მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილმა ნახა ეს საშინელება და მძიმე მდგომარეობაშია... დაინახეს მატარებელი და დაუძახეს ნანოს, თუმცა ვეღარ მოასწრო გადასვლა" - რას ჰყვება ტრაგიკულად დაღუპული ადვოკატის მეგობარი
"შვილმა ნახა ეს საშინელება და მძიმე მდგომარეობაშია... დაინახეს მატარებელი და დაუძახეს ნანოს, თუმცა ვეღარ მოასწრო გადასვლა" - რას ჰყვება ტრაგიკულად დაღუპული ადვოკატის მეგობარი

15 თე­ბერ­ვალს მა­ხინ­ჯა­ურ­ში მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ქა­ლის, ნანო ცხა­და­ი­ას სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ნანო ლი­ან­დაგ­ზე გა­და­დი­ო­და, როცა მას მა­ტა­რე­ბე­ლი და­ე­ჯა­ხა და სამ­წუ­ხა­როდ ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ამ სუ­ლის­შემ­ძვრელ ფაქტს მისი ქა­ლიშ­ვი­ლი და კი­დევ ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი გო­გო­ნა შე­ეს­წრო.

  • ის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში, სე­ნაკ­ში უკვე გა­და­ას­ვე­ნეს. ნანო ცხა­და­ია სამი შვი­ლის დედა იყო. პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი წლე­ბის მან­ძილ­ზე ად­ვო­კა­ტად მუ­შა­ობ­და.

ნანო "სფე­რო ჰოლ­დინ­გში" მუ­შა­ობ­და მთა­ვარ იუ­რის­ტად, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად მას ჰქონ­და თა­ვი­სი სა­ად­ვო­კა­ტო ფირ­მა და ბა­თუმ­ში საქ­მი­ან შეხ­ვედ­რა­ზე იყო ჩა­სუ­ლი.

ნა­ნოს მე­გო­ბა­რი "სფე­რო ჰოლ­დინ­გის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გიგა წუ­ლე­ის­კი­რი გვე­სა­უბ­რა მას­ზე:

- ნანო ჩემი მე­გო­ბა­რია, ერთი ქა­ლა­ქი­დან ვართ, სე­ნა­კი­დან, ერთი ასა­კის, ერ­თმა­ნეთს ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობთ. ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბიც ახ­ლობ­ლობ­დნენ. ნა­ნოს მამა ადრე გარ­და­ეც­ვა­ლა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დედა ჰყავს, მი­რან­და, სე­ნა­კის ერთ- ერთ სკო­ლა­ში მუ­შა­ობს, ფი­ლო­ლო­გია. ნანო ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. 40 წლის არის. სამი შვი­ლის დედა. ბევ­რი წელი ამე­რი­კის სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობ­და, იქი­დან იყო დამ­კვირ­ვე­ბე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი იუ­რის­ტი იყო. მას შემ­დეგ რაც შევ­ქმე­ნი მე­ვახ­შე­ე­ბის­გან და­ზა­რა­ლე­ბულ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ნანო გად­მო­ვი­და ჩემ­თან სა­მუ­შა­ოდ და ბევ­რი წე­ლია მოვ­დი­ვართ ერ­თად. შე­იქ­მნა ძლი­ე­რი იუ­რის­ტთა გუნ­დი და ნანო იყო მთა­ვა­რი იუ­რის­ტი. ასე და­ვი­წყეთ ამ ცუდ პრაქ­ტი­კას­თან ბრძო­ლა, რა­საც მე­ვახ­შე­ო­ბა ჰქვია. ძა­ლი­ან რთუ­ლი საქ­მე იყო, ფაქ­ტობ­რი­ვად რე­ვო­ლუ­ცია მო­ვახ­დი­ნეთ მე და ნა­ნომ რომ მე­ვახ­შე­ებ­ში და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი და­ვა­მარ­ცხეთ და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვას ასე აქ­ტი­უ­რად ვე­ღარ ბე­და­ვენ მე­ვახ­შე­ე­ბი ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად ნა­ნოს დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ყო­ველ­თვის გულ­თან მიჰ­ქონ­და სხვი­სი გა­სა­ჭი­რი და მაქ­სი­მუმს აკე­თებ­და.

ნანო ცხა­და­ია

- იმ დღეს რა მოხ­და?

- ნა­ნოს პა­რა­ლე­ლუ­რად თა­ვი­სი სა­ად­ვო­კა­ტო ფირ­მაც ჰქონ­და, იღებ­და საქ­მე­ებს და გა­მო­დი­ო­და პრო­ცე­სებ­ზე. ბა­თუმ­ში შეხ­ვედ­რა­ზე იყო წა­სუ­ლი, იქი­დან ბრუნ­დე­ბო­და ტაქ­სით, როცა ეს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ნა­ნოს­თან ერ­თად იყო მისი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე მას­თან მუ­შა­ობ­და და კი­დევ ერთი იუ­რის­ტი გო­გო­ნა. კარ­გი ამინ­დი იყო, ტაქ­სით რომ მო­დი­ოდ­ნენ მა­ხინ­ჯა­უ­რის ხი­დის ქვეშ რომ გავ­დი­ვართ იქ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხე­დე­ბია და უთ­ქვამს აქ სუ­რა­თე­ბი გა­და­ვი­ღო­თო.

იქ მო­ინ­დო­მა სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა. ად­რეც აქვს იქ ფო­ტო­ე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლი. ჩა­სას­ვლე­ლია ქვე­მოთ და ტაქ­სის მძღო­ლის­თვის უთხო­ვია, თუ შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვე­ლო­დე, ჩვენ ჩა­ვალთ, სუ­რა­თებს გა­და­ვი­ღებთ და მალე დავ­ბრუნ­დე­ბი­თო. ტაქ­სი უნდა და­ლო­დე­ბო­და, სა­მი­ვე­ნი ჩა­ვიდ­ნენ ერ­თად ტაქ­სი­დან, მიყ­ვე­ბო­და თა­ვი­სი შვი­ლი და კი­დევ ერთი იუ­რის­ტი ნინი, ცოტა მან­ძი­ლი რომ გა­ი­ა­რეს გო­გო­ნებს უფიქ­რი­ათ ტაქ­სის მძღო­ლი არ წა­ვი­დე­სო და გზი­დან უკან მიბ­რუ­ნე­ბუ­ლან რომ ჩან­თა აე­ღოთ მან­ქა­ნი­დან. ჩან­თის ასა­ღე­ბად ორნი დაბ­რუნ­დნენ და ნა­ნომ გზა გა­აგ­რძე­ლა, ლი­ან­დაგ­ზე მარ­ტო რომ გა­და­დი­ო­და ამ დროს და­ე­ჯა­ხა მას მა­ტა­რე­ბე­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბაც და­წყე­ბუ­ლია ამ საქ­მე­ზე, რო­გორც ჩანს, გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მო­დი­ო­და მა­ტა­რე­ბე­ლი, დრო­უ­ლად და­სიგ­ნა­ლე­ბაც რა­ტომ­ღაც ვერ მო­ას­წრო მძღოლ­მა, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი რე­აქ­ცია ჰქონ­და მე­მან­ქა­ნეს ეტყო­ბა და ეს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ახლა გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია და ვნა­ხოთ რა გა­ირ­კვე­ვა, უნდა გა­ირ­კვეს ხომ არ იყო გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რე. ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი არის მა­ხინ­ჯა­უ­რის მა­ტა­რებ­ლის სად­გუ­რი­დან რომ მი­დის ლი­ან­და­გი ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ნამ გვი­რაბ­ში შევა მა­ტა­რე­ბე­ლი ხიდ­ზე გა­და­დის, ქვე­მოთ მან­ქა­ნე­ბი და­დი­ან და იმ ლი­ან­დაგ­ზე უნდა გა­დახ­ვი­დე, რომ აღ­მოჩ­ნდე ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე.

ზა­ფხულ­ში როცა ზღვა­ზე მი­დი­ან დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ამ ლი­ან­დაგ­ზე გა­და­დი­ან ხოლ­მე. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი გახ­და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი და მე­ო­რე გო­გო­ნა, რო­მელ­ზეც შვი­ლი­ვით ზრუ­ნავ­და ხოლ­მე. ამ გო­გო­ნებ­მა აი­ღეს ტაქ­სი­დან ჩან­თა და უკან მიბ­რუნ­დნენ, ნა­ნოს­კენ მი­დი­ოდ­ნენ, ამათ­მა და­ი­ნა­ხეს მა­ტა­რე­ბე­ლი და და­უ­ძა­ხეს ნა­ნოს, რო­მე­ლიც გა­და­დი­ო­და ლი­ან­დაგ­ზე, რო­გორც გო­გო­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, ამათ­კენ შე­მო­უ­ხე­დია მას, მერე მა­ტა­რებ­ლის­კენ რომ გა­ი­ხე­და, უკვე დაგ­ვი­ან­და და და­ე­ჯა­ხა. ვე­ღარ მო­ას­წრო გა­დას­ვლა.

გიგა წუ­ლე­ის­კი­რი და ნანო ცხა­და­ია

შვილ­მა უყუ­რა ამ სა­ში­ნე­ლე­ბას და ორი­ვე გოგო ძა­ლი­ან მძი­მე ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. უფ­რო­სი გოგო მას­თან მუ­შა­ობ­და იუ­რის­ტად. ნანო 40 წლის არის, სამი შვი­ლის დე­დაა, ორი პა­ტა­რა ჰყავს, ჯერ სკო­ლა­ში და­დი­ან. ნანო ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. თა­ვი­სი კერ­ძო კომ­პა­ნია ჰქონ­და იუ­რი­დი­უ­ლი და ამ შეხ­ვედ­რა­ზე იყო წა­სუ­ლი, პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­დი­ო­და და ემ­სა­ხუ­რე­ბო­და კლი­ენ­ტებს. კერ­ძო და­ვებ­ზეც მუ­შა­ობ­და. ძა­ლი­ან გვატ­კი­ნა გული. მის გო­გო­ნას ჩვენ­თან და­ვა­საქ­მებთ. ცხე­და­რი სე­ნაკ­შია დას­ვე­ნე­ბუ­ლი. მის სახ­ლში. ძა­ლი­ან კარ­გი დედა ჰყავს, უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი და ვუ­სამ­ძიმ­რებ მას და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვის­თვი­საც ასე ძვირ­ფა­სი იყო ნანო. სუ­რა­თის გა­და­სა­ღე­ბად ვერც მი­ვი­და, ლი­ან­დაგ­ზე უნდა გა­და­სუ­ლი­ყო და მა­შინ და­ე­ჯა­ხა მა­ტა­რე­ბე­ლი. წა­მებ­ში მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"შვილმა ნახა ეს საშინელება და მძიმე მდგომარეობაშია... დაინახეს მატარებელი და დაუძახეს ნანოს, თუმცა ვეღარ მოასწრო გადასვლა" - რას ჰყვება ტრაგიკულად დაღუპული ადვოკატის მეგობარი

"შვილმა ნახა ეს საშინელება და მძიმე მდგომარეობაშია... დაინახეს მატარებელი და დაუძახეს ნანოს, თუმცა ვეღარ მოასწრო გადასვლა" - რას ჰყვება ტრაგიკულად დაღუპული ადვოკატის მეგობარი

15 თებერვალს მახინჯაურში მომხდარ უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ქალის, ნანო ცხადაიას სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანო ლიანდაგზე გადადიოდა, როცა მას მატარებელი დაეჯახა და სამწუხაროდ ადგილზე დაიღუპა. ამ სულისშემძვრელ ფაქტს მისი ქალიშვილი და კიდევ ერთი თანამშრომელი გოგონა შეესწრო.

  • ის მშობლიურ ქალაქში, სენაკში უკვე გადაასვენეს. ნანო ცხადაია სამი შვილის დედა იყო. პროფესიით იურისტი წლების მანძილზე ადვოკატად მუშაობდა.

ნანო "სფერო ჰოლდინგში" მუშაობდა მთავარ იურისტად, თუმცა პარალელურად მას ჰქონდა თავისი საადვოკატო ფირმა და ბათუმში საქმიან შეხვედრაზე იყო ჩასული.

ნანოს მეგობარი "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გიგა წულეისკირი გვესაუბრა მასზე:

- ნანო ჩემი მეგობარია, ერთი ქალაქიდან ვართ, სენაკიდან, ერთი ასაკის, ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. ჩვენი ოჯახებიც ახლობლობდნენ. ნანოს მამა ადრე გარდაეცვალა, არაჩვეულებრივი დედა ჰყავს, მირანდა, სენაკის ერთ- ერთ სკოლაში მუშაობს, ფილოლოგია. ნანო ძალიან განათლებული, სამართლიანი და კეთილშობილი ადამიანი იყო. 40 წლის არის. სამი შვილის დედა. ბევრი წელი ამერიკის საელჩოში მუშაობდა, იქიდან იყო დამკვირვებელი პროკურატურის და სასამართლო სისტემის. კვალიფიციური იურისტი იყო. მას შემდეგ რაც შევქმენი მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება, ნანო გადმოვიდა ჩემთან სამუშაოდ და ბევრი წელია მოვდივართ ერთად. შეიქმნა ძლიერი იურისტთა გუნდი და ნანო იყო მთავარი იურისტი. ასე დავიწყეთ ამ ცუდ პრაქტიკასთან ბრძოლა, რასაც მევახშეობა ჰქვია. ძალიან რთული საქმე იყო, ფაქტობრივად რევოლუცია მოვახდინეთ მე და ნანომ რომ მევახშეებში დაუსჯელობის სინდრომი დავამარცხეთ და უძრავი ქონების წართმევას ასე აქტიურად ვეღარ ბედავენ მევახშეები ეს გარკვეულწილად ნანოს დამსახურებაა. ყოველთვის გულთან მიჰქონდა სხვისი გასაჭირი და მაქსიმუმს აკეთებდა.

ნანო ცხადაია

- იმ დღეს რა მოხდა?

- ნანოს პარალელურად თავისი საადვოკატო ფირმაც ჰქონდა, იღებდა საქმეებს და გამოდიოდა პროცესებზე. ბათუმში შეხვედრაზე იყო წასული, იქიდან ბრუნდებოდა ტაქსით, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა. ნანოსთან ერთად იყო მისი უფროსი ქალიშვილი, რომელიც ასევე მასთან მუშაობდა და კიდევ ერთი იურისტი გოგონა. კარგი ამინდი იყო, ტაქსით რომ მოდიოდნენ მახინჯაურის ხიდის ქვეშ რომ გავდივართ იქ ძალიან ლამაზი ხედებია და უთქვამს აქ სურათები გადავიღოთო.

იქ მოინდომა სურათების გადაღება. ადრეც აქვს იქ ფოტოები გადაღებული. ჩასასვლელია ქვემოთ და ტაქსის მძღოლისთვის უთხოვია, თუ შეიძლება დაგველოდე, ჩვენ ჩავალთ, სურათებს გადავიღებთ და მალე დავბრუნდებითო. ტაქსი უნდა დალოდებოდა, სამივენი ჩავიდნენ ერთად ტაქსიდან, მიყვებოდა თავისი შვილი და კიდევ ერთი იურისტი ნინი, ცოტა მანძილი რომ გაიარეს გოგონებს უფიქრიათ ტაქსის მძღოლი არ წავიდესო და გზიდან უკან მიბრუნებულან რომ ჩანთა აეღოთ მანქანიდან. ჩანთის ასაღებად ორნი დაბრუნდნენ და ნანომ გზა გააგრძელა, ლიანდაგზე მარტო რომ გადადიოდა ამ დროს დაეჯახა მას მატარებელი.

გამოძიებაც დაწყებულია ამ საქმეზე, როგორც ჩანს, გადამეტებული სიჩქარით მოდიოდა მატარებელი, დროულად დასიგნალებაც რატომღაც ვერ მოასწრო მძღოლმა, დაგვიანებული რეაქცია ჰქონდა მემანქანეს ეტყობა და ეს ტრაგედია დატრიალდა. ახლა გამოძიება დაწყებულია და ვნახოთ რა გაირკვევა, უნდა გაირკვეს ხომ არ იყო გადამეტებული სიჩქარე. ტრაგედიის ადგილი არის მახინჯაურის მატარებლის სადგურიდან რომ მიდის ლიანდაგი ბათუმის მიმართულებით, სანამ გვირაბში შევა მატარებელი ხიდზე გადადის, ქვემოთ მანქანები დადიან და იმ ლიანდაგზე უნდა გადახვიდე, რომ აღმოჩნდე ზღვის სანაპიროზე.

ზაფხულში როცა ზღვაზე მიდიან დამსვენებლები ამ ლიანდაგზე გადადიან ხოლმე. ადგილზე გარდაიცვალა, ძალიან მძიმე ფაქტის თვითმხილველი გახდა მისი ქალიშვილი და მეორე გოგონა, რომელზეც შვილივით ზრუნავდა ხოლმე. ამ გოგონებმა აიღეს ტაქსიდან ჩანთა და უკან მიბრუნდნენ, ნანოსკენ მიდიოდნენ, ამათმა დაინახეს მატარებელი და დაუძახეს ნანოს, რომელიც გადადიოდა ლიანდაგზე, როგორც გოგონები ამბობენ, ამათკენ შემოუხედია მას, მერე მატარებლისკენ რომ გაიხედა, უკვე დაგვიანდა და დაეჯახა. ვეღარ მოასწრო გადასვლა.

გიგა წულეისკირი და ნანო ცხადაია

შვილმა უყურა ამ საშინელებას და ორივე გოგო ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია. უფროსი გოგო მასთან მუშაობდა იურისტად. ნანო 40 წლის არის, სამი შვილის დედაა, ორი პატარა ჰყავს, ჯერ სკოლაში დადიან. ნანო ძალიან განათლებული, სამართლიანი და კეთილშობილი ადამიანი იყო. თავისი კერძო კომპანია ჰქონდა იურიდიული და ამ შეხვედრაზე იყო წასული, პერიოდულად ჩადიოდა და ემსახურებოდა კლიენტებს. კერძო დავებზეც მუშაობდა. ძალიან გვატკინა გული. მის გოგონას ჩვენთან დავასაქმებთ. ცხედარი სენაკშია დასვენებული. მის სახლში. ძალიან კარგი დედა ჰყავს, უკეთილშობილესი ადამიანი და ვუსამძიმრებ მას და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ასე ძვირფასი იყო ნანო. სურათის გადასაღებად ვერც მივიდა, ლიანდაგზე უნდა გადასულიყო და მაშინ დაეჯახა მატარებელი. წამებში მოხდა ყველაფერი.