საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან საეჭვოდ ჟღერს, რომ გახარიამ არ მოითხოვა დეპუტაციისთვის მანდატების გაუქმება" - ელისაშვილი
"ძალიან საეჭვოდ ჟღერს, რომ გახარიამ არ მოითხოვა დეპუტაციისთვის მანდატების გაუქმება" - ელისაშვილი

ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოდ ჟღერს, რომ გა­ხა­რი­ამ არ მო­ი­თხო­ვა თა­ვი­სი დე­პუ­ტა­ცი­ის­თვის მან­და­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა - დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რომ გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ა­მაც მან­და­ტი და­ტო­ვოს, - ამის შე­სა­ხებ „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ 100-ზე ნაკ­ლე­ბი დე­პუ­ტა­ტი ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან პარ­ლა­მენტს ძა­ლი­ან ბევ­რი ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, მან პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ მხრი­დან არ­გუ­მენ­ტე­ბი ვერ მო­ის­მი­ნა , უფრო „ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მოძ­რო­მის მცდე­ლო­ბა იყო“.

"ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოდ ჟღერს, რომ გა­ხა­რი­ამ არ მო­ი­თხო­ვა თა­ვი­სი დე­პუ­ტა­ცი­ის­თვის მან­და­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა. რამ­დე­ნი ხა­ნია ოპო­ზი­ცი­ას არ ვაკ­რი­ტი­კებ, მი­მაჩ­ნია, რომ სა­მიზ­ნე­ე­ბი უნდა გა­ვას­წო­როთ, ახლა ერ­თმა­ნეთ­ზე თავ­დას­ხმე­ბის დრო არ არის, მაგ­რამ ეს გა­ხა­რი­ამ უნდა ახ­სნას, რას ნიშ­ნავს ეს ამ­ბა­ვი. მე არ­გუ­მენ­ტე­ბი ვერ მო­ვის­მი­ნე, სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მოძ­რო­მის სა­შუ­ა­ლე­ბას უფრო ჰგავს, ვიდ­რე რე­ა­ლურ არ­გუ­მენტს, არა­და არ­გუ­მენ­ტე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა გა­ხა­რი­ას ეხერ­ხე­ბა. ფაქ­ტია, რომ 49 დე­პუ­ტატს გა­უ­უქ­მეს და სხვებს არა. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ 100-ზე ნაკ­ლე­ბი დე­პუ­ტა­ტი ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა თვი­თონ პარ­ლა­მენტს.

ასეთ რა­ღა­ცას ჰა­ერ­ში, რომ და­კი­დებ ე.ი. ტყუ­ილ უბ­რა­ლოდ არა. ალ­ბათ, შე­საძ­ლო ვაჭ­რო­ბის­თვის. ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რომ გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ა­მაც მან­და­ტი და­ტო­ვოს. ქვე­ყა­ნას ვკარ­გავთ. „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უნდა , დიქ­ტა­ტუ­რა და­ამ­ყა­როს. დღეს, რაც და­ა­ი­ნი­ცი­რეს, ვი­ღაც მდი­ნა­რა­ძეს თუ შე­ა­გი­ნებ და­გი­ჭე­რენ, მე­დი­ის­თვის ცენ­ზუ­რის და­წე­სე­ბა - ასეთ დროს და ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში კი­დევ პრან­ჭვა და ცალ­კე დგო­მა ჩემ­თვის აუხ­სნე­ლია. ამ დროს, ვინც ოპო­ზი­ცი­ა­შია და ყვე­ლა, ვინც კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნეა ერ­თმა­ნე­თის­კენ უნდა გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ამას­თან, მან შე­ა­ფა­სა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ „პარ­ლა­მენ­ტში არ არის არ­ცერ­თი „ნა­ცის“ ად­გი­ლი“.

ელი­საშ­ვი­ლის თქმით, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ „თა­ვი­ან­თი „ნა­ცე­ბით“ და­ი­წყოს“.

„ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბით“ არის გა­მო­ტე­ნი­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. აბუ-და­ბი­ში ვინ იჯდა და ვინ გა­და­ი­ხა­და ჯა­რი­მე­ბი? ერთი არის გოჩა ენუ­ქი­ძე, რო­მელ­მაც ჯა­რი­მე­ბი გა­და­უ­ხა­და ზარ­ქუ­ას და სა­ნი­კი­ძეს. ის ტიპი, ვინც კად­რებ­ში წი­თე­ლი მა­ი­სუ­რით იჯდა გოჩა ენუ­ქი­ძე იყო. 2-ჯერ იყო „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი. ერთხელ 4 წელი შე­ე­შა­ლა და მე­ო­რე­ჯერ 4 წელი შე­ე­შა­ლა? თა­ვი­ან­თი „ნა­ცე­ბით“ და­ი­წყონ. გივი მი­ქა­ნა­ძე, რომ არის სტრას­ბურ­გში წა­სუ­ლი, ცი­ხე­ე­ბის უფ­რო­სი იყო , მათ შო­რის, „ცი­ხის ბუნ­ტი“ რომ იყო მა­შინ“,- აღ­ნიშ­ნა ელი­საშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
ავტორი:

"ძალიან საეჭვოდ ჟღერს, რომ გახარიამ არ მოითხოვა დეპუტაციისთვის მანდატების გაუქმება" - ელისაშვილი

"ძალიან საეჭვოდ ჟღერს, რომ გახარიამ არ მოითხოვა დეპუტაციისთვის მანდატების გაუქმება" - ელისაშვილი

ძალიან საეჭვოდ ჟღერს, რომ გახარიამ არ მოითხოვა თავისი დეპუტაციისთვის მანდატების გაუქმება - დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გახარიას პარტიამაც მანდატი დატოვოს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

  • როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი იყო, რომ 100-ზე ნაკლები დეპუტატი ყოფილიყო, რადგან პარლამენტს ძალიან ბევრი ფუნქციის შესრულება გაუჭირდება.

მისივე თქმით, მან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მხრიდან არგუმენტები ვერ მოისმინა , უფრო „ სიტუაციიდან გამოძრომის მცდელობა იყო“.

"ძალიან საეჭვოდ ჟღერს, რომ გახარიამ არ მოითხოვა თავისი დეპუტაციისთვის მანდატების გაუქმება. რამდენი ხანია ოპოზიციას არ ვაკრიტიკებ, მიმაჩნია, რომ სამიზნეები უნდა გავასწოროთ, ახლა ერთმანეთზე თავდასხმების დრო არ არის, მაგრამ ეს გახარიამ უნდა ახსნას, რას ნიშნავს ეს ამბავი. მე არგუმენტები ვერ მოვისმინე, სიტუაციიდან გამოძრომის საშუალებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ არგუმენტს, არადა არგუმენტების ჩამოყალიბება გახარიას ეხერხება. ფაქტია, რომ 49 დეპუტატს გაუუქმეს და სხვებს არა. კარგი იქნებოდა, რომ 100-ზე ნაკლები დეპუტატი ყოფილიყო, რადგან ძალიან ბევრი ფუნქციის შესრულება გაუჭირდება თვითონ პარლამენტს.

ასეთ რაღაცას ჰაერში, რომ დაკიდებ ე.ი. ტყუილ უბრალოდ არა. ალბათ, შესაძლო ვაჭრობისთვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გახარიას პარტიამაც მანდატი დატოვოს. ქვეყანას ვკარგავთ. „ქართულ ოცნებას“ უნდა , დიქტატურა დაამყაროს. დღეს, რაც დააინიცირეს, ვიღაც მდინარაძეს თუ შეაგინებ დაგიჭერენ, მედიისთვის ცენზურის დაწესება - ასეთ დროს და ასეთ ვითარებაში კიდევ პრანჭვა და ცალკე დგომა ჩემთვის აუხსნელია. ამ დროს, ვინც ოპოზიციაშია და ყველა, ვინც კრიტიკულად მოაზროვნეა ერთმანეთისკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, მან შეაფასა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „პარლამენტში არ არის არცერთი „ნაცის“ ადგილი“.

ელისაშვილის თქმით, უმჯობესი იქნება „ქართულმა ოცნებამ“ „თავიანთი „ნაცებით“ დაიწყოს“.

„ნაციონალებით“ არის გამოტენილი „ქართული ოცნება“. აბუ-დაბიში ვინ იჯდა და ვინ გადაიხადა ჯარიმები? ერთი არის გოჩა ენუქიძე, რომელმაც ჯარიმები გადაუხადა ზარქუას და სანიკიძეს. ის ტიპი, ვინც კადრებში წითელი მაისურით იჯდა გოჩა ენუქიძე იყო. 2-ჯერ იყო „ნაციონალების“ მაჟორიტარი დეპუტატი. ერთხელ 4 წელი შეეშალა და მეორეჯერ 4 წელი შეეშალა? თავიანთი „ნაცებით“ დაიწყონ. გივი მიქანაძე, რომ არის სტრასბურგში წასული, ციხეების უფროსი იყო , მათ შორის, „ციხის ბუნტი“ რომ იყო მაშინ“,- აღნიშნა ელისაშვილმა.