საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მზია ამაღლობელს დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს გართულების რისკი" - ომბუდსმენის განცხადება
"მზია ამაღლობელს დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს გართულების რისკი" - ომბუდსმენის განცხადება

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და „ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

  • რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, მზია ამაღ­ლო­ბელს უტარ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბი და იმ­ყო­ფე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ.

“31 იან­ვარს, N5 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მო­შიმ­ში­ლე ჟურ­ნა­ლის­ტი მზია ამაღ­ლო­ბე­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, მათ შო­რის ექიმ­მა, კი­დევ ერთხელ (მერ­ვედ) მო­ი­ნა­ხუ­ლეს.

ექი­მი გა­ე­სა­უბ­რა მზია ამაღ­ლო­ბელს, გა­ეც­ნო მის სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას და გა­ე­სა­უბ­რა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს.

მზია ამაღ­ლო­ბე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

ამავდრო­უ­ლად, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მას და­კა­ვე­ბამ­დე ჰქონ­და ჯან­მრთე­ლო­ბის კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და შიმ­ში­ლო­ბის ფონ­ზე არ­სე­ბობს მისი გარ­თუ­ლე­ბის რის­კი.

მზია ამაღ­ლო­ბელს უტარ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბი და იმ­ყო­ფე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ.

აქვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბებთ, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა მი­ი­ღო მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი უახ­ლე­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი, რაც დღეს (გუ­შინ მი­წო­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის შემ­დეგ, და­მა­ტე­ბით) უკვე მი­ე­წო­და ად­ვო­კატს.

ამას­თან, გვინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ კონ­სი­ლი­უ­მის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვებს და გან­ვმარ­ტოთ, რომ არც თა­ვად მზია ამაღ­ლო­ბელს, არც მის ოჯახს და არც მის კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გენ­ლებს, მსგავ­სი მო­თხოვ­ნა არ და­უ­ყე­ნე­ბი­ათ. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი გა­ნი­ხი­ლავს, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით მის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში, და­მა­ტე­ბი­თი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მოწ­ვე­ვის სა­კითხს, ასე­თის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში.

ამ ეტაპ­ზე, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის­თვის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მხრი­დან სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბის სა­კი­თხზე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი აქ­ტი­ურ მო­ნი­ტო­რინგს ახორ­ცი­ე­ლებს აპა­რატ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ექი­მის დახ­მა­რე­ბით, ისე­ვე, რო­გორც სხვა­დას­ხვა დროს არა­ერ­თი სხვა მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რის შიმ­ში­ლო­ბი­სა თუ სხვა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მარ­თვის მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცეს­ში.

ამავდრო­უ­ლად, კი­დევ ერთხელ, ხაზ­გას­მით გვინ­და გან­ვმარ­ტოთ, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი, არ ერ­თვე­ბო­და და არ ერ­თვე­ბა პა­ტიმ­რე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში. ჩვე­ნი მან­და­ტი პა­ტიმ­რის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბა­ზე მო­ნი­ტო­რინ­გია, რაც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის და მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ჯან­დაც­ვის უფ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ამავდრო­უ­ლად, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სა­ჯა­რო­დაც აცხა­დებს, რომ თუ იმ სა­მე­დი­ცი­ნო მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რა­საც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი გა­დას­ცემს ხოლ­მე დაც­ვის მხა­რეს, მათ­გან იქ­ნე­ბა და­ყე­ნე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი­სა თუ სხვაგ­ვა­რი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის სა­კი­თხი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი მო­ახ­დენს და­მა­ტე­ბით რე­ა­გი­რე­ბას კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი ინ­ტენ­სი­უ­რად გა­აგ­რძე­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი­დან მზია ამაღ­ლო­ბე­ლის­თვის გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­მო­თხო­ვას და პე­რი­ო­დუ­ლად მო­ი­ნა­ხუ­ლებს მო­შიმ­ში­ლე ჟურ­ნა­ლისტს, შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ კი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვის ფარ­გლებ­ში, ვაც­ნო­ბებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მზია ამაღლობელს დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს გართულების რისკი" - ომბუდსმენის განცხადება

"მზია ამაღლობელს დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს გართულების რისკი" - ომბუდსმენის განცხადება

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

  • როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მზია ამაღლობელს უტარდება სამედიცინო კვლევები და იმყოფება ინტენსიური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

“31 იანვარს, N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, მოშიმშილე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, მათ შორის ექიმმა, კიდევ ერთხელ (მერვედ) მოინახულეს.

ექიმი გაესაუბრა მზია ამაღლობელს, გაეცნო მის სამედიცინო დოკუმენტაციას და გაესაუბრა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს.

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ მას დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს მისი გართულების რისკი.

მზია ამაღლობელს უტარდება სამედიცინო კვლევები და იმყოფება ინტენსიური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო მიმდინარე კვირაში ჩატარებული უახლესი გამოკვლევების შედეგები, რაც დღეს (გუშინ მიწოდებული მასალების შემდეგ, დამატებით) უკვე მიეწოდა ადვოკატს.

ამასთან, გვინდა გამოვეხმაუროთ კონსილიუმის შექმნასთან დაკავშირებულ კითხვებს და განვმარტოთ, რომ არც თავად მზია ამაღლობელს, არც მის ოჯახს და არც მის კანონიერ წარმომადგენლებს, მსგავსი მოთხოვნა არ დაუყენებიათ. სახალხო დამცველი განიხილავს, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, დამატებითი სპეციალისტების მოწვევის საკითხს, ასეთის აუცილებლობის გამოვლენის შემთხვევაში.

ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელისთვის პენიტენციური სამსახურის მხრიდან სამედიცინო სერვისების მიწოდების საკითხზე სახალხო დამცველი აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს აპარატში დასაქმებული ექიმის დახმარებით, ისევე, როგორც სხვადასხვა დროს არაერთი სხვა მოშიმშილე პატიმრის შიმშილობისა თუ სხვა ჯანმრთელობის პრობლემების მართვის მონიტორინგის პროცესში.

ამავდროულად, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი, არ ერთვებოდა და არ ერთვება პატიმრების მკურნალობის პროცესში. ჩვენი მანდატი პატიმრისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე მონიტორინგია, რაც ბრალდებულების და მსჯავრდებულების ჯანდაცვის უფლებას უკავშირდება.

ამავდროულად, სახალხო დამცველი საჯაროდაც აცხადებს, რომ თუ იმ სამედიცინო მასალების საფუძველზე, რასაც სახალხო დამცველის აპარატი გადასცემს ხოლმე დაცვის მხარეს, მათგან იქნება დაყენებული დამატებითი კვლევებისა თუ სხვაგვარი სამედიცინო მომსახურების საჭიროების საკითხი, სახალხო დამცველის აპარატი მოახდენს დამატებით რეაგირებას კომპეტენციის ფარგლებში.

სახალხო დამცველის აპარატი ინტენსიურად გააგრძელებს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მზია ამაღლობელისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების დოკუმენტების გამოთხოვას და პერიოდულად მოინახულებს მოშიმშილე ჟურნალისტს, შედეგების შესახებ კი, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის დაცვის ფარგლებში, ვაცნობებთ საზოგადოებას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: