მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შიმშილობის ფონზე, შესაძლოა, ორგანოების ფუნქციების მოშლამ შეუქცევადი ხასიათი მიიღოს" - ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ
"შიმშილობის ფონზე, შესაძლოა, ორგანოების ფუნქციების მოშლამ შეუქცევადი ხასიათი მიიღოს" - ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ

ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის წევ­რი ექი­მე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, „ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და „ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის მზია ამაღ­ლო­ბე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­დეს.

რო­გორც მათ დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს, მზია ამაღ­ლო­ბელს თან აქვს რამ­დე­ნი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რაც შიმ­ში­ლო­ბას­თან შე­უ­სა­ბა­მოა.

„მას აქვს რამ­დე­ნი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც შიმ­ში­ლო­ბას­თან შე­უ­სა­ბა­მოა და ამ პრო­ცეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია. გვინ­და გა­ვაფრ­თხი­ლოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ შე­იძ­ლე­ბა ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში მი­ვი­ღოთ მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, ვიდ­რე ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის შიმ­ში­ლო­ბის დროს ხდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა მა­ნა­ნა ჯე­ბაშ­ვილ­მა.

ამას­თან, „კლი­ნი­კე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის ვილი პა­ჭ­კო­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, შიმ­ში­ლო­ბას თან ერ­თვის მრა­ვა­ლი ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ის მოშ­ლა.

„შიმ­ში­ლო­ბა არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი. და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა ქრო­ნი­კუ­ლი, თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვს ადა­მი­ანს, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია პრო­ცე­სე­ბი გარ­თულ­დეს, გან­ვი­თარ­დეს იშე­მი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, რა­საც თან და­ერ­თვე­ბა პო­ლი­ორ­გა­ნუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა. მრა­ვა­ლი ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ის მოშ­ლა, მი­თუ­მე­ტეს თუკი ორ­გა­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი წა­ვი­და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პრო­ცე­სე­ბი შე­უქ­ცე­ვად ხა­სი­ათს მი­ი­ღებს“, - გა­ნა­ცხა­და პა­ჭ­კო­რი­ამ.

კი­დევ ერთი ექი­მის, პრო­ფე­სორ გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, უნდა დად­გინ­დეს, აქვს თუ არა მზია ამაღ­ლო­ბელს თავ­ბრუს­ხვე­ვე­ბი, რამ­დე­ნი და­იკ­ლო წო­ნა­ში და ა.შ.

„ვი­ცით, რომ საკ­ვებს არ იღებს, მაგ­რამ იღებს თუ არა და­ნა­მა­ტებს. თუ არ იღებს, ეს უკვე სხვა კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­და­დის. მა­შინ რა სი­თხეს იღებს, რა რა­ო­დე­ნო­ბით. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია პირ­ვე­ლი შე­კი­თხვა, რო­მე­ლიც უნდა ვი­ცო­დეთ, რამ­დე­ნი და­იკ­ლო წო­ნა­ში და რამ­დე­ნია მისი წონა. თავ­ბრუს­ხვე­ვე­ბი და­ე­წყო თუ არა, ყლაპ­ვა, პულ­სა­ცია რო­გო­რია და ა.შ. 2 კვი­რის მერე, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძლი­ერ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვილ­მა. ცნო­ბის­თვის, „ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და „ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მზია ამაღ­ლო­ბე­ლი 20 დღეა შიმ­ში­ლობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"შიმშილობის ფონზე, შესაძლოა, ორგანოების ფუნქციების მოშლამ შეუქცევადი ხასიათი მიიღოს" - ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ

"შიმშილობის ფონზე, შესაძლოა, ორგანოების ფუნქციების მოშლამ შეუქცევადი ხასიათი მიიღოს" - ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრი ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ შესაძლოა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს.

როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, მზია ამაღლობელს თან აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რაც შიმშილობასთან შეუსაბამოა.

„მას აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც შიმშილობასთან შეუსაბამოა და ამ პროცესთან შეუთავსებელია. გვინდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება, რომ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში მივიღოთ მდგომარეობის გაუარესება, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანის შიმშილობის დროს ხდება“, - განაცხადა ექიმმა მანანა ჯებაშვილმა.

ამასთან, „კლინიკების ასოციაციის“ დამფუძნებლის ვილი პაჭკორიას განცხადებით, შიმშილობას თან ერთვის მრავალი ორგანოს ფუნქციის მოშლა.

„შიმშილობა არის ინდივიდუალური. დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ქრონიკული, თანმხლები დაავადებები აქვს ადამიანს, მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლებელია პროცესები გართულდეს, განვითარდეს იშემიური მოვლენები, რასაც თან დაერთვება პოლიორგანული უკმარისობა. მრავალი ორგანოს ფუნქციის მოშლა, მითუმეტეს თუკი ორგანული ცვლილებები წავიდა, რასაკვირველია, პროცესები შეუქცევად ხასიათს მიიღებს“, - განაცხადა პაჭკორიამ.

კიდევ ერთი ექიმის, პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებით, უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა მზია ამაღლობელს თავბრუსხვევები, რამდენი დაიკლო წონაში და ა.შ.

„ვიცით, რომ საკვებს არ იღებს, მაგრამ იღებს თუ არა დანამატებს. თუ არ იღებს, ეს უკვე სხვა კატეგორიაში გადადის. მაშინ რა სითხეს იღებს, რა რაოდენობით. უმნიშვნელოვანესია პირველი შეკითხვა, რომელიც უნდა ვიცოდეთ, რამდენი დაიკლო წონაში და რამდენია მისი წონა. თავბრუსხვევები დაეწყო თუ არა, ყლაპვა, პულსაცია როგორია და ა.შ. 2 კვირის მერე, ეს ყველაფერი ძლიერდება“, - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა. ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 20 დღეა შიმშილობს.

წაიკითხეთ ასევე: