­ბე­ბი როცა გა­ვი­გეთ, რომ კა­ხე­ლე­ბი ბე­ბია ბა­ბუ­ას არ ამ­ბო­ბე­ნო. მეც ნა­ხევ­რად კა­ხე­ლი ვარ და ეგ მარ­თა­ლია, თაზო მარ­თლა ბაბო პა­პას იძახ­და- ხოლ­მე. ბე­ბია ბა­ბუა არას­დროს უთ­ქვამს, ამი­ტომ არის ვა­რა­უ­დი, რომ ეს სხვამ და­წე­რა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან რო­მე­ლი შე­ე­ცა­და კვა­ლის და­ფარ­ვას, ეს პო­ლი­ცი­ამ უნდა გა­არ­კვი­ოს. თი­თის ანა­ბეჭ­დებ­საც ხომ ნა­ხავ­დნენ წე­სით, ესეც თუ მარ­თლა მა­გა­თი გა­კე­თე­ბუ­ლია, რა­ღა­ზე უნდა იმ­სჯე­ლო. უმ­კაც­რე­სად უნდა დაის" - ამ­ბობს თა­ზოს მე­გო­ბა­რი.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და მეტი დე­ტა­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ცნობილია 20 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის ვინაობა: რა გახდა დანაშაულის მოტივი - "პაპაშვილმა და გუსეინოვმა გასაქცევი თანხის მოძიებაც შეძლეს"

ცნობილია 20 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის ვინაობა: რა გახდა დანაშაულის მოტივი - "პაპაშვილმა და გუსეინოვმა გასაქცევი თანხის მოძიებაც შეძლეს"

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე იმსჯელა მოკლული თამაზ მთივლიშვილის საქმეზე დაკავებული პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე და უმძიმესი მკვლელობის საქმის ფიგურანტებს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ცნობილია, რომ 22 წლის თამაზ მთივლიშვილი ორთაჭალაში გიორგი პაპაშვილის ბინაში სადისტურად მოკლეს. მომხდარი დანაშაული ორი დღის შემდეგ გაცხადდა, თაზოს ოჯახი ორი დღე უშედეგოდ ეძებდა.

20 თებერვალს ბინაში მისულ პაპაშვილის დედას სახლში ცხედარი დახვდა, სწორედ მან დარეკა 112-ში და აცნობა ძალოვნებს, რომ მის სახლში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იყო. იმ დღეს გაიგო ეს თავზარდამცემი ამბავი თაზო მთივლიშვილის დედამ.

  • სამართალდამცავებმა მკვლელობის საქმეზე ბრალი 5 პირს წაუყენეს, მათგან ორი პირი ძებნაშია, ამიტომ გიორგი პაპაშვილსა და ბაირამ ალი გუსეინოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.

გიორგი პაპაშვილს პროკურატურა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას ედავება, დანარჩენებს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით აქვთ ბრალი წარდგენილი. ამ ბრალდებით არიან დაკავებულები ვერიკო კაპანაძე, ლუკა გვენეტაძე და საბა რობაქიძე, მათ სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. დაკავებულები საქმის მთავარ ფიგურანტად გიორგი პაპაშვილს ასახელებენ.

ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი სწორედ პაპაშვილის ბინაშია ნანახი, შემზარავი დანაშაული იქ მოხდა. ფაქტი მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ გახმაურდა, ორი დღე ჩვეულებრივ აგრძელებდნენ ცხოვრებას ამ უმძიმესი დანაშაულის თვითმხილველები და სამსახურებშიც კი დადიოდნენ.

  • სანამ ფაქტი გახმაურდებოდა გიორგი პაპაშვილმა და ბაირამ ალი გუსეინოვმა გასაქცევი თანხის მოძიებაც შეძლეს და 19 თებერვალს ქვეყნიდანაც უპრობლემოდ გაიქცნენ.

ბაირამ ალი გუსეინოვი და გიორგი პაპაშვილი

ასე გაექცა სამართალდამცავებს უმძიმესი მკვლელობაში ბრალდებული და ახლა პროკურატურა მათზე ძებნას ინტერპოლით გამოაცხადებს. როგორც შევიტყვეთ, გიორგი პაპაშვილი და ბაირამ ალი გუსეინოვი ადრე ნასამართლევები არიან. მათ ციხე ცოტა ხნის წინ დატოვეს.

საქალაქო სასამართლოში საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ უმძიმესი მკვლელობის დეტალებზე ისაუბრა. ცნობილი ხდება, რომ 17 თებერვალს თამაზ მთივლიშვილს დაბადების დღე ჰქონდა. თურმე ეს დღე მან რესტორანში თანამშრომლებთან ვერიკო კაპანაძესთან, ლუკა გვენეტაძესთან, საბა რობაქიძესთან და ბაირამ ალი გუსეინოვთან ერთად აღნიშნა. შემდეგ კი მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილთან სახლში ავიდნენ.

"18 თებერვალს შუადღის საათებში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თამაზ მთივლიშვილს სხეულის სხვადასხვა არეში, ძირითადად, ეს იყო თავის და კისრის მიდამოში გამეტებით დაუწყო ფიზიკური ძალადობის მიყენება. სამივე ბრალდებული, რომელიც ახლა ბრალდებულის სკამზე ზის, ამ ყველაფერს უყურებდა და კიდევ მეოთხე, რომელმაც დროებით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. აქ მარტო ხელი არ იყო ნარტყამი, ბატონო მოსამართლე, ეს იყო სამზარეულოს ხის დაფა, რომელიც იმ დოზით ჩაარტყა ბრალდებულმა გარდაცვლილს, რომ გატეხა შუაზე და ჩვენ ეს ამოვიღეთ უკვე ნამსხვრევები აღნიშნული დაფის. სისტემატურად ხდებოდა, მოასულიერებდნენ, ისევ აგრძელებდა ფიზიკური დარტყმების განხორციელებას და უკვე იატაკზე რამდენჯერმე თავი დაარტყმევინა თამაზ მთივლიშვილს, რის შემდეგაც ასევე ფეხი ჩაარტყა თავის არეში. შედეგად, სამწუხაროდ, თამაზ მთივლიშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა... გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევები და შეშუპებაა... როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა საფეთქელი ჰქონდა დაზიანებული გარდაცვლილს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 38 ნივთმტკიცება. მათ შორის ბლაგვი საგანი, რომელიც გამოიყენა ბრალდებულმა, გარდა იმისა, რომ ხელებს და ფეხებს ურტყამდა. დაინიშნება ბიოლოგიური ექსპერტიზა და დადგინდება ვისი და რა კვალია ამ საგანზე“, - თქვა პროკურორმა და ისიც დაადასტურა, რომ 112-ში ბრალდებულის დედამ დარეკა.

"112-ში დარეკა ბრალდებულის დედამ. სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა, ბრალდებულს დროებით მფლობელობაში ჰქონდა. მან აღმოაჩინა გარდაცვლილი 20 თებერვალს მოწმეთა ჩვენებებით, ოპერატიული და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ პაპაშვილია საქმის მთავარი ფიგურანტი.

დანიშნული ექსპერტიზები და აღებული ნიმუშები გაამყარებს ამ გარემოებას. ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული სამი პირი მას ასახელებს. მკვლელობის მოტივი ცნობილია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი და საკითხი კომპლექსურადაა შესასწავლი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ მოტივს ვერ დავასახელებ. ამ ეტაპზე, გამოძიებით დადგენილია, რომ გარდაცვლილი მოკლულია განსაკუთრებული სისასტიკით. შესაბამისად, ერთ-ერთ ძებნილ ბრალდებულს ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისთვის წარედგინა...

ამ ეტაპზე ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, თუმცა, ჩასატარებელია კიდევ ასეულობით საგამოძიებო მოქმედება. ამოღებულია სხვადასხვა ლოკაციიდან კამერების ჩანაწერები, დასაკითხია არაერთი მოწმე, ამოღებულია მობილური ტელეფონები, დასანიშნია ათეულობით ექსპერტიზა. საბოლოოდ, რა კვალიფიკაციით წავა საქმე ბრალდებულების წინააღმდეგ, გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად გახდება ცნობილი“, - აღნიშნა პროკურორმა ვეფხვაძემ.

ლუკა გვენეტაძე, ვერიკო კაპანაძე და საბა რობაქიძე - მათ დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად

  • მოკლული ახალგაზრდის დედა ყველა დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. მან მოსამართლეს წერილობით მიმართა და სთხოვა, რომ პატიმრობის გარდა აღმკვეთი ღონისძიების სხვა სახე არ გამოეყენებინა. ძალიან ემოციურია წერილი, რომლითაც დედამ მოსამართლეს მიმართა:

"მოგმართავთ სასტიკად მოკლული და ნაწამები თამაზ მთივლიშვილის გაუბედურებული დედა. ჩემი შვილის სიკვდილში ბრალდებული პირები: გიორგი პაპაშვილი, ვერიკო კაპანაძე, საბა რობაქიძე, ლიკა გვენეტაძე და ბაირამ ალი გუსეინოვი არიან საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები. ახლა ვზივარ და ვხედავ ჩემი შვილის სასტიკად ნაწამებ დასახიჩრებულ სხეულს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს რა სისასტიკითაა მოკლული. ბრალდებულებმა ჩემი შვილი ჯერ კიდევ ცოცხალი დატოვეს 2 დღე იქ და გარედან ჩაუკეტეს კარები მომაკვდავს. მჯერა ჩემი თაზო დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად გადარჩებოდა, უმორჩილესად გთხოვთ ჩემი შვილის მკვლელს და ამ დანაშაულის დამფარავ პირებს, რომლებმაც ორი დღე დამალეს ეს უმძიმესი დანაშაული, შეუფარდოთ პატიმრობა" - გწერთ გაუბედურებული დედა.

მთივლიშვილის ოჯახის უფლებებს იცავს ადვოკატი ელისო რუხაძე, მან თავად ნახა როგორი მძიმე დაზიანებები ჰქონდა მოკლულს.

ელისო რუხაძე:

- 17 თებერვალს თაზოს დაბადების დღე ჰქონდა, ამ დღეს ესაუბრნენ მას ოჯახის წევრებიც. იცოდნენ რომ რესტორანში იყო მეგობრებთან ერთად და ისიც უთქვამს, რომ იმ ბიჭის სახლში დარჩებოდა, ბოლოს ბებია ესაუბრა. მერე დედაც უგზავნიდა მესიჯებს, ხედავდა რომ ნახულობა მისი შვილი ამ მესიჯებს, მაგრამ პასუხს რომ არ წერდა იფიქრა ალბათ მთვრალიაო და შეეშვა იმ ღამეს. იცოდა არაფრის გამფუჭებელი არ იყო მისი შვილი. მეორე დღეს ურეკავდა, ბევრი შეტყობინება და ზარი გაუშვა, მაგრამ ვერ დაუკავშირდა. ძალიან ყურადღებიანი ოჯახი აქვს თაზოს, პატიოსანი მშრომელი ხალხი. თვითონაც შრომობდა. ჯერ ბიძამისთან მუშაობდა ხელობაზე, რემონტებზე, მაგრამ მერე ეს საქმე არ მოეწონა და საშაურმეში დაიწყო მუშაობა. მოხვდა ამ პირებთან...

თაზო მთივლიშვილი - მოკლული ახალგაზრდა

დედა ორი დღე ეძებდა შვილს. 20 თებერვალს კი დაურეკა საგამოძიებო სამსახურმა და უთხრა, რომ მისი შვილი მოკლული იყო. არავინ იცის როდის მოკლეს, სავარაუდოდ დაბადების დღე დამთავრებული იყო და მეორე დღეს არის მკვლელობა ჩადენილი. 19 თებერვალს საზღვარი დატოვა ორმა დამნაშავემ. ცნობილია, რომ პაპაშვილი და მისი მეგობარი გუსეინოვი მანამდე ფულს ეძებდნენ წასასვლელად. ეს თანხები მოიძიეს და წავიდნენ ქვეყნიდან. სხვებს არ უცნობებია პოლიციისთვის, ამბობენ, რომ პაპაშვილი მათაც მოკვლით ემუქრებოდა და გვეშინოდაო. მაგრამ რომ იცოდნენ იმათმა საზღვარი გადაკვეთეს და ამის შემდეგ მაინც ხომ შეეძლოთ დაერეკათ 112-ში და ეთქვათ ასეთი უმძიმესი დანაშაული მოხდაო. გიორგი პაპაშვილი და ბაირამ ალი გუსეინოვი ორივე ნასამართლევია და ახალი გამოსულები არიან ციხიდან. სასტიკი დამნაშავეები არიან. დაკავებულებმა პროცესზე ერთადერთი რამ თქვეს, რომ მათ არ შეეძლოთ ამ დანაშაულის თავიდან აცილება და გაშველება. 5 ადამიანი უყურებდა როგორ კლავდნენ ადამიანს. მთავარ მაინც ის ორი გაქცეულია.

  • ჩვენი ინფორმაციით, ჩხუბის მიზეზი ფულია. პაპაშვილი მოითხოვდა რომ მათ სამსახურში სალაროდან ფული მოეპარათ და მისთვის გადაეცათ, იგივეს ითხოვდა თაზოსგან. თაზო აპროტესტებდა უფროსისთვის ფულის მოტეხვას და არ აკეთებდა და ეს გახდა ჩხუბის მიზეზი.

ისიც ითქვა, თითქოს უფროსის ყურამდე მივიდა ეს ამბავი და ამიტომ თაზოს აბრალებდნენ, ეგონათ მან შეატყობინა უფროსს. ახლა საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. ტელეფონების მიმოწერები და ზარები, ვფიქრობ ამის შესწავლის შემდეგ ბევრი რამ გახდება ცნობილი. ტექნიკური ექსპერტიზა სჭირდება ამას. ზუსტად როდის მოკლეს ესეც გაირკვევა. ბევრი რამ არ თქვა პროკურორმა, რადგან ძებნაშია ორი პირი. თაზო კარგად იცნობდა პაპაშვილს, მეგობრობდნენ. ტელეფონების ამონაწერები მოგვცემს დეტალურ ინფორმაციას. ამოღებულია მკვლელის ტელეფონიც, რომელიც მან დატოვა თავის სოფელში, კოდაში. ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი დეტალის გარკვევა. საშინლად ნაწამებია თაზო, დაზიანებული და დაჩეჩქვილია. ხორცის საჭრელი სქელი დაფებია ამოღებული, ეს აქვს თავში ჩარტყმული და გადატეხილია შუაზე. წარმოუდგენელი სისასტიკეა ჩადენილი. ექსპერტიზა იტყვის უფრო დეტალურად. მე პირადად ვნახე ცხედარი სანამ ჩააცმევდნენ სამხარაულში ექსპერტიზის შემდეგ. მას ბლაგვი საგნები აქვს ჩარტყმული, ჩაგლეჯილი აქვს საფეთქელი, დიდი დაზიანებები აქვს.

