მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

“უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა აქ­ცი­ა­ზე პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი ოკ­მე­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

  • მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მყო­ფე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა.

თა­ვად მსჯავ­რდა­დე­ბულ­მა სა­ცირ­კო სიმ­ღე­რა წა­იმ­ღე­რა, რა­საც დარ­ბაზ­ში მყო­ფე­ბიც აჰ­ყვნენ. მო­სა­მარ­თლემ იქ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წეს­რი­გის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­და, რად­გან მი­სი­ვე თქმით, დაც­ვას საქ­მე სტრას­ბურ­გში მი­აქვს და მათ ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დი­ო­და, გან­მარ­ტე­ბა მო­ეს­მი­ნათ. გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მო­სა­მარ­თლე საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბით მსჯე­ლობს.

“საბ­ჭო­თა ცირ­კი“ - ასე შე­ა­ფა­სა მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბა ოკ­მე­ლაშ­ვილ­მა.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე სა­ბო­ლოო სი­ტყვით ისარ­გებ­ლა ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი ოკ­მე­ლაშ­ვილ­მა.

საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი გა­სულ სხდო­მა­ზე უნდა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლემ პრო­ცე­სი გა­და­დო, რად­გან მისი გან­მარ­ტე­ბით, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მხა­რე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ეწარ­მო­ე­ბი­ნათ, თუმ­ცა, მხა­რე­ებს შო­რის საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა არ შედ­გა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 13 მა­ისს, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გი­ორ­გი ოკ­მე­ლაშ­ვილ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელს ალექ­სან­დრე ოხა­ნაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, კერ­ძოდ, იდაყ­ვის დარ­ტყმით სა­ხის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

ოკ­მე­ლაშ­ვილს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს.

მას ასე­ვე ბრა­ლი სსკ-ის 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი­თაც ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს. თუმ­ცა, მუხ­ლი სრუ­ლად ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ამ მუხ­ლით შე­წყდა.

და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7- წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი ოკ­მე­ლაშ­ვი­ლი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია "ლი­მო­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

  • მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება მოჰყვა.

თავად მსჯავრდადებულმა საცირკო სიმღერა წაიმღერა, რასაც დარბაზში მყოფებიც აჰყვნენ. მოსამართლემ იქ საზოგადოებას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რადგან მისივე თქმით, დაცვას საქმე სტრასბურგში მიაქვს და მათ ინტერესებში შედიოდა, განმარტება მოესმინათ. გიორგი გელაშვილის განმარტებით, მოსამართლე საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით მსჯელობს.

“საბჭოთა ცირკი“ - ასე შეაფასა მოსამართლის განმარტება ოკმელაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა გიორგი ოკმელაშვილმა.

საქმეზე განაჩენი გასულ სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, მოსამართლემ პროცესი გადადო, რადგან მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით მხარეებს შესაძლებლობა მისცა, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ეწარმოებინათ, თუმცა, მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება არ შედგა.

გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მას ასევე ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, მუხლი სრულად ამნისტირებულია, შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა.

დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.