მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია ლილოს დასახლებაში მოკლული მამაკაცის ვინაობა - "სროლის შემდეგ თავის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც დასუფთავების მანქანას შეეჯახა"
ცნობილია ლილოს დასახლებაში მოკლული მამაკაცის ვინაობა - "სროლის შემდეგ თავის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც დასუფთავების მანქანას შეეჯახა"

გუ­შინ ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. რეს­ტო­რან "კა­ხე­ლებ­თან" მა­მა­კაცს ავ­ტო­მო­ბილ­ში ეს­რო­ლეს. მოკ­ლუ­ლია 47 წლის მა­მა­კა­ცი თე­მურ ტო­ლი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ავე­ჯის ბიზ­ნესს ფლობ­და. მას 4 შვი­ლი დარ­ჩა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სრო­ლის შემ­დეგ დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და, რა დრო­საც და­სუფ­თა­ვე­ბის მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა.

"ქვე­ვით მო­სახ­ვევ­ში ეს­რო­ლეს გა­ჩე­რე­ბულ მა­მა­კაცს. რამ­დენ­ჯერ­მეა აქვს გახ­სნი­ლი. 40-წლამ­დე კა­ცია. ნომ­რე­ბიც მოხ­სნი­ლი ჰქონ­და. აქა­უ­რი არ არის. მან­ქა­ნაც არ მეც­ნო­ბა", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით 2 პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სრო­ლას წინ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა უძღო­და.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.კ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ხოლო 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.შ. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 31 იან­ვარს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ბრალ­დე­ბულ­მა, თბი­ლის­ში, 1977 წელს და­ბა­დე­ბულ თ.ტ.-ს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად თ.ტ., მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ლ.კ. პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­ცხად­და და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი წარ­მო­ად­გი­ნა. შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ ის ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კავ­და. გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ მკვლე­ლო­ბის ფაქტს შე­ეს­წრო ზ.შ., თუმ­ცა პო­ლი­ცი­ას მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ არ შე­ა­ტყო­ბი­ნა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ცნობილია ლილოს დასახლებაში მოკლული მამაკაცის ვინაობა - "სროლის შემდეგ თავის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც დასუფთავების მანქანას შეეჯახა"

ცნობილია ლილოს დასახლებაში მოკლული მამაკაცის ვინაობა - "სროლის შემდეგ თავის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც დასუფთავების მანქანას შეეჯახა"

გუშინ ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა. რესტორან "კახელებთან" მამაკაცს ავტომობილში ესროლეს. მოკლულია 47 წლის მამაკაცი თემურ ტოლიაშვილი, რომელიც ავეჯის ბიზნესს ფლობდა. მას 4 შვილი დარჩა.

არსებული ინფორმაციით, სროლის შემდეგ დაჭრილი მამაკაცი საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც დასუფთავების მანქანას შეეჯახა.

"ქვევით მოსახვევში ესროლეს გაჩერებულ მამაკაცს. რამდენჯერმეა აქვს გახსნილი. 40-წლამდე კაცია. ნომრებიც მოხსნილი ჰქონდა. აქაური არ არის. მანქანაც არ მეცნობა", - ამბობს ადგილობრივი.

მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, სროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ლ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული ზ.შ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1977 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.ტ., მომხდარიდან რამდენიმე წუთში საკუთარ ავტომობილშივე გარდაიცვალა.

მომხდარიდან რამდენიმე საათში ლ.კ. პოლიციაში გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ის ბრალდებულის სახით დაკავდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო ზ.შ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ასევე: