საუდის არაბეთში, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
Reuters-ის ცნობით, შეხვედრაზე მხარეები უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისა და აშშ-რუსეთის ურთიერთობების აღდგენის გზებს განიხილავენ.
ერ-რიადში მიმდინარე მოლაპარაკებებში აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი მონაწილეობენ.
ხოლო რუსეთის მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი წარმოადგენენ.
უკვე 22 წუთია, რაც მხარეებს შორის მოლაპარაკება დაიწყო.
“ორივე დელეგაცია ჩუმად იჯდა და პრესის წარმომადგენლებს უყურებდნენ, ოთახში დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში ვიყავით და კადრებს ვიღებდით.
ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოვმა, რამდენიმე შენიშვნა გააკეთა. მითხრეს, რომ საუდის არაბეთის მასპინძლები ოთახში მხოლოდ მისასალმებელი განცხადებების გასაკეთებლად იმყოფებოდნენ. შემდეგ კი შეხვედრას დატოვებდნენ.
"აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს ხმამაღლა ვკითხე, - აშშ ჩახსნის უკრაინას? და რა დათმობებს მოითხოვთ რუსეთისგან - მეთქი?
მან არ მიპასუხა“, - ამბობს კორესპონდენტი.