მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერები აკვირდებიან ასტეროიდს, რომელიც შესაძლოა 2032 წელს დედამიწას შეეჯახოს და ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი ნგრევა გამოიწვიოს - "საფრთხე არსებობს, თუმცა მცირე..."
მეცნიერები აკვირდებიან ასტეროიდს, რომელიც შესაძლოა 2032 წელს დედამიწას შეეჯახოს და ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი ნგრევა გამოიწვიოს - "საფრთხე არსებობს, თუმცა მცირე..."

ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან ას­ტე­რო­იდს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა 2032 წელს დე­და­მი­წას შე­ე­ჯა­ხოს. ას­ტე­რო­ი­დი, სა­ხე­ლად 2024 YR4 გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მეც­ნი­ე­რე­ბი შე­ჯა­ხე­ბის ალ­ბა­თო­ბას 1.3%-ით აფა­სე­ბენ. ას­ტე­რო­ი­დი ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე სა­შიშ ციურ სხე­ულ­თა სი­ა­შია და მისი შე­ჯა­ხე­ბა ატო­მუ­რი ბომ­ბის აფეთ­ქე­ბის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბა.

ევ­რო­პის კოს­მო­სურ სა­ა­გენ­ტო­ში (ESA) აცხა­დე­ბენ, რომ 99%-იანი ალ­ბა­თო­ბით ას­ტე­რო­ი­დი 2032 წლის 22 დე­კემ­ბერს უსაფრ­თხოდ ჩა­უვ­ლის დე­და­მი­წას, თუმ­ცა შე­ჯა­ხე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ბო­ლომ­დე გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის.

"შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს“, - ამ­ბობს ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი, დოქ­ტო­რი რო­ბერტ მესი. - "მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­გორც წესი, კვლე­ვე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ნელ-ნელა ქრე­ბა. მთა­ვა­რია, მეც­ნი­ე­რებს საკ­მა­რი­სი რე­სურ­სე­ბი ჰქონ­დეთ ასე­თი საფრ­თხე­ე­ბის შე­სას­წავ­ლად, რათა დრო­უ­ლად იმოქ­მე­დონ"...

ას­ტე­რო­ი­დი 2024 YR4 პირ­ვე­ლად 2023 წლის 27 დე­კემ­ბერს, ჩი­ლე­ში მდე­ბა­რე ტე­ლეს­კოპ­მა და­ა­ფიქ­სი­რა. მისი სიგ­რძე-სი­გა­ნე 40-90 მეტრს შო­რის მერ­ყე­ობს. ტო­რი­ნოს შკა­ლის მი­ხედ­ვით (რო­მე­ლიც ას­ტე­რო­ი­დე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას აფა­სებს), ამ ობი­ექ­ტის საფრ­თხის დონე 3-დან 10-მდეა. რაც ნიშ­ნავს, რომ მისი შე­ჯა­ხე­ბის ალ­ბა­თო­ბა 1%-ზე მე­ტია და მას შე­უძ­ლია "ლო­კა­ლუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბა“ გა­მო­იწ­ვი­ოს.

ტო­რი­ნოს შკა­ლის მი­ხედ­ვით, შე­ჯა­ხე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია მა­შინ, რო­დე­საც საფრ­თხის დონე 8, 9 ან 10-ს აღ­წევს.

რაც უფრო მა­ღა­ლია მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მით უფრო სე­რი­ო­ზუ­ლია შე­დე­გე­ბი. მა­გა­ლი­თად, 66 მი­ლი­ო­ნი წლის წინ დე­და­მი­წას 10-15 კმ სი­გა­ნის ას­ტე­რო­ი­დი შე­ე­ჯა­ხა, რა­მაც დი­ნო­ზავ­რე­ბის გა­და­შე­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა 2024 YR4 გა­ცი­ლე­ბით პა­ტა­რაა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მეც­ნი­ე­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ას­ტე­რო­იდს შე­საძ­ლოა ატო­მუ­რი ბომ­ბის ძა­ლის ტოლი ენერ­გია ჰქონ­დეს. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ას­ტე­რო­ი­დი და­სახ­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას და­ე­ცე­მა, მას­შტა­ბუ­რი ნგრე­ვა იქ­ნე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. უფრო სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ას­ტე­რო­ი­დი ოკე­ა­ნე­ში ან დე­და­მი­წის უკაც­რი­ელ რე­გი­ონ­ში და­ე­ცე­მა, თუმ­ცა ის ჯერ კი­დევ საკ­მა­ოდ შორ­საა, რის გა­მოც ზუს­ტი დარ­ტყმის ად­გი­ლის პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მეც­ნი­ე­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ რო­დე­საც ას­ტე­რო­ი­დის შე­ჯა­ხე­ბის შან­სი მცი­რეა, კვლე­ვე­ბის შე­დე­გად ეს ალ­ბა­თო­ბა ნუ­ლამ­დე მცირ­დე­ბა. ასე მოხ­და 2004 წელს, რო­დე­საც ას­ტე­რო­ი­დი "აპო­ფი­სი“ პირ­ვე­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნეს. თავ­და­პირ­ვე­ლად მას ტო­რი­ნოს შკა­ლა­ზე 4-იანი მი­ა­ნი­ჭეს, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს დონე ჯერ 1-მდე, შემ­დეგ კი 0-მდე შემ­ცირ­და.

ამ­ჟა­მად კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი პრე­ვენ­ცი­ულ ზო­მებს იღე­ბენ: ისი­ნი აკ­ვირ­დე­ბი­ან ყვე­ლა ციურ ობი­ექტს, რო­მე­ლიც 50 მეტრზე დიდი სი­გა­ნი­საა და რომ­ლის შე­ჯა­ხე­ბის ალ­ბა­თო­ბაც 1%-ზე მე­ტია.

შე­ჯა­ხე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ორი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია იმუ­შა­ვებს: ას­ტე­რო­ი­დე­ბის გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლი (IAWN), რო­მელ­საც NASA ხელ­მძღვა­ნე­ლობს და კოს­მო­სუ­რი მი­სი­ე­ბის და­გეგ­მვის სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფი (SMPAG), რო­მელ­საც ESA უძღვე­ბა.

IAWN და­მა­ტე­ბით დაკ­ვირ­ვე­ბებს ჩა­ა­ტა­რებს ას­ტე­რო­ი­დის ორ­ბი­ტის გა­სარ­კვე­ვად, ხოლო SMPAG შე­ი­მუ­შა­ვებს გეგ­მას, თუ რო­გორ გა­უმკლავ­დნენ შე­საძ­ლო საფრ­თხეს, თუ შე­ჯა­ხე­ბის ალ­ბა­თო­ბა 1%-ზე მა­ღა­ლი დარ­ჩე­ბა. ერთ-ერთი ვა­რი­ან­ტია ას­ტე­რო­ი­დის კურ­სის შეც­ვლა კოს­მო­სუ­რი ზონ­დის შე­ჯა­ხე­ბის გზით - იგი­ვე მე­თო­დით, რო­მე­ლიც NASA-მ 2022 წელს DART-ის მი­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ცა­და.

ამ­ჟა­მად ას­ტე­რო­ი­დი დე­და­მი­წას ემიჯ­ნე­ბა, რის გა­მოც მისი შეს­წავ­ლა რთულ­დე­ბა. მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე თვე­ში ის ჩვე­ნი ტე­ლეს­კო­პე­ბის­თვის უხი­ლა­ვი გახ­დე­ბა. თუ ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ჯა­ხე­ბის საფრ­თხე არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა, ის აქ­ტუ­ა­ლუ­რი დარ­ჩე­ბა 2028 წლამ­დე, რო­დე­საც ას­ტე­რო­ი­დი კვლავ გა­მოჩ­ნდე­ბა ცაში.

ლონ­დო­ნის იმ­პე­რი­უ­ლი კო­ლე­ჯის პლა­ნე­ტო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი, გა­რეტ კო­ლინ­ზი, ამ­ბობს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მე­ბის დახ­ვე­წის გამო, მეც­ნი­ე­რე­ბი მო­მა­ვალ­ში კი­დევ ბევრ მსგავს ას­ტე­რო­იდს აღ­მო­ა­ჩე­ნენ.

"ამ ეტაპ­ზე სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია, რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს და­ვაკ­ვირ­დეთ ას­ტე­რო­იდს, რათა მისი მოძ­რა­ო­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ზუს­ტად შევ­ძლოთ,“ - ამ­ბობს კო­ლინ­ზი.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

მეცნიერები აკვირდებიან ასტეროიდს, რომელიც შესაძლოა 2032 წელს დედამიწას შეეჯახოს და ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი ნგრევა გამოიწვიოს - "საფრთხე არსებობს, თუმცა მცირე..."

მეცნიერები აკვირდებიან ასტეროიდს, რომელიც შესაძლოა 2032 წელს დედამიწას შეეჯახოს და ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი ნგრევა გამოიწვიოს - "საფრთხე არსებობს, თუმცა მცირე..."

ამერიკისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოები აკვირდებიან ასტეროიდს, რომელიც შესაძლოა 2032 წელს დედამიწას შეეჯახოს. ასტეროიდი, სახელად 2024 YR4 გასული წლის დეკემბერში აღმოაჩინეს. მეცნიერები შეჯახების ალბათობას 1.3%-ით აფასებენ. ასტეროიდი ამჟამად ყველაზე საშიშ ციურ სხეულთა სიაშია და მისი შეჯახება ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი იქნება.

ევროპის კოსმოსურ სააგენტოში (ESA) აცხადებენ, რომ 99%-იანი ალბათობით ასტეროიდი 2032 წლის 22 დეკემბერს უსაფრთხოდ ჩაუვლის დედამიწას, თუმცა შეჯახების შესაძლებლობა ბოლომდე გამორიცხული არ არის.

"შეშფოთების მიზეზი არ არსებობს“, - ამბობს ბრიტანეთის სამეფო ასტრონომიული საზოგადოების წევრი, დოქტორი რობერტ მესი. - "მსგავსი მოვლენები, როგორც წესი, კვლევების მიმდინარეობისას ნელ-ნელა ქრება. მთავარია, მეცნიერებს საკმარისი რესურსები ჰქონდეთ ასეთი საფრთხეების შესასწავლად, რათა დროულად იმოქმედონ"...

ასტეროიდი 2024 YR4 პირველად 2023 წლის 27 დეკემბერს, ჩილეში მდებარე ტელესკოპმა დააფიქსირა. მისი სიგრძე-სიგანე 40-90 მეტრს შორის მერყეობს. ტორინოს შკალის მიხედვით (რომელიც ასტეროიდების საშიშროებას აფასებს), ამ ობიექტის საფრთხის დონე 3-დან 10-მდეა. რაც ნიშნავს, რომ მისი შეჯახების ალბათობა 1%-ზე მეტია და მას შეუძლია "ლოკალური განადგურება“ გამოიწვიოს.

ტორინოს შკალის მიხედვით, შეჯახება გარდაუვალია მაშინ, როდესაც საფრთხის დონე 8, 9 ან 10-ს აღწევს.

რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო სერიოზულია შედეგები. მაგალითად, 66 მილიონი წლის წინ დედამიწას 10-15 კმ სიგანის ასტეროიდი შეეჯახა, რამაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. თუმცა 2024 YR4 გაცილებით პატარაა.

მიუხედავად ამისა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ასტეროიდს შესაძლოა ატომური ბომბის ძალის ტოლი ენერგია ჰქონდეს. იმ შემთხვევაში თუ ასტეროიდი დასახლებულ ტერიტორიას დაეცემა, მასშტაბური ნგრევა იქნება მოსალოდნელი. უფრო სავარაუდოა, რომ ასტეროიდი ოკეანეში ან დედამიწის უკაცრიელ რეგიონში დაეცემა, თუმცა ის ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა, რის გამოც ზუსტი დარტყმის ადგილის პროგნოზირება შეუძლებელია.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ როდესაც ასტეროიდის შეჯახების შანსი მცირეა, კვლევების შედეგად ეს ალბათობა ნულამდე მცირდება. ასე მოხდა 2004 წელს, როდესაც ასტეროიდი "აპოფისი“ პირველად აღმოაჩინეს. თავდაპირველად მას ტორინოს შკალაზე 4-იანი მიანიჭეს, მაგრამ მოგვიანებით ეს დონე ჯერ 1-მდე, შემდეგ კი 0-მდე შემცირდა.

ამჟამად კოსმოსური სააგენტოები პრევენციულ ზომებს იღებენ: ისინი აკვირდებიან ყველა ციურ ობიექტს, რომელიც 50 მეტრზე დიდი სიგანისაა და რომლის შეჯახების ალბათობაც 1%-ზე მეტია.

შეჯახების თავიდან ასაცილებლად ორი საერთაშორისო ორგანიზაცია იმუშავებს: ასტეროიდების გამაფრთხილებელი საერთაშორისო ქსელი (IAWN), რომელსაც NASA ხელმძღვანელობს და კოსმოსური მისიების დაგეგმვის საკონსულტაციო ჯგუფი (SMPAG), რომელსაც ESA უძღვება.

IAWN დამატებით დაკვირვებებს ჩაატარებს ასტეროიდის ორბიტის გასარკვევად, ხოლო SMPAG შეიმუშავებს გეგმას, თუ როგორ გაუმკლავდნენ შესაძლო საფრთხეს, თუ შეჯახების ალბათობა 1%-ზე მაღალი დარჩება. ერთ-ერთი ვარიანტია ასტეროიდის კურსის შეცვლა კოსმოსური ზონდის შეჯახების გზით - იგივე მეთოდით, რომელიც NASA-მ 2022 წელს DART-ის მისიაში წარმატებით გამოცადა.

ამჟამად ასტეროიდი დედამიწას ემიჯნება, რის გამოც მისი შესწავლა რთულდება. მომდევნო რამდენიმე თვეში ის ჩვენი ტელესკოპებისთვის უხილავი გახდება. თუ ამ დროის განმავლობაში შეჯახების საფრთხე არ გამოირიცხება, ის აქტუალური დარჩება 2028 წლამდე, როდესაც ასტეროიდი კვლავ გამოჩნდება ცაში.

ლონდონის იმპერიული კოლეჯის პლანეტოლოგიის პროფესორი, გარეტ კოლინზი, ამბობს, რომ თანამედროვე მონიტორინგის სისტემების დახვეწის გამო, მეცნიერები მომავალში კიდევ ბევრ მსგავს ასტეროიდს აღმოაჩენენ.

"ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალია, რაც შეიძლება დიდხანს დავაკვირდეთ ასტეროიდს, რათა მისი მოძრაობის პროგნოზირება ზუსტად შევძლოთ,“ - ამბობს კოლინზი.

წყარო