მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი პრეზიდენტი კონსტანტინე გამსახურდიას პანაშვიდზე: 50 წლის წინანდელი უნიკალური კადრის ისტორია - "როცა შევარდნაძე მოვიდა, ზვიადის მზერა შეუმჩნეველი არ ყოფილა"
ორი პრეზიდენტი კონსტანტინე გამსახურდიას პანაშვიდზე: 50 წლის წინანდელი უნიკალური კადრის ისტორია - "როცა შევარდნაძე მოვიდა, ზვიადის მზერა შეუმჩნეველი არ ყოფილა"

ერთი უნი­კა­ლუ­რი ფო­ტოს ის­ტო­რია გვინ­და გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­მე­ლიც 1975 წლის 17 ივ­ლისს ჯე­მალ კას­რა­ძემ გა­და­ი­ღო. მა­შინ კას­რა­ძე გა­ზეთ "ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ქარ­თვე­ლო­ში" მუ­შა­ობ­და და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, მწე­რალ­თა კავ­ში­რის შე­ნო­ბა­ში იყო მივ­ლე­ნი­ლი, სა­დაც კლა­სი­კო­სი მწერ­ლის, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

წლე­ბის წინ ჟურ­ნალ "გზას­თან" ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ფო­ტოგ­რაფ­მა ფო­ტოს სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია გა­იხ­სე­ნა:

ჯე­მალ კას­რა­ძე:

- იმ პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნი გა­ზე­თის რე­დაქ­ტო­რი ვახ­ტანგ ჭე­ლი­ძე გახ­ლდათ და სწო­რედ მისი და­ვა­ლე­ბით აღ­მოვ­ჩნდი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდ­ზე. ცხა­დია, იმ ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტის ფირ­ზე აღ­ბეჭდ­ვა მე­ვა­ლე­ბო­და. იქ იყ­ვნენ მწერ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, კო­ლე­გე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი: ავ­ლიპ ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი, ილია ვე­კუა, გრი­გოლ აბა­ში­ძე... მო­ვი­და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეც, რო­მე­ლიც მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ცე­კას მდი­ვა­ნი გახ­ლდათ. შეკ­რე­ბილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერ­თად, წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ა­გო გარ­დაც­ვლი­ლი მწერ­ლის ხსოვ­ნას, რაც ამ ფო­ტო­ზე აღი­ბეჭ­და კი­დეც...

მარ­ცხნივ შე­ვარ­დნა­ძე, მარ­ჯვნივ გამ­სა­ხურ­დია

- ბა­ტო­ნო ჯე­მალ, ფო­ტო­ზე მარ­ჯვე­ნა კუ­თხე­ში, ჭი­რი­სუ­ფალ­თა შო­რის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი - ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში დი­სი­დენ­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და...თუ გახ­სოვთ, რო­გორ შეხ­ვდნენ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია ერ­თმა­ნეთს?

- რო­დე­საც ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე მო­ვი­და, ბა­ტო­ნი ზვი­ა­დის მზე­რა, შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არა­ვის­თვის ყო­ფი­ლა. შე­მიძ­ლია, ვთქვა, რომ მან სა­ო­ცა­რი მზე­რა ეს­რო­ლა ცე­კას მდი­ვანს, მას მერე, რაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს გა­უს­წორ­დნენ... რო­დე­საც ბა­ტო­ნი კონ­სტან­ტი­ნე მწე­რალ­თა კავ­ში­რის შე­ნო­ბი­დან გა­მო­ას­ვე­ნეს, პრო­ცე­სია გა­ლის ქუ­ჩამ­დე ანუ „კოლ­ხურ კოშ­კამ­დე“ ფე­ხით გა­ე­მარ­თა (კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, მი­სი­ვე ან­დერ­ძის თა­ნახ­მად, მისი სახ­ლის ეზო­შია დაკ­რძა­ლუ­ლი). ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­ა­ცი­ლებ­და მწერ­ლის ცხე­დარს. იმ­დე­ნი ხალ­ხი, რაც მა­შინ ვნა­ხე, არა­ვის გას­ვე­ნე­ბა­ზე აღარ მი­ნა­ხავს. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი ხალ­ხით იყო გა­და­ჭე­დი­ლი... პრო­ცე­სია რუს­თა­ვე­ლის ძეგლ­თან შე­ჩერ­და, ამ ჟეს­ტით ის თა­ვის წი­ნა­მორ­ბედს გა­მო­ემ­შვი­დო­ბა...

P.S. იმ დღი­დან 15 წელი გა­ვი­და და სა­ქარ­თვე­ლო გა­თა­ვი­სუფ­ლდა საბ­ჭო­თა მარ­წუ­ხე­ბის­გან, ხოლო ქვეყ­ნის პირ­ველ პრე­ზი­დენ­ტად ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია აირ­ჩია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მალე სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­აქ­ცი­ეს... მისი ად­გი­ლი ყო­ფილ­მა ცე­კას მდი­ვან­მა, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ და­ი­კა­ვა...ამ ფო­ტოს გა­და­ღე­ბი­სას ვერც ჯე­მალ კას­რა­ძე და და ალ­ბათ ვერც სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდ­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი ამას ვერ წარ­მო­იდ­გენ­დნენ, რად­გა­ნაც იმ პე­რი­ოდ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ყვა­ო­და...

ფო­ტოს გა­და­ღე­ბი­დან 50 წლის შემ­დეგ კი, მას­ზე კი­დევ ერთხელ თვა­ლის შევ­ლე­ბი­სას, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ერთ კადრში ფო­ტოგ­რაფ­მა მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ორი პრე­ზი­დენ­ტი ასა­ხა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ორი პრეზიდენტი კონსტანტინე გამსახურდიას პანაშვიდზე: 50 წლის წინანდელი უნიკალური კადრის ისტორია - "როცა შევარდნაძე მოვიდა, ზვიადის მზერა შეუმჩნეველი არ ყოფილა"

ორი პრეზიდენტი კონსტანტინე გამსახურდიას პანაშვიდზე: 50 წლის წინანდელი უნიკალური კადრის ისტორია - "როცა შევარდნაძე მოვიდა, ზვიადის მზერა შეუმჩნეველი არ ყოფილა"

ერთი უნიკალური ფოტოს ისტორია გვინდა გავიხსენოთ, რომელიც 1975 წლის 17 ივლისს ჯემალ კასრაძემ გადაიღო. მაშინ კასრაძე გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" მუშაობდა და სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მწერალთა კავშირის შენობაში იყო მივლენილი, სადაც კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

წლების წინ ჟურნალ "გზასთან" ერთ-ერთ ინტერვიუში ფოტოგრაფმა ფოტოს საინტერესო ისტორია გაიხსენა:

ჯემალ კასრაძე:

- იმ პერიოდში ჩვენი გაზეთის რედაქტორი ვახტანგ ჭელიძე გახლდათ და სწორედ მისი დავალებით აღმოვჩნდი კონსტანტინე გამსახურდიას სამოქალაქო პანაშვიდზე. ცხადია, იმ ისტორიული ფაქტის ფირზე აღბეჭდვა მევალებოდა. იქ იყვნენ მწერლის ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები, კოლეგები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები: ავლიპ ზურაბაშვილი, ილია ვეკუა, გრიგოლ აბაშიძე... მოვიდა ედუარდ შევარდნაძეც, რომელიც მაშინ საქართველოს ცეკას მდივანი გახლდათ. შეკრებილმა საზოგადოებამ ერთად, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილი მწერლის ხსოვნას, რაც ამ ფოტოზე აღიბეჭდა კიდეც...

მარცხნივ შევარდნაძე, მარჯვნივ გამსახურდია

- ბატონო ჯემალ, ფოტოზე მარჯვენა კუთხეში, ჭირისუფალთა შორის დაფიქსირებულია კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟი - ზვიად გამსახურდია, მომავალში საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც იმ პერიოდში დისიდენტურ საქმიანობას ეწეოდა...თუ გახსოვთ, როგორ შეხვდნენ ედუარდ შევარდნაძე და ზვიად გამსახურდია ერთმანეთს?

- როდესაც ედუარდ შევარდნაძე მოვიდა, ბატონი ზვიადის მზერა, შეუმჩნეველი არავისთვის ყოფილა. შემიძლია, ვთქვა, რომ მან საოცარი მზერა ესროლა ცეკას მდივანს, მას მერე, რაც ისინი ერთმანეთს გაუსწორდნენ... როდესაც ბატონი კონსტანტინე მწერალთა კავშირის შენობიდან გამოასვენეს, პროცესია გალის ქუჩამდე ანუ „კოლხურ კოშკამდე“ ფეხით გაემართა (კონსტანტინე გამსახურდია, მისივე ანდერძის თანახმად, მისი სახლის ეზოშია დაკრძალული). ძალიან ბევრი ადამიანი მიაცილებდა მწერლის ცხედარს. იმდენი ხალხი, რაც მაშინ ვნახე, არავის გასვენებაზე აღარ მინახავს. რუსთაველის გამზირი ხალხით იყო გადაჭედილი... პროცესია რუსთაველის ძეგლთან შეჩერდა, ამ ჟესტით ის თავის წინამორბედს გამოემშვიდობა...

P.S. იმ დღიდან 15 წელი გავიდა და საქართველო გათავისუფლდა საბჭოთა მარწუხებისგან, ხოლო ქვეყნის პირველ პრეზიდენტად ქართველმა ხალხმა ზვიად გამსახურდია აირჩია, რომელიც ძალიან მალე საქართველოდან გააქციეს... მისი ადგილი ყოფილმა ცეკას მდივანმა, ედუარდ შევარდნაძემ დაიკავა...ამ ფოტოს გადაღებისას ვერც ჯემალ კასრაძე და და ალბათ ვერც სამოქალაქო პანაშვიდზე მყოფი ადამიანები ამას ვერ წარმოიდგენდნენ, რადგანაც იმ პერიოდში საბჭოთა კავშირი ყვაოდა...

ფოტოს გადაღებიდან 50 წლის შემდეგ კი, მასზე კიდევ ერთხელ თვალის შევლებისას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ კადრში ფოტოგრაფმა მომავალში საქართველოს ორი პრეზიდენტი ასახა