კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მახსენდება ჩვენი ქვეყნისთვის არცერთი მნიშვნელოვანი სფერო, რომელშიც ამ ორგანიზაციას ფული არ ჩაუდია" - რა ელის USAID-ს?
"არ მახსენდება ჩვენი ქვეყნისთვის არცერთი მნიშვნელოვანი სფერო, რომელშიც ამ ორგანიზაციას ფული არ ჩაუდია" - რა ელის USAID-ს?

ყვე­ლა­ფე­რი იმით იწყე­ბა, დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აშშ-ის მთავ­რო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ილონ მასკმა აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) “კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია“ უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ მის და­ხურ­ვა­ზე მუ­შა­ობ­და.

ორ­შა­ბათს, ვა­შინგტონ­ში USAID-ის შტაბ-ბინა და­ი­ხუ­რა, ხოლო სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებს აც­ნო­ბეს, რომ სახ­ლებ­ში დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა “დე­მოკ­რატ­მა“ კონ­გრეს­მე­ნებ­მა შტაბ-ბი­ნას­თან გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, მარ­კო რუ­ბიო USAID-ის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად და­ი­ნიშ­ნა.

“მინ­და გა­ვი­მე­ო­რო, რაც ვთქვით, დიდი ხა­ნია მხარს ვუ­ჭერ­დი სა­გა­რეო დახ­მა­რე­ბას, ვაგ­რძე­ლებ სა­გა­რეო დახ­მა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რას, მაგ­რამ სა­გა­რეო დახ­მა­რე­ბა ქველ­მოქ­მე­დე­ბა არაა. ის არ­სე­ბობს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის წინ წა­სა­წე­ვად. ყო­ვე­ლი დო­ლა­რი, რო­მელ­საც ჩვენ დავ­ხარ­ჯავთ, სა­ნამ მე ვარ სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი და სა­ნამ პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პია თეთრ სახ­ლში, იქ­ნე­ბა დო­ლა­რი, რო­მე­ლიც წინ წა­წევს ჩვენს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს“, - გა­ნა­ცხა­და რუ­ბი­ომ, თუმ­ცა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბედი ჯერ­ჯე­რო­ბით კვლავ გა­ურ­კვე­ვე­ლია.

USAID-ი, რო­გორც 1961 წელს შექ­მნი­ლი სა­გა­რეო დახ­მა­რე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ა­გენ­ტო, 120-მდე სა­ხელ­მწი­ფო­ში მო­ნა­წი­ლე­ობს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ, გან­ვი­თა­რე­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ პროგ­რა­მებ­ში. სა­ა­გენ­ტო "დახ­მა­რე­ბას უწევს სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან ქვეყ­ნებს და კონ­ფლიქ­ტით მო­ცულ ქვეყ­ნებს; ხელ­მძღვა­ნე­ლობს აშშ-ის ძა­ლის­ხმე­ვას სი­ღა­რი­ბეს­თან, და­ა­ვა­დე­ბებ­თან ბრძო­ლა­ში და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის სფე­რო­ში და ეხ­მა­რე­ბა აშშ-ის კო­მერ­ცი­ულ ინ­ტე­რე­სებს, გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში მყო­ფი ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის მხარ­და­ჭე­რით. სა­ქარ­თვე­ლო­შიც არა­ერ­თი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ სხვა ტი­პის პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა და ამ ეტაპ­ზეც ხორ­ცი­ელ­დე­ბა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით.

გვე­სა­უბ­რე­ბა ანა­ლი­ტი­კო­სი თენ­გიზ ფხა­ლა­ძე:

"USAID -ის გა­უქ­მე­ბა­ზე სა­კი­თხი ნამ­დვი­ლად არ დგას, სა­უ­ბა­რია რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე, ის პირ­და­პირ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში იქ­ნე­ბა (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფონ­დებ­ზე გარ­კვე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი არ­სე­ბობ­და). რაც შე­ე­ხე­ბა USAID-ის ირ­გვლივ ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს, ჩვენ­თან, სამ­წუ­ხა­როდ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მი­ი­ღო. რა­ტომ წა­მო­ი­წია ამ სა­კი­თხმა? ეს ძი­რი­თა­დად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია აშშ-ს შიდა პო­ლი­ტი­კურ თე­მას­თან და იმ გზავ­ნი­ლებ­თან, რი­თაც ტრამ­პი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და. ტრამ­პის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის და­პი­რე­ბა იყო ის, რომ გარე დახ­მა­რე­ბებ­ზე იმ­დე­ნი ფული აღარ და­ი­ხარ­ჯე­ბა, მეტი ფული უნდა მოხ­მარ­დეს ამე­რი­კას და არა სხვა ქვეყ­ნებს, ასე­ვე, ნაკ­ლე­ბი უნდა და­ი­ხარ­ჯოს ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ზე. ის დე­პარ­ტა­მენ­ტიც, რო­მელ­საც მას­კი ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში, იყო სწო­რედ სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბის მუ­შა­ო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი, თუ შემ­ფა­სე­ბე­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი. ასე რომ, ეს სა­კი­თხი უფრო ამ შიდა პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექ­სტში უნდა გან­ვი­ხი­ლოთ, ტრამ­პი ას­რუ­ლებს თა­ვის პი­რო­ბას - ის თა­ვი­სი გად­მო­სა­ხე­დი­დან ასე თვლის სა­ჭი­როდ.

რაც შე­ე­ხე­ბა USAID-ის გა­უქ­მე­ბას, ის არ გა­უქ­მდე­ბა იმი­ტომ, რომ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა­ში ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დამ­ხმა­რე ინ­სტრუ­მენ­ტია, რო­მე­ლიც ხელს უწყობს აშშ-ს და­იც­ვას ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, ის ინ­ტე­რე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც მას გლო­ბა­ლუ­რად აქვს. ზო­გა­დად, რო­დე­საც ვლა­პა­რა­კობთ ამე­რი­კა­ზე, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სამ­ყა­როს ლი­დერ­ზე, ამ ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბა­ში USAID ას­რუ­ლებს ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს.

ასე რომ, ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია იქ­ნე­ბა. რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია რამ­დე­ნად გახ­დის მას მე­ტად ეფექ­ტი­ანს, ეს სხვა სა­კი­თხია და ამა­ზე შემ­დგომ შეგ­ვიძ­ლია ვიმ­სჯე­ლოთ. ის პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­თაც ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია ჩათ­ვლის, რომ ხელს უწყობს აშშ-ს ინ­ტე­რე­სე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ცხა­დია, რომ არ და­ი­ხუ­რე­ბა, პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა გაძ­ლი­ერ­დეს კი­დეც.

რო­დე­საც თბი­ლის­ში აშშ-ს სა­ელ­ჩო გა­იხ­სნა - 1992 წელს, ორ კვი­რა­ში გა­იხ­სნა USAID და იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, არ მახ­სენ­დე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის არც ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სფე­რო, სა­დაც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ფული არ ჩა­ე­დოს. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ბოლო დღე­ე­ბამ­დე, სა­ნამ ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ისე გა­ა­ფუ­ჭა ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ პროგ­რა­მე­ბი შე­ა­ჩე­რა, USAID ბოლო წუ­თამ­დე იყო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი. ანუ თუკი რა­მეს აფი­ნან­სებ­და, იყო ის პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­თაც მთავ­რო­ბა ახორ­ცი­ე­ლებ­და და მერე უკვე შეგ­ვიძ­ლია ვი­ლა­პა­რა­კოთ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე. სფე­როს ვერ და­მი­სა­ხე­ლებთ, რა­შიც USAID აქ­ტი­უ­რად არ დებ­და ფულს, იქ­ნე­ბო­და ეს ეკო­ნო­მი­კა, კულ­ტუ­რა, თუნ­დაც ჯვრის კონ­სერ­ვა­ცი­ის პრო­ექ­ტი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი, ად­გი­ლობ­რი­ვი, გა­ნათ­ლე­ბის, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბა, ჯან­დაც­ვა... უამ­რა­ვი რა­ღაც, რაც ამ ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და დღე­საც ხორ­ცი­ელ­დე­ბა, USAID -ის მხარ­და­ჭე­რი­თაა, ასე რომ, ამ პროგ­რა­მე­ბის შე­ჩე­რე­ბა ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. მგო­ნი, პირ­ველ რიგ­ში ეს მთავ­რო­ბას უნდა ეს­მო­დეს და ძა­ლი­ან გა­საკ­ვი­რია და ძა­ლი­ან ცუდი, ამ ამ­ბავს ვი­ღა­ცა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით რომ ხვდე­ბა“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"არ მახსენდება ჩვენი ქვეყნისთვის არცერთი მნიშვნელოვანი სფერო, რომელშიც ამ ორგანიზაციას ფული არ ჩაუდია" - რა ელის USAID-ს?

"არ მახსენდება ჩვენი ქვეყნისთვის არცერთი მნიშვნელოვანი სფერო, რომელშიც ამ ორგანიზაციას ფული არ ჩაუდია" - რა ელის USAID-ს?

ყველაფერი იმით იწყება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) “კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ მის დახურვაზე მუშაობდა.

ორშაბათს, ვაშინგტონში USAID-ის შტაბ-ბინა დაიხურა, ხოლო სააგენტოს თანამშრომლებს აცნობეს, რომ სახლებში დარჩენილიყვნენ. გადაწყვეტილება “დემოკრატმა“ კონგრესმენებმა შტაბ-ბინასთან გააპროტესტეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

“მინდა გავიმეორო, რაც ვთქვით, დიდი ხანია მხარს ვუჭერდი საგარეო დახმარებას, ვაგრძელებ საგარეო დახმარების მხარდაჭერას, მაგრამ საგარეო დახმარება ქველმოქმედება არაა. ის არსებობს შეერთებული შტატების ინტერესების წინ წასაწევად. ყოველი დოლარი, რომელსაც ჩვენ დავხარჯავთ, სანამ მე ვარ სახელმწიფო მდივანი და სანამ პრეზიდენტი ტრამპია თეთრ სახლში, იქნება დოლარი, რომელიც წინ წაწევს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა რუბიომ, თუმცა ორგანიზაციის ბედი ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია.

USAID-ი, როგორც 1961 წელს შექმნილი საგარეო დახმარების დამოუკიდებელი სააგენტო, 120-მდე სახელმწიფოში მონაწილეობს ჰუმანიტარულ, განვითარებასა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ პროგრამებში. სააგენტო "დახმარებას უწევს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებს და კონფლიქტით მოცულ ქვეყნებს; ხელმძღვანელობს აშშ-ის ძალისხმევას სიღარიბესთან, დაავადებებთან ბრძოლაში და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში და ეხმარება აშშ-ის კომერციულ ინტერესებს, განვითარების პროცესში მყოფი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერით. საქართველოშიც არაერთი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის პროექტი განხორციელებულა და ამ ეტაპზეც ხორციელდება ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით.

გვესაუბრება ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე:

"USAID -ის გაუქმებაზე საკითხი ნამდვილად არ დგას, საუბარია რეორგანიზაციაზე, ის პირდაპირ სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში იქნება (მიუხედავად იმისა, რომ ფონდებზე გარკვეული სახელმწიფო კონტროლი არსებობდა). რაც შეეხება USAID-ის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, ჩვენთან, სამწუხაროდ, აბსოლუტურად სხვა გამოხმაურება მიიღო. რატომ წამოიწია ამ საკითხმა? ეს ძირითადად დაკავშირებულია აშშ-ს შიდა პოლიტიკურ თემასთან და იმ გზავნილებთან, რითაც ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა. ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის დაპირება იყო ის, რომ გარე დახმარებებზე იმდენი ფული აღარ დაიხარჯება, მეტი ფული უნდა მოხმარდეს ამერიკას და არა სხვა ქვეყნებს, ასევე, ნაკლები უნდა დაიხარჯოს ბიუროკრატიაზე. ის დეპარტამენტიც, რომელსაც მასკი ჩაუდგა სათავეში, იყო სწორედ სახელმწიფო ორგანოების მუშაობის ეფექტურობის შემსწავლელი, თუ შემფასებელი დეპარტამენტი. ასე რომ, ეს საკითხი უფრო ამ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ტრამპი ასრულებს თავის პირობას - ის თავისი გადმოსახედიდან ასე თვლის საჭიროდ.

რაც შეეხება USAID-ის გაუქმებას, ის არ გაუქმდება იმიტომ, რომ საგარეო პოლიტიკის გატარებაში ძალზე მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტია, რომელიც ხელს უწყობს აშშ-ს დაიცვას ის ღირებულებები, ის ინტერესები, რომლებიც მას გლობალურად აქვს. ზოგადად, როდესაც ვლაპარაკობთ ამერიკაზე, როგორც დემოკრატიული სამყაროს ლიდერზე, ამ ფუნქციის შესრულებაში USAID ასრულებს ძალზე მნიშვნელოვან როლს.

ასე რომ, ეს ორგანიზაცია იქნება. რეორგანიზაცია რამდენად გახდის მას მეტად ეფექტიანს, ეს სხვა საკითხია და ამაზე შემდგომ შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ის პროგრამები, რომელთაც ტრამპის ადმინისტრაცია ჩათვლის, რომ ხელს უწყობს აშშ-ს ინტერესების გაძლიერებას, ცხადია, რომ არ დაიხურება, პირიქით, შეიძლება გაძლიერდეს კიდეც.

როდესაც თბილისში აშშ-ს საელჩო გაიხსნა - 1992 წელს, ორ კვირაში გაიხსნა USAID და იქიდან მოყოლებული, არ მახსენდება ჩვენი ქვეყნისთვის არც ერთი მნიშვნელოვანი სფერო, სადაც ამ ორგანიზაციას ფული არ ჩაედოს. უპირველეს ყოვლისა, ბოლო დღეებამდე, სანამ ჩვენმა ხელისუფლებამ ისე გააფუჭა ურთიერთობა, რომ პროგრამები შეაჩერა, USAID ბოლო წუთამდე იყო საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი. ანუ თუკი რამეს აფინანსებდა, იყო ის პროგრამები, რომელთაც მთავრობა ახორციელებდა და მერე უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე. სფეროს ვერ დამისახელებთ, რაშიც USAID აქტიურად არ დებდა ფულს, იქნებოდა ეს ეკონომიკა, კულტურა, თუნდაც ჯვრის კონსერვაციის პროექტი, ინფრასტრუქტურული, ადგილობრივი, განათლების, თვითმმართველობის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარება, ჯანდაცვა... უამრავი რაღაც, რაც ამ ქვეყანაში ხორციელდებოდა და დღესაც ხორციელდება, USAID -ის მხარდაჭერითაა, ასე რომ, ამ პროგრამების შეჩერება ძალიან ცუდი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. მგონი, პირველ რიგში ეს მთავრობას უნდა ესმოდეს და ძალიან გასაკვირია და ძალიან ცუდი, ამ ამბავს ვიღაცა აღფრთოვანებით რომ ხვდება“.