მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპის თქმით, Microsoft-ი TikTok-ის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
ტრამპის თქმით, Microsoft-ი TikTok-ის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ Microsoft აწარ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს TikTok-ის შე­ძე­ნა­ზე და რომ მას სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია აპ­ლი­კა­ცი­ის ყიდ­ვა­ზე "კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ომის" ნახ­ვა სურს.

  • რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ჰკი­თხეს, ამ­ზა­დებ­და თუ არა აშშ-ის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გი­გან­ტი შე­თა­ვა­ზე­ბას, ტრამპმა უპა­სუ­ხა: "ვი­ტყო­დი, რომ კი" - და და­ა­მა­ტა, რომ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის მხრი­დან "TikTok-ის მი­მართ დიდი ინ­ტე­რე­სი არ­სე­ბობს".

რო­გორც ტრამ­პი, ისე მისი წი­ნა­მორ­ბე­დი ჯო ბა­ი­დე­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დნენ, TikTok-ის ჩი­ნუ­რი მშო­ბე­ლი კომ­პა­ნია, ByteDance-ის ეი­ძუ­ლე­ბი­ნათ, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ზე­ზე­ბით, "ტი­კტო­კის ამე­რი­კუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი" რო­მე­ლი­მე ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის­თვის მი­ე­ყი­დათ.

ტრამპმა გა­სულ კვი­რას ხელი მო­ა­წე­რა აღ­მას­რუ­ლე­ბელ ბრძა­ნე­ბას, რო­მე­ლიც აყოვ­ნებს ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის აკ­რძალ­ვას TikTok-ზე.

2020 წლის აგ­ვის­ტო­ში ByteDance-მა Microsoft-ს მი­მარ­თა, რო­გორც შე­საძ­ლო მყიდ­ველს - რა­საც კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ქმე­დე­ბა" უწო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, TikTok-მა პო­ტენ­ცი­ურ პარტნი­ო­რად კონ­კუ­რენ­ტი Oracle აირ­ჩია, თუმ­ცა არც ეს გა­რი­გე­ბა შედ­გა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ტრამპის თქმით, Microsoft-ი TikTok-ის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ტრამპის თქმით, Microsoft-ი TikTok-ის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ Microsoft აწარმოებს მოლაპარაკებებს TikTok-ის შეძენაზე და რომ მას სოციალური მედია აპლიკაციის ყიდვაზე "კონკურენტული ომის" ნახვა სურს.

  • როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ამზადებდა თუ არა აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტი შეთავაზებას, ტრამპმა უპასუხა: "ვიტყოდი, რომ კი" - და დაამატა, რომ რამდენიმე კომპანიის მხრიდან "TikTok-ის მიმართ დიდი ინტერესი არსებობს".

როგორც ტრამპი, ისე მისი წინამორბედი ჯო ბაიდენი წლების განმავლობაში ცდილობდნენ, TikTok-ის ჩინური მშობელი კომპანია, ByteDance-ის ეიძულებინათ, ეროვნული უსაფრთხოების მიზეზებით, "ტიკტოკის ამერიკული ოპერაციები" რომელიმე ამერიკული კომპანიისთვის მიეყიდათ.

ტრამპმა გასულ კვირას ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აყოვნებს ბაიდენის ადმინისტრაციის აკრძალვას TikTok-ზე.

2020 წლის აგვისტოში ByteDance-მა Microsoft-ს მიმართა, როგორც შესაძლო მყიდველს - რასაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მოგვიანებით "ყველაზე უცნაური ქმედება" უწოდა. მოგვიანებით, TikTok-მა პოტენციურ პარტნიორად კონკურენტი Oracle აირჩია, თუმცა არც ეს გარიგება შედგა.

წყარო