მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დონალდ ტრამპის მიერ, ჩინეთიდან იმპორტზე დაწესებული ტარიფები ძალაში შევიდა - პეკინი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს: რა დეტალები ხდება ცნობილი
დონალდ ტრამპის მიერ, ჩინეთიდან იმპორტზე დაწესებული ტარიფები ძალაში შევიდა - პეკინი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს: რა დეტალები ხდება ცნობილი

დო­ნალდ ტრამ­პის მიერ, ჩი­ნე­თი­დან იმ­პორტზე და­წე­სე­ბუ­ლი ტა­რი­ფე­ბი ძა­ლა­ში შე­ვი­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტო Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მიერ ჩი­ნე­თი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ პრო­დუქ­ტებ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი 10%-იანი ტა­რი­ფე­ბი ძა­ლა­ში თბი­ლი­სის დრო­ით 09:01-ზე შე­ვი­და.

დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტთან, სი ძინ­პინ­თან სა­უ­ბარს ძა­ლი­ან მალე აპი­რებს. თეთ­რი სახ­ლის პრესს­პი­კე­რის, კე­რო­ლა­ინ ლი­ვი­ტის ცნო­ბით, დო­ნალდ ტრამპსა და სი ძინ­პინს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში შედ­გე­ბა.

  • ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ჩი­ნე­თი აშშ-ს სა­პა­სუ­ხო ტა­რი­ფებს უწე­სებს.

პე­კი­ნი აშშ-დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ ზო­გი­ერთ პრო­დუქტზე, მათ შო­რის ნედლ ნავ­თობ­ზე, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კა­სა და თხე­ვად ბუ­ნებ­რივ გაზ­ზე, სა­პა­სუ­ხო ტა­რი­ფებს აწე­სებს. CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ჩი­ნე­თის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ჩი­ნე­თის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ზო­მე­ბი გუ­ლის­ხმობს 15%-იანი ტა­რი­ფის და­წე­სე­ბას ქვა­ნახ­შირ­სა და თხე­ვად ბუ­ნებ­რივ აირ­ზე და 10%-იან ტა­რიფს - ნედლ ნავ­თობ­ზე, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კა­ზე, დიდ­გა­ბა­რი­ტი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლებ­სა და პი­კა­პებ­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ტა­რი­ფე­ბი 10 თე­ბერ­ვლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

პე­კინ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ გა­მო­ა­ცხა­და, რაც აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მიერ ჩი­ნე­თი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ პრო­დუქ­ტებ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი 10%-იანი ტა­რი­ფე­ბი ძა­ლა­ში შე­ვი­და.

ცნო­ბის­თვის, მა­ნამ­დე დო­ნალდ ტრამპმა კა­ნა­დის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, ჯას­ტინ ტრუ­დოს­თან და მექ­სი­კის პრე­ზი­დენ­ტთან, კლა­უ­დია შე­იბ­ნა­უმ­თან სა­უბ­რის შემ­დეგ კა­ნა­დი­სა და მექ­სი­კის­თვის 25%-იანი ტა­რი­ფე­ბის და­წე­სე­ბა 30 დღით შე­ა­ჩე­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

დონალდ ტრამპის მიერ, ჩინეთიდან იმპორტზე დაწესებული ტარიფები ძალაში შევიდა - პეკინი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს: რა დეტალები ხდება ცნობილი

დონალდ ტრამპის მიერ, ჩინეთიდან იმპორტზე დაწესებული ტარიფები ძალაში შევიდა - პეკინი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს: რა დეტალები ხდება ცნობილი

დონალდ ტრამპის მიერ, ჩინეთიდან იმპორტზე დაწესებული ტარიფები ძალაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე დაწესებული 10%-იანი ტარიფები ძალაში თბილისის დროით 09:01-ზე შევიდა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან საუბარს ძალიან მალე აპირებს. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლივიტის ცნობით, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარე კვირაში შედგება.

  • ტრამპის გადაწყვეტილების კვალდაკვალ, ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს.

პეკინი აშშ-დან იმპორტირებულ ზოგიერთ პროდუქტზე, მათ შორის ნედლ ნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და თხევად ბუნებრივ გაზზე, საპასუხო ტარიფებს აწესებს. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა.

ტელეკომპანიის ცნობით, ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ზომები გულისხმობს 15%-იანი ტარიფის დაწესებას ქვანახშირსა და თხევად ბუნებრივ აირზე და 10%-იან ტარიფს - ნედლ ნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, დიდგაბარიტიან ავტომობილებსა და პიკაპებზე.

აღნიშნული ტარიფები 10 თებერვლიდან ამოქმედდება.

პეკინმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე დაწესებული 10%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა.

ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან და მექსიკის პრეზიდენტთან, კლაუდია შეიბნაუმთან საუბრის შემდეგ კანადისა და მექსიკისთვის 25%-იანი ტარიფების დაწესება 30 დღით შეაჩერა.