საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განზრახ მკვლელობა თუ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა: 29 წლის გიორგი პაპიაშვილის დედა დარწმუნებულია, რომ შვილი მოუკლეს - რა მოხდა დიდ ლილოში
განზრახ მკვლელობა თუ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა: 29 წლის გიორგი პაპიაშვილის დედა დარწმუნებულია, რომ შვილი მოუკლეს - რა მოხდა დიდ ლილოში

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა თუ გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა: 29 წლის გი­ორ­გი პა­პი­აშ­ვი­ლის დედა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ შვი­ლი მო­უკ­ლეს - რა მოხ­და დიდ ლი­ლო­ში

29 წლის გი­ორ­გი პა­პი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვს, მისი დედა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ შვი­ლი მო­უკ­ლეს და ამა­ში არა­ერ­თი პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ოჯახ­მა ახალ­გაზ­რდა სი­ცო­ცხლით სავ­სე ბიჭი მი­წას მი­ა­ბა­რა და ახლა სა­მარ­თალს ეძებს.

  • ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გვი­თხრეს, რომ მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით 1 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. მას ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სამი მუხ­ლით - 116-ე მუხ­ლით, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს, ასე­ვე 126-ე ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით და 353-ე, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის მუხ­ლით.

უმ­ძი­მე­სია შვილმკვდა­რი დე­დის მო­ნა­თხრო­ბი, რო­მე­ლიც საქ­მის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბას და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვს. მას მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და.

ქე­თე­ვან სა­მა­დაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი პა­პი­აშ­ვი­ლის დედა:

- ჩვე­ნი დიდი ტრა­გე­დია 16 თე­ბერ­ვალს დიდ ლი­ლო­ში, ჩვე­ნი სახ­ლის წინ დატ­რი­ალ­და. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს 16 თე­ბერ­ვალს, სა­ღა­მოს 10-ის ნა­ხე­ვარ­ზე გა­ვი­და გი­ორ­გი სახ­ლი­დან. იქვე, მე­ზო­ბელს და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და და იქ იყო და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. კედ­ლის მე­ზო­ბე­ლია ის ბიჭი, ვის­თა­ნაც წა­ვი­და. 23 წლის ბიჭს ჰქონ­და და­ბა­დე­ბის დღე და სახ­ლში იუ­ბი­ლა­რის მა­მაც იყო. რო­გორც მი­თხრეს, და­ახ­ლო­ე­ბით 3-დან 4-ის ნა­ხევ­რამ­დე პე­რი­ოდ­ში გა­მო­ვიდ­ნენ გი­ორ­გი და კი­დევ სამი ახალ­გაზ­რდა მე­ზობ­ლის სახ­ლი­დან. ღო­ბეს შე­მო­უ­ა­რეს, და­არ­ტყეს წრე და გი­ორ­გი სახ­ლთან მო­ვი­და. მე­ო­რე დღეს მუ­შა­ობ­და და რად­გან ნას­ვა­მი იყო, უნდა და­ეს­ვე­ნა. იმ სამი პი­რი­დან ერთი ად­გი­ლობ­რი­ვია, შიო გურ­გუ­ლი­ა­ნი, ხოლო ორი­დან ერთი ვარ­კე­თილ­ში ცხოვ­რობს, მე­ო­რე კი რუს­თავ­ში.

რად­გან ბიჭი რუს­თა­ვი­დან იყო, გიოს შე­უ­თა­ვა­ზე­ბია მის­თვის, წა­მო­დი, ჩემ­თან დარ­ჩი სახ­ლშიო. რო­გორც თვი­თონ ამ­ბო­ბენ, გი­ორ­გი სახ­ლის კარ­თან მდგა­რა.. რო­მელ­საც სთა­ვა­ზობ­და ჩვენ­თან დარ­ჩე­ნას იმას უთ­ქვამს, არა, ტაქ­სით წა­ვა­ლო და ამ დროს მომ­ხდა­რა წა­კა­მა­თე­ბა. შენ რაღა გინ­დაო, უთ­ქვამს შიო გირ­გვლი­ანს გი­ოს­თვის, შე­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლან და ამ დროს და­ურ­ტყია ხელი შიო გირ­გვლი­ანს. რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, დარ­ტყმის შე­დე­გად გი­ორ­გი ძირს და­ე­ცაო. აქაც იყო მო­სუ­ლი უტიფ­რად, ვი­თომ ბო­დი­შის მო­სახ­დე­ლად, მი­თხრა, ერთი და­ვარ­ტყი და წა­იქ­ცა, და­ცე­მის შე­დე­გად და­შავ­და, მე არ მო­მიკ­ლავს, ჩემი ბრა­ლი არ არი­სო. ამის შემ­დეგ მი­ვარ­დნენ თურ­მე ძირს დაგ­დე­ბულ გი­ორ­გის, ამ­ბო­ბენ ვა­ფხიზ­ლებ­დით, გვინ­დო­და გონს მოგ­ვეყ­ვა­ნაო. რად­გან ნას­ვა­მი იყო გვე­გო­ნა ამის გამო გახ­და ცუ­და­დო. წაქ­ცე­ულ­თან მი­ვარ­დნია შიო, ამ­ბო­ბენ, ეძახ­და გა­მო­ფხიზ­ლდიო. ბი­ჭე­ბი ამ­ბო­ბენ ჩვენ ვა­სუ­ლი­ე­რებ­დით, წყა­ლი და­ვას­ხით და გონ­ზე მო­ვი­დაო. ჩხუ­ბის ხმა რომ გა­ვი­გე, მეც ჩა­ვიც­ვი და გა­ვე­დი გა­რეთ, მაგ­რამ მერე იქ არა­ვინ დამ­ხვდა.

ამის შემ­დეგ უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი გი­ორ­გი იქი­დან წა­უყ­ვა­ნი­ათ, თურ­მე იქვე გუ­ლიც არე­ვია, ამ­ბო­ბენ სახ­ლი­დან მო­შო­რე­ბით სკამ­ზე დავ­სვი­თო, იქაც გული არე­ვია. რო­გორც ჩანს უნ­დო­დათ სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ი­დან მო­შო­რე­ბით წა­ეყ­ვა­ნათ და ცუ­დად მყო­ფი გი­ორ­გი და მი­უყ­ვა­ნი­ათ შიოს ბი­ნა­ში. მას ეგო­ნა ბინა თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ბინა გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა წინა დღე­ე­ბის და მას არ სცოდ­ნია. ის მდგმუ­რი რომ დახ­ვედ­რია, ისევ უკან წა­მო­სუ­ლან. ამა­სო­ბა­ში უკვე თენ­დე­ბო­და. სხვე­ბი ამ­ბო­ბენ, გვე­გო­ნა მთვრა­ლი რომ იყო იმი­ტომ გახ­და ცუ­დად და მერე ჩვენ წა­ვე­დი­თო. აქვე გვერ­დზე აქვს გურ­გუ­ლი­ანს სა­კუ­თა­რი სახ­ლი და თა­ვის სახ­ლში შე­უყ­ვა­ნია გი­ორ­გი და ამ­დე­ნი წან­წა­ლის შემ­დეგ 6 სა­ათ­სა და 50 წუთ­ზეა 112-ში და­რე­კი­ლი.

ბიჭი რომ და­ე­ცა ისიც და­მა­ლეს, რომ პო­ლი­ცია არ მო­სუ­ლი­ყო და უთ­ქვამთ სას­მე­ლით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ა­აო. სას­წრა­ფოს ჩემი შვი­ლი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდა, კლი­ნი­კა­ში გაჰ­ყვა დამ­ნა­შა­ვე გურ­გუ­ლი­ა­ნი და ამის შემ­დეგ გა­იქ­ცა იქი­დან. ჩემი შვი­ლი კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში და მა­შინ­ვე სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში, რად­გან თა­ვის არე­ში ჰქონ­და უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. 10-ის ნა­ხე­ვარ­ზე და­მი­რე­კეს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან და მი­თხრეს, სას­წრა­ფოდ მო­დით ძა­ლი­ან მძი­მედ არის თქვე­ნი შვი­ლიო. ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, ორი დღე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი და კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ჩემ­თვის მათი მო­ნა­თხრო­ბი. რომ ადა­მი­ან­მა ერთი დარ­ტყმით მი­ი­ღოს ისე­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც გი­ორ­გის ჰქონ­და. სა­ხე­ზეა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩემს გი­ორ­გის ფუ­ძის ძვა­ლი ჰქონ­და ჩა­ტე­ხი­ლი, ჩა­ლე­წი­ლი ჰქონ­და თა­ვის ქალა. ექიმ­მა მი­თხრა მძი­მე ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა აქვს თა­ვის ტვი­ნი­სო. სა­ვა­რა­უ­დოდ მას და­ზი­ა­ნე­ბა ბლაგ­ვი საგ­ნის დარ­ტყმით მი­ა­ყე­ნეს, სხვაგ­ვა­რად ასე ერთი და­ცე­მით ასეთ უმ­ძი­მეს ტრავ­მებს ჩემი შვი­ლი ვერ მი­ი­ღებ­და. ახლა ვე­ლო­დე­ბით ექ­სპერ­ტი­ზას და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შემ­დეგ და­კა­ვე­ბულ პი­რებს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალს წა­უ­ყე­ნე­ბენ.

მო­ვი­და ჩვენ­თან მკვლე­ლი და თქვა, ერთი და­ვარ­ტყიო, მე არ მო­მიკ­ლავ­სო, ეს არ არის სი­მარ­თლე. აქეთ იქით რომ და­ა­ტა­რებ­დნენ ჩემს შვილს ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი­დან ერ­თმა რა­ტომ არ და­რე­კა 112-ში, რა­ტომ არ გა­მო­ი­ძა­ხეს სას­წრა­ფო, დრო­ზე რომ მი­ეყ­ვა­ნათ იქ­ნებ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.

- კა­მა­თის მი­ზე­ზად რას ასა­ხე­ლებს გირ­გვლი­ა­ნი?

- გურ­გუ­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ერთი სი­ტყვის გუ­ლის­თვის და­არ­ტყა ხელი გი­ორ­გის. რო­გორც თა­ვად დამ­ნა­შა­ვე ამ­ბობს, ჩემს შვილს უთ­ქვამს, რა თე**ლი ხარ შენო და ამის გამო და­ვარ­ტყიო. კი­დევ ვი­მე­ო­რებ ერთი დარ­ტყმით ასეთ და­ზი­ა­ნე­ბას ადა­მი­ა­ნი ვერ მი­ი­ყე­ნებ­და. ვფიქ­რობ მას ბლაგ­ვი სა­გა­ნი ჩა­არ­ტყეს თავ­ში, შუბ­ლის ძვა­ლიც გა­ხეთ­ქი­ლი აქ­ვსო მი­თხრა ქი­რურ­გმა. თა­ვის არე­ში ასე­ვე რამ­დე­ნი­მე ძვა­ლი ჩა­ტე­ხი­ლიო. ვფიქ­რობ, ამ და­ნა­შა­ულ­ში სხვე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. იმე­დი მაქვს პო­ლი­ცია სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ი­ძი­ებს ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს, მოხ­დე­ბა საქ­მის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბა და ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე აგებს სა­კად­რი­სად პა­სუხს. რო­გორც ვიცი გურ­გუ­ლი­ანს გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა ედე­ბა ბრა­ლად. სა­ხე­ზეა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა. ასე­ვე ედა­ვე­ბი­ან გურ­გუ­ლი­ანს პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას, რად­გან აყ­ვა­ნის დროს პატ­რუ­ლის­თვის ხელი და­ურ­ტყამს. არის კი­დევ ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად გურ­გუ­ლი­ანს ხელი და­ურ­ტყამს სხვა ბი­ჭის­თვის, რო­მელ­საც თვა­ლი აქვს ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი.

ამის შემ­დეგ უთ­ქვამს ჩემს შვილს მის­თვის ის სი­ტყვე­ბი და ამ­ჯე­რად ჩემს შვილს დას­ხა თავს. რო­გორც გა­ვი­გე ვი­საც თვა­ლე­ბი ჩა­უ­ლურ­ჯა ის არ უჩი­ვის და­კა­ვე­ბულს. ვე­კი­თხე­ბი სხვებს, ვთქვათ ერთი გა­გიჟ­და და გა­მე­ტე­ბით ურტყამ­და, სად იყ­ვნენ სხვე­ბი? ერთს რო­გორ ვერ მო­ე­რი­ეთ მეთ­ქი. ან სახ­ლში რომ ათ­რი­ეს იმ სა­მი­დან ერთს რო­გორ არ ჰქონ­და იმის ჭკუა რომ და­ე­რე­კა 112-ში? ჯერ კი­დევ არ იყო გა­თი­შუ­ლიო, წა­ეყ­ვა­ნათ, სა­ნამ შე­შუ­პე­ბა არ წა­ვი­და ბო­ლომ­დე არ და­ი­ფა­რა ტვი­ნი, მა­ნამ­დე სად იყ­ვნენ. დრო­ზე რომ მო­ეყ­ვა­ნათ ხომ იქ­ნე­ბო­და შან­სი გა­დარ­ჩე­ნის. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ისი­ნიც ამ საქ­მის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან. უბ­რა­ლოდ ჯგუ­ფურ და­ნა­შა­ულს უნ­დათ აც­დე­ნენ და ამი­ტომ ას ლა­პა­რა­კო­ბენ. იმე­დი მაქვს რომ პო­ლი­ცია ყვე­ლას სა­კად­რი­სად დას­ჯის. ჩემი შვი­ლი დის­ტრი­ბუ­ტო­რი იყო, ყვე­ლას უყ­ვარ­და, ყვე­ლა ტი­რის, სა­დაც უვ­ლია ყველ­გან იკი­თხეთ რო­გო­რი კარ­გი შვი­ლი მყავ­და. ყვე­ლა და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს ჩემს გიოს. დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა პა­სუ­ხი უნდა აგონ ჩვე­ნი ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

განზრახ მკვლელობა თუ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა: 29 წლის გიორგი პაპიაშვილის დედა დარწმუნებულია, რომ შვილი მოუკლეს - რა მოხდა დიდ ლილოში

განზრახ მკვლელობა თუ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა: 29 წლის გიორგი პაპიაშვილის დედა დარწმუნებულია, რომ შვილი მოუკლეს - რა მოხდა დიდ ლილოში

განზრახ მკვლელობა თუ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა: 29 წლის გიორგი პაპიაშვილის დედა დარწმუნებულია, რომ შვილი მოუკლეს - რა მოხდა დიდ ლილოში

29 წლის გიორგი პაპიაშვილის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს, მისი დედა დარწმუნებულია, რომ შვილი მოუკლეს და ამაში არაერთი პირი მონაწილეობდა. ოჯახმა ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ბიჭი მიწას მიაბარა და ახლა სამართალს ეძებს.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 1 პირია დაკავებული. მას ბრალი წარდგენილი აქვს სამი მუხლით - 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, ასევე 126-ე ძალადობის მუხლით და 353-ე, სამართალდამცავისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით.

უმძიმესია შვილმკვდარი დედის მონათხრობი, რომელიც საქმის გადაკვალიფიცირებას და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. მას მომხდარის დეტალებზე საუბარი ძალიან გაუჭირდა.

ქეთევან სამადაშვილი, გიორგი პაპიაშვილის დედა:

- ჩვენი დიდი ტრაგედია 16 თებერვალს დიდ ლილოში, ჩვენი სახლის წინ დატრიალდა. იმ საბედისწერო დღეს 16 თებერვალს, საღამოს 10-ის ნახევარზე გავიდა გიორგი სახლიდან. იქვე, მეზობელს დაბადების დღე ჰქონდა და იქ იყო დაპატიჟებული. კედლის მეზობელია ის ბიჭი, ვისთანაც წავიდა. 23 წლის ბიჭს ჰქონდა დაბადების დღე და სახლში იუბილარის მამაც იყო. როგორც მითხრეს, დაახლოებით 3-დან 4-ის ნახევრამდე პერიოდში გამოვიდნენ გიორგი და კიდევ სამი ახალგაზრდა მეზობლის სახლიდან. ღობეს შემოუარეს, დაარტყეს წრე და გიორგი სახლთან მოვიდა. მეორე დღეს მუშაობდა და რადგან ნასვამი იყო, უნდა დაესვენა. იმ სამი პირიდან ერთი ადგილობრივია, შიო გურგულიანი, ხოლო ორიდან ერთი ვარკეთილში ცხოვრობს, მეორე კი რუსთავში.

რადგან ბიჭი რუსთავიდან იყო, გიოს შეუთავაზებია მისთვის, წამოდი, ჩემთან დარჩი სახლშიო. როგორც თვითონ ამბობენ, გიორგი სახლის კართან მდგარა.. რომელსაც სთავაზობდა ჩვენთან დარჩენას იმას უთქვამს, არა, ტაქსით წავალო და ამ დროს მომხდარა წაკამათება. შენ რაღა გინდაო, უთქვამს შიო გირგვლიანს გიოსთვის, შელაპარაკებულან და ამ დროს დაურტყია ხელი შიო გირგვლიანს. როგორც ისინი ამბობენ, დარტყმის შედეგად გიორგი ძირს დაეცაო. აქაც იყო მოსული უტიფრად, ვითომ ბოდიშის მოსახდელად, მითხრა, ერთი დავარტყი და წაიქცა, დაცემის შედეგად დაშავდა, მე არ მომიკლავს, ჩემი ბრალი არ არისო. ამის შემდეგ მივარდნენ თურმე ძირს დაგდებულ გიორგის, ამბობენ ვაფხიზლებდით, გვინდოდა გონს მოგვეყვანაო. რადგან ნასვამი იყო გვეგონა ამის გამო გახდა ცუდადო. წაქცეულთან მივარდნია შიო, ამბობენ, ეძახდა გამოფხიზლდიო. ბიჭები ამბობენ ჩვენ ვასულიერებდით, წყალი დავასხით და გონზე მოვიდაო. ჩხუბის ხმა რომ გავიგე, მეც ჩავიცვი და გავედი გარეთ, მაგრამ მერე იქ არავინ დამხვდა.

ამის შემდეგ უგონო მდგომარეობაში მყოფი გიორგი იქიდან წაუყვანიათ, თურმე იქვე გულიც არევია, ამბობენ სახლიდან მოშორებით სკამზე დავსვითო, იქაც გული არევია. როგორც ჩანს უნდოდათ სახლის ტერიტორიიდან მოშორებით წაეყვანათ და ცუდად მყოფი გიორგი და მიუყვანიათ შიოს ბინაში. მას ეგონა ბინა თავისუფალი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბინა გაქირავებული ყოფილა წინა დღეების და მას არ სცოდნია. ის მდგმური რომ დახვედრია, ისევ უკან წამოსულან. ამასობაში უკვე თენდებოდა. სხვები ამბობენ, გვეგონა მთვრალი რომ იყო იმიტომ გახდა ცუდად და მერე ჩვენ წავედითო. აქვე გვერდზე აქვს გურგულიანს საკუთარი სახლი და თავის სახლში შეუყვანია გიორგი და ამდენი წანწალის შემდეგ 6 საათსა და 50 წუთზეა 112-ში დარეკილი.

ბიჭი რომ დაეცა ისიც დამალეს, რომ პოლიცია არ მოსულიყო და უთქვამთ სასმელით ინტოქსიკაციააო. სასწრაფოს ჩემი შვილი უგონო მდგომარეობაში დახვდა, კლინიკაში გაჰყვა დამნაშავე გურგულიანი და ამის შემდეგ გაიქცა იქიდან. ჩემი შვილი კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს კლინიკაში და მაშინვე საოპერაციოში, რადგან თავის არეში ჰქონდა უმძიმესი დაზიანებები. 10-ის ნახევარზე დამირეკეს საავადმყოფოდან და მითხრეს, სასწრაფოდ მოდით ძალიან მძიმედ არის თქვენი შვილიო. ოპერაცია ჩაუტარდა, ორი დღე რეანიმაციაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული და კლინიკაში გარდაიცვალა.

წარმოუდგენელია ჩემთვის მათი მონათხრობი. რომ ადამიანმა ერთი დარტყმით მიიღოს ისეთი დაზიანებები, რაც გიორგის ჰქონდა. სახეზეა განზრახ მკვლელობა, ჩემს გიორგის ფუძის ძვალი ჰქონდა ჩატეხილი, ჩალეწილი ჰქონდა თავის ქალა. ექიმმა მითხრა მძიმე ტრავმული დაზიანება აქვს თავის ტვინისო. სავარაუდოდ მას დაზიანება ბლაგვი საგნის დარტყმით მიაყენეს, სხვაგვარად ასე ერთი დაცემით ასეთ უმძიმეს ტრავმებს ჩემი შვილი ვერ მიიღებდა. ახლა ველოდებით ექსპერტიზას და დარწმუნებული ვარ, რომ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ დაკავებულ პირებს განზრახ მკვლელობისთვის ბრალს წაუყენებენ.

მოვიდა ჩვენთან მკვლელი და თქვა, ერთი დავარტყიო, მე არ მომიკლავსო, ეს არ არის სიმართლე. აქეთ იქით რომ დაატარებდნენ ჩემს შვილს ამდენი ადამიანიდან ერთმა რატომ არ დარეკა 112-ში, რატომ არ გამოიძახეს სასწრაფო, დროზე რომ მიეყვანათ იქნებ გადარჩენილიყო.

- კამათის მიზეზად რას ასახელებს გირგვლიანი?

- გურგულიანი ამბობს, რომ ერთი სიტყვის გულისთვის დაარტყა ხელი გიორგის. როგორც თავად დამნაშავე ამბობს, ჩემს შვილს უთქვამს, რა თე**ლი ხარ შენო და ამის გამო დავარტყიო. კიდევ ვიმეორებ ერთი დარტყმით ასეთ დაზიანებას ადამიანი ვერ მიიყენებდა. ვფიქრობ მას ბლაგვი საგანი ჩაარტყეს თავში, შუბლის ძვალიც გახეთქილი აქვსო მითხრა ქირურგმა. თავის არეში ასევე რამდენიმე ძვალი ჩატეხილიო. ვფიქრობ, ამ დანაშაულში სხვებიც მონაწილეობდნენ. იმედი მაქვს პოლიცია სათანადოდ გამოიძიებს ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს, მოხდება საქმის გადაკვალიფიცირება და ყველა დამნაშავე აგებს საკადრისად პასუხს. როგორც ვიცი გურგულიანს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ედება ბრალად. სახეზეა განზრახ მკვლელობა. ასევე ედავებიან გურგულიანს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რადგან აყვანის დროს პატრულისთვის ხელი დაურტყამს. არის კიდევ ერთი დაზარალებული. პირველად გურგულიანს ხელი დაურტყამს სხვა ბიჭისთვის, რომელსაც თვალი აქვს ჩალურჯებული.

ამის შემდეგ უთქვამს ჩემს შვილს მისთვის ის სიტყვები და ამჯერად ჩემს შვილს დასხა თავს. როგორც გავიგე ვისაც თვალები ჩაულურჯა ის არ უჩივის დაკავებულს. ვეკითხები სხვებს, ვთქვათ ერთი გაგიჟდა და გამეტებით ურტყამდა, სად იყვნენ სხვები? ერთს როგორ ვერ მოერიეთ მეთქი. ან სახლში რომ ათრიეს იმ სამიდან ერთს როგორ არ ჰქონდა იმის ჭკუა რომ დაერეკა 112-ში? ჯერ კიდევ არ იყო გათიშულიო, წაეყვანათ, სანამ შეშუპება არ წავიდა ბოლომდე არ დაიფარა ტვინი, მანამდე სად იყვნენ. დროზე რომ მოეყვანათ ხომ იქნებოდა შანსი გადარჩენის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისინიც ამ საქმის თანამონაწილეები არიან. უბრალოდ ჯგუფურ დანაშაულს უნდათ აცდენენ და ამიტომ ას ლაპარაკობენ. იმედი მაქვს რომ პოლიცია ყველას საკადრისად დასჯის. ჩემი შვილი დისტრიბუტორი იყო, ყველას უყვარდა, ყველა ტირის, სადაც უვლია ყველგან იკითხეთ როგორი კარგი შვილი მყავდა. ყველა დადებითად ახასიათებს ჩემს გიოს. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ ჩვენი ოჯახის განადგურებისთვის.