საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობლებს მისი მსახიობობა არ უნდოდათ, დედ-მამა იურისტები ჰყავდა" - ბერტა ხაფავას ახდენილი ოცნება და როლები უკრაინასა და საქართველოში
"მშობლებს მისი მსახიობობა არ უნდოდათ, დედ-მამა იურისტები ჰყავდა" - ბერტა ხაფავას ახდენილი ოცნება და როლები უკრაინასა და საქართველოში

17 თე­ბერ­ვალს 83 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბულ არ­ტის­ტი ბერ­ტა ხა­ფა­ვა. 20 თე­ბერ­ვალს სა­ზო­გა­დო­ე­ბა საყ­ვა­რელ მსა­ხი­ობს და­ემ­შვი­დო­ბა. ბერ­ტა ხა­ფა­ვას მიერ თე­ატრსა და კი­ნო­ში შეს­რუ­ლე­ბულ რო­ლებს მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლია. თა­ვი­დან კი­ნო­ში თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ "ნატ­ვრის ხეში" გა­და­ი­ღო, ჭო­რი­კა­ნა ქა­ლის როლი ჰქონ­და, მერე ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ამ - "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვალ­ში" მე­ლა­ნოს როლ­ზე და­ამ­ტკი­ცა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით იყო ფილ­მე­ბი - "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა", "სა­მო­თხის გვრი­ტე­ბი"... "მოს­ფილმშიც" გა­და­ი­ღეს, უკ­რა­ი­ნა­ში 4-5 მთა­ვა­რი როლი აქვს ნა­თა­მა­შე­ვი. სულ 60-მდე მხატ­ვრულ ფილმშია გა­და­ღე­ბუ­ლი.

მისი კა­რი­ე­რა 1960 წელს და­ი­წყო. 50 წელ­ზე მეტი წელი მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში გა­ა­ტა­რა და სცე­ნა­ზე არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო როლი შექ­მნა. მა­ყუ­რე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს მისი ნა­მუ­შე­ვა­რი ფილ­მებ­ში: "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი", "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა", "სა­მო­თხის გვრი­ტე­ბი“...

  • "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვცხოვ­რობ­დი. ისე კი, რომ და­ვუკ­ვირ­დე, ჩემს თავს კარ­გად არც ვიც­ნობ... ვიცი, რომ ჯი­უ­ტი ვარ, მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად აუ­ცი­ლებ­ლად ვიბ­რძო­ლებ და მა­ინც მი­ვაღ­წევ" - ამ­ბობ­და ბერ­ტა ხა­ფა­ვა ქვე­მო ქარ­თლის ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მსა­ხი­ო­ბო­ბა ბავ­შვო­ბი­დან ჰქო­ნია აჩე­მე­ბუ­ლი, არ­ტის­ტე­ბის სუ­რა­თებს აგ­რო­ვებ­და, ჰყავ­და საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, თუმ­ცა გარ­შე­მო და არც სა­ნა­თე­სა­ვო­ში მსა­ხი­ო­ბი არა­ვინ ჰყო­ლია. მშობ­ლებს მისი მსა­ხი­ო­ბო­ბა არ უნ­დო­დათ.

"დედ-მამა იუ­რის­ტე­ბი იყ­ვნენ, უნ­დო­დათ, რომ სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა და ექი­მი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. იქ ორ­წლი­ა­ნი სტა­ჟი იყო სა­ჭი­რო. აბ­რე­შუ­მის ფაბ­რი­კის სკო­ლა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს და პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ო­ბა ონ­კო­ლო­გი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­მა­წყე­ბი­ნეს. სა­ო­პე­რა­ცი­ო­შიც მი­წევ­და შეს­ვლა, მაგ­რამ სის­ხლის და­ნახ­ვა­ზე ცუ­დად ვხდე­ბო­დი. სახ­ლში ვტი­რო­დი, ჩემ­გან ექი­მი არ დად­გე­ბა-მეთ­ქი. ბო­ლოს ჩემი გა­ვი­ტა­ნე და სა­ბუ­თე­ბი თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში შე­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ ვერ ჩა­ვა­ბა­რე, ვერც მე­ო­რე ცდა­ზე და მხო­ლოდ მე­სა­მედ გა­მი­მარ­თლა... ამით ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი სი­ხა­რუ­ლის პე­რი­ო­დი და­ი­წყო. პე­და­გო­გე­ბიც კარ­გი მყავ­და, კურ­სე­ლე­ბიც და ჯგუ­ფე­ლე­ბიც, მათ შო­რის იყ­ვნენ, გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვა, ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი...

ჩემი ჯგუ­ფის პე­და­გო­გი საშა მი­ქე­ლა­ძე იყო - ადა­მი­ა­ნი-ცო­ცხა­ლი ენ­ციკ­ლო­პე­დია, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი. ან­ტი­საბ­ჭო­თა გან­წყო­ბა ჰქონ­და, პირ­ში მთქმე­ლიც იყო და არა­ვის ერი­დე­ბო­და. მისი მო­სა­წო­ნი არ­ტის­ტი არც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობ­და და არც - სა­ზღვარ­გა­რეთ, მაგ­რამ ვინ­მეს ჩვენ­ზე ცუდი რომ ეთ­ქვა, არ აპა­ტი­ებ­და, მა­მა­სა­ვით გვერ­დით გვედ­გა - გვი­ცავ­და. პირ­ვე­ლად ინ­სტი­ტუ­ტის სცე­ნა­ზე ვთა­მა­შობ­დით. ჯერ მე­ო­თხე­კურ­სე­ლებ­თან მქონ­და პა­ტა­რა ეპი­ზო­დი, მდივ­ნის როლი იყო. სპექ­ტაკლს „დი­დე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლი“ ერ­ქვა. ჟან­რი ლო­ლაშ­ვი­ლის კურს გახ­ლდათ და ამ­თავ­რებ­დნენ. ჟან­რის კალ­თა­ში უნდა ჩავ­ჯდო­მო­დი, მაგ­რამ ეს ვერ გა­ვა­კე­თე. რე­ჟი­სორ­მა „ადი­ა­ლა“ და­კე­ცა და ჟან­რის მუხ­ლებ­ზე და­უ­დო და ახლა და­ჯე­ქიო. ამის შემ­დეგ თით­ქოს გავ­თა­ვი­სუფ­ლდი და რო­ლიც ვი­თა­მა­შე" - ღი­მი­ლით იხ­სე­ნებ­და მსა­ხი­ო­ბი, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა­ში იმ 2 წელს ნა­ნობ­და, რაც თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ბა­რე­ბას მო­ან­დო­მა.

"სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი"

"მაგ­რამ იმ ორ წელს და­კარ­გუ­ლად არ ვთვლი, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ისე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე ინ­სტი­ტუ­ტში ამას ვერც მი­ვი­ღებ­დი. იქ სცე­ნის თა­ნამ­შრო­მე­ლი ვი­ყა­ვი. რე­ჟი­სო­რე­ბის მუ­შა­ო­ბას ვეს­წრე­ბო­დი, მათ შო­რის, დოდო ალექ­სი­ძის, მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლის რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე დავ­დი­ო­დი. ეს დიდი გაკ­ვე­თი­ლე­ბი იყო. სცე­ნა­ზე კო­რი­ფე­ე­ბი იდ­გნენ - სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე და ვინ აღარ. თითო სპექ­ტაკ­ლი 10-10-ჯერ მა­ინც მაქვს ნა­ნა­ხი. მათ ყუ­რე­ბა­ში ვიზ­რდე­ბო­დი... ინ­სტი­ტუ­ტის შემ­დეგ გო­რის თე­ატ­რში რომ მი­ვე­დი, 4 წე­ლი­წა­დი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. არა­და, გა­სა­ო­ცა­რი იყო, ახალ­მო­სუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ხომ უნდა გა­მო­ე­ცა­დათ, ენა­ხათ, რა უნა­რე­ბის იყო, მაგ­რამ არა" - აღ­ნიშ­ნავ­და ქალ­ბა­ტო­ნი ბერ­ტა.

შემ­დეგ რე­ჟი­სორ­მა თენ­გიზ მა­ღა­ლაშ­ვილ­მა ბი­ჭის როლ­ზე და­ა­კა­ვა. გა­უკ­ვირ­და, ცოტა დაფრ­თხა კი­დეც, მაგ­რამ ითა­მა­შა... მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში მო­სულ ბავ­შვე­ბი ვერც კი ხვდე­ბოდ­ნენ, რომ ბი­ჭის როლს ქალი თა­მა­შობ­და.

"მერე ისევ ბიჭი ვი­თა­მა­შე, რო­მელ­საც უკვე ქა­ლის რო­ლე­ბი მოჰ­ყვა და მერი პო­პინ­სამ­დე ასე მი­ვე­დი... მსა­ხი­ო­ბი კი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არ ვცეკ­ვავ­დი და არ ვმღე­რო­დი. მერი პო­პინსზე რე­ჟი­სორ­მა ნანა ხა­ტის­კაც­მა ამიყ­ვა­ნა, ის თენ­გიზ მა­ღა­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე იყო... ნა­ნამ სა­ო­ცა­რი გარ­და­სახ­ვა შე­მაძ­ლე­ბი­ნა. როლ­ზე ქო­რე­ოგ­რაფ იური ზა­რეც­კის­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვეთ. დღე და ღამე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი მქონ­და იმის­თვის, რომ სპექ­ტაკლში მე­ცეკ­ვა და მემ­ღე­რა. სიმ­ღე­რაც მას­წავ­ლეს, გია ძნე­ლა­ძე იჯდა და მას­წავ­ლი­და. დიდი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად შევ­ძე­ლი და ვი­თა­მა­შე. მეც და სპექ­ტაკლსაც დიდი წარ­მა­ტებ ხვდა წი­ლად,“ - ამ­ბობ­და მსა­ხი­ო­ბი.

სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა"

  • არ დარ­ჩე­ნი­ლა რე­ჟი­სო­რი, სტუ­დენ­ტი, მო­წა­ფე, რომ მისი მერი პო­პინ­სი არ ენა­ხა და ბერ­ტა ხა­ფა­ვას არ­ტის­ტულ მო­ნა­ცე­მებს რე­ჟი­სო­რე­ბიც ფარ­თოდ მა­შინ გა­ეც­ნენ. სპექ­ტაკლს კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ოთარ იო­სე­ლი­ა­ნი რამ­დენ­ჯერ­მე დას­წრე­ბია. მერე კი ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას­თვის ურ­ჩე­ვია, „სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვალ­ზე“ (რო­მელ­საც მა­შინ იღებ­და), ერთ-ერთ როლ­ზე ეს მსა­ხი­ო­ბი აეყ­ვა­ნეო.

"ელ­და­რის შემ­დეგ, ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძემ თა­ვის ფილმში „რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ პი­რად სა­კი­თხებ­ზე“ პა­ტა­რა ეპი­ზოდ­ში გა­და­მი­ღო. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი კარ­ში თავს გა­მო­ყოფს და სრუ­ლად ჩანს მისი აწ­მყო, წარ­სუ­ლი და მო­მა­ვა­ლი - იმ გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ქა­ლის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა წა­მი­ე­რად იკი­თხე­ბა... თუ ეს შე­გიძ­ლია, მსა­ხი­ო­ბის­თვის უმაგ­რე­სი რამ არის... კი, არაფ­რის­გან რომ რა­ღა­ცას გა­ა­კე­თებ, ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვია და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა­საც გმა­ტებს... ეგ პა­წა­წი­ნა როლი ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

მერე იყო ფილ­მი "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა"... გო­დერ­ძი ჩო­ხელ­მა ოთხ ფილმში გა­და­მი­ღო - მათ შო­რი­საა „სა­მო­თხის გვრი­ტე­ბი,“ „აღ­დგო­მის ბატ­კა­ნი“... სა­ერ­თოდ, ორი­ვე მიყ­ვარს - კი­ნოც და თე­ატ­რიც... გა­მო­ვი­და, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ საქ­მეს მი­ვუ­ძღვე­ნი. მა­გის­თვის ვი­ყა­ვი, მეტი არაფ­რის­თვის, მეტი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. არც შვი­ლი, არც ქმა­რი, არც ოჯა­ხი. ქმა­რი, შვი­ლე­ბი და ოჯა­ხი ჩემი რო­ლე­ბია კი­ნო­სა და თე­ატ­რში,“ - თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ამ ეპი­ზო­დებ­ზე ბერ­ტა ხა­ფა­ვას არა­ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აქვს ნათ­ქვა­მი.

"სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა" და მისი პერ­სო­ნა­ჟი ანი­კო მსა­ხი­ო­ბის კი­ნო­კა­რი­ე­რა­ში მა­ყუ­რებ­ლი­სათ­ვის და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი აღ­მოჩ­ნდა.

"სა­ერ­თოდ არ ვე­ლო­დი და არ მე­გო­ნა, თუ ეს ფილ­მი აქამ­დე გაძ­ლებ­და. დღემ­დე გა­დის ეკ­რან­ზე და ხალ­ხი უყუ­რებს. ვმუ­შა­ობ­დი "მოს­ფილმშიც", უკ­რა­ი­ნა­ში 4 მთა­ვა­რი როლი მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი როლი შე­ვას­რუ­ლე, მაგ­რამ "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა" იყო ფილ­მი, რომ­ლი­თაც ხალ­ხი მცნობ­და. ქუ­ჩა­ში სულ მი­ღი­მოდ­ნენ... ტრან­სპორ­ტში მო­უ­ძა­ხე­ბი­ათ: "დი­ლას მწვა­ნი­ლი, სა­ღა­მოს მწვა­ნი­ლი", "კია, კი­ა­აა"... სულ ვფიქ­რობ, რომ უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო თე­ატ­რშიც და კი­ნო­შიც, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს მხო­ლოდ მსა­ხი­ობ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. არა­და, ერთი შე­ხედ­ვით, მოც­ლი­თაც არ ვყო­ფილ­ვარ, მუდ­მი­ვად ვმუ­შა­ობ­დი. იყო დრო, როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი წუ­თიც კი არ მქონ­და.

"სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვალს" რომ ვი­ღებ­დით, პა­რა­ლე­ლუ­რად ვთა­მა­შობ­დი თე­ატ­რში და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მქონ­და. ღა­მით მა­ტა­რე­ბელ­ზე ვჯდე­ბო­დი, რომ დი­ლას ჭი­ა­თუ­რა­ში ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი. ასე­თი რე­ჟი­მი მქონ­და და არ ვიღ­ლე­ბო­დი, საქ­მე­საც ვა­კე­თებ­დი. გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ამ ფილმში "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა“ თა­ვი­სუფ­ლე­ბა მომ­ცა. მეც უკან არ და­მი­ხე­ვია. ხში­რად უთ­ქვამთ, სახ­ლის ჭერ­ში ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი სცე­ნა რო­გორ გა­და­ი­ღეო...

ამას ახლა რომ ვუ­ყუ­რებ, მეც მიკ­ვირს. ბევ­რი დუბ­ლი დას­ჭირ­და, ხე­ლე­ბი გა­და­ტყა­ვე­ბუ­ლი მქონ­და. რის­კი­ა­ნი სცე­ნაც იყო, მაგ­რამ წვა­ლე­ბად ღირ­და. „ჩულ­ქის" რე­ზი­ნი ჩე­მით წა­მო­ვიც­ვი, ასე სა­სა­ცი­ლოდ რომ ჩანს ქვე­მო­დან... შე­უ­და­რე­ბელ კახი კავ­სა­ძე­ზე ხომ ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია, სა­ო­ცა­რი პარტნი­ო­რო­ბა გა­მი­წია“ - იხ­სე­ნებ­და მსა­ხი­ო­ბი. ბერ­ტა ხა­ფა­ვა ბოლო წლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი,“ სა­დაც ბა­ქარ ორ­ჯო­ნი­კი­ძის ბე­ბია იყო.

2013 წლის 18 მა­ისს მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის წინ ბერ­ტა ხა­ფა­ვას ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა.

  • AMBEBI.GE მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და სამ­ძი­მარს უცხა­დებს მსა­ხი­ო­ბის ოჯახს
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მშობლებს მისი მსახიობობა არ უნდოდათ, დედ-მამა იურისტები ჰყავდა" - ბერტა ხაფავას ახდენილი ოცნება და როლები უკრაინასა და საქართველოში

"მშობლებს მისი მსახიობობა არ უნდოდათ, დედ-მამა იურისტები ჰყავდა" - ბერტა ხაფავას ახდენილი ოცნება და როლები უკრაინასა და საქართველოში

17 თებერვალს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებულ არტისტი ბერტა ხაფავა. 20 თებერვალს საზოგადოება საყვარელ მსახიობს დაემშვიდობა. ბერტა ხაფავას მიერ თეატრსა და კინოში შესრულებულ როლებს მაყურებელი კარგად იცნობს, რადგან თითოეული დასამახსოვრებელი და გამორჩეულია. თავიდან კინოში თენგიზ აბულაძემ "ნატვრის ხეში" გადაიღო, ჭორიკანა ქალის როლი ჰქონდა, მერე ელდარ შენგელაიამ - "სამანიშვილის დედინაცვალში" მელანოს როლზე დაამტკიცა.

მოგვიანებით იყო ფილმები - "სიყვარული ყველას უნდა", "სამოთხის გვრიტები"... "მოსფილმშიც" გადაიღეს, უკრაინაში 4-5 მთავარი როლი აქვს ნათამაშევი. სულ 60-მდე მხატვრულ ფილმშია გადაღებული.

მისი კარიერა 1960 წელს დაიწყო. 50 წელზე მეტი წელი მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაატარა და სცენაზე არაერთი საინტერესო როლი შექმნა. მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს მისი ნამუშევარი ფილმებში: "სამანიშვილის დედინაცვალი", "სიყვარული ყველას უნდა", "სამოთხის გვრიტები“...

  • "ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მთელი ცხოვრება ჩვეულებრივად ვცხოვრობდი. ისე კი, რომ დავუკვირდე, ჩემს თავს კარგად არც ვიცნობ... ვიცი, რომ ჯიუტი ვარ, მიზნის მისაღწევად აუცილებლად ვიბრძოლებ და მაინც მივაღწევ" - ამბობდა ბერტა ხაფავა ქვემო ქართლის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მსახიობობა ბავშვობიდან ჰქონია აჩემებული, არტისტების სურათებს აგროვებდა, ჰყავდა საყვარელი მსახიობები, თუმცა გარშემო და არც სანათესავოში მსახიობი არავინ ჰყოლია. მშობლებს მისი მსახიობობა არ უნდოდათ.

"დედ-მამა იურისტები იყვნენ, უნდოდათ, რომ სამედიცინო ინსტიტუტში ჩამებარებინა და ექიმი გამოვსულიყავი. იქ ორწლიანი სტაჟი იყო საჭირო. აბრეშუმის ფაბრიკის სკოლაში გადამიყვანეს და პარალელურად მუშაობა ონკოლოგიურ საავადმყოფოში დამაწყებინეს. საოპერაციოშიც მიწევდა შესვლა, მაგრამ სისხლის დანახვაზე ცუდად ვხდებოდი. სახლში ვტიროდი, ჩემგან ექიმი არ დადგება-მეთქი. ბოლოს ჩემი გავიტანე და საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში შევიტანე, მაგრამ ვერ ჩავაბარე, ვერც მეორე ცდაზე და მხოლოდ მესამედ გამიმართლა... ამით ჩემს ცხოვრებაში დიდი სიხარულის პერიოდი დაიწყო. პედაგოგებიც კარგი მყავდა, კურსელებიც და ჯგუფელებიც, მათ შორის იყვნენ, გურამ ფირცხალავა, ნათელა მაჭავარიანი...

ჩემი ჯგუფის პედაგოგი საშა მიქელაძე იყო - ადამიანი-ცოცხალი ენციკლოპედია, ძალიან ჭკვიანი და განათლებული. ანტისაბჭოთა განწყობა ჰქონდა, პირში მთქმელიც იყო და არავის ერიდებოდა. მისი მოსაწონი არტისტი არც საქართველოში არსებობდა და არც - საზღვარგარეთ, მაგრამ ვინმეს ჩვენზე ცუდი რომ ეთქვა, არ აპატიებდა, მამასავით გვერდით გვედგა - გვიცავდა. პირველად ინსტიტუტის სცენაზე ვთამაშობდით. ჯერ მეოთხეკურსელებთან მქონდა პატარა ეპიზოდი, მდივნის როლი იყო. სპექტაკლს „დიდების გამყიდველი“ ერქვა. ჟანრი ლოლაშვილის კურს გახლდათ და ამთავრებდნენ. ჟანრის კალთაში უნდა ჩავჯდომოდი, მაგრამ ეს ვერ გავაკეთე. რეჟისორმა „ადიალა“ დაკეცა და ჟანრის მუხლებზე დაუდო და ახლა დაჯექიო. ამის შემდეგ თითქოს გავთავისუფლდი და როლიც ვითამაშე" - ღიმილით იხსენებდა მსახიობი, თუმცა ცხოვრებაში იმ 2 წელს ნანობდა, რაც თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებას მოანდომა.

"სამანიშვილის დედინაცვალი"

"მაგრამ იმ ორ წელს დაკარგულად არ ვთვლი, რუსთაველის თეატრში ისეთი გამოცდილება მივიღე ინსტიტუტში ამას ვერც მივიღებდი. იქ სცენის თანამშრომელი ვიყავი. რეჟისორების მუშაობას ვესწრებოდი, მათ შორის, დოდო ალექსიძის, მიშა თუმანიშვილის რეპეტიციებზე დავდიოდი. ეს დიდი გაკვეთილები იყო. სცენაზე კორიფეები იდგნენ - სერგო ზაქარიაძე, რამაზ ჩხიკვაძე და ვინ აღარ. თითო სპექტაკლი 10-10-ჯერ მაინც მაქვს ნანახი. მათ ყურებაში ვიზრდებოდი... ინსტიტუტის შემდეგ გორის თეატრში რომ მივედი, 4 წელიწადი არაფერი გამიკეთებია. არადა, გასაოცარი იყო, ახალმოსული მსახიობი ხომ უნდა გამოეცადათ, ენახათ, რა უნარების იყო, მაგრამ არა" - აღნიშნავდა ქალბატონი ბერტა.

შემდეგ რეჟისორმა თენგიზ მაღალაშვილმა ბიჭის როლზე დააკავა. გაუკვირდა, ცოტა დაფრთხა კიდეც, მაგრამ ითამაშა... მოზარდ მაყურებელთა თეატრში მოსულ ბავშვები ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ბიჭის როლს ქალი თამაშობდა.

"მერე ისევ ბიჭი ვითამაშე, რომელსაც უკვე ქალის როლები მოჰყვა და მერი პოპინსამდე ასე მივედი... მსახიობი კი ვიყავი, მაგრამ არ ვცეკვავდი და არ ვმღეროდი. მერი პოპინსზე რეჟისორმა ნანა ხატისკაცმა ამიყვანა, ის თენგიზ მაღალაშვილის მეუღლე იყო... ნანამ საოცარი გარდასახვა შემაძლებინა. როლზე ქორეოგრაფ იური ზარეცკისთან ერთად ვიმუშავეთ. დღე და ღამე გაერთიანებული მქონდა იმისთვის, რომ სპექტაკლში მეცეკვა და მემღერა. სიმღერაც მასწავლეს, გია ძნელაძე იჯდა და მასწავლიდა. დიდი მუშაობის შემდეგ ყველაფერი ერთად შევძელი და ვითამაშე. მეც და სპექტაკლსაც დიდი წარმატებ ხვდა წილად,“ - ამბობდა მსახიობი.

სიყვარული ყველას უნდა"

  • არ დარჩენილა რეჟისორი, სტუდენტი, მოწაფე, რომ მისი მერი პოპინსი არ ენახა და ბერტა ხაფავას არტისტულ მონაცემებს რეჟისორებიც ფართოდ მაშინ გაეცნენ. სპექტაკლს კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი რამდენჯერმე დასწრებია. მერე კი ელდარ შენგელაიასთვის ურჩევია, „სამანიშვილის დედინაცვალზე“ (რომელსაც მაშინ იღებდა), ერთ-ერთ როლზე ეს მსახიობი აეყვანეო.

"ელდარის შემდეგ, ლანა ღოღობერიძემ თავის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ პატარა ეპიზოდში გადამიღო. ჩემი პერსონაჟი კარში თავს გამოყოფს და სრულად ჩანს მისი აწმყო, წარსული და მომავალი - იმ გაუბედურებული ქალის მთელი ცხოვრება წამიერად იკითხება... თუ ეს შეგიძლია, მსახიობისთვის უმაგრესი რამ არის... კი, არაფრისგან რომ რაღაცას გააკეთებ, ეს შესანიშნავია და თავდაჯერებულობასაც გმატებს... ეგ პაწაწინა როლი ყველაზე ძალიან მიყვარს.

მერე იყო ფილმი "სიყვარული ყველას უნდა"... გოდერძი ჩოხელმა ოთხ ფილმში გადამიღო - მათ შორისაა „სამოთხის გვრიტები,“ „აღდგომის ბატკანი“... საერთოდ, ორივე მიყვარს - კინოც და თეატრიც... გამოვიდა, რომ მთელი ცხოვრება ამ საქმეს მივუძღვენი. მაგისთვის ვიყავი, მეტი არაფრისთვის, მეტი არაფერი გამიკეთებია. არც შვილი, არც ქმარი, არც ოჯახი. ქმარი, შვილები და ოჯახი ჩემი როლებია კინოსა და თეატრში,“ - თავისი ცხოვრების ამ ეპიზოდებზე ბერტა ხაფავას არაერთ ინტერვიუში აქვს ნათქვამი.

"სიყვარული ყველას უნდა" და მისი პერსონაჟი ანიკო მსახიობის კინოკარიერაში მაყურებლისათვის დასამახსოვრებელი და საყვარელი პერსონაჟი აღმოჩნდა.

"საერთოდ არ ველოდი და არ მეგონა, თუ ეს ფილმი აქამდე გაძლებდა. დღემდე გადის ეკრანზე და ხალხი უყურებს. ვმუშაობდი "მოსფილმშიც", უკრაინაში 4 მთავარი როლი მაქვს ნათამაშები, საქართველოში არაერთი როლი შევასრულე, მაგრამ "სიყვარული ყველას უნდა" იყო ფილმი, რომლითაც ხალხი მცნობდა. ქუჩაში სულ მიღიმოდნენ... ტრანსპორტში მოუძახებიათ: "დილას მწვანილი, საღამოს მწვანილი", "კია, კიააა"... სულ ვფიქრობ, რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო თეატრშიც და კინოშიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მსახიობზე არ არის დამოკიდებული. არადა, ერთი შეხედვით, მოცლითაც არ ვყოფილვარ, მუდმივად ვმუშაობდი. იყო დრო, როცა თავისუფალი წუთიც კი არ მქონდა.

"სამანიშვილის დედინაცვალს" რომ ვიღებდით, პარალელურად ვთამაშობდი თეატრში და ტელევიზიაში რეპეტიციები მქონდა. ღამით მატარებელზე ვჯდებოდი, რომ დილას ჭიათურაში ფილმის გადაღებაზე ჩავსულიყავი. ასეთი რეჟიმი მქონდა და არ ვიღლებოდი, საქმესაც ვაკეთებდი. გიორგი შენგელაიამ ფილმში "სიყვარული ყველას უნდა“ თავისუფლება მომცა. მეც უკან არ დამიხევია. ხშირად უთქვამთ, სახლის ჭერში ჩამოკიდებული სცენა როგორ გადაიღეო...

ამას ახლა რომ ვუყურებ, მეც მიკვირს. ბევრი დუბლი დასჭირდა, ხელები გადატყავებული მქონდა. რისკიანი სცენაც იყო, მაგრამ წვალებად ღირდა. „ჩულქის" რეზინი ჩემით წამოვიცვი, ასე სასაცილოდ რომ ჩანს ქვემოდან... შეუდარებელ კახი კავსაძეზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, საოცარი პარტნიორობა გამიწია“ - იხსენებდა მსახიობი. ბერტა ხაფავა ბოლო წლებში მონაწილეობდა პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები,“ სადაც ბაქარ ორჯონიკიძის ბებია იყო.

2013 წლის 18 მაისს მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ ბერტა ხაფავას ვარსკვლავი გაიხსნა.

  • AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს მსახიობის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მსახიობის ოჯახს