კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი “ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირია - ავსტრიაში მომხდარის ახალი დეტალები
დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი “ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირია - ავსტრიაში მომხდარის ახალი დეტალები

სი­რი­ე­ლი მიგ­რან­ტი, რო­მე­ლიც ავ­სტრი­ის ქა­ლაქ ვი­ლახ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლას და­ნით თავ­დას­ხმა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს"(IS) უკავ­შირ­დე­ბა. მათი თქმით, 23 წლის ბიჭი ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით მო­ექ­ცა რა­დი­კა­ლიზ­მის გავ­ლე­ნის ქვეშ და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ერ­თგუ­ლე­ბის ფი­ციც კი დადო.

ვი­ლა­ხის ცენ­ტრში მი­სულ­მა 23 წლის სი­რი­ელ­მა და­სა­კე­ცი და­ნით 14 წლის ბიჭი მოკ­ლა, ხუთი ადა­მი­ა­ნი კი დაჭ­რა. რო­გორც პო­ლი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, და­შა­ვე­ბულ­თა­გან სამი ამ დრომ­დე ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია.

შსს მი­ნის­ტრ გერ­ჰარდ კარ­ნე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ბი­ნა­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" დრო­შაც იპო­ვეს. კარ­ნერ­მა ასე­ვე თქვა, რომ თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უფრო მეტი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს. მან ყვე­ლა მათ­გა­ნის მკაც­რი და პე­რი­ო­დუ­ლი შე­მოწ­მე­ბა მო­ი­თხო­ვა.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, 23 წლის ახალ­გაზ­რდა კი­დევ უფრო მეტ ადა­მი­ანს მი­ა­ყე­ნებ­და ზი­ანს, რომ არა კი­დევ ერთი კუ­რი­ე­რად მო­მუ­შა­ვე სი­რი­ე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც თავ­დამ­სხმე­ლის­კენ თა­ვი­სი მო­პე­დით გა­ე­მარ­თა და შე­ჯა­ხე­ბით სცა­და მისი შე­ჩე­რე­ბა.

IS-ს თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჯე­რაც არ აუ­ღია სა­კუ­თარ თავ­ზე, თუმ­ცა ის­ლა­მის­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ავ­ღა­ნე­თის ფი­ლი­ა­ლის მე­დი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბამ ცოტა ხნის წინ IS-ის პოს­ტი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ისი­ნი მარ­ტო­ხე­ლა მებ­რძო­ლებს ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში თავ­დას­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

წყა­რო: reuters

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი “ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირია - ავსტრიაში მომხდარის ახალი დეტალები

დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი “ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირია - ავსტრიაში მომხდარის ახალი დეტალები

სირიელი მიგრანტი, რომელიც ავსტრიის ქალაქ ვილახში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას დანით თავდასხმაშია ეჭვმიტანილი, ხელისუფლების თქმით "ისლამურ სახელმწიფოს"(IS) უკავშირდება. მათი თქმით, 23 წლის ბიჭი ინტერნეტის მეშვეობით მოექცა რადიკალიზმის გავლენის ქვეშ და "ისლამური სახელმწიფოს" ერთგულების ფიციც კი დადო.

ვილახის ცენტრში მისულმა 23 წლის სირიელმა დასაკეცი დანით 14 წლის ბიჭი მოკლა, ხუთი ადამიანი კი დაჭრა. როგორც პოლიციამ განაცხადა, დაშავებულთაგან სამი ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.

შსს მინისტრ გერჰარდ კარნერის ინფორმაციით, დაკავებული ეჭვმიტანილის ბინაში "ისლამური სახელმწიფოს" დროშაც იპოვეს. კარნერმა ასევე თქვა, რომ თავშესაფრის მაძიებლების შესამოწმებლად ხელისუფლებას უფრო მეტი უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს. მან ყველა მათგანის მკაცრი და პერიოდული შემოწმება მოითხოვა.

თვითმხილველების თქმით, 23 წლის ახალგაზრდა კიდევ უფრო მეტ ადამიანს მიაყენებდა ზიანს, რომ არა კიდევ ერთი კურიერად მომუშავე სირიელი მამაკაცი, რომელიც თავდამსხმელისკენ თავისი მოპედით გაემართა და შეჯახებით სცადა მისი შეჩერება.

IS-ს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერაც არ აუღია საკუთარ თავზე, თუმცა ისლამისტური სახელმწიფოს ავღანეთის ფილიალის მედიის განყოფილებამ ცოტა ხნის წინ IS-ის პოსტი გაავრცელა, სადაც ისინი მარტოხელა მებრძოლებს ამერიკასა და ევროპაში თავდასხმების განხორციელებისკენ მოუწოდებენ.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა