მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფეთქება მოსკოვის ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსში - სავარაუდოდ, ააფეთქეს იანუკოვიჩის ახლო წრის წევრი და უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ბატალიონის დამფუძნებელი
აფეთქება მოსკოვის ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსში - სავარაუდოდ, ააფეთქეს იანუკოვიჩის ახლო წრის წევრი და უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ბატალიონის დამფუძნებელი

მოს­კო­ვის ელი­ტა­რულ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექს “სკარ­ლეტ იალ­ქან­ში“ აფეთ­ქე­ბა მოხ­და. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არის ერთი და­ღუ­პუ­ლი და ოთხი და­შა­ვე­ბუ­ლი.

00:00 / 00:00

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე მოხ­და. ტალ­ღამ ფან­ჯრე­ბი და კა­რე­ბი ჩა­მო­ა­შა­ლა, და­ზი­ან­და კორ­პუ­სის ნა­წი­ლი.

თავ­და­პირ­ვე­ლად რუ­სულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ხელ­ყუმ­ბა­რის აფეთ­ქე­ბას სა­ვა­რა­უ­დოდ, DPR - ის კრი­ვის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და "არ­ბა­ტის" ბა­ტა­ლი­ო­ნის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი არ­მენ სარ­ქი­სი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

თუმ­ცა, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ცო­ცხა­ლია, მაგ­რამ უკი­დუ­რე­სად მძი­მედ არის და­შა­ვე­ბუ­ლი და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, აფეთ­ქე­ბის სა­მიზ­ნე სწო­რედ ის უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია კი იწერს, რომ სარ­ქი­სი­ა­ნი წარ­მო­ად­გენ­და ია­ნუ­კო­ვი­ჩის ახლო წრეს და მა­ი­და­ნის დროს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს არ­ბევ­და, მას "ტი­ტუშ­კად" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

SBU-ს ცნო­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ, მას და­ე­ვა­ლა შე­ექ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის საბ­რძო­ლო ბა­ტა­ლი­ო­ნი ArBAT-ი, რო­მელ­შიც შე­დი­ოდ­ნენ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი. მისი პა­ტიმ­რე­ბით და­სა­კომ­პლექ­ტებ­ლად რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა სარ­ქი­სი­ა­ნი და­ნიშ­ნეს დონ­ბა­სის დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ცი­ხე­ე­ბის ე.წ. ზე­დამ­ხედ­ვე­ლად.

აფეთ­ქე­ბის ად­გილ­ზე სა­მე­დი­ცი­ნო ვერ­ტმფრე­ნე­ბი მი­ვიდ­ნენ.

სხვა დე­ტა­ლე­ბი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია.

  • გა­ნახ­ლე­ბა 14:44

rtvi-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­მენ სარ­ქი­სი­ა­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია სა­მარ­თალ­დამ­ცველ­მა ორ­გა­ნო­ებ­მაც და­ა­დას­ტუ­რეს.

გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია TASS-ს გორ­ლოვ­კას მერ­მა ივან პრი­ხოდ­კო­მაც და­უ­დას­ტუ­რა. ”დიახ”, - თქვა უპა­სუ­ხა მან სა­ა­გენ­ტოს შე­კი­თხვას სარ­გსი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

აფეთქება მოსკოვის ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსში - სავარაუდოდ, ააფეთქეს იანუკოვიჩის ახლო წრის წევრი და უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ბატალიონის დამფუძნებელი

აფეთქება მოსკოვის ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსში - სავარაუდოდ, ააფეთქეს იანუკოვიჩის ახლო წრის წევრი და უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ბატალიონის დამფუძნებელი

მოსკოვის ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექს “სკარლეტ იალქანში“ აფეთქება მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, არის ერთი დაღუპული და ოთხი დაშავებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება საცხოვრებელი კომპლექსის პირველ სართულზე მოხდა. ტალღამ ფანჯრები და კარები ჩამოაშალა, დაზიანდა კორპუსის ნაწილი.

თავდაპირველად რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელყუმბარის აფეთქებას სავარაუდოდ, DPR - ის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი და "არბატის" ბატალიონის დამფუძნებელი არმენ სარქისიანი ემსხვერპლა.

თუმცა, განახლებული ინფორმაციით, ის ცოცხალია, მაგრამ უკიდურესად მძიმედ არის დაშავებული და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსული მედიის ცნობით, აფეთქების სამიზნე სწორედ ის უნდა ყოფილიყო.

უკრაინული მედია კი იწერს, რომ სარქისიანი წარმოადგენდა იანუკოვიჩის ახლო წრეს და მაიდანის დროს აქციის მონაწილეებს არბევდა, მას "ტიტუშკად" მოიხსენიებენ.

SBU-ს ცნობით, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მას დაევალა შეექმნა სპეციალური დანიშნულების საბრძოლო ბატალიონი ArBAT-ი, რომელშიც შედიოდნენ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი დამნაშავეები. მისი პატიმრებით დასაკომპლექტებლად რუსეთის სპეცსამსახურებმა სარქისიანი დანიშნეს დონბასის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ციხეების ე.წ. ზედამხედველად.

აფეთქების ადგილზე სამედიცინო ვერტმფრენები მივიდნენ.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

  • განახლება 14:44

rtvi-ის ინფორმაციით, არმენ სარქისიანი რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. ინფორმაცია სამართალდამცველმა ორგანოებმაც დაადასტურეს.

გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია TASS-ს გორლოვკას მერმა ივან პრიხოდკომაც დაუდასტურა. ”დიახ”, - თქვა უპასუხა მან სააგენტოს შეკითხვას სარგსიანის გარდაცვალების შესახებ.