ავსტრალიაში რელიგიური სექტის თოთხმეტი წევრი რვა წლის ელიზაბეტ სტრუჰსის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს - როგორც ცნობილია, მათ ბავშვს სამედიცინო დახმარება განზრახ არ გაუწიეს. ბავშვის მამა სასწრაფო დახმარება ქალიშვილის გარდაცვალებიდან 36 საათის შემდეგ გამოიძახა.
”არ მიხარია, მაგრამ მშვიდად ვარ... ჩემს პატარა გოგონას ყველაფერი მივეცი, რაც სურდა. ახლა მასზე ღმერთი იზრუნებს" - უთხრა ჯეისონ სტრუჰსმა პოლიციას.
მოსამართლე მარტინ ბერნსმა ოთხშაბათს ჯეისონ სტრუჰსი და რელიგიური ლიდერი ბრენდან სტივენსი, ელიზაბეთის დედასთან, კერისთან და ჯგუფის 10 სხვა წევრთან ერთად დამნაშავედ ცნო ბავშვის მკვლელობაში.
ელიზაბეტ სტრუჰსი გარდაიცვალა 2022 წლის 6 ან 7 იანვარს, დიაბეტური კეტოაციდოზით.
17 წლის განმავლობაში, ჯეისონი ცოლთან და შვილებთან ერთად კვირაში რამდენჯერმე ესწრებოდა საეკლესიო მსახურებას. წლების განმავლობაში ეხმარებოდა ქალიშვილს დღეში ოთხჯერ ინსულინის მიღებაში, სპეციფიკური კერძების მომზადებასა და შაქრის დონის შემოწმებაში.
რელიგიურ სექტაში გაწევრიანების შემდეგ, მან ელისაბედს წამლების მიწოდება შეუწყვიტა. რამდენიმე დღეში ბავშვი გარდაიცვალა.
ჯეისონმა პოლიციას უთხრა, რომ მისი რწმენა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ოდესმე.
"გულში სრულიად მშვიდად ვარ. არ ვწუხვარ, თავს ბედნიერად ვგრძნობ, რადგან ახლა ისიც მშვიდად არის, და მეც… ჩემზე აღარ არის დამოკიდებული. დიაბეტის ხაფანგში არც მე ვარ ჩაფლული“.