მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
17 წლის გოგონა 27 კილო იყო, რადგან მშობლები ჭამის უფლებას არ აძლევდნენ: ბალერინას ამბავი, რომელმაც ავსტრალია შეძრა - საქმის დეტალები
17 წლის გოგონა 27 კილო იყო, რადგან მშობლები ჭამის უფლებას არ აძლევდნენ: ბალერინას ამბავი, რომელმაც ავსტრალია შეძრა - საქმის დეტალები

გა­სულ თვეს ავ­სტრა­ლი­ა­ში და­ა­პა­ტიმ­რეს 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი წყვი­ლი, რომ­ლებ­საც ბრა­ლად ედე­ბათ ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლამ­დე მიყ­ვა­ნა.

CNN-ი სკან­და­ლუ­რი საქ­მის დე­ტა­ლებს წერს.

რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, და­სავ­ლეთ ავ­სტრა­ლი­ის პერ­ტის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო 17 წლის ბა­ლე­რი­ნას ამ­ბავს გა­ნი­ხი­ლავს. ავ­სტრა­ლი­ის კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია მსხვერ­პლი ბავ­შვე­ბის და­სა­ცა­ვად, არც მშობ­ლე­ბის და არც მათი ქა­ლიშ­ვი­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა არ ხდე­ბა.

  • რო­დე­საც 17 წლის გო­გო­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა, იმ­დე­ნად ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ ექი­მე­ბის თქმით, არ­სე­ბობ­და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბი­სა და სიკ­ვდი­ლის საფრ­თხე.

"თმა მტვრე­ვა­დი იყო, კანი აქერცლი­ლი და გო­გო­ნა გა­ფით­რე­ბუ­ლი იყო. ის 17 წლის იყო, მაგ­რამ ბევ­რად პა­ტა­რას ჰგავ­და. მშობ­ლე­ბიც ისე ეპყრო­ბოდ­ნენ, რო­გორც პა­ტა­რა ბავ­შვს. სა­ნამ გო­გო­ნა პა­ტა­რე­ბის­თვის შე­სა­ფე­რის მულ­ტფილ­მებს უყუ­რებ­და, წა­იყ­ვა­ნეს სა­ა­ბა­ზა­ნო­ში, გა­უ­წ­მინ­დეს ქვე­და ნა­წი­ლი, თმა და­ი­ვარ­ცხნეს,“ - წერს გა­მო­ცე­მა და აღ­ნიშ­ნავს, რომ 17 წლის გო­გო­ნას წონა 27,3 კი­ლოგ­რა­მი იყო, იმ­დე­ნი­ვე, რაც 9 წლის ბავ­შვის­თვის არის შე­სა­ფე­რი­სი.

"ქე­ი­თი“ (პი­რო­ბი­თი სა­ხე­ლი) ახლა 20 წლი­საა... მან უარი თქვა CNN-თან რა­ი­მე სა­ხის კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე.

მა­მის ად­ვო­კატ­მა, ოლი­ვერ პაქსმან­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ მისი კლი­ენ­ტი "ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია" შე­დე­გით.

"ეს არ არის საქ­მე ბა­ლე­რი­ნა­ზე, რო­მე­ლიც არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბის გამო და­ზი­ან­და. თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი იზო­ლი­რე­ბუ­ლი გყავ­დათ, არ მი­ე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა გაზ­რდი­ლი­ყო, არ მი­ე­ცით გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ისე, რო­გორც მას ამის უფ­ლე­ბა ჰქონ­და,“ - გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლე ლინ­და ბლეკ­მა, რო­მელ­მაც მა­მას ექ­ვსნა­ხე­ვა­რი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, დე­დას კი ხუთი წლით.

17 წლის ბა­ლე­რი­ნას მშობ­ლე­ბი
  • "ლა­მა­ზი პრინ­ცე­სა ბა­ლე­რი­ნა"

რო­გორც საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, გო­გო­ნას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ცეკ­ვა. მაგ­რამ ოჯა­ხი უც­ნა­უ­რი ცხოვ­რე­ბის სტილს მის­დევ­და - რო­დე­საც შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, დე­დამ სამ­სა­ხუ­რი მი­ა­ტო­ვა და ძი­რი­თა­დად სახ­ლში იყ­ვნენ გა­მო­კე­ტი­ლე­ბი. თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უფ­ლე­ბას, მხო­ლოდ ბა­ლეტ­ზე აძ­ლევ­და. ქე­ი­თის მამა ოჯა­ხის შე­სა­ნა­ხად სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ობ­და.

"ჩემი ბა­ლე­რი­ნა პრინ­ცე­სას, ლა­მა­ზი ფოტო!" - უწე­რია მა­მას "ფე­ის­ბუქ­ზე“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ერთ-ერთ ფო­ტო­ზე, რო­მელ­შიც მისი ქა­ლიშ­ვი­ლი 14 წელ­ზე გა­ცი­ლე­ბით ახალ­გაზ­რდად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

მო­სა­მარ­თლემ თქვა, რომ ისი­ნი იყ­ვნენ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც იცოდ­ნენ, რო­გორ ერ­ჩი­ნათ თავი, თუმ­ცა, მათ ქა­ლიშ­ვილს საკ­მა­რი­სი საკ­ვე­ბით არ უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ. წყვილ­მა შვილს ასე­ვე არ მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ “ქე­ი­თი“ ნორ­მა­ლუ­რი მო­ზარ­დი გაზ­რდი­ლი­ყო. ამის გამო მან შე­წყვი­ტა ზრდა და გან­ვი­თა­რე­ბა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დროს მა­მამ გა­ნა­ცხა­და, რომ შვი­ლი 8 წლის ასაკ­ში ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი და ად­რე­ულ მო­ზარ­დო­ბა­ში ვე­გა­ნი გახ­და.

“ის ჭამ­და დღე­ში სამ­ჯერ და ჰქონ­და წვდო­მა საჭ­მელ­ზე, თქვა მან,“ - გა­ნა­ცხა­და მა­მამ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვე­გა­ნე­ბი თავს არი­დე­ბენ ცხო­ვე­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის, მათ შო­რის რძის პრო­დუქ­ტე­ბი­სა და კვერ­ცხის ჭა­მას. მათი დი­ე­ტა ძი­რი­თა­დად ხი­ლის, ბოსტნე­უ­ლის, მარ­ცვლე­უ­ლის, თხი­ლი­სა და თეს­ლის­გან შედ­გე­ბა.

  • სა­ბო­ლო­ოდ გო­გო­ნა ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­ვი­და, რომ ბა­ლე­ტის სკო­ლის მშობ­ლე­ბი და ცეკ­ვის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, შვი­ლის­თვის ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი ენა­ხათ. მას შემ­დეგ, რაც მშობ­ლებ­მა უარი გა­ნა­ცხა­დეს, კომ­პე­ტენ­ტურ უწყე­ბებს თა­ვად სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მი­მარ­თა.

იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც “ქე­ი­თი“ 17 წლის ასაკ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მისი სი­მაღ­ლე 147,5 სან­ტი­მეტ­რი იყო. ხოლო სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სი 12,5 ჰქონ­და, რაც საკ­მა­ოდ და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ჯან­სა­ღი დი­ა­პაზ­ნია 18-დან 25-მდე.

ექი­მის თქმით, მას არ ჰქონ­და სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის ნიშ­ნე­ბი. თმა მტვრე­ვა­დი და თხე­ლი ჰქონ­და, კანი მშრა­ლი და ქერცლი­ა­ნი იყო. პულ­სი აჩ­ქა­რე­ბუ­ლი.

სა­ნამ ექი­მე­ბი მის მკურ­ნა­ლო­ბას ცდი­ლობ­დნენ, ქე­ი­თის მშობ­ლე­ბი ღიად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ თა­ვი­ანთ ეჭ­ვებს, რომ მათ წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბა მწიფ­დე­ბო­და და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და.

სა­ბო­ლო­ოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გო­გო­ნა სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვა­ში გა­დას­ცა. დღეს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

17 წლის გოგონა 27 კილო იყო, რადგან მშობლები ჭამის უფლებას არ აძლევდნენ: ბალერინას ამბავი, რომელმაც ავსტრალია შეძრა - საქმის დეტალები

17 წლის გოგონა 27 კილო იყო, რადგან მშობლები ჭამის უფლებას არ აძლევდნენ: ბალერინას ამბავი, რომელმაც ავსტრალია შეძრა - საქმის დეტალები

გასულ თვეს ავსტრალიაში დააპატიმრეს 40 წელს გადაცილებული წყვილი, რომლებსაც ბრალად ედებათ ერთადერთი ქალიშვილის სიკვდილამდე მიყვანა.

CNN-ი სკანდალური საქმის დეტალებს წერს.

როგორც ცნობილი ხდება, დასავლეთ ავსტრალიის პერტის რაიონული სასამართლო 17 წლის ბალერინას ამბავს განიხილავს. ავსტრალიის კანონის თანახმად, რომელიც შექმნილია მსხვერპლი ბავშვების დასაცავად, არც მშობლების და არც მათი ქალიშვილის იდენტიფიცირება არ ხდება.

  • როდესაც 17 წლის გოგონა საავადმყოფოში მოხვდა, იმდენად ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ ექიმების თქმით, არსებობდა გულის გაჩერებისა და სიკვდილის საფრთხე.

"თმა მტვრევადი იყო, კანი აქერცლილი და გოგონა გაფითრებული იყო. ის 17 წლის იყო, მაგრამ ბევრად პატარას ჰგავდა. მშობლებიც ისე ეპყრობოდნენ, როგორც პატარა ბავშვს. სანამ გოგონა პატარებისთვის შესაფერის მულტფილმებს უყურებდა, წაიყვანეს სააბაზანოში, გაუწმინდეს ქვედა ნაწილი, თმა დაივარცხნეს,“ - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ 17 წლის გოგონას წონა 27,3 კილოგრამი იყო, იმდენივე, რაც 9 წლის ბავშვისთვის არის შესაფერისი.

"ქეითი“ (პირობითი სახელი) ახლა 20 წლისაა... მან უარი თქვა CNN-თან რაიმე სახის კომენტარის გაკეთებაზე.

მამის ადვოკატმა, ოლივერ პაქსმანმა კი განაცხადა, რომ მისი კლიენტი "ძალიან იმედგაცრუებულია" შედეგით.

"ეს არ არის საქმე ბალერინაზე, რომელიც არასრულფასოვანი კვების გამო დაზიანდა. თქვენი ქალიშვილი იზოლირებული გყავდათ, არ მიეცით საშუალება გაზრდილიყო, არ მიეცით განვითარების საშუალება ისე, როგორც მას ამის უფლება ჰქონდა,“ - განაცხადა მოსამართლე ლინდა ბლეკმა, რომელმაც მამას ექვსნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, დედას კი ხუთი წლით.

17 წლის ბალერინას მშობლები
  • "ლამაზი პრინცესა ბალერინა"

როგორც საქმის მასალებიდან ხდება ცნობილი, გოგონას ძალიან უყვარდა ცეკვა. მაგრამ ოჯახი უცნაური ცხოვრების სტილს მისდევდა - როდესაც შვილი შეეძინა, დედამ სამსახური მიატოვა და ძირითადად სახლში იყვნენ გამოკეტილები. თანატოლებთან ურთიერთობის უფლებას, მხოლოდ ბალეტზე აძლევდა. ქეითის მამა ოჯახის შესანახად სრულ განაკვეთზე მუშაობდა.

"ჩემი ბალერინა პრინცესას, ლამაზი ფოტო!" - უწერია მამას "ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე, რომელშიც მისი ქალიშვილი 14 წელზე გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურება.

მოსამართლემ თქვა, რომ ისინი იყვნენ ინტელექტუალური ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ, როგორ ერჩინათ თავი, თუმცა, მათ ქალიშვილს საკმარისი საკვებით არ უზრუნველყოფდნენ. წყვილმა შვილს ასევე არ მისცა საშუალება, რომ “ქეითი“ ნორმალური მოზარდი გაზრდილიყო. ამის გამო მან შეწყვიტა ზრდა და განვითარება.

სასამართლო პროცესის დროს მამამ განაცხადა, რომ შვილი 8 წლის ასაკში ვეგეტარიანელი და ადრეულ მოზარდობაში ვეგანი გახდა.

“ის ჭამდა დღეში სამჯერ და ჰქონდა წვდომა საჭმელზე, თქვა მან,“ - განაცხადა მამამ.

აღსანიშნავია, რომ ვეგანები თავს არიდებენ ცხოველური პროდუქტების, მათ შორის რძის პროდუქტებისა და კვერცხის ჭამას. მათი დიეტა ძირითადად ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულის, თხილისა და თესლისგან შედგება.

  • საბოლოოდ გოგონა ისეთ მდგომარეობამდე მივიდა, რომ ბალეტის სკოლის მშობლები და ცეკვის მასწავლებლები ეხვეწებოდნენ, შვილისთვის ნუტრიციოლოგი ენახათ. მას შემდეგ, რაც მშობლებმა უარი განაცხადეს, კომპეტენტურ უწყებებს თავად სკოლის ადმინისტრაციამ მიმართა.

იმ დროისთვის, როდესაც “ქეითი“ 17 წლის ასაკში, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი სიმაღლე 147,5 სანტიმეტრი იყო. ხოლო სხეულის მასის ინდექსი 12,5 ჰქონდა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ჯანსაღი დიაპაზნია 18-დან 25-მდე.

ექიმის თქმით, მას არ ჰქონდა სქესობრივი მომწიფების ნიშნები. თმა მტვრევადი და თხელი ჰქონდა, კანი მშრალი და ქერცლიანი იყო. პულსი აჩქარებული.

სანამ ექიმები მის მკურნალობას ცდილობდნენ, ქეითის მშობლები ღიად განიხილავდნენ თავიანთ ეჭვებს, რომ მათ წინააღმდეგ შეთქმულება მწიფდებოდა და სამედიცინო პერსონალის ნდობა არ შეიძლებოდა.

საბოლოოდ, ხელისუფლებამ გოგონა სახელმწიფო ზრუნვაში გადასცა. დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

წყარო

იხილეთ ასევე: