ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, “თუ შეერთებული შტატები მის ქვეყანას დაემუქრება, ან განახორციელებს მოქმედებებს მის წინააღმდეგ, ირანი საპასუხოდ იმოქმედებს“.
“თუ ისინი დაგვემუქრებიან, ჩვენც დავემუქრებით. თუ ისინი განახორციელებენ ამ მუქარას, ჩვენც განვახორციელებთ ჩვენს მუქარას. თუ ისინი თავს დაესხმებიან ჩვენი ერის უსაფრთხოებას, ჩვენც უყოყმანოდ დავესხმებით თავს მათ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ხამენეიმ არმიის მეთაურებთან შეხვედრისას.
“ამერიკასთან მოლაპარაკება პრობლემას არ გადაჭრის. მტკიცებულება? - წარსული გამოცდილება!“ - აღნიშნა ხამენეიმ.
ამ კონტექსტში მან შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნების მთავრობებთან 2010-იან წლებში გამართული მოლაპარაკებები და მიღწეული შეთანხმება გაიხსენა და განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა.
“ასეთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება არ შეიძლება, მასთან მოლაპარაკება არის არაგონივრული, არა ჭკვიანური“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.