მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩვეულებრივი ადამიანების სულისშემძვრელი ისტორიები, ომის საშინელება და ნამდვილი გმირები - უკრაინული დოკუმენტური ფილმი "დოვგა დობა" "პალიტრანიუსის" ეთერში
ჩვეულებრივი ადამიანების სულისშემძვრელი ისტორიები, ომის საშინელება და ნამდვილი გმირები - უკრაინული დოკუმენტური ფილმი "დოვგა დობა" "პალიტრანიუსის" ეთერში

2022 წლის 24 თე­ბერ­ვლის დი­ლას, უკ­რა­ი­ნის ცი­დან ბომ­ბე­ბის წვი­მა წა­მო­ვი­და. შიში და პა­ნი­კა მთელ ქვე­ყა­ნას მო­ე­დო. ეს ის დღეა, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა სა­მუ­და­მოდ შე­იც­ვა­ლა.

ამ ტრა­გი­კულ მოვ­ლე­ნებს და რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის სა­ში­ნე­ლე­ბას ასა­ხავს დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი "დოვ­გა დობა", რომ­ლის რე­ჟი­სო­რი ალან ბა­დო­ე­ვია. ფილ­მის უნი­კა­ლუ­რო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ის შე­იქ­მნა უკ­რა­ი­ნე­ლი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი, 200 სა­ა­თი­ა­ნი ვი­დეო-მა­სა­ლის­გან, რო­მე­ლიც 12,000-მა უკ­რა­ი­ნელ­მა სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბით გა­და­ი­ღო. ფილ­მის არც ერთი კად­რი არ არის დად­გმუ­ლი სცე­ნა, ეს არის რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძოდ­ნენ. ზოგ­მა ეს შეძ­ლო, ზოგი კი ომს შე­ე­წი­რა. ალან ბა­დო­ევ­მა და მის­მა გუნ­დმა ამ უნი­კა­ლუ­რი მა­სა­ლი­დან შექ­მნეს დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს ომის სა­ში­ნე­ლე­ბებ­სა და ადა­მი­ა­ნურ ტრა­გე­დი­ებს უშუ­ა­ლოდ აც­ნობს.

ფილმში ნაჩ­ვე­ნე­ბია სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქე­ბი­სა და სოფ­ლე­ბის მცხოვ­რებ­თა ის­ტო­რი­ე­ბი, მათ შო­რი­საა მა­რი­უ­პო­ლი, ჩერ­ნი­გო­ვი და ხერ­სო­ნი. ფილ­მის გმი­რე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. მა­გა­ლი­თად, ანა კორ­ჟო­ვა, რო­მე­ლიც ეკ­რა­ნი­დან მოგ­მარ­თავს: "გთხოვთ, მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან". მისი საქმრო, რო­მელ­მაც წი­ნას­წარ შე­უკ­ვე­თა ყვა­ვი­ლე­ბი მათი ქორ­წი­ნე­ბის დღის­თვის, ომში და­ი­ღუ­პა. ანამ თა­ი­გულ­ზე ადრე მი­ი­ღო მისი და­ღუპ­ვის ცნო­ბა, რა­საც მოჰ­ყვა ყვა­ვი­ლე­ბი და წე­რი­ლი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­გან.

ფილმში ბევრ ასეთ ის­ტო­რი­ას ნა­ხავთ. "დოვ­გა დობა" არის ფილ­მი, რო­მე­ლიც გვახ­სე­ნებს ომის ნამ­დვილ ფასს და ადა­მი­ა­ნის სუ­ლის სიმ­ტკი­ცეს. ეს არის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ.

ფილ­მის პრე­მი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში იგეგ­მე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რი, ლე­ვან ტა­ბა­ტა­ძე გვე­სა­უბ­რა:

რა­შია ამ ფილ­მის უნი­კა­ლუ­რო­ბა და მო­ი­პო­ვეთ მისი ჩვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა?

24 თე­ბერ­ვლის­თვის რა თქმა უნდა, წი­ნას­წარ ვემ­ზა­დე­ბო­დით, ვგეგ­მავ­დით სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერს. ძა­ლი­ან გვინ­დო­და, ეს ფილ­მი ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს ენა­ხა და უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩოს და­ვუ­კავ­შირ­დით. უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩოს პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი, ტა­ტი­ა­ნა კო­ლო­ტი­ლო­ვა დაგ­ვეხ­მა­რა, რომ ამ ფილ­მის რე­ჟი­სორს დავ­კავ­ში­რე­ბო­დით, რის­თვი­საც მინ­და უდი­დე­სი მად­ლო­ბა ვუ­თხრა მას და უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩოს.

ფილ­მის რე­ჟი­სორ­მა, ალან ბა­დო­ევ­მა 12000 უკ­რა­ი­ნე­ლის გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი შეკ­რი­ბა და 200 სა­ა­თი­ა­ნი ვი­დეო მა­სა­ლი­დან, 2 სა­ა­თი­ა­ნი სა­ო­ცა­რი ფილ­მი შექ­მნა. ოპე­რა­ტო­რე­ბი თა­ვად უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხია, ვინც ომის ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ი­ა­რა. ფილ­მის პერ­სო­ნა­ჟე­ბიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ტე­ლე­ფო­ნე­ბით იღებ­დნენ თა­ვი­ანთ უმ­ძი­მეს ყო­ფას და გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­დნენ.

ფილ­მის რე­ჟი­სო­რი, ალან ბა­დო­ე­ვი

რო­გო­რი იყო ემო­ცი­ე­ბი, როცა პირ­ვე­ლად ნა­ხეთ ფილ­მი?

თუ გინ­და რომ ომის სა­ში­ნე­ლე­ბა სრუ­ლად გა­ი­აზ­რო, ეს ფილ­მი უნდა ნახო. მე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის ძა­ლი­ან დიდი მოყ­ვა­რუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან ბევ­რნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი მაქვს ნა­ნა­ხი, მაგ­რამ „დოვ­გა დობა“ უნი­კა­ლუ­რია. აქ არა­ფე­რი არ არის დად­გმუ­ლი, არც ერთი კად­რი არ არის მო­გო­ნი­ლი. ეს არ არის უბ­რა­ლოდ ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად და­ლა­გე­ბუ­ლი ვი­დეო მა­სა­ლა, ეს არის ის­ტო­რი­ე­ბი ომის და­წყე­ბამ­დე და მერე, ეს ის­ტო­რი­ე­ბი შენს თვალ­წინ ვი­თარ­დე­ბა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან. ზოგს გა­უ­მარ­თლა და გა­დარ­ჩა, ზოგი კი ომს შე­ე­წი­რა. ფილ­მი ბევრ ძა­ლი­ან ემო­ცი­ურ და მძი­მე კად­რებს შე­ი­ცავს, ხე­დავ, რო­გორ ტრა­გი­კუ­ლად ას­რუ­ლებს სი­ცო­ცხლეს, ამ ის­ტო­რი­ის მო­ნა­წი­ლე.

ეს ფილ­მი არა მხო­ლოდ ომის ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა, არა­მედ ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ბრძო­ლას გა­დარ­ჩე­ნის­თვის. ნა­ხავთ, რო­გორ იმა­ლე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი სარ­და­ფებ­ში, რო­გორ ცდი­ლობ­დნენ გა­დარ­ჩე­ნას და­ბომბვე­ბის დროს, ნან­გრე­ვებ­ში. გა­ნად­გუ­რე­ბულ ქა­ლა­ქებ­ში. თი­თო­ე­უ­ლი ის­ტო­რია რე­ა­ლუ­რია, ყვე­ლა­ზე გულ­წრფე­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა ნახო.

ფილ­მი ქა­ლა­ქე­ბის მი­ხედ­ვი­თაა და­ყო­ფი­ლი და ასა­ხავს გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მო­მენ­ტებს, მა­გა­ლი­თად, ხერ­სო­ნის და­ბომბვას. ეს ქა­ლა­ქი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­მა­მა­ცით გა­მო­ირ­ჩე­ო­და – რუ­სუ­ლი არ­მია უკვე შე­სუ­ლი იყო, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა უკომ­პრო­მი­სო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს. უია­რა­ღო ადა­მი­ა­ნე­ბი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვიდ­ნენ, მტერს წინ აღუდ­გნენ და ტან­კებს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბო­და, თუმ­ცა მათ მძი­მე ფასი ჰქონ­და – ერთ-ერთი ასე­თი გა­მოს­ვლის დროს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დახ­ვრი­ტეს, ფილ­მის ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟიც სწო­რედ ამ აქ­ცი­ებს ემსხვერ­პლა.

ფილ­მის დრა­მა­ტურ­გი­ა­ზე რას გვე­ტყვით?

ფილ­მი სა­ო­ცარ დრა­მა­ტურ­გი­ას გვთა­ვა­ზობს. აქ არის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ე­ბიც, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის, ბრძო­ლი­სა და მებ­რძო­ლე­ბის ამ­ბე­ბი. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი ის­ტო­რია ეხე­ბა წყვილს, რო­მე­ლიც ომის ფონ­ზე ცდი­ლობ­და ერ­თად ყოფ­ნის იმე­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. წყვილს ქორ­წი­ლის თა­რი­ღი ჰქონ­დათ და­ნიშ­ნუ­ლი, მაგ­რამ ბიჭი ფრონტზე აღ­მოჩ­ნდა. მან კუ­რი­ე­რის მეშ­ვე­ო­ბით ყვა­ვი­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნა სა­ცო­ლეს, მაგ­რამ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავ­მა ყვა­ვი­ლებ­ზე ადრე მი­აღ­წია გო­გო­ნამ­დე. ეს მისი უკა­ნას­კნე­ლი გზავ­ნი­ლი აღ­მოჩ­ნდა შეყ­ვა­რე­ბულ­თან.

ფილმში ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ის­ტო­რი­აა ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად მო­თხრო­ბი­ლი. ბევ­რი სცე­ნა, რო­მელ­საც ამ ფილმში ნა­ხავთ, შე­საძ­ლოა ფრაგ­მენ­ტუ­ლად ად­რეც შეგ­ხვედ­რი­ათ, მაგ­რამ აქ მათ სრუ­ლი­ად ახალ კონ­ტექ­სტში იხი­ლავთ. ეს ფილ­მი სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ და­ი­ნა­ხოთ ის, რაც კად­რის მიღ­მა იმა­ლე­ბო­და – რა ხდე­ბო­და მა­ნამ­დე, რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი და რა გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვა. ეს არა მხო­ლოდ დო­კუ­მენ­ტუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბი, არა­მედ რე­ა­ლუ­რი ამ­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც გულ­გრილს არა­ვის და­ტო­ვებს.

ფილ­მი ერ­თგვა­რი მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მი­მართ. მათი ტკი­ვი­ლი ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო­საა – ის ჩვე­ნი ახლო წარ­სუ­ლის გრძნო­ბებს გვახ­სე­ნებს. იმ რე­ა­ლო­ბას, რო­მე­ლიც ჩვენც გა­მოგ­ვიც­დია.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ის­ტო­რია ეხე­ბა ქალს, რო­მე­ლიც ბავ­შვთან და ძაღ­ლთან ერ­თად ცდი­ლობს გა­დარ­ჩე­ნას დაც­ლილ ქა­ლაქ­ში. იგი ყო­ველ­დღე იღებ­და ვი­დე­ო­ებს, ცდი­ლობ­და ბავ­შვის გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი ინ­გრე­ო­და. ფილ­მი ასეთ რე­ა­ლურ და ემო­ცი­ურ ის­ტო­რი­ებს აერ­თი­ა­ნებს – ეს არის ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნის მცდე­ლო­ბა, ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის იმე­დი, რო­მე­ლიც ომის ფონ­ზე იბა­დე­ბა.

ამ დო­კუ­მენ­ტურ­მა ფილმმა იმ­დე­ნი მა­სა­ლა მო­აგ­რო­ვა, რომ მისი ყო­ვე­ლი კად­რი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ის­ტო­რი­აა. კად­რე­ბის მას­შტა­ბუ­რო­ბით, ფილ­მი შე­გახ­სე­ნებთ „შინდლე­რის სიას“ – ის სცე­ნე­ბი, სა­დაც ხალ­ხი ჩან­თე­ბით, სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ცდი­ლობს და­ბომბვე­ბი­სა და ცე­ცხლის წერ­ტი­ლე­ბის და­ტო­ვე­ბას. მა­ტა­რებ­ლის სად­გუ­რე­ბი, სა­დაც ად­გი­ლი აღარ არის, ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს ეკ­ვრის, მხო­ლოდ ერთი იმე­დით – რო­გორ­მე გა­ე­ცა­ლონ ომის ზო­ნას.

ამ სცე­ნებს ვე­რა­ვინ დად­გამს. ვერც ერთი რე­ჟი­სო­რი ვერ გა­და­ი­ღებს, ვერც ერთი მსა­ხი­ო­ბი ვერ ითა­მა­შებს იმ ემო­ცი­ებს, რაც ამ ფილმშია ასა­ხუ­ლი. ეს არ არის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი დრა­მა – ეს არის ნამ­დვი­ლი ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც ომის პი­რო­ბებ­ში გა­და­ი­ღეს ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მო­ცა­დეს მისი სი­სას­ტი­კე. სწო­რედ ამი­ტომ, ეს ფილ­მი უნი­კა­ლუ­რია – ის მა­ყუ­რე­ბელს არა­მარ­ტო და­ა­ნა­ხებს ომის სა­ში­ნე­ლე­ბას, არა­მედ აგ­რძნო­ბი­ნებს მას.

რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ ფილ­მის ადაპ­ტა­ცია ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის?

ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, იმის­თვის, რომ ჩვე­ნი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის­თვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის ფილ­მს ადაპ­ტა­ცია და­ჭირ­და. 2 სა­ა­თი­ა­ნი ფილ­მი ვთარ­გმნეთ და გავ­ტიტ­რეთ ქარ­თულ ენა­ზე. ვინც რუ­სუ­ლი არ იცის, ისიც შეძ­ლებს ყუ­რე­ბას.

რო­დის შედ­გე­ბა ფილ­მის ჩვე­ნე­ბა?

„დოვ­გა დობა“ ექ­სკლუ­ზი­უ­რად მხო­ლოდ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში გავა. უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის დღეს, 24 თე­ბერ­ვალს, 23:00 სთზე. გან­მე­ო­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა იქ­ნე­ბა ოთხშა­ბათს, 23:00 სთ. და კვი­რას 23:00 სთ-ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ჩვეულებრივი ადამიანების სულისშემძვრელი ისტორიები, ომის საშინელება და ნამდვილი გმირები - უკრაინული დოკუმენტური ფილმი "დოვგა დობა" "პალიტრანიუსის" ეთერში

ჩვეულებრივი ადამიანების სულისშემძვრელი ისტორიები, ომის საშინელება და ნამდვილი გმირები - უკრაინული დოკუმენტური ფილმი "დოვგა დობა" "პალიტრანიუსის" ეთერში

2022 წლის 24 თებერვლის დილას, უკრაინის ციდან ბომბების წვიმა წამოვიდა. შიში და პანიკა მთელ ქვეყანას მოედო. ეს ის დღეა, როდესაც უკრაინელების ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.

ამ ტრაგიკულ მოვლენებს და რუსეთ-უკრაინის ომის საშინელებას ასახავს დოკუმენტური ფილმი "დოვგა დობა", რომლის რეჟისორი ალან ბადოევია. ფილმის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის შეიქმნა უკრაინელი მაცხოვრებლების მიერ გადაღებული, 200 საათიანი ვიდეო-მასალისგან, რომელიც 12,000-მა უკრაინელმა საკუთარი ტელეფონებით გადაიღო. ფილმის არც ერთი კადრი არ არის დადგმული სცენა, ეს არის რეალური ადამიანების რეალური ისტორიები, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძოდნენ. ზოგმა ეს შეძლო, ზოგი კი ომს შეეწირა. ალან ბადოევმა და მისმა გუნდმა ამ უნიკალური მასალიდან შექმნეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც მაყურებელს ომის საშინელებებსა და ადამიანურ ტრაგედიებს უშუალოდ აცნობს.

ფილმში ნაჩვენებია სხვადასხვა ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებთა ისტორიები, მათ შორისაა მარიუპოლი, ჩერნიგოვი და ხერსონი. ფილმის გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მაგალითად, ანა კორჟოვა, რომელიც ეკრანიდან მოგმართავს: "გთხოვთ, მეტი დრო გაატარეთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან". მისი საქმრო, რომელმაც წინასწარ შეუკვეთა ყვავილები მათი ქორწინების დღისთვის, ომში დაიღუპა. ანამ თაიგულზე ადრე მიიღო მისი დაღუპვის ცნობა, რასაც მოჰყვა ყვავილები და წერილი, საყვარელი ადამიანისგან.

ფილმში ბევრ ასეთ ისტორიას ნახავთ. "დოვგა დობა" არის ფილმი, რომელიც გვახსენებს ომის ნამდვილ ფასს და ადამიანის სულის სიმტკიცეს. ეს არის ისტორია, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ.

ფილმის პრემიერა საქართველოში „პალიტრანიუსის“ ეთერში იგეგმება. ამასთან დაკავშირებით, ტელევიზიის დირექტორი, ლევან ტაბატაძე გვესაუბრა:

რაშია ამ ფილმის უნიკალურობა და მოიპოვეთ მისი ჩვენების უფლება?

24 თებერვლისთვის რა თქმა უნდა, წინასწარ ვემზადებოდით, ვგეგმავდით სატელევიზიო ეთერს. ძალიან გვინდოდა, ეს ფილმი ქართველ მაყურებელს ენახა და უკრაინის საელჩოს დავუკავშირდით. უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი, ტატიანა კოლოტილოვა დაგვეხმარა, რომ ამ ფილმის რეჟისორს დავკავშირებოდით, რისთვისაც მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრა მას და უკრაინის საელჩოს.

ფილმის რეჟისორმა, ალან ბადოევმა 12000 უკრაინელის გადაღებული ვიდეოები შეკრიბა და 200 საათიანი ვიდეო მასალიდან, 2 საათიანი საოცარი ფილმი შექმნა. ოპერატორები თავად უკრაინელი ხალხია, ვინც ომის ჯოჯოხეთი გამოიარა. ფილმის პერსონაჟებიც ჩვეულებრივი უკრაინელები არიან, რომლებიც ტელეფონებით იღებდნენ თავიანთ უმძიმეს ყოფას და გადარჩენას ცდილობდნენ.

ფილმის რეჟისორი, ალან ბადოევი

როგორი იყო ემოციები, როცა პირველად ნახეთ ფილმი?

თუ გინდა რომ ომის საშინელება სრულად გაიაზრო, ეს ფილმი უნდა ნახო. მე დოკუმენტური ფილმების ძალიან დიდი მოყვარული ვარ, ძალიან ბევრნაირი დოკუმენტური ფილმი მაქვს ნანახი, მაგრამ „დოვგა დობა“ უნიკალურია. აქ არაფერი არ არის დადგმული, არც ერთი კადრი არ არის მოგონილი. ეს არ არის უბრალოდ ქრონოლოგიურად დალაგებული ვიდეო მასალა, ეს არის ისტორიები ომის დაწყებამდე და მერე, ეს ისტორიები შენს თვალწინ ვითარდება. ძალიან საინტერესო პერსონაჟები არიან. ზოგს გაუმართლა და გადარჩა, ზოგი კი ომს შეეწირა. ფილმი ბევრ ძალიან ემოციურ და მძიმე კადრებს შეიცავს, ხედავ, როგორ ტრაგიკულად ასრულებს სიცოცხლეს, ამ ისტორიის მონაწილე.

ეს ფილმი არა მხოლოდ ომის ამბავს გვიყვება, არამედ ადამიანების ყოველდღიურ ბრძოლას გადარჩენისთვის. ნახავთ, როგორ იმალებოდნენ ადამიანები სარდაფებში, როგორ ცდილობდნენ გადარჩენას დაბომბვების დროს, ნანგრევებში. განადგურებულ ქალაქებში. თითოეული ისტორია რეალურია, ყველაზე გულწრფელი, რაც შეიძლება ნახო.

ფილმი ქალაქების მიხედვითაა დაყოფილი და ასახავს განსაკუთრებით მძიმე მომენტებს, მაგალითად, ხერსონის დაბომბვას. ეს ქალაქი განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩეოდა – რუსული არმია უკვე შესული იყო, მაგრამ უკრაინელებმა უკომპრომისო წინააღმდეგობა გაუწიეს. უიარაღო ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ, მტერს წინ აღუდგნენ და ტანკებს დაუპირისპირდნენ. საპროტესტო აქციები იმართებოდა, თუმცა მათ მძიმე ფასი ჰქონდა – ერთ-ერთი ასეთი გამოსვლის დროს მშვიდობიანი მოქალაქეები დახვრიტეს, ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟიც სწორედ ამ აქციებს ემსხვერპლა.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Ftvpalitranews%2Fvideos%2F9326267870745152%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

ფილმის დრამატურგიაზე რას გვეტყვით?

ფილმი საოცარ დრამატურგიას გვთავაზობს. აქ არის სიყვარულის ისტორიებიც, ყოველდღიურობის, ბრძოლისა და მებრძოლების ამბები. ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი ისტორია ეხება წყვილს, რომელიც ომის ფონზე ცდილობდა ერთად ყოფნის იმედის შენარჩუნებას. წყვილს ქორწილის თარიღი ჰქონდათ დანიშნული, მაგრამ ბიჭი ფრონტზე აღმოჩნდა. მან კურიერის მეშვეობით ყვავილები გაუგზავნა საცოლეს, მაგრამ მისი გარდაცვალების ამბავმა ყვავილებზე ადრე მიაღწია გოგონამდე. ეს მისი უკანასკნელი გზავნილი აღმოჩნდა შეყვარებულთან.

ფილმში ბევრი ადამიანის ისტორიაა ქრონოლოგიურად მოთხრობილი. ბევრი სცენა, რომელსაც ამ ფილმში ნახავთ, შესაძლოა ფრაგმენტულად ადრეც შეგხვედრიათ, მაგრამ აქ მათ სრულიად ახალ კონტექსტში იხილავთ. ეს ფილმი საშუალებას გაძლევთ დაინახოთ ის, რაც კადრის მიღმა იმალებოდა – რა ხდებოდა მანამდე, როგორ განვითარდა მოვლენები და რა გაგრძელება მოჰყვა. ეს არა მხოლოდ დოკუმენტური ჩანაწერები, არამედ რეალური ამბებია, რომლებიც გულგრილს არავის დატოვებს.

ფილმი ერთგვარი მხარდაჭერის გამოხატულებაა უკრაინელი ხალხის მიმართ. მათი ტკივილი ჩვენთვის ძალიან ახლოსაა – ის ჩვენი ახლო წარსულის გრძნობებს გვახსენებს. იმ რეალობას, რომელიც ჩვენც გამოგვიცდია.

ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ისტორია ეხება ქალს, რომელიც ბავშვთან და ძაღლთან ერთად ცდილობს გადარჩენას დაცლილ ქალაქში. იგი ყოველდღე იღებდა ვიდეოებს, ცდილობდა ბავშვის გამხიარულებას, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ყველაფერი ინგრეოდა. ფილმი ასეთ რეალურ და ემოციურ ისტორიებს აერთიანებს – ეს არის ადამიანების გადარჩენის მცდელობა, ცხოვრების გაგრძელების იმედი, რომელიც ომის ფონზე იბადება.

ამ დოკუმენტურმა ფილმმა იმდენი მასალა მოაგროვა, რომ მისი ყოველი კადრი დამოუკიდებელი ისტორიაა. კადრების მასშტაბურობით, ფილმი შეგახსენებთ „შინდლერის სიას“ – ის სცენები, სადაც ხალხი ჩანთებით, სასოწარკვეთილი ცდილობს დაბომბვებისა და ცეცხლის წერტილების დატოვებას. მატარებლის სადგურები, სადაც ადგილი აღარ არის, ხალხი ერთმანეთს ეკვრის, მხოლოდ ერთი იმედით – როგორმე გაეცალონ ომის ზონას.

ამ სცენებს ვერავინ დადგამს. ვერც ერთი რეჟისორი ვერ გადაიღებს, ვერც ერთი მსახიობი ვერ ითამაშებს იმ ემოციებს, რაც ამ ფილმშია ასახული. ეს არ არის ხელოვნურად შექმნილი დრამა – ეს არის ნამდვილი ცხოვრება, რომელიც ომის პირობებში გადაიღეს ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს მისი სისასტიკე. სწორედ ამიტომ, ეს ფილმი უნიკალურია – ის მაყურებელს არამარტო დაანახებს ომის საშინელებას, არამედ აგრძნობინებს მას.

როგორ მოახერხეთ ფილმის ადაპტაცია ქართველი მაყურებლისთვის?

ტექნიკური თვალსაზრისით, იმისთვის, რომ ჩვენი რეგულაციებისთვის დამაკმაყოფილებელი ყოფილიყო, ქართველი მაყურებლისთვის ფილმს ადაპტაცია დაჭირდა. 2 საათიანი ფილმი ვთარგმნეთ და გავტიტრეთ ქართულ ენაზე. ვინც რუსული არ იცის, ისიც შეძლებს ყურებას.

როდის შედგება ფილმის ჩვენება?

„დოვგა დობა“ ექსკლუზიურად მხოლოდ „პალიტრანიუსის“ ეთერში გავა. უკრაინაში ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს, 23:00 სთზე. განმეორებითი ჩვენება იქნება ოთხშაბათს, 23:00 სთ. და კვირას 23:00 სთ-ზე.