დეტალურად დავათვალიერე სხეული და ავსახე ფოტოსურათებში. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, ერთი ადამიანი ამას ვერ გააკეთებდა. შესაძლოა მოხდეს საქმის გადაკვალიფიცირება. მინიმუმ უმოქმედობით ჩადენილი ქმედება სახეზეა. შენ იქ ხარ, უყურებ როგორ კლავენ ადამიანს და ხმას არ იღებ. ერთ მომენტში აწია თავიო, შენ კიდევ ცოცხალი ხარ და კიდევ გაუგრძელა და არტყმევინა თავიო, ამბობს, ერთ- ერთი მათგანი. ამაზე მეტი სისასტიკე რა გინდა. ყველა უნდა დაისაჯოს. საშაურმის მეპატრონეს ჰპარავდნენ ფულს. ისიც სცადეს თაზოსთვისაც დაბრალება ჩვენებებში, ვითომ სხვებთან ერთად გარეული იყო ამაში თაზო. არადა მას სახლშიც ნათქვამი აქვს, რომ ფულს უტეხავდნენ სხვები და ამის გამო ძალიან ნერვიულობდა. ამისგანაც იგივეს ითხოვდა პაპაშვილი და ამან უარი რომ თქვა, ამიტომ გაუსწორდა ასე. კამერებში გამოჩნდა ამ სასტიკი დანაშაულის შემდეგ 5 პირი როგორ ტოვებს იქაურობას და გარბიან, მართალია სხვებს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, მაგრამ ვფიქრობ კვალიფიკაცია შეიცვლება, ეს არის მათი მხრიდან მკვლელობა.

თაზოს მეგობარი და თანამშრომელი გოგონა ჩვენთან საუბარს ამბობს, რომ დაკავებული ახალგაზრდები ამ დანაშაულის შემდეგ ჩვეულებრივ აგრძელებდნენ ცხოვრებას, სამსახურშიც კი ნახა ერთ-ერთი მათგანი დაკავების დღეს. მეორე დაკავებულმა 20 რიცხვში მესიჯიც მისწერა. თაზოს მეგობარი იმასაც ეჭვობს, რომ ისინი ამ ამბის დამალვას შეეცადნენ.

"როგორც ვიცი იმ ბიჭებს, რომლებიც ახლა დაკავებულები არიან სთხოვდა პაპაშვილი სალაროდან ფულის მოპარვას და ისინი ამას აკეთებდნენ. იგივეს ითხოვდა თაზოსგან და ის უარს რომ ამბობდა ეს გახდა ჩხუბის მიზეზი. თაზოს პატიოსნებაში ეჭვი არავის არ შეგვპარვია, ყველაზე მოწესრიგებული მოლარე იყო. ამ მკვლელობის გახმაურებამდე უფროსმა დაწერა სამსახურის ჩატში, რომ თაზო სამსახურიდან მიდისო. სოფელში ბრუნდებაო, მაგრამ ამ სასტიკი მკვლელობის შემდეგ ახლა გასარკვევია მართლა თაზომ მისწერა ეს ტექსტი ჩვნს უფროსს თუ თაზოს ტელეფონით სხვამ მიწერა. იმიტომ რომ ჩემმა უფროსმა ზუსტად ეს თქვა, თაზოს მოწერილი ჰქონდა რომ ბებია ბაბუას უნდა მოვუარო სოფელში და იქ ვბრუნდებიო. მერე თქვა ჩემმა უფროსმა ეს ამბები როცა გავიგეთ, რომ კახელები ბებია ბაბუას არ ამბობენო. მეც ნახევრად კახელი ვარ და ეგ მართალია, თაზო მართლა ბაბო პაპას იძახდა- ხოლმე. ბებია ბაბუა არასდროს უთქვამს, ამიტომ არის ვარაუდი, რომ ეს სხვამ დაწერა, ბრალდებულებიდან რომელი შეეცადა კვალის დაფარვას, ეს პოლიციამ უნდა გაარკვიოს. თითის ანაბეჭდებსაც ხომ ნახავდნენ წესით, ესეც თუ მართლა მაგათი გაკეთებულია, რაღაზე უნდა იმსჯელო. უმკაცრესად უნდა დაის" - ამბობს თაზოს მეგობარი.

საქმეზე გამოძიება გრძელდება და მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

წაიკითხეთ ასევე: