მსოფლიო
საზოგადოება
პოლიტიკა

18

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე, მთვარე მორიელში იქნება 04:19-დან დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მოცემულ არაორდინალურ დათქმებს" - რა თქვა თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას
"მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მოცემულ არაორდინალურ დათქმებს" - რა თქვა თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას

მო­გი­წო­დებთ, არ და­უ­ჭი­როთ მხა­რი მო­ცე­მულ არა­ორ­დი­ნა­ლურ დათ­ქმებს, არ და­უ­ჭი­როთ მხა­რი რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექტს და მხა­რი და­უ­ჭი­როთ ჩვე­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბას მხო­ლოდ იმ დათ­ქმით, რომ ჩვენ ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლოთ ნორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში მუ­შა­ო­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რმა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ევ­რო­პის საბ­ჭო­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც წუ­ლუ­კი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბა და მისი 1 100 000-ზე მეტი ამომ­რჩე­ვე­ლი მშვი­დო­ბას იცავს და არა­ვის მის­ცემს უფ­ლე­ბას, ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია მოხ­დეს.

"გმად­ლობთ, ბა­ტო­ნო თავ­მჯდო­მა­რევ, მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­ტეტ­მა მო­ის­მი­ნა ჩვენს დე­ლე­გა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი და გა­ნი­ხი­ლა ორი ვა­რი­ან­ტი: ა. არ ეცნო ჩვე­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა; და ბ. ეცნო ჩვე­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი დათ­ქმე­ბით.

სა­ბო­ლო­ოდ, მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­ტეტ­მა უარ­ყო ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის არცნო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, რის­თვი­საც, მსურს, მად­ლო­ბა ვუ­თხრა მას.

თუმ­ცა, დათ­ქმე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბას ახ­ლავს თან, ჩვენ­თვის პრობ­ლე­მა­ტუ­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი - დათ­ქმა, რო­მე­ლიც „მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას“ ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე და ჩემი დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი არა­ერთ თქვენ­განს შეგ­ხვდით და ძა­ლი­ან კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თუ რა­ტომ ვთვლით ასე.

შე­სა­ბა­მი­სად, მო­გი­წო­დებთ, არ და­უ­ჭი­როთ მხა­რი მო­ცე­მულ არა­ორ­დი­ნა­ლურ დათ­ქმებს, არ და­უ­ჭი­როთ მხა­რი რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექტს და მხა­რი და­უ­ჭი­როთ ჩვე­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბას მხო­ლოდ იმ დათ­ქმით, რომ ჩვენ ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლოთ ნორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში მუ­შა­ო­ბა და უკვე არ­სე­ბუ­ლი კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­ტეტ­თან და ევ­რო­საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი უახ­ლე­სი ვი­ზი­ტის შე­სა­ბა­მი­სად.

ნება მო­მე­ცით, კი­დევ ერთხელ გა­ვუს­ვა ხაზი, იმათ­თვის, ვი­საც ეს შე­იძ­ლე­ბა ეხე­ბო­დეს ამ ასამ­ბლე­ა­ში, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბა და მისი 1 100 000-ზე მეტი ამომ­რჩე­ვე­ლი მშვი­დო­ბას იცავს და არა­ვის მის­ცემს უფ­ლე­ბას, ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია მოხ­დეს; ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც დღემ­დე ოკუ­პი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის მიერ.

კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბა, რო­მელ­მაც 4 სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი დავა აწარ­მოა და მო­ი­გო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში, ვე­რა­ვის მიერ ვერ იქ­ნე­ბა პრო-რუ­სუ­ლად შე­რა­ცხუ­ლი. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ამა­ყობს იმით, რომ ევ­რო­პის საბ­ჭოს ქვეყ­ნებს შო­რის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მა აქვს, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სტა­ტის­ტი­კა აქვს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლო­ში, შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აქვს მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­ტე­ტის მომხსე­ნებ­ლებ­თან და არა­ერთ სხვა სექ­ტორ­ში სა­უ­კე­თე­სო პარტნი­ო­რია, ვე­რა­ვინ იტყვის, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეგ­რე­სი აქვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ თქვენ, ზო­გი­ერთს, არ მოგ­წონთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლახ­ლა არ­ჩე­ვის შე­სა­ხებ“, - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები, როგორ დაუშინეს გიორგი გახარიას კვერცხები თბილისის აეროპორტში
ავტორი:

"მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მოცემულ არაორდინალურ დათქმებს" - რა თქვა თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას

"მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მოცემულ არაორდინალურ დათქმებს" - რა თქვა თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას

მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მოცემულ არაორდინალურ დათქმებს, არ დაუჭიროთ მხარი რეზოლუციის პროექტს და მხარი დაუჭიროთ ჩვენი უფლებამოსილების ცნობას მხოლოდ იმ დათქმით, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ნორმალურ ვითარებაში მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს დელეგაციის წევრმა, თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, "ქართული ოცნების" მთავრობა და მისი 1 100 000-ზე მეტი ამომრჩეველი მშვიდობას იცავს და არავის მისცემს უფლებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს.

"გმადლობთ, ბატონო თავმჯდომარევ, მონიტორინგის კომიტეტმა მოისმინა ჩვენს დელეგაციასთან დაკავშირებული საკითხი და განიხილა ორი ვარიანტი: ა. არ ეცნო ჩვენი უფლებამოსილება; და ბ. ეცნო ჩვენი უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით.

საბოლოოდ, მონიტორინგის კომიტეტმა უარყო ვარიანტი, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების არცნობას ითვალისწინებდა, რისთვისაც, მსურს, მადლობა ვუთხრა მას.

თუმცა, დათქმების გარკვეული ნაწილი, რომელიც უფლებამოსილების ცნობას ახლავს თან, ჩვენთვის პრობლემატურია, განსაკუთრებით კი - დათქმა, რომელიც „მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების გამოცხადებას“ ითვალისწინებს. ამ დღეების განმავლობაში, მე და ჩემი დელეგაციის წევრები არაერთ თქვენგანს შეგხვდით და ძალიან კარგად მოგეხსენებათ, თუ რატომ ვთვლით ასე.

შესაბამისად, მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მოცემულ არაორდინალურ დათქმებს, არ დაუჭიროთ მხარი რეზოლუციის პროექტს და მხარი დაუჭიროთ ჩვენი უფლებამოსილების ცნობას მხოლოდ იმ დათქმით, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ნორმალურ ვითარებაში მუშაობა და უკვე არსებული კარგი თანამშრომლობა საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტთან და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, საქართველოში მისი უახლესი ვიზიტის შესაბამისად.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, იმათთვის, ვისაც ეს შეიძლება ეხებოდეს ამ ასამბლეაში, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა და მისი 1 100 000-ზე მეტი ამომრჩეველი მშვიდობას იცავს და არავის მისცემს უფლებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს; ქვეყანაში, რომელიც დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

კიდევ გავიმეორებ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრო-რუსულად შერაცხული. „ქართული ოცნების“ მთავრობის შესახებ, რომელიც ამაყობს იმით, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო პენიტენციური სისტემა აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა აქვს ადამიანის უფლებათა სასამართლოში, შესანიშნავი თანამშრომლობა აქვს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან და არაერთ სხვა სექტორში საუკეთესო პარტნიორია, ვერავინ იტყვის, რომ დემოკრატიული რეგრესი აქვს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ, ზოგიერთს, არ მოგწონთ ქართველი ხალხის თავისუფალი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევის შესახებ“, - განაცხადა წულუკიანმა.