საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალი არჩევნები, შესაძლოა, აპრილში ჩატარდეს - დროებითი მთავრობა გამორიცხულია" - ალექსანდრ ვუჩიჩი
"ახალი არჩევნები, შესაძლოა, აპრილში ჩატარდეს - დროებითი მთავრობა გამორიცხულია" - ალექსანდრ ვუჩიჩი

სერ­ბე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ალექ­სან­დრ ვუ­ჩიჩ­მა მი­ა­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნა­ში აპ­რილ­ში, შე­საძ­ლოა, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

  • გა­მო­ცე­მა წერს, რომ სერ­ბე­თის პრე­მი­ე­რის, მი­ლოშ ვუ­ჩე­ვი­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შემ­დეგ ოპო­ზი­ცია დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მო­წო­დე­ბით გა­მო­ვი­და.

სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვა­ში ვუ­ჩიჩ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მის პარ­ტი­ას 10 დღე დას­ჭირ­დე­ბა იმის გა­და­სა­წყვე­ტად, უმ­რავ­ლე­სო­ბის მთავ­რო­ბა შექ­მნას, თუ ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ა­ტა­როს.

  • "ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, შე­საძ­ლოა, აპ­რილ­ში ჩა­ტარ­დეს. დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია“, - აღ­ნიშ­ნა სერ­ბე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

შე­გახ­სე­ნებთ, სერ­ბეთ­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, მი­ლოშ ვუ­ჩე­ვიჩ­მა გა­დად­გო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. სამ­თავ­რო­ბო კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ტალ­ღა, რო­მელ­საც სტუ­დენ­ტე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ, მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში ქა­ლაქ ნოვი სად­ში რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის სა­ხუ­რა­ვი ჩა­მო­ინ­გრა, რა­საც 15 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ნგრე­ვა კო­რუფ­ცი­ამ და არა­სა­თა­ნა­დოდ შეს­რუ­ლე­ბულ­მა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­მა გა­მო­იწ­ვია. მომ­ხდა­რის გამო ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს ცა­მეტ ადა­მი­ანს, მათ შო­რის სერ­ბე­თის ტრან­სპორ­ტის ყო­ფილ მი­ნისტრს გო­რან ვე­სიჩს, რო­მე­ლიც რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის სა­ხუ­რა­ვის ჩა­მონ­გრე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­დად­გა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ახალი არჩევნები, შესაძლოა, აპრილში ჩატარდეს - დროებითი მთავრობა გამორიცხულია" - ალექსანდრ ვუჩიჩი

"ახალი არჩევნები, შესაძლოა, აპრილში ჩატარდეს - დროებითი მთავრობა გამორიცხულია" - ალექსანდრ ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა მიანიშნა, რომ ქვეყანაში აპრილში, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

  • გამოცემა წერს, რომ სერბეთის პრემიერის, მილოშ ვუჩევიჩის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ოპოზიცია დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების მოწოდებით გამოვიდა.

სატელევიზიო მიმართვაში ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მის პარტიას 10 დღე დასჭირდება იმის გადასაწყვეტად, უმრავლესობის მთავრობა შექმნას, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს.

  • "ახალი არჩევნები, შესაძლოა, აპრილში ჩატარდეს. დროებითი მთავრობა გამორიცხულია“, - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნგრევა კორუფციამ და არასათანადოდ შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. მომხდარის გამო ბრალი წაუყენეს ცამეტ ადამიანს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა.