მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი სახლის რემონტში ახლობელს 23 ათასი მოსთხოვეს... კედლისთვის შპალერზე ბიუჯეტური რამ მოვიფიქრე " - როგორ აქცია პედაგოგმა ძველი სახლი ულამაზეს ოდად
"ასეთი სახლის რემონტში ახლობელს 23 ათასი მოსთხოვეს... კედლისთვის შპალერზე ბიუჯეტური რამ მოვიფიქრე " - როგორ აქცია პედაგოგმა ძველი სახლი ულამაზეს ოდად

"ასე­თი სახ­ლის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ახ­ლო­ბელს 23 ათა­სი ლარი მოს­თხო­ვეს, სა­დაც არა­ნა­ი­რი მა­სა­ლე­ბის ხარ­ჯი არ შე­დი­ო­და" - ამ­ბობს ინ­გლი­სუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი, დი­ზა­ი­ნე­რი რუსო სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე.

იგი ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, ჰყავს ოჯა­ხი, ორი შვი­ლი... ერთ დღეს წი­ნაპ­რე­ბის აშე­ნე­ბუ­ლი მოჰ­ყვა... ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ რუსო სუ­ლაქ­ვე­ლი­ძეს თა­ვად ვე­სა­უბ­რეთ...

- არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქონ­და, ჩემი ხე­ლით არა­სო­დეს გა­მი­კე­თე­ბია რამე. ვხე­დავ­დი ჩემს მე­უღ­ლეს რო­გორ არე­მონ­ტებ­და და თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა ამ გზით მი­ვი­ღე. ძა­ლი­ან რომ მო­ვინ­დო­მე, გა­მო­მი­ვი­და, თან ჩემი მე­უღ­ლის იმე­დი ყო­ველ­თვის მქონ­და რომ ყვე­ლა­ფერს მირ­ჩევ­და, და­მაკ­ვა­ლი­ა­ნებ­და...

- სახ­ლი სად მდე­ბა­რე­ობს?

- წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ პატ­რი­კეთ­ში. დე­და­ჩე­მის წი­ნაპ­რე­ბის აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლია. ბავ­შვო­ბა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ხში­რად ჩავ­დი­ო­დით, სახ­ლი ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. შემ­დეგ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მდგმუ­რებ­მა მი­იყ­ვა­ნეს.

- გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი გქონ­დათ?

- დიახ, რად­გან ქუ­თა­ის­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს, ათი წუ­თის სა­ვალ­ზეა, მი­ყო­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე მდგმუ­რი გვყავ­და, ისე გა­მო­ვი­და, თა­ვის ნე­ბა­ზე იყ­ვნენ და სახ­ლი ასეთ დღე­ში ჩა­აგ­დეს. შე­შას სახ­ლში ჩე­ხავ­დნენ, ია­ტაკს უმ­ძი­მე­სი კვა­ლი ეტყო­ბო­და. ღუ­მე­ლის მი­ლე­ბი სა­დაც უნ­დო­დათ იქ გაჰ­ყავ­დათ, ფან­ჯრე­ბი, მი­ნე­ბი სა­შინ­ლად იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სახ­ლს ბოლო მო­უ­ღეს.

სა­ხე­ლი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბამ­დე

- რო­დის გა­და­წყვი­ტეთ ამ­დე­ნად ტი­ტა­ნურ სა­მუ­შა­ო­ებს შერ­კი­ნე­ბო­დით?

- დე­დას ძა­ლი­ან უნ­დო­და, იქა­უ­რო­ბა იმ­დე­ნად მოგ­ვე­წეს­რი­გე­ბი­ნა, ზა­ფხუ­ლო­ბით, წლის სხვა დროს შა­ბათ -კვი­რას ბავ­შვებ­თან ერ­თად ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით. სახ­ლს დიდი ეზო აქვს, სა­დაც ბავ­შვე­ბი კარ­გად ერ­თო­ბი­ან. დე­დას, მა­მას, მა­მი­დას ხე­ლი­დან ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­დით, შრო­მა არ ეზა­რე­ბათ და ამი­ტო­მაც ჩვე­ნი ძა­ლე­ბით შე­ვუ­ტი­ეთ ამ საქ­მეს. გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. თა­ვი­დან იდე­ე­ბის გაც­ვლით და­ვი­წყეთ, დედა ამ­ბობ­და, რომ ისევ შპა­ლე­რი გაგ­ვეკ­რა. მე კიდე უფრო იაფ ვა­რი­ან­ტებს გან­ვი­ხი­ლავ­დი, რაც შე­იძ­ლე­ბო­და მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯი რომ გვქო­ნო­და. როცა დავ­ფიქ­რდი, კედ­ლებ­ზე თუ რა იქ­ნე­ბო­და ბი­უ­ჯე­ტუ­რი, კარგ დას­კვნამ­დე მი­ვე­დი. გო­ნე­ბა­ში გა­მი­ელ­ვა, შპა­ლე­რის შიგ­ნით ხომ ხე არის, ისე­თი რა უნდა იყოს, რა­საც ვერ და­ვა­მუ­შა­ვებ-მეთ­ქი... მარ­თლაც გა­დავ­ფხი­კეთ და სა­უ­კე­თე­სო მა­სა­ლა აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც მუ­ხის ხეც კი იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ასე­თი კარ­გი მა­სა­ლა სა­ღე­ბა­ვებ­ში, შპა­ლერ­ში იმა­ლე­ბო­და.

სა­ხუ­რა­ვი­დან წყა­ლი ჩა­მო­დი­ო­და, სა­ღე­ბა­ვი და შპა­ლე­რი ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ აღარ ვარ­გო­და, ძა­ლი­ან გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი იყო. მარ­თლაც ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ამ ყვე­ლა­ფერს გავმკლა­ვე­ბო­დი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მარ­ტო ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბო­დი, მთე­ლი ოჯა­ხი ჩარ­თუ­ლი იყო და ბევრ რა­მეს აკე­თებ­დნენ, თუმ­ცა ყო­ველ­თვის არ ჩა­ნან ვი­დე­ო­ებ­ში, მათი სურ­ვი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. სახ­ლის ხის ნა­წილ­ში უფრო მე­ტად მამა მეხ­მა­რე­ბა, რო­გორც კი და­ზუმ­ფა­რე­ბას და­ვი­წყებ, სულ ცდი­ლობს საქ­მე ბო­ლომ­დე მი­მაყ­ვა­ნი­ნოს. ბევ­რი რამ გა­კეთ­და, მაგ­რამ ჯერ ყვე­ლა­ფე­რი წინ არის. ვი­ნა­ი­დან დი­ზა­ი­ნე­რი ვარ, ყვე­ლა­ფერს სხვა თვა­ლით ვუ­ყუ­რებ... მარ­თა­ლია დამ­წყე­ბი დი­ზა­ი­ნე­რი ვარ, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე სახ­ლის მო­წყო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა უკვე მაქვს. თუმ­ცა უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე სტილ­ში და ამ­ჯე­რად პატ­რი­კე­თის სახ­ლი ჩემ­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვაა, რომ სახ­ლი ძველ ოდას და­ვამ­სგავ­სო. მსურს ავე­ჯიც რუს­ტი­კუ­ლი, ან­ტიკ­ვა­რუ­ლი და ვინ­ტა­ჟუ­რი სტი­ლის გან­ვა­თავ­სო, ყვე­ლა­ფე­რი რომ სიძ­ვე­ლეს­თან და ბუ­ნებ­რივ­თან ასო­ცირ­დე­ბო­დეს. სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 80 პრო­ცენ­ტი უკვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია. ამ­ჯე­რად შუ­შა­ბან­დში მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ერთი სული მაქვს ავე­ჯის გან­თავ­სე­ბა­ზე რო­დის გა­და­ვალთ..

- მარ­თა­ლია ხარ­ჯე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლი იყო, რად­გან თქვე­ნი ხე­ლით აკე­თებ­დით, მაგ­რამ მა­ინც გარ­კვე­უ­ლი სახ­სრე­ბი არ დაგ­ჭირ­დათ?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სახ­სრე­ბის გა­რე­შე ვე­რა­ფერს და­ი­წყებ... უბ­რა­ლოდ, რაც კი შე­იძ­ლე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი მი­ნი­მუ­მამ­დე იყო დაყ­ვა­ნი­ლი. აქ ძი­რი­თა­დი დატ­ვირ­თვა ფი­ზი­კუ­რი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა იყო. თუმ­ცა კარ-ფან­ჯრებს, რა­ღა­ცებს გარ­კვე­უ­ლი თან­ხა დას­ჭირ­და. ხარჯთაღ­რი­ცხვა არ გა­მი­კე­თე­ბია, ზუს­ტად რომ ვი­ცო­დე, რა დაჯ­და, მაგ­რამ იმ­დე­ნი არ იყო, ადა­მი­ა­ნი რომ ვერ გას­წვდეს. ასე­თი სახ­ლის გა­ნახ­ლე­ბას დიდი დრო ჭირ­დე­ბა და დრო­დად­რო სა­ჭი­რო ფი­ნან­სე­ბიც ჩნდე­ბა. მთა­ვა­რია, ადა­მი­ან­მა მსგავ­სი სახ­ლის რეს­ტავ­რი­რე­ბა მო­ინ­დო­მოს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­უ­ვა. თუმ­ცა ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად მზად უნდა იყოს.

- დიდი მო­ტი­ვა­ცი­ის მომ­ცე­მია თქვე­ნი ფე­ის­ბუქგ­ვერდ, "გა­ა­კე­თე შენ თვი­თონ“

- დიახ, ფი­ზი­კურ სა­მუ­შა­ო­ებს თა­ვად ვა­ტა­რებ და არა­ფე­რია ისე­თი, რა­საც ვინ­მე ვერ შეძ­ლებს. როცა და­ვიღ­ლე­ბით ერ­თმა­ნეთს ვე­ნაც­ვლე­ბით, ვი­ნა­წი­ლებთ. ზუს­ტად ასე­თი სახ­ლის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ახ­ლო­ბელს 23 ათა­სი ლარი მოს­თხო­ვეს. ეს მხო­ლოდ ხე­ლო­ბა­ში, სა­დაც არა­ნა­ი­რი მა­სა­ლე­ბის ხარ­ჯი არ შე­დი­ო­და. დღეს ყვე­ლა მა­სა­ლა­ზე მე­ტად ფა­სობს ხე­ლო­ბა. მე თვი­თონ ელექტრო ზუმ­ფა­რაც და კუ­თხსა­ხე­ხიც პირ­ვე­ლად და­ვი­ჭი­რე ხელ­ში, ჩემ­მა მე­უღ­ლემ ამიხ­სნა, რო­გორ უნდა გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. ვი­დე­ო­ებ­ში მარ­ტი­ვად ჩანს, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი მათი გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია. კუ­თხსა­ხე­ხით ნე­ბის­მი­ე­რი რა­მის ზე­და­პი­რის და­ზუმ­ფა­რე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რია. სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო, ფორ­მე­ბი არ და­ვა­ზი­ა­ნოთ. შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ სხვა­დას­ხვა ზო­მის, ნომ­რი­ა­ნი ზუმ­ფა­რა. რაც უფრო იმა­ტებს ზუმ­ფა­რის ნო­მე­რი, მით უფრო რბი­ლია. ვინც დამ­წყე­ბია, შე­უძ­ლია თა­ვი­დან მა­ღალ­ნომ­რი­ა­ნი ზუმ­ფა­რა გა­მო­ი­ყე­ნოს, ზე­და­პი­რი რომ არ და­ა­ზი­ა­ნოს.

შემ­დეგ გა­მოც­დი­ლე­ბა აჩ­ვე­ნებს, რო­მე­ლი აჯო­ბებს. ჩემს ვი­დე­ო­ში ჩანს, ამ ხელ­სა­წყომ თუ რო­გო­რი ია­ტა­კი გა­ა­ხა­ლი­სა და გა­ა­ცო­ცხლა, ეს შე­დე­გი ვე­რაფ­რით ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა. უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მაქვს, სა­ი­დან არ მწე­რენ, თუ შევ­ძლებ მათ­თვის იგი­ვე მომ­სა­ხუ­რე­ბა გავ­წიო. ამ ეტაპ­ზე ყვე­ლას ვპა­სუ­ხობ, რომ ჩემი საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. ჩვე­ნი სახ­ლი რომ დას­რულ­დე­ბა, სა­მო­მავ­ლოდ ალ­ბათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს გან­ვი­ხი­ლავ. იმ­დე­ნად აზარ­ტში ვარ შე­სუ­ლი, არ ვიცი რო­გორ გავ­ჩერ­დე­ბი. ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ხა­რია, დღე­ში 5-6 ადა­მი­ა­ნი მა­ინც რომ მწერს, სურ­ვი­ლი გაგ­ვიჩ­ნდა იგი­ვე გა­ვა­კე­თო­თო. ძა­ლი­ან ბევ­რმა და­ი­კა­ვა ხელ­ში კუ­თხსა­ხე­ხი და ცდი­ლო­ბენ თა­ვი­სი ხე­ლით გა­ა­კე­თონ რამე.

ერთ რა­მეს მივ­ხვდი: ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის შემ­დეგ ხალ­ხს მსგავ­სი ტი­პის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ენატ­რე­ბა. იმ­დე­ნად გა­დაღ­ლი­ლია ხალ­ხი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ასე­თი სა­მუ­შაო სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებთ. ძა­ლი­ან ბევ­რი აპი­რებს სახ­ლის გა­ნახ­ლე­ბას. რა უნდა იყოს იმა­ზე სა­სი­ხა­რუ­ლო, ადა­მი­ა­ნი რომ უკვე სახ­ლის დან­გრე­ვას აპი­რებ­და და ახლა უკვე იმა­ზე და­ფიქ­რდა, რო­გორ გა­ნა­ახ­ლოს და სახ­ლს ახა­ლი სი­ცო­ცხლე მის­ცეს. იმა­ზე ფიქ­რი,რომ თუნ­დაც ერთი სახ­ლი გა­და­ვარ­ჩი­ნე დან­გრე­ვას, ძა­ლი­ან მა­ბედ­ნი­ე­რებს. ჩემი მე­უღ­ლე კო­ტე­ჯებს აშე­ნებს, მის­თვის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იყო ჩემ­თვი­საც აე­შე­ნე­ბი­ნა, სო­ფელ­ში სახ­ლი გვექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი იყო ჩემი ბე­ბია-ბა­ბუ­ას და­ტო­ვე­ბუ­ლი ოდა სახ­ლი გვქო­ნო­და თა­ვი­სი მო­გო­ნე­ბე­ბით. ჩემი და­ჟი­ნე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი იყო, სიძ­ვე­ლეც შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა და თან ასე გან­მე­ახ­ლე­ბი­ნა. დედა დღეს იმ­დე­ნად ბედ­ნი­ე­რია, სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ სულ სო­ფელ­ში გარ­ბის, რო­გო­რი დაღ­ლი­ლიც არ უნდა იყოს. ეზო­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მეა და აწეს­რი­გებს.

- ორი შვი­ლის დედა ხართ, შვი­ლე­ბის მოვ­ლას­თან ერ­თად ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი კი­დევ უფრო რთუ­ლი არ იყო?

- დიახ, ორი ბიჭი მყავს, რვა და ხუთი წლის არი­ან.... სახ­ლის რე­მონ­ტი ზა­ფხულ­ში და­ვი­წყე, ბავ­შვებს სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი ჰქონ­დათ, ვა­ხერ­ხებ­დი თან წა­მეყ­ვა­ნა და ეზო­ში მშვე­ნივ­რად თა­მა­შობ­დნენ. ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და, ტე­ლე­ფო­ნებ­ში, გა­ჯე­ტებ­ში რომ აღარ იყ­ვნენ თავ­ჩარ­გუ­ლი, ეზო­ში ერ­თო­ბოდ­ნენ, ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნობ­დნენ. თით­ქმის მთე­ლი ზა­ფხუ­ლი იქ ვმუ­შა­ობ­დი, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და დამ­ქან­ცვე­ლი დღე­ე­ბი გა­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ იმ­დე­ნად დიდი იყო სურ­ვი­ლი,მე­ო­რე დღეს ყვე­ლა­ფერს მა­ვი­წყებ­და. ვი­დე­ო­ებ­ზეც ისე­თი ამ­ბა­ვი იყო, ხალ­ხის მი­მარ­თაც დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მქონ­და. სულ მე­ლო­დე­ბოდ­ნენ, რას გა­ვა­კე­თებ­დი. ხალ­ხის მხრი­დან ასეთ­მა მო­თხოვ­ნამ დიდი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა.

ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ხა­რია, როცა ჩემს გე­მოვ­ნე­ბას უს­ვა­მენ ხაზს. მთა­ვა­რია მონ­დო­მე­ბა, თო­რემ ქალი ვარ, ახლა თუ ვინ­მე ქა­ლებს სუსტ სქე­სად აღიქ­ვამს, მა­გა­ლი­თი შე­იძ­ლე­ბა ვიყო. არა­ფერს გან­სა­კუთ­რე­ბულს არ ვა­კე­თებ, არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქო­ნია, პირ­ვე­ლად ავი­ღე ხელ­ში ეს ხელ­სა­წყო­ე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და. სახ­ლის გა­ნახ­ლე­ბით ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, ყო­ვე­ლი დღე ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, რაც არ უნდა დაღ­ლი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, შე­დე­გით სულ ვტკბე­ბო­დი.

ვი­საც ასე­თი ძვე­ლი სახ­ლი აქვს ალ­ბათ ფიქ­რობს, რე­მონ­ტი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ბი­უ­ჯე­ტით უნდა და­ი­წყოს. ვერც წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ თუ ასე მარ­ტი­ვად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი სახ­ლის გა­ნახ­ლე­ბა. უკვე ვა­მა­ყობ, რაც შევ­ქმე­ნი, მაგ­რამ წლე­ბის შემ­დეგ ალ­ბათ, უფრო მეტ სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­მა­ნი­ჭებს ამ პრო­ცე­სე­ბის გახ­სე­ნე­ბა, როცა ვი­დე­ო­ებს გა­დავ­ხე­დავ... ეზო­ში სა­ცხო­ბი ბუხ­რის აშე­ნე­ბას ვა­პი­რებ. ძა­ლი­ან ბევ­რი მსურ­ვე­ლია, რო­დე­საც ჩვე­ნი სახ­ლი დას­რულ­დე­ბა, მო­ი­ნა­ხუ­ლონ, ამი­ტო­მაც გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს, სტუმ­რე­ბი მი­ვი­ღო და გა­ვუ­მას­პინ­ძლდე. იმ­დე­ნად მომ­წონს ეს იდეა, ალ­ბათ უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო რა­მეს ცხოვ­რე­ბა­ში ვერც გა­ვა­კე­თებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ასეთი სახლის რემონტში ახლობელს 23 ათასი მოსთხოვეს... კედლისთვის შპალერზე ბიუჯეტური რამ მოვიფიქრე " - როგორ აქცია პედაგოგმა ძველი სახლი ულამაზეს ოდად

"ასეთი სახლის რემონტში ახლობელს 23 ათასი მოსთხოვეს... კედლისთვის შპალერზე ბიუჯეტური რამ მოვიფიქრე " - როგორ აქცია პედაგოგმა ძველი სახლი ულამაზეს ოდად

"ასეთი სახლის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ახლობელს 23 ათასი ლარი მოსთხოვეს, სადაც არანაირი მასალების ხარჯი არ შედიოდა" - ამბობს ინგლისური ენის სპეციალისტი, დიზაინერი რუსო სულაქველიძე.

იგი ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა, ჰყავს ოჯახი, ორი შვილი... ერთ დღეს წინაპრების აშენებული მოჰყვა... ამ ყველაფრის შესახებ რუსო სულაქველიძეს თავად ვესაუბრეთ...

- არანაირი გამოცდილება არ მქონდა, ჩემი ხელით არასოდეს გამიკეთებია რამე. ვხედავდი ჩემს მეუღლეს როგორ არემონტებდა და თეორიული ცოდნა ამ გზით მივიღე. ძალიან რომ მოვინდომე, გამომივიდა, თან ჩემი მეუღლის იმედი ყოველთვის მქონდა რომ ყველაფერს მირჩევდა, დამაკვალიანებდა...

- სახლი სად მდებარეობს?

- წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში. დედაჩემის წინაპრების აშენებული სახლია. ბავშვობაში დასასვენებლად ხშირად ჩავდიოდით, სახლი ნორმალურ მდგომარეობაში იყო. შემდეგ უმძიმეს მდგომარეობამდე მდგმურებმა მიიყვანეს.

- გაქირავებული გქონდათ?

- დიახ, რადგან ქუთაისთან ძალიან ახლოს, ათი წუთის სავალზეა, მიყოლებით რამდენიმე მდგმური გვყავდა, ისე გამოვიდა, თავის ნებაზე იყვნენ და სახლი ასეთ დღეში ჩააგდეს. შეშას სახლში ჩეხავდნენ, იატაკს უმძიმესი კვალი ეტყობოდა. ღუმელის მილები სადაც უნდოდათ იქ გაჰყავდათ, ფანჯრები, მინები საშინლად იყო დაზიანებული. შეიძლება ითქვას, რომ სახლს ბოლო მოუღეს.

სახელი სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე

- როდის გადაწყვიტეთ ამდენად ტიტანურ სამუშაოებს შერკინებოდით?

- დედას ძალიან უნდოდა, იქაურობა იმდენად მოგვეწესრიგებინა, ზაფხულობით, წლის სხვა დროს შაბათ -კვირას ბავშვებთან ერთად ჩავსულიყავით. სახლს დიდი ეზო აქვს, სადაც ბავშვები კარგად ერთობიან. დედას, მამას, მამიდას ხელიდან ყველაფერი გამოსდით, შრომა არ ეზარებათ და ამიტომაც ჩვენი ძალებით შევუტიეთ ამ საქმეს. გულწრფელად გითხრათ, ძალიან ვამაყობ ამ გადაწყვეტილებით. თავიდან იდეების გაცვლით დავიწყეთ, დედა ამბობდა, რომ ისევ შპალერი გაგვეკრა. მე კიდე უფრო იაფ ვარიანტებს განვიხილავდი, რაც შეიძლებოდა მინიმალური დანახარჯი რომ გვქონოდა. როცა დავფიქრდი, კედლებზე თუ რა იქნებოდა ბიუჯეტური, კარგ დასკვნამდე მივედი. გონებაში გამიელვა, შპალერის შიგნით ხომ ხე არის, ისეთი რა უნდა იყოს, რასაც ვერ დავამუშავებ-მეთქი... მართლაც გადავფხიკეთ და საუკეთესო მასალა აღმოჩნდა, სადაც მუხის ხეც კი იყო გამოყენებული. ასეთი კარგი მასალა საღებავებში, შპალერში იმალებოდა.

სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა, საღებავი და შპალერი ამდენი წლის შემდეგ აღარ ვარგოდა, ძალიან გაფუჭებული იყო. მართლაც ძალიან რთული იყო ამ ყველაფერს გავმკლავებოდი. რასაკვირველია, მარტო ვერაფერს გავხდებოდი, მთელი ოჯახი ჩართული იყო და ბევრ რამეს აკეთებდნენ, თუმცა ყოველთვის არ ჩანან ვიდეოებში, მათი სურვილიდან გამომდინარე. სახლის ხის ნაწილში უფრო მეტად მამა მეხმარება, როგორც კი დაზუმფარებას დავიწყებ, სულ ცდილობს საქმე ბოლომდე მიმაყვანინოს. ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის. ვინაიდან დიზაინერი ვარ, ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ... მართალია დამწყები დიზაინერი ვარ, მაგრამ რამდენიმე სახლის მოწყობის გამოცდილება უკვე მაქვს. თუმცა უფრო თანამედროვე სტილში და ამჯერად პატრიკეთის სახლი ჩემთვის დიდი გამოწვევაა, რომ სახლი ძველ ოდას დავამსგავსო. მსურს ავეჯიც რუსტიკული, ანტიკვარული და ვინტაჟური სტილის განვათავსო, ყველაფერი რომ სიძველესთან და ბუნებრივთან ასოცირდებოდეს. სამუშაოების დაახლოებით 80 პროცენტი უკვე ჩატარებულია. ამჯერად შუშაბანდში მიმდინარეობს სამუშაოები და ერთი სული მაქვს ავეჯის განთავსებაზე როდის გადავალთ..

- მართალია ხარჯები შემცირებული იყო, რადგან თქვენი ხელით აკეთებდით, მაგრამ მაინც გარკვეული სახსრები არ დაგჭირდათ?

- რასაკვირველია, სახსრების გარეშე ვერაფერს დაიწყებ... უბრალოდ, რაც კი შეიძლებოდა, ყველაფერი მინიმუმამდე იყო დაყვანილი. აქ ძირითადი დატვირთვა ფიზიკური სამუშაოს შესრულება იყო. თუმცა კარ-ფანჯრებს, რაღაცებს გარკვეული თანხა დასჭირდა. ხარჯთაღრიცხვა არ გამიკეთებია, ზუსტად რომ ვიცოდე, რა დაჯდა, მაგრამ იმდენი არ იყო, ადამიანი რომ ვერ გასწვდეს. ასეთი სახლის განახლებას დიდი დრო ჭირდება და დროდადრო საჭირო ფინანსებიც ჩნდება. მთავარია, ადამიანმა მსგავსი სახლის რესტავრირება მოინდომოს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოუვა. თუმცა ფიზიკური დატვირთვისთვის აუცილებლად მზად უნდა იყოს.

- დიდი მოტივაციის მომცემია თქვენი ფეისბუქგვერდ, "გააკეთე შენ თვითონ“

- დიახ, ფიზიკურ სამუშაოებს თავად ვატარებ და არაფერია ისეთი, რასაც ვინმე ვერ შეძლებს. როცა დავიღლებით ერთმანეთს ვენაცვლებით, ვინაწილებთ. ზუსტად ასეთი სახლის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ახლობელს 23 ათასი ლარი მოსთხოვეს. ეს მხოლოდ ხელობაში, სადაც არანაირი მასალების ხარჯი არ შედიოდა. დღეს ყველა მასალაზე მეტად ფასობს ხელობა. მე თვითონ ელექტრო ზუმფარაც და კუთხსახეხიც პირველად დავიჭირე ხელში, ჩემმა მეუღლემ ამიხსნა, როგორ უნდა გამომეყენებინა. ვიდეოებში მარტივად ჩანს, სინამდვილეში კი მათი გამოყენება გაცილებით რთულია. კუთხსახეხით ნებისმიერი რამის ზედაპირის დაზუმფარებაა შესაძლებელი, ძალიან მრავალფუნქციურია. სიფრთხილეა საჭირო, ფორმები არ დავაზიანოთ. შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა ზომის, ნომრიანი ზუმფარა. რაც უფრო იმატებს ზუმფარის ნომერი, მით უფრო რბილია. ვინც დამწყებია, შეუძლია თავიდან მაღალნომრიანი ზუმფარა გამოიყენოს, ზედაპირი რომ არ დააზიანოს.

შემდეგ გამოცდილება აჩვენებს, რომელი აჯობებს. ჩემს ვიდეოში ჩანს, ამ ხელსაწყომ თუ როგორი იატაკი გაახალისა და გააცოცხლა, ეს შედეგი ვერაფრით ვერ წარმომედგინა. უკვე ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს, საიდან არ მწერენ, თუ შევძლებ მათთვის იგივე მომსახურება გავწიო. ამ ეტაპზე ყველას ვპასუხობ, რომ ჩემი საქმით ვარ დაკავებული. ჩვენი სახლი რომ დასრულდება, სამომავლოდ ალბათ შემოთავაზებებს განვიხილავ. იმდენად აზარტში ვარ შესული, არ ვიცი როგორ გავჩერდები. ყველაზე მეტად მიხარია, დღეში 5-6 ადამიანი მაინც რომ მწერს, სურვილი გაგვიჩნდა იგივე გავაკეთოთო. ძალიან ბევრმა დაიკავა ხელში კუთხსახეხი და ცდილობენ თავისი ხელით გააკეთონ რამე.

ერთ რამეს მივხვდი: ყოველდღიური რუტინის შემდეგ ხალხს მსგავსი ტიპის სამუშაოები ენატრება. იმდენად გადაღლილია ხალხი ფსიქოლოგიურად, ასეთი სამუშაო სიამოვნებას ანიჭებთ. ძალიან ბევრი აპირებს სახლის განახლებას. რა უნდა იყოს იმაზე სასიხარულო, ადამიანი რომ უკვე სახლის დანგრევას აპირებდა და ახლა უკვე იმაზე დაფიქრდა, როგორ განაახლოს და სახლს ახალი სიცოცხლე მისცეს. იმაზე ფიქრი,რომ თუნდაც ერთი სახლი გადავარჩინე დანგრევას, ძალიან მაბედნიერებს. ჩემი მეუღლე კოტეჯებს აშენებს, მისთვის ძალიან მარტივი იყო ჩემთვისაც აეშენებინა, სოფელში სახლი გვექნებოდა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო ჩემი ბებია-ბაბუას დატოვებული ოდა სახლი გვქონოდა თავისი მოგონებებით. ჩემი დაჟინებული სურვილი იყო, სიძველეც შემენარჩუნებინა და თან ასე განმეახლებინა. დედა დღეს იმდენად ბედნიერია, სამსახურის შემდეგ სულ სოფელში გარბის, როგორი დაღლილიც არ უნდა იყოს. ეზოშიც ძალიან ბევრი საქმეა და აწესრიგებს.

- ორი შვილის დედა ხართ, შვილების მოვლასთან ერთად ეს სამუშაოები კიდევ უფრო რთული არ იყო?

- დიახ, ორი ბიჭი მყავს, რვა და ხუთი წლის არიან.... სახლის რემონტი ზაფხულში დავიწყე, ბავშვებს საზაფხულო არდადეგები ჰქონდათ, ვახერხებდი თან წამეყვანა და ეზოში მშვენივრად თამაშობდნენ. ძალიან მიხაროდა, ტელეფონებში, გაჯეტებში რომ აღარ იყვნენ თავჩარგული, ეზოში ერთობოდნენ, ველოსიპედით სეირნობდნენ. თითქმის მთელი ზაფხული იქ ვმუშაობდი, ძალიან მაღალი ტემპერატურა და დამქანცველი დღეები გავიარეთ, მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი,მეორე დღეს ყველაფერს მავიწყებდა. ვიდეოებზეც ისეთი ამბავი იყო, ხალხის მიმართაც დიდი პასუხისმგებლობა მქონდა. სულ მელოდებოდნენ, რას გავაკეთებდი. ხალხის მხრიდან ასეთმა მოთხოვნამ დიდი მოტივაცია მომცა.

ყველაზე მეტად მიხარია, როცა ჩემს გემოვნებას უსვამენ ხაზს. მთავარია მონდომება, თორემ ქალი ვარ, ახლა თუ ვინმე ქალებს სუსტ სქესად აღიქვამს, მაგალითი შეიძლება ვიყო. არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ, არანაირი გამოცდილება არ მქონია, პირველად ავიღე ხელში ეს ხელსაწყოები და ყველაფერი გამომივიდა. სახლის განახლებით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ყოველი დღე ძალიან სასიამოვნო იყო, რაც არ უნდა დაღლილი ვყოფილიყავი, შედეგით სულ ვტკბებოდი.

ვისაც ასეთი ძველი სახლი აქვს ალბათ ფიქრობს, რემონტი ძალიან მაღალი ბიუჯეტით უნდა დაიწყოს. ვერც წარმოუდგენიათ თუ ასე მარტივად არის შესაძლებელი სახლის განახლება. უკვე ვამაყობ, რაც შევქმენი, მაგრამ წლების შემდეგ ალბათ, უფრო მეტ სიამოვნებას მომანიჭებს ამ პროცესების გახსენება, როცა ვიდეოებს გადავხედავ... ეზოში საცხობი ბუხრის აშენებას ვაპირებ. ძალიან ბევრი მსურველია, როდესაც ჩვენი სახლი დასრულდება, მოინახულონ, ამიტომაც გადაწყვეტილი მაქვს, სტუმრები მივიღო და გავუმასპინძლდე. იმდენად მომწონს ეს იდეა, ალბათ უფრო სასიამოვნო რამეს ცხოვრებაში ვერც გავაკეთებ.