მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანტორინისთან ასობით ნაკლებად მძლავრი მიწისძვრა მოხდა - საბერძნეთის ხელისუფლებამ პრევენციისთვის კუნძულზე სპეციალური ძალები და სამაშველო ჯგუფები გაუშვა
სანტორინისთან ასობით ნაკლებად მძლავრი მიწისძვრა მოხდა - საბერძნეთის ხელისუფლებამ პრევენციისთვის კუნძულზე სპეციალური ძალები და სამაშველო ჯგუფები გაუშვა

სა­ბერ­ძნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კუნ­ძულ სან­ტო­რი­ნი­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ძა­ლე­ბი, სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი, კარ­ვე­ბი და დრო­ნე­ბი გაგ­ზავ­ნა მას შემ­დეგ, რაც რე­გი­ონ­ში ასო­ბით სე­ის­მუ­რი ბიძ­გი და­ფიქ­სირ­და.

დიდი მი­წისძვრის ში­შით, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა, ცუ­ნა­მიც გა­მო­იწ­ვი­ოს, მო­სახ­ლე­ო­ბას ურ­ჩი­ეს, სა­ნა­პი­რო ზო­ლი­სა და მი­ტო­ვე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბის­თვის თავი აე­რი­დე­ბი­ნათ, სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი და­ე­ცა­ლათ და და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში თავ­შეყ­რის­გან თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ. სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ სკო­ლე­ბი ორ­შა­ბათს პრე­ვენ­ცი­უ­ლად და­ი­ხუ­რე­ბო­და.

სა­ბერ­ძნეთ­ში მი­წისძვრე­ბი ხში­რად ხდე­ბა, მაგ­რამ ექ­სპერ­ტებ­მა 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაზ­რდი­ლი სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, 200-ზე მეტი ბიძ­გით, დრა­მა­ტუ­ლად შე­ა­ფა­სეს. თუმ­ცა, მათ ხაზი გა­უს­ვეს, რომ ბიძ­გე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო ტექ­ტო­ნი­კუ­რი და არა - ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბით.

1956 წელს კუნ­ძულ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­ნი­ცა­და რიხ­ტე­რის სკა­ლით 7-ზე მეტი სიძ­ლი­ე­რის მი­წისძვრის შე­დე­გად, რო­მელ­მაც ცუ­ნა­მი გა­მო­იწ­ვია.

სე­ის­მო­ლოგ­მა გე­რა­სი­მოს პა­პა­დო­პუ­ლოს­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს", თუმ­ცა გაზ­რდი­ლი აქ­ტი­ვო­ბა "ზღვა­ში, კუნ­ძუ­ლე­ბი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვან მან­ძილ­ზე და­ფიქ­სირ­და", რაც კარ­გია.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სანტორინისთან ასობით ნაკლებად მძლავრი მიწისძვრა მოხდა - საბერძნეთის ხელისუფლებამ პრევენციისთვის კუნძულზე სპეციალური ძალები და სამაშველო ჯგუფები გაუშვა

სანტორინისთან ასობით ნაკლებად მძლავრი მიწისძვრა მოხდა - საბერძნეთის ხელისუფლებამ პრევენციისთვის კუნძულზე სპეციალური ძალები და სამაშველო ჯგუფები გაუშვა

საბერძნეთის ხელისუფლებამ კუნძულ სანტორინიზე სპეციალური ძალები, სამაშველო ჯგუფები, კარვები და დრონები გაგზავნა მას შემდეგ, რაც რეგიონში ასობით სეისმური ბიძგი დაფიქსირდა.

დიდი მიწისძვრის შიშით, რომელმაც შესაძლოა, ცუნამიც გამოიწვიოს, მოსახლეობას ურჩიეს, სანაპირო ზოლისა და მიტოვებული შენობებისთვის თავი აერიდებინათ, საცურაო აუზები დაეცალათ და დახურულ სივრცეებში თავშეყრისგან თავი შეეკავებინათ. სამოქალაქო თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სკოლები ორშაბათს პრევენციულად დაიხურებოდა.

საბერძნეთში მიწისძვრები ხშირად ხდება, მაგრამ ექსპერტებმა 48 საათის განმავლობაში გაზრდილი სეისმური აქტივობა, 200-ზე მეტი ბიძგით, დრამატულად შეაფასეს. თუმცა, მათ ხაზი გაუსვეს, რომ ბიძგები გამოწვეული იყო ტექტონიკური და არა - ვულკანური აქტივობით.

1956 წელს კუნძულმა მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა რიხტერის სკალით 7-ზე მეტი სიძლიერის მიწისძვრის შედეგად, რომელმაც ცუნამი გამოიწვია.

სეისმოლოგმა გერასიმოს პაპადოპულოსმა განაცხადა, რომ "ყველაფერი შეიძლება მოხდეს", თუმცა გაზრდილი აქტივობა "ზღვაში, კუნძულებიდან მნიშვნელოვან მანძილზე დაფიქსირდა", რაც კარგია.

წყარო