სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად გაქრა კადიროვი - ჩეჩნეთის ლიდერი 18 დღეა, არ უნახავთ: რა ვერსიებზე წერს მედია
სად გაქრა კადიროვი - ჩეჩნეთის ლიდერი 18 დღეა, არ უნახავთ: რა ვერსიებზე წერს მედია

"ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის "შვი­ლი, რო­მე­ლიც არას­დროს ჰყო­ლია", რამ­ზან კა­დი­რო­ვი, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის შემ­დეგ, თით­ქმის სამი კვი­რით გა­უ­ჩი­ნარ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რომ მას მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა აქვს – კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვლის ნეკ­რო­ზი" - წერს უცხო­უ­რი მე­დია.

48 წლის კა­დი­რო­ვი 18 დღეა არ უნა­ხავთ.

პუ­ტი­ნის ფა­ვო­რიტ­მა 2024 წლის ბოლო თვე­ებ­ში, წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად და­იკ­ლო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აცხა­დებ­და, თავს კარ­გად გრძნობ­და.

კა­დი­რო­ვი არ გა­მო­ჩე­ნი­ლა სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე იან­ვრის თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­ნი­მუმ 18 დღეა.

შა­ბათს გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ თით­ქოს ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი ან­სამ­ბლ „ნოხ­ჩოს“ რე­პე­ტი­ცი­ას ეს­წრე­ბა, მაგ­რამ მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ძვე­ლი ვი­დე­ოა და ჩეჩ­ნუ­რი მე­დია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ატყუ­ებს.

კა­დი­რო­ვი - ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სან­ქცი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სია. 15 შვი­ლის მა­მამ, ბოლო წლებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ნიშ­ნა სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბი – მათ შო­რის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი.

  • ზო­გი­ერ­თი წყა­რო აცხა­დებს, რომ კა­დი­როვს ბოლო დროს გა­ურ­თულ­და კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვლის ნეკ­რო­ზი და სა­ჭი­რო­ებს მუდ­მივ მკურ­ნა­ლო­ბას მოს­კო­ვის კრე­ი­ლი­ნის კლი­ნი­კა­ში.

ჩეჩ­ნე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათი ლი­დე­რი 13 იან­ვრი­დან ოფი­ცი­ა­ლურ შვე­ბუ­ლე­ბა­შია და ის­ვე­ნებს. ზო­გი­ერ­თი წყა­რო კი წერს, რომ ის დუ­ბა­ი­შია, თა­ვის სა­სახ­ლე­ში, სა­დაც ბოლო წლებ­ში შვე­ბუ­ლე­ბას ატა­რებს.

2019 წლი­დან კა­დი­როვ­მა რამ­დე­ნი­მე ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩა­ი­ტა­რა.

2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე კა­დი­რო­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და, რუ­სუ­ლი მე­დია წერს მის შეც­ვლილ გა­რეგ­ნო­ბა­ზე.

"მუც­ლის ფორ­მა შე­ეც­ვა­ლა, სუნ­თქვა და სა­უ­ბა­რი უჭირს და ძა­ლი­ან თბი­ლად აცვა ჩეჩ­ნე­თის კლი­მა­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“ - წერ­და მა­შინ მე­დია.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

სად გაქრა კადიროვი - ჩეჩნეთის ლიდერი 18 დღეა, არ უნახავთ: რა ვერსიებზე წერს მედია

სად გაქრა კადიროვი - ჩეჩნეთის ლიდერი 18 დღეა, არ უნახავთ: რა ვერსიებზე წერს მედია

"ვლადიმირ პუტინის "შვილი, რომელიც არასდროს ჰყოლია", რამზან კადიროვი, ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ, თითქმის სამი კვირით გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, რომ მას მძიმე დაავადება აქვს – კუჭქვეშა ჯირკვლის ნეკროზი" - წერს უცხოური მედია.

48 წლის კადიროვი 18 დღეა არ უნახავთ.

პუტინის ფავორიტმა 2024 წლის ბოლო თვეებში, წონაში საგრძნობლად დაიკლო, მიუხედავად იმისა, რომ აცხადებდა, თავს კარგად გრძნობდა.

კადიროვი არ გამოჩენილა საჯარო ღონისძიებებზე იანვრის თვის განმავლობაში, მინიმუმ 18 დღეა.

შაბათს გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თითქოს ჩეჩნეთის ლიდერი ანსამბლ „ნოხჩოს“ რეპეტიციას ესწრება, მაგრამ მედიის ინფორმაციით, ეს ძველი ვიდეოა და ჩეჩნური მედია, საზოგადოებას ატყუებს.

კადიროვი - ერთ-ერთი ყველაზე სანქცირებული პოლიტიკოსია. 15 შვილის მამამ, ბოლო წლებში მნიშვნელოვან თანამდებობებზე დანიშნა საკუთარი ოჯახის წევრები – მათ შორის ქალიშვილები.

  • ზოგიერთი წყარო აცხადებს, რომ კადიროვს ბოლო დროს გაურთულდა კუჭქვეშა ჯირკვლის ნეკროზი და საჭიროებს მუდმივ მკურნალობას მოსკოვის კრეილინის კლინიკაში.

ჩეჩნეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათი ლიდერი 13 იანვრიდან ოფიციალურ შვებულებაშია და ისვენებს. ზოგიერთი წყარო კი წერს, რომ ის დუბაიშია, თავის სასახლეში, სადაც ბოლო წლებში შვებულებას ატარებს.

2019 წლიდან კადიროვმა რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საავადმყოფოში ჩაიტარა.

2022 წლის გაზაფხულზე კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რუსული მედია წერს მის შეცვლილ გარეგნობაზე.

"მუცლის ფორმა შეეცვალა, სუნთქვა და საუბარი უჭირს და ძალიან თბილად აცვა ჩეჩნეთის კლიმატის გათვალისწინებით“ - წერდა მაშინ მედია.