საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილი ნარკოდამოკიდებული იყო, მისი გაყინული სხეული მივაბარე მიწას... "ბარიგებს" ვეუბნები, თქვენი ადგილი არ არის მზის ქვეშ" - გარდაცვლილი ანესთეზიოლოგის დედის მიმართვა
"ჩემი შვილი ნარკოდამოკიდებული იყო, მისი გაყინული სხეული მივაბარე მიწას... "ბარიგებს" ვეუბნები, თქვენი ადგილი არ არის მზის ქვეშ" - გარდაცვლილი ანესთეზიოლოგის დედის მიმართვა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნარ­კო­ტი­კის ზე­დო­ზი­რე­ბით ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. და­ღუ­პუ­ლი ექი­მი ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი გი­ორ­გი გელ­დი­აშ­ვი­ლია.

ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი 14 თე­ბერ­ვალს დაკ­რძა­ლეს. შვილმკვდა­რი დედა ნინო გელ­დი­აშ­ვი­ლი მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.

  • გარ­დაც­ვლი­ლის დედა ამ­ბობს, რომ არ სურს ტყუ­ი­ლის თქმა, თით­ქოს მისი შვი­ლი გუ­ლის ან სხვა პრობ­ლე­მე­ბით და­ი­ღუ­პა. პი­რი­ქით, რო­გორც ქალი ამ­ბობს, სურს ხმა­მაღ­ლა ისა­უბ­როს პრობ­ლე­მა­ზე, რა­საც ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქვია და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა "ბა­რი­გებ­თან" ბრძო­ლას მი­უ­ძღვნას.
გი­ორ­გი გელ­დი­აშ­ვი­ლი

"მე არ ვი­კად­რებ ტყუ­ილს და არ ვი­ტყვი, გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, უე­ცა­რი თრომ­ბის ბრა­ლია და ა.შ. სი­მარ­თლეს თუ დავ­მა­ლავთ, მა­შინ ვერც პრობ­ლე­მას და ბო­რო­ტე­ბას შე­ვებ­რძო­ლე­ბით. მე კი მთე­ლი ჩემი დარ­ჩე­ნი­ლი ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბა ე.წ. ბა­რი­გებ­თან ბრძო­ლას მო­ვახ­მარ, თუნ­დაც მომ­კლან, რო­გორც ეს ჩემი შვი­ლის ერთ-ერ­თმა მკვლელ­მა მი­თხრა. ის ვე­რა­სო­დეს მიხ­ვდე­ბა, რომ ჩემ­თვის სიკ­ვდი­ლი შვე­ბაა. მაგ­რამ გა­ხა­რე­ბუ­ლი მოვ­კვდე­ბი, თუ დე­დებს, რამ­დენ­საც შევ­ძლებ, ჩემს უკი­დე­გა­ნო ტკი­ვილს ავა­ცი­ლებ" - წერს ვი­დე­ო­მი­მარ­თვის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ნინო გელ­დი­აშ­ვი­ლი.

ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში კი ქალი ამ­ბობს:

"ჩემი შვი­ლი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო, რომ­ლის გა­ყი­ნუ­ლი სხე­უ­ლი გუ­შინ­წინ მი­ვა­ბა­რე მი­წას. ამ ვი­დე­ოს არ ვწერ ჩემი შვი­ლის­თვის, ამ ვი­დე­ოს ვწერ იმის­თვის, რომ ჩემი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა მო­ვან­დო­მო იმას, რომ რამ­დე­ნი­მე დე­დამ მა­ინც არ გა­ნი­ცა­დოს ის ტკი­ვი­ლი, რო­მელ­საც მე გან­ვიც­დი. ეს ვი­დეო გი­ორ­გის არ ეხე­ბა მაგ­რამ მინ­და რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა გი­თხრათ გი­ორ­გი­ზე. გი­ორ­გი 2 წლის იყო, როცა ზღაპ­რებს კი­თხუ­ლობ­და. 5 წლის ასაკ­ში და­ხუ­რა 4 კლა­სი. უნი­ჭი­ე­რე­სი ბავ­შვი იყო.

იყო ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ-ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი. წერ­და ლექ­სებს, მო­თხრო­ბებს. ამ­ხე­ლა ნი­ჭთან ერ­თად იყო უსუ­სუ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ვე­რა­ვის ვერ ეტყო­და არას. მე არ მახ­სოვს, რომ მას რა­მე­ზე არა ეთ­ქვას. დიდი ნიჭი რო­დე­საც ადა­მი­ანს აქვს, ის ამა­ვე დროს უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან სუს­ტია. თა­ვის­მა სი­სუს­ტემ და­ღუ­პა. ასე­ვე დავ­ღუ­პე მე. მე ვერ მი­ვაქ­ციე სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა.

მის მკვლე­ლებ­ზე შემ­დეგ ვი­დე­ო­ში მო­გიყ­ვე­ბით. ყვე­ლა ბა­რი­გას ვე­უბ­ნე­ბი, თქვე­ნი ად­გი­ლი არ არის მზის ქვეშ... თქვენ ყვე­ლა გი­სო­სებს მიღ­მა უნდა იყოთ და მე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რამ­დენ­საც შევ­ძლებ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ჩემი შვილი ნარკოდამოკიდებული იყო, მისი გაყინული სხეული მივაბარე მიწას... "ბარიგებს" ვეუბნები, თქვენი ადგილი არ არის მზის ქვეშ" - გარდაცვლილი ანესთეზიოლოგის დედის მიმართვა

"ჩემი შვილი ნარკოდამოკიდებული იყო, მისი გაყინული სხეული მივაბარე მიწას... "ბარიგებს" ვეუბნები, თქვენი ადგილი არ არის მზის ქვეშ" - გარდაცვლილი ანესთეზიოლოგის დედის მიმართვა

რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკის ზედოზირებით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. დაღუპული ექიმი ანესთეზიოლოგი გიორგი გელდიაშვილია.

ახალგაზრდა მამაკაცი 14 თებერვალს დაკრძალეს. შვილმკვდარი დედა ნინო გელდიაშვილი მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს.

  • გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ არ სურს ტყუილის თქმა, თითქოს მისი შვილი გულის ან სხვა პრობლემებით დაიღუპა. პირიქით, როგორც ქალი ამბობს, სურს ხმამაღლა ისაუბროს პრობლემაზე, რასაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია და მთელი ცხოვრება "ბარიგებთან" ბრძოლას მიუძღვნას.
გიორგი გელდიაშვილი

"მე არ ვიკადრებ ტყუილს და არ ვიტყვი, გულის პრობლემები ჰქონდა, უეცარი თრომბის ბრალია და ა.შ. სიმართლეს თუ დავმალავთ, მაშინ ვერც პრობლემას და ბოროტებას შევებრძოლებით. მე კი მთელი ჩემი დარჩენილი ხანმოკლე ცხოვრება ე.წ. ბარიგებთან ბრძოლას მოვახმარ, თუნდაც მომკლან, როგორც ეს ჩემი შვილის ერთ-ერთმა მკვლელმა მითხრა. ის ვერასოდეს მიხვდება, რომ ჩემთვის სიკვდილი შვებაა. მაგრამ გახარებული მოვკვდები, თუ დედებს, რამდენსაც შევძლებ, ჩემს უკიდეგანო ტკივილს ავაცილებ" - წერს ვიდეომიმართვის კომენტირებისას ნინო გელდიაშვილი.

ვიდეომიმართვაში კი ქალი ამბობს:

"ჩემი შვილი ნარკოდამოკიდებული იყო, რომლის გაყინული სხეული გუშინწინ მივაბარე მიწას. ამ ვიდეოს არ ვწერ ჩემი შვილისთვის, ამ ვიდეოს ვწერ იმისთვის, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრება მოვანდომო იმას, რომ რამდენიმე დედამ მაინც არ განიცადოს ის ტკივილი, რომელსაც მე განვიცდი. ეს ვიდეო გიორგის არ ეხება მაგრამ მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ გიორგიზე. გიორგი 2 წლის იყო, როცა ზღაპრებს კითხულობდა. 5 წლის ასაკში დახურა 4 კლასი. უნიჭიერესი ბავშვი იყო.

იყო ლიცენზირებული რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი. წერდა ლექსებს, მოთხრობებს. ამხელა ნიჭთან ერთად იყო უსუსური ადამიანი, რომელიც ვერავის ვერ ეტყოდა არას. მე არ მახსოვს, რომ მას რამეზე არა ეთქვას. დიდი ნიჭი როდესაც ადამიანს აქვს, ის ამავე დროს უმეტეს შემთხვევაში, ძალიან სუსტია. თავისმა სისუსტემ დაღუპა. ასევე დავღუპე მე. მე ვერ მივაქციე სათანადო ყურადღება.

მის მკვლელებზე შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით. ყველა ბარიგას ვეუბნები, თქვენი ადგილი არ არის მზის ქვეშ... თქვენ ყველა გისოსებს მიღმა უნდა იყოთ და მე ყველაფერს გავაკეთებ, რამდენსაც შევძლებ".