საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ნათია თურნავა აძლევს ჩვენებას - რა განაცხადა სხდომის დაწყებამდე სებ-ის პრეზიდენტმა
გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ნათია თურნავა აძლევს ჩვენებას - რა განაცხადა სხდომის დაწყებამდე სებ-ის პრეზიდენტმა

თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მით­ვი­სე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი ნა­თია თურ­ნა­ვა აძ­ლევს ჩვე­ნე­ბას.

სხდო­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ამ წუ­თებ­ში და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე თურ­ნა­ვას მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

მან მხო­ლოდ ის გა­ნა­ცხა­და, რომ „ყვე­ლა­ფერს კა­ნო­ნი­ე­რად აკე­თე­ბენ".

სხდო­მის ნა­წი­ლობ­რივ და­ხურ­ვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ და­ა­ყე­ნა.

რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რორ­მა მი­ხე­ილ სად­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზა­ნი კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ი­დუმ­ლოს დაც­ვაა, ვი­ნა­ი­დან კი­თხვე­ბი და სა­კი­თხე­ბი, რაც ნა­თია თურ­ნა­ვას­თან იქ­ნე­ბა დას­მუ­ლი, კო­მერ­ცი­ულ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას შე­ე­ხე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას დაც­ვის მხა­რე არ და­ე­თან­ხმა. რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ლე­ვან მა­ხა­რაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ობი­ექ­ტუ­რი ტეს­ტის პრინ­ციპს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. მა­ხა­რაშ­ვი­ლის თქმით­ვე, ეროვ­ნულ­მა ბან­კმა მსგავ­სი ფორ­მით კრე­დი­ტის გა­ცე­მა კა­ნონ­დარ­ღვე­ვად მი­იჩ­ნია და კი­თხვე­ბი თურ­ნა­ვას­თან სწო­რედ ამის გარ­შე­მო უნდა დას­ვან. შე­სა­ბა­მი­სად, დაც­ვის მხა­რე მი­იჩ­ნევს, რომ სხდო­მა­ზე არა­ნა­ი­რი კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა არ გაჟ­ღერ­დე­ბა.

მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და სხდო­მა ნა­წი­ლობ­რივ და­ხუ­რა.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა 2017 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბას ეხე­ბა. კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ინ­ვეს­ტორს ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი სრუ­ლი მო­გე­ბის სა­ნაც­ვლოდ მხო­ლოდ 536 900 აშშ დო­ლა­რი გა­დას­ცა, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი ინ­ვეს­ტო­რის კუთ­ვნი­ლი 8986 ოდე­ნო­ბის ბიტ­კო­ი­ნი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ით­ვი­სა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც მისი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში 43 მი­ლი­ო­ნამ­დე აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და.

გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევს.

მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 2 500 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, ასე­ვე და­წე­სე­ბუ­ლი აქვს და­მა­ტე­ბი­თი შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა 9-დან 12-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ნათია თურნავა აძლევს ჩვენებას - რა განაცხადა სხდომის დაწყებამდე სებ-ის პრეზიდენტმა

გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ნათია თურნავა აძლევს ჩვენებას - რა განაცხადა სხდომის დაწყებამდე სებ-ის პრეზიდენტმა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აძლევს ჩვენებას.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.პროცესის დაწყებამდე თურნავას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ „ყველაფერს კანონიერად აკეთებენ".

სხდომის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობა პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა.

როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, აღნიშნულის მიზანი კომერციული საიდუმლოს დაცვაა, ვინაიდან კითხვები და საკითხები, რაც ნათია თურნავასთან იქნება დასმული, კომერციულ საიდუმლოებას შეეხება.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განმარტა, შუამდგომლობა ობიექტური ტესტის პრინციპს უნდა აკმაყოფილებდეს. მახარაშვილის თქმითვე, ეროვნულმა ბანკმა მსგავსი ფორმით კრედიტის გაცემა კანონდარღვევად მიიჩნია და კითხვები თურნავასთან სწორედ ამის გარშემო უნდა დასვან. შესაბამისად, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ სხდომაზე არანაირი კომერციული საიდუმლოება არ გაჟღერდება.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა ნაწილობრივ დახურა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.