აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი შვილი, ბარონ ტრამპი, ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს.
ბარონი, რომელიც 2მ და 5 სმ სიმაღლისაა, ყურადღების ცენტრში მოექცა.
2017 წელი
ბიჭი მაშინ ცხოვრობდა ნიუ-იორკში, "Trump Tower“-ში და სწავლობდა მოსამზადებელ სკოლაში, მანჰეტენის Upper West Side-ზე.2016 წლიდან ბარონ ტრამპზე გავრცელდა ჭორები, რომ მას აუტისტური სპექტრი გქონდა, რასაც საფუძველი მისცა კომედიანტმა როზი ო’დონელმა. 2024 წელს მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ ამგვარი ჭორები დიდ ზიანს აყენებდა მის შვილს და სკოლაში აბულინგებდნენ.
"მე შეძრწუნებული ვიყავი ასეთი სისასტიკით“, – დაწერა მელანია ტრამპმა თავის წერილში.
2018 წელი
ის ისევ ხშირად ხდებოდა დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეების თავდასხმის სამიზნე.2018 წელს 12 წლის ბიჭუნას შესახებ მსახიობმა პიტერ ფონდმა თქვა, რომ "ბარონი წაერთმიათ დედისთვის და პედოფილებით სავსე გალიაში მოეთავსებინათ". მსახიობმა მოგვიანებით, საჯაროდ მოიხადა ბოდიში და განაცხადა:
"ძალიან შეუფერებელი და უხეში რამ დავწერე პრეზიდენტსა და მის ოჯახზე, რითაც ვუპასუხე ტელევიზიით ნანახ შემზარავ კადრებს. როგორც ბევრი ამერიკელი, მეც გაბრაზებული და შეშფოთებული ვიყავი იმით, რომ ბავშვებს ამერიკის საზღვარზე ოჯახებს აშორებდნენ, მაგრამ მაინც ზედმეტი მომივიდა."
2019 წელი
2019 წელს, 13 წლის ასაკში, ბარონ ტრამპის ოჯახი მუდმივად გადავიდა საცხოვრებლად Mar-a-Lago-ში. ამავე წელს დონალდ ტრამპმა საჯაროდ გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ ბარონს ფეხბურთის თამაში აინტერესებდა."მერე რაც ვნახე ფეხბურთის შესახებ ანგარიშები, შემაშფოთებელია. ეს სპორტი სახიფათოა, მართალია, აღჭურვილობა უკეთესი გახდა, მაგრამ პრობლემა მაინც არ მოგვარებულა", - ამბობდა ტრამპი.
ასევე, 2019 წელს, წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის იმპიჩმენტის განხილვის დროს, სტენფორდის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორმა პამელა კარლანმა განაცხადა:"დონალდ ტრამპს შეუძლია თავის შვილს დაარქვას ბარონი, მაგრამ აქცევს ბარონად."
"პამელა კარლან, უნდა გრცხვენოდეთ, რომ საჯაროდ, აშკარა მიკერძოებითა და აგრესიით გამოიყენეთ ბავშვი თქვენი მიზნებისთვის", - წერდა მელანია X-ზე.
2021 წელი
2021 წლის იანვარში,როცა დონალდი უკვე აღარ იყო აშშ-ის პრეზიდენტი, ბარონი დედასთან ერთად მუდმივად გადავიდა საცხოვრებლად Mar-a-Lago-ში. მელანია მუდმივად ცდილობდა, რომ თავიდან აერიდებინა მისთვის საზოგადოების ყურადღება.
2023 წელი
2023 წელს, როდესაც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანია გააქტიურდა, ბარონი კვლავ რჩებოდა საზოგადოების ყურადღებიდან შორს.
2024 წელი
2024 წელს ბარონ ტრამპმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში (NYU) ჩააბარა. მანამდე, მაისში, დაამთავრა Oxbridge Academy, რომელიც მდებარეობს ვესტ პალმ ბიჩში. შემოდგომაზე ბარონი NYU-ს ბიზნესის სკოლაში (Stern School of Business) სწავლას შეუდგა. ნოემბერში პირველად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და ფლორიდაში მამას ხმა მისცა.
ბარონ ტრამპი – 2025 წელი
2025 წლის 20 იანვარს ბარონ ტრამპი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ელეგანტური იერით გამოჩნდა. :"მე მყავს ძალიან მაღალი შვილი, სახელად ბარონი. ვინმემ ხომ არ გაუგია მისი სახელი?" - თქვა ტრამპმა ინაუგურაციაზე და დამსწრეთა ოვაციები დაიმსახურა.
ვარაუდობენ, რომ ბარონ ტრამპმა შესაძლოა მომავალში ბედი პოლიტიკაში სცადოს